დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ,,მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს, 2021 წლის 9 თებერვლის, №02 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 12 |
| დოკუმენტის მიმღები | მარნეულის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 28/05/2024 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 30/05/2024 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 10/06/2024 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010260020.35.159.016571 |
|
„მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 9 თებერვლის №02 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
|
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 54-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ პუნქტის „ა.ბ“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის მე-2 ნაწილის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და 22-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
|
| მუხლი 1 |
შევიდეს ცვლილება, „მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს, 2021 წლის 9 თებერვლის №02 დადგენილების (ვებგვერდი www.matsne.gov.ge; გამოქვეყნების თარიღი: 11/02/2021; სარეგისტრაციო კოდი: 010260020.35.159.016442) დანართ 1-ში და
1Ю დადგენილების დანართი 1-ის მე-7 მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „5. მერის თანამდებობრივი შეუთავსებლობის საკითხები წესრიგდება „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად“. 2. დადგენილების დანართი 1-ის მე-9 მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „5. მერის პირველი მოადგილის და მოადგილის (მოადგილეები) თანამდებობრივი შეუთავსებლობის საკითხები წესრიგდება „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად“. 3. დადგენილების დანართი 1-ის მე-10 მუხლის მე-7 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ა) ადმინისტრაციული სამსახურის ძირითადი ფუნქციებია: მერიის სტრუქტურული ერთეულების მუშაობის კოორდინაციისათვის ხელშეწყობა; მერიის საქმისწარმოება, სამართლებრივ, საკადრო საკითხთა, აგრეთვე მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის უზრუნველყოფა; დასახლებების საერთო კრებების განხორციელებასთან დაკავშირებული ღონისძიებების განხორციელება; მუნიციპალიტეტის ვებგვერდის ადმინისტრირება; მუნიციპალიტეტის ოფიციალური ღონისძიებების დაგეგმვა და ორგანიზებაში მონაწილეობა; ინფორმაციის საჯაროობის უზრუნველყოფა; მერიის სისტემაში (მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს სისტემა და თანამდებობის პირები, მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირები) ინსპექტირება და დისციპლინური წარმოება, აგრეთვე მუნიციპალიტეტის 50%-ზე მეტი წილობრივი მონაწილეობით არსებული სამეწარმეო იურიდიული პირების (შემდგომში – მუნიციპალიტეტის სამეწარმეო იურიდიული პირები) და მათი თანამშრომლების საქმიანობის ინსპექტირება“. 4. დადგენილების დანართი 1-ის მე-10 მუხლის მე-7 პუნქტის „ვ “ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ვ) ინფრასტრუქტურის და ეკონომიკური განვითარების სამსახურის ძირითადი ფუნქციებია: ეკონომიკური განვითარების მუნიციპალური პროგრამების შემუშავება და განხორციელება; სოფლის მეურნეობის განვითარების ხელშეწყობა; მუნიციპალიტეტის სოფლის მეურნეობისა და ეკონომიკური განვითარების სტრატეგიების, მუნიციპალური პროგრამების პროექტების შემუშავება და დამტკიცებული დოკუმენტების განხორციელების კოორდინაცია; ინვესტორებთან თანამშრომლობა შესაბამისი საინვესტიციო პროგრამებისა და პროექტების მომზადების საკითხებში; მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე კერძო ინვესტიციების მოზიდვის ხელშეწყობისთვის წინადადებების მომზადება; მუნიციპალური პროექტების კერძო ინვესტორებთან და დონორ ორგანიზაციებთან ურთიერთობების წარმართვა; მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ინფრასტრუქტურის მშენებლობა-განვითარების განხორციელების პროცესში მონაწილეობა და პროცესის კოორდინაცია/ხელშეწყობა; ინფრასტრუქტურის მშენებლობისა და განვითარების პროცესის ანალიზისა და მონიტორინგის უზრუნველყოფა; მუნიციპალური ინფრასტრუქტურული ობიექტების მშენებლობის/ რეკონსტრუქციის/რემონტის/რეაბილიტაციის, პროცესის ინსპექტირება-კონტროლი და საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციებთან შესაბამისობის ზედამხედველობა-ინსპექტირება უფლებამოსილების ფარგლებში; სამსახურის ფუნქციური უფლებამოსილებების ფარგლებში, მუნიციპალიტეტის-ინფრასტრუქტურული მშენებლობის პროცესის ანალიზი და ეკონომიკური და სოფლის მეურნეობის განვითარების მიმართულებების/უფლებამოსილებების უკეთ უზრუნველყოფის/განხორციელების მიზნით საჭირო სათანადო სტატისტიკური/ ანალიტიკური ინფორმაციის შეგროვების/დამუშავების პროცესში ჩართულობა/მონაწილეობა, მუნიციპალიტეტის მიერ განხორციელებულ ან განსახორციელებელ ღონისძიებათა თაობაზე მონაცემების შეგროვების, დამუშავების, სტატისტიკის, ანალიზის და ერთიანი ელექტრონული ბაზის წარმოების პროცესში მონაწილეობა/ჩართულობა – მერიის სტრუქტურულ ერთეულებთან ურთიერთკოორდინაციის გზით და ამ დებულებითა და სამსახურის დებულებით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებები.“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს 2024 წლის 10 ივნისიდან.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები