დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის და ეკონომიკური განვითარების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 9 თებერვლის №04 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 16 |
დოკუმენტის მიმღები | მარნეულის მუნიციპალიტეტი |
მიღების თარიღი | 28/05/2024 |
დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 31/05/2024 |
ძალაში შესვლის თარიღი | 10/06/2024 |
სარეგისტრაციო კოდი | 010260020.35.159.016575 |
|
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ პუნქტის „გ.ბ“ ქვეპუნქტის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ პუნქტის „ა.ბ“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის მე-2 ნაწილის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-2 პუნქტის, 22-ე მუხლის მე-3 პუნქტისა და 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
|
მუხლი 1 |
შევიდეს ცვლილება „მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის და ეკონომიკური განვითარების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 9 თებერვლის №04 დადგენილების (ვებგვერდი: www.matsne.gov.ge; გამოქვეყნების თარიღი: 11/02/2021; სარეგისტრაციო კოდი: 010260020.35.159.016442) დანართ 1 -ში და,
1. დადგენილების დანართი 1-ის პირველი მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის და ეკონომიკური განვითარების სამსახური (შემდგომში – სამსახური) წარმოადგენს მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიის (შემდგომში – მერია) სტრუქტურულ ერთეულს, რომელიც ახორციელებს მარნეულის მუნიციპალიტეტის (შემდგომში – მუნიციპალიტეტი) მერიის ეკონომიკური განვითარების მუნიციპალური პროგრამების შემუშავებასა და განხორციელებას, სოფლის მეურნეობის განვითარების ხელშეწყობას, მუნიციპალიტეტის სოფლის მეურნეობისა და ეკონომიკური განვითარების სტრატეგიების, მუნიციპალური პროგრამების პროექტების შემუშავებას და დამტკიცებული დოკუმენტების განხორციელების კოორდინაციას, ინვესტორებთან თანამშრომლობას შესაბამისი საინვესტიციო პროგრამებისა და პროექტების მომზადების საკითხებში, მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე კერძო ინვესტიციების მოზიდვის ხელშეწყობისთვის წინადადებების მომზადებას, მუნიციპალური პროექტების კერძო ინვესტორებთან და დონორ ორგანიზაციებთან ურთიერთობების წარმართვას, მუნიციპალიტეტის მიერ განხორციელებულ ან განსახორციელებელ ღონისძიებათა თაობაზე მონაცემების შეგროვების, დამუშავებას, სტატისტიკას, ანალიზს და ერთიანი ელექტრონული ბაზის წარმოების პროცესში მონაწილეობას/ჩართულობას, მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ინფრასტრუქტურის მშენებლობა-განვითარების განხორციელების პროცესში მონაწილეობას და პროცესის კოორდინაციას/ხელშეწყობას, ინფრასტრუქტურის მშენებლობისა და განვითარების პროცესის ანალიზსა და მონიტორინგს, მუნიციპალური ინფრასტრუქტურული ობიექტების მშენებლობის/რეკონსტრუქციის/რემონტის/რეაბილიტაციის პროცესის ინსპექტირება-კონტროლსა და საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციებთან შესაბამისობის ზედამხედველობა-ინსპექტირებას უფლებამოსილების ფარგლებში, სამსახურის ფუნქციური უფლებამოსილებების ფარგლებში მუნიციპალიტეტის – ინფრასტრუქტურული მშენებლობის პროცესის ანალიზის და ეკონომიკური და სოფლის მეურნეობის განვითარების მიმართულებების/უფლებამოსილებების უკეთ უზრუნველყოფის/განხორციელების მიზნით საჭირო სათანადო სტატისტიკური/ანალიტიკური ინფორმაციის შეგროვების/დამუშავების პროცესში ჩართულობას/მონაწილეობას და ამ დებულებით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს.“. 2. დადგენილების დანართი 1-ის მე-2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 2. სამსახურის ფუნქციები სამსახურის ფუნქციებია: ა) სამსახურის ფუნქციური უფლებამოსილებების ფარგლებში მუნიციპალიტეტის – ინფრასტრუქტურული მშენებლობის პროცესის ანალიზის, ეკონომიკური და სოფლის მეურნეობის განვითარების დაგეგმვის მიმართულებების/უფლებამოსილებების უკეთ უზრუნველყოფის/განხორციელების მიზნით საჭირო სათანადო სტატისტიკური/ანალიტიკური ინფორმაციის შეგროვება/დამუშავება; ბ) ეკონომიკური განვითარების მუნიციპალური პროგრამებისა და პროექტების შემუშავება, მათი განხორციელების მონიტორინგი; გ) წინადადებების, დასკვნებისა და რეკომენდაციების შემუშავება ეკონომიკური განვითარების მიზნით, ინვესტიციების დაგეგმვის, ინვესტორებთან თანამშრომლობის, შესაბამისი საინვესტიციო პროგრამებისა და პროექტების მომზადების საკითხებზე; დ) მუნიციპალიტეტის დაკვეთით განსახორციელებელი სამშენებლო/ ინფრასტრუქტურული ობიექტების/პროექტების მშენებლობა-განვითარების განხორციელების პროცესის კოორდინაცია/მონიტორინგი და შემდგომი ანალიზი; ე) სამსახურის ფუნქციური უფლებამოსილებების ფარგლებში – მუნიციპალური ინფრასტრუქტურის ობიექტების მშენებლობის პროცესის განხორციელების, შენახვის და მოვლა-პატრონობის პროცესის უზრუნველყოფა/მონიტორინგი; ვ) მუნიციპალიტეტის დასახლებათა ტერიტორიების კეთილმოწყობის, შესაბამისი მუნიციპალური პროგრამებისა და პროექტების განხორციელების კოორდინაცია და მათი განხორციელების პროცესის მონიტორინგი შემდგომი ანალიზით; ზ) დასახლებებში გაზმომარაგების, კანალიზაციის, წყალმომარაგების, გარე განათების სამუშაოთა წარმოების კოორდინაცია/უზრუნველყოფა, მათი განხორციელების ზედამხედველობა თვითმმართველობის საკუთარი უფლებამოსილების ფარგლებში, სანიაღვრე ქსელების ფუნქციონირების უზრუნველყოფა/მონიტორინგი; თ) ეკონომიკური განვითარების მუნიციპალური პროგრამის მომზადების ორგანიზება, პროგრამის განსახორციელებლად დასკვნების, წინადადებებისა და რეკომენდაციების შემუშავება, ეკონომიკური განვითარების მუნიციპალური პროგრამების მიმდინარეობის შესახებ საჭირო ინფორმაციის შეგროვება, დამუშავება და ანალიზი, სათანადო დასკვნებისა და რეკომენდაციების შემუშავება; ი) წყალდიდობების შედეგების ლიკვიდაციის, ქუჩებისა და ტროტუარების თოვლისა და ყინულისაგან გასაწმენდად დაგეგმილი ღონისძიებების უზრუნველყოფის პროცესის კოორდინაცია და მონიტორინგი; კ) მუნიციპალური პროექტების კერძო ინვესტორებთან, მუნიციპალური განვითარების ფონდთან და დონორ ორგანიზაციებთან ურთიერთობების წარმართვა, წინადადებების მომზადება მუნიციპალური პროექტების განხორციელების მიზნით, კერძო ინვესტიციების მოზიდვასთან დაკავშირებით, საჭირო დოკუმენტაციის მომზადება მუნიციპალიტეტის მონაწილეობით საინვესტიციო პროექტების შესადგენად, მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე კერძო ინვესტიციების ხელშეწყობისათვის წინადადებების მომზადება; ლ) მარნეულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადმინისტრაციული ერთეულების შექმნის და გაუქმების, ასევე დასახლებების კატეგორიების მინიჭების საკითხზე წინადადებების მომზადება – ურბანული განვითარების, სივრცითი მოწყობის, არქიტექტურისა და მშენებლობის სამსახურთან ურთიერთკოორდინაციით; მ) მუნიციპალიტეტის მონაწილეობით საინვესტიციო პროექტების განხორციელების ზედამხედველობა; ნ) წინადადებების მომზადება მუნიციპალური საზოგადოებრივი ტრანსპორტის შექმნის, რეაბილიტაციისა და განვითარების თაობაზე; ო) წინადადებების შემუშავება გარე ვაჭრობის და გარე რეკლამის რეგულირების საკითხებზე; პ) წინადადებების მომზადება მუნიციპალიტეტის გამგებლობაში შემავალი საზოგადოებრივი მომსახურების ტარიფების განსაზღვრის, აგრეთვე ამ მომსახურების მიმწოდებლებსა და მომხმარებლებს შორის ხელშეკრულებების მომზადების საკითხებზე, დასკვნებისა და რეკომენდაციების მომზადება მუნიციპალური ტრანსპორტის ორგანიზების საკითხებზე, შესაბამისი მუნიციპალური პროგრამების შემუშავებასა და მათი განხორციელების მონიტორინგი; ჟ) წინადადებების შემუშავება დასუფთავების მოსაკრებლის შემოღება-გაუქმებისა და მისი ოდენობის განსაზღვრის, მოსაკრებლის ადმინისტრირების საკითხებზე; რ) მონაცემთა შეგროვება, დამუშავება, ანალიზი და ერთიანი ელექტრონული ბაზის წარმოება, სტატისტიკურ მონაცემთა სისტემატიზაცია და შესაბამისი ნიშნით კლასიფიკაცია; ს) მუნიციპალიტეტთან დაკავშირებული ყველა ხელმისაწვდომი ინფორმაციის მოძიება, დამუშავება, სტატისტიკისა და ანალიზის წარმოება; ტ) მერიის სტრუქტურული ერთეულების მიერ შესრულებული სამუშაოსა და მასთან დაკავშირებული დოკუმენტაციის მოძიება შესწავლის მიზნით; უ) თვითმმართველი ერთეულის სტრატეგიული განვითარების გეგმის მომზადება და მისი შესრულების კოორდინაცია, სოციალურ-ეკონომიკური განვითარების პროგნოზების, მოთხოვნისა და მიწოდების თანაფარდობებისა და თვითმმართველი ერთეულის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების მიზნით სხვა დოკუმენტების მომზადება; ფ) წინადადებების მომზადება თვითმმართველობის იმ პროგრამებში მონაწილეობის შესახებ, რომლებიც შეეხება თვითმმართველი ერთეულის სოციალურ-ეკონომიკურ განვითარებას; ქ) თვითმმართველი ერთეულის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების პროგრამის პროექტის შემუშავება, მერისთვის განსახილველად წარდგენა, მერის მიერ გამოთქმული შენიშვნების გათვალისწინებით სოციალურ-ეკონომიკური განვითარების პროგრამის პროექტის კორექტირება, მონაწილეობის მიღება თვითმმართველი ერთეულის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების პროგრამის პროექტის საჯარო განხილვებში, საჯარო განხილვებისას გამოთქმული შენიშვნებისა და წინადადებების აღრიცხვა, მათი ანალიზი და შესაბამისი დასკვნის წარდგენა საკრებულოსათვის, საკრებულოს სხდომაზე სოციალურ- ეკონომიკური განვითარების პროგრამის პროექტის განხილვამდე; ღ) ადგილობრივი მოსაკრებლების წესების შემუშავება, კონტროლი და შესაბამისი ღონისძიებების გატარება, წინადადებების მომზადება ადგილობრივი გადასახადებისა და მოსაკრებლების, ადგილობრივი საკრედიტო პოლიტიკის საკითხებზე; ყ) მუნიციპალურ სექტორში განხორციელებული ინვესტიციების და გაწეული ფინანსური დახმარებების მონიტორინგი; შ) საინვესტიციო პოლიტიკის განსაზღვრა, მეწარმეობის განვითარების ხელშემწყობი წინადადებების შემუშავება და მათი განხორციელების კოორდინაცია; ჩ) წინადადებების მომზადება ინვესტირების მიმართულებების, საკუთარი, აგრეთვე ერთობლივი მიზნობრივი პროგრამების, საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის განსახორციელებლად საჭირო სახსრების განსაზღვრის შესახებ, ერთობლივი პროექტების განხორციელების მიზნით სხვა თვითმმართველ ერთეულთან საბიუჯეტო სახსრების გაერთიანების შესახებ წინადადებების და შესაბამის ხელშეკრულებათა პროექტების შედგენა; ც) თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიაზე მოქმედი ავტოვაგზლების, ავტოსადგურებისა და ავტოსალაროების ფუნქციონირების რეგულირება და აღრიცხვიანობის ერთიანი სისტემის ორგანიზება, მომხმარებელთა უფლებების დაცვა და კონტროლი მოსახლეობის ტრანსპორტით მომსახურებისა და მგზავრობის უსაფრთხოების წესების დაცვაზე; ძ) სამსახურის ფუნქციური უფლებამოსილებების ფარგლებში მუნიციპალიტეტის სახსრებით შესყიდული საქონლის, სამუშაოს და მომსახურების მიღება კომისიური წესით, მომსახურების გაწევასთან, სამუშაოების შესრულებასთან და საქონლის მოწოდებასთან დაკავშირებული სახარჯთაღრიცხვო/განფასების დოკუმენტაციის, შედარების და სხვა აქტების შედგენა ოფიციალური გაფორმების უზრუნველყოფით, საქონლის მოწოდების, სამუშაოების შესრულებისა, მომსახურების გაწევის სახარჯთაღრიცხვო/განფასების და მომსახურების გაწევის, საქონლის მოწოდების, სამუშაოების შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტაციის შეთანხმება ვიზის გაფორმებით; წ) წინადადებების, დასკვნებისა და რეკომენდაციების შემუშავება მუნიციპალიტეტის დასახლებათა დასუფთავების, ნარჩენების გატანის, გადამუშავებისა და უტილიზაციის საკითხებზე, ტერიტორიის დასუფთავების, ნარჩენების გატანისა და საოჯახო-საყოფაცხოვრებო ნარჩენების უტილიზაციის სამუშაოთა ორგანიზება, სანიტარიული დასუფთავების ორგანიზაცია; ჭ) ადგილობრივი მნიშვნელობის სატრანსპორტო გზების რეაბილიტაცია-განვითარების პროგრამის პროექტების და დამტკიცებული პროგრამის განხორციელების უზრუნველყოფა/ კოორდინაცია, მონიტორინგი და შემდგომი ანალიზი; ხ) თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიაზე კომუნალური მეურნეობის მართვა, შესაბამის ობიექტთა მოვლა-პატრონობის ორგანიზება, ქუჩების, ტროტუარებისა და მოედნების დასუფთავების, მყარი ნარჩენების შეგროვების, ნაგავსაყრელების მოწყობის და გამოყენების ორგანიზება, საყოფაცხოვრებო პირობების გაუმჯობესების სამუშაოთა ორგანიზება, მოსახლეობის საბინაო-კომუნალური მომსახურების ორგანიზება, ნაგვის შეგროვებისა და უტილიზაციის სამუშაოთა წარმოების დაგეგმვა, დასახლებებში ელექტროფიკაციის სამუშაოთა წარმოების დაგეგმვა, მათ განხორციელებაზე მუნიციპალური დაკვეთის განსაზღვრა და ზედამხედველობა გარეგანათების ფუნქციონირებაზე; ჯ) საგზაო ნიშნების, გზაჯვარედინების მარეგულირებელი შუქნიშნები მოწესრიგების ორგანიზება, დასახლებებში სახლების ნუმერაციის დაგეგმარების და განხორციელების ორგანიზება; ჰ) მოქმედი კანონმდებლობითა და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელება. 3. დადგენილების დანართი 1-ის მე-3 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 3. სამსახურის სტრუქტურა სამსახურის სტრუქტურაში, სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფის სახით, შედის: ა) სტატისტიკისა და ეკონომიკური განვითარების განყოფილება; ბ) ინფრასტრუქტურის მშენებლობისა და განვითარების პროცესის ანალიზისა და მონიტორინგის განყოფილება;“. 4. დადგენილების დანართი 1-ის მე-4 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 4. სტატისტიკისა და ეკონომიკური განვითარების განყოფილება სტატისტიკისა და ეკონომიკური განვითარების განყოფილება დადგენილი წესით უზრუნველყოფს: ა) ეკონომიკური განვითარების მუნიციპალური პროგრამის მომზადების ორგანიზებას, პროგრამის განსახორციელებლად დასკვნების, წინადადებებისა და რეკომენდაციების შემუშავებას; ბ) სამსახურის ფუნქციური უფლებამოსილებების ფარგლებში მუნიციპალიტეტის – ეკონომიკური და სოფლის მეურნეობის განვითარებისა და დაგეგმვის უზრუნველყოფისათვის/განხორციელებისათვის საჭირო სათანადო სტატისტიკური/ ანალიტიკური ინფორმაციის შეგროვების/დამუშავების პროცესში ჩართულობას/ მონაწილეობას; გ) ეკონომიკური განვითარების მუნიციპალური პროგრამების მიმდინარეობის შესახებ საჭირო ინფორმაციის შეგროვებას, დამუშავებასა და ანალიზს, სათანადო დასკვნებისა და რეკომენდაციების შემუშავებას; დ) სამსახურის ფუნქციური უფლებამოსილებების ფარგლებში – შესაბამისი ტექნიკური დავალებების მომზადებას; ე) წინადადებების მომზადებას მუნიციპალური პროექტების განხორციელების მიზნით კერძო ინვესტიციების მოზიდვასთან დაკავშირებით; ვ) საჭირო დოკუმენტაციის მომზადებას მუნიციპალიტეტის მონაწილეობით საინვესტიციო პროექტების შესადგენად; ზ) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე კერძო ინვესტიციების ხელშეწყობისათვის წინადადებების მომზადებას; თ) მუნიციპალური პროექტების კერძო ინვესტორებთან, მუნიციპალური განვითარების ფონდთან და დონორ ორგანიზაციებთან ურთიერთობების წარმართვას; ი) მუნიციპალიტეტის მონაწილეობით საინვესტიციო პროექტების განხორციელების ზედამხედველობას/კოორდინაციას უფლებამოსილების ფარგლებში; კ) წინადადებების მომზადებას თვითმმართველ ერთეულში ადმინისტრაციული ერთეულების შექმნის/გაუქმების, მათი საზღვრების დადგენისა და შეცვლის თაობაზე – ურბანული განვითარების, სივრცითი მოწყობის, არქიტექტურისა და მშენებლობის სამსახურის შესაბამის განყოფილებასთან ურთიერთკოორდინაციით; ლ) სოფლის მეურნეობის განვითარების მიზნით სოფლის მეურნეობის სფეროში საქართველოს მთავრობის და საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ დაგეგმილი პროექტების და პროგრამების ხელშეწყობას უფლებამოსილების ფარგლებში; მ) მელიორაციის სფეროში საქართველოს მთავრობის და საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ დაგეგმილი პროექტების ხელშეწყობას, უფლებამოსილების ფარგლებში; ნ) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მოქმედი დაინტერესებული ფიზიკური და იურიდიული პირებისთვის სასოფლო-სამეურნეო კულტურების წარმოების ტექნოლოგიების შესახებ ინფორმაციის მომზადებას და მიწოდებას, ამ მიზნით კომპეტენტურ ინსტიტუტებთან და სპეციალისტებთან თანამშრომლობას; ო) მუნიციპალიტეტის სოციალურ-ეკონომიკური სტრატეგიული მიმართულებების განსაზღვრას; პ) ეკონომიკური განვითარების, მუნიციპალური პროგრამებისა და პროექტების შემუშავებას; ჟ) ეკონომიკური განვითარების მუნიციპალური პროგრამების განხორციელების მონიტორინგს; რ) ეკონომიკური სტრატეგიის დოკუმენტის მომზადებას, ეკონომიკის ტრადიციული დარგების განვითარების ხელშეწყობას; ს) მონაწილეობას მუნიციპალიტეტის შესახებ სარეკლამო-საინფორმაციო მასალების მომზადებასა და გამოცემაში, აგრეთვე ტურიზმის და საკურორტო სფეროში დასაქმებული კერძო მეწარმეების სარეკლამო პროდუქციის გავრცელების ხელშეწყობას; ტ) დაგეგმილი პროექტების და პროგრამების ეფექტურად განხორციელების მიზნით საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის/ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროებთან კომუნიკაციასა და მონიტორინგს; უ) ტურიზმის და საკურორტო სფეროში პრიორიტეტების, განვითარების საინვესტიციო პროგრამების დაპროექტების შესახებ წინადადებებისა და სტრატეგიის შემუშავებას; ფ) მცირე ბიზნესის განვითარების მიზნით საინვესტიციო პროექტების განხორციელების ხელშეწყობას; ქ) ეკონომიკური სტრატეგიის დოკუმენტის პროექტის მომზადებას, ეკონომიკური განვითარების მოკლევადიანი/საშუალოვადიანი/გრძელვადიანი გეგმების პროექტების მომზადებას და საჭიროებისამებრ ამისთვის შესაბამის საერთაშორისო და ადგილობრივ პროგრამებში მონაწილეობას; ღ) მონაცემების შეგროვება, დამუშავება, ანალიზი და ერთიანი ელექტრონული ბაზის წარმოება; ყ) სტატისტიკურ მონაცემთა სისტემატიზაცია და შესაბამისი ნიშნით კლასიფიკაცია; შ) სტატისტიკური ანალიზის წარმოება; ჩ) მუნიციპალიტეტთან დაკავშირებული ყველა ხელმისაწვდომი ინფორმაციის მოძიებას, დამუშავებას, სტატისტიკისა და ანალიზის წარმოებას; ც) მერიის სტრუქტურული ერთეულების მიერ შესრულებული სამუშაოსა და მასთან დაკავშირებული დოკუმენტაციის მოძიებას შესწავლის მიზნით. ძ) მოქმედი კანონმდებლობითა და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას.“. |
მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს 2024 წლის 10 ივნისიდან.
|
|
დოკუმენტის კომენტარები