დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 4207-XIVმს-Xმპ |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
მიღების თარიღი | 29/05/2024 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 14/06/2024 |
სარეგისტრაციო კოდი | 240000000.05.001.102278 |
|
„მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
მუხლი 1. „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 04.08.2021, სარეგისტრაციო კოდი: 240000000.05.001.020373) 57-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-9−მე-11 პუნქტები:
„9. სავალდებულო აუდიტის შედეგების განმარტების მიზნით აუდიტორული ფირმა აუდიტის კომიტეტს წერილობით წარუდგენს დამატებით ანგარიშს. აღნიშნული დამატებითი ანგარიშის მომზადებისა და წარდგენის წესს ადგენს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება − ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახური. 10. აუდიტორული ფირმა, რომელიც სდპ-ის ფინანსური ანგარიშგების აუდიტს ახორციელებს, „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონის 141 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ გარემოებებს ასახავს აუდიტირებული სუბიექტის აუდიტის კომიტეტისთვის წარდგენილ, ამ მუხლის მე-9 პუნქტით განსაზღვრულ დამატებით ანგარიშში. თუ აუდიტირებულ სუბიექტს არ ჰყავს აუდიტის კომიტეტი, დამატებითი ანგარიში აუდიტირებულ სუბიექტში მსგავსი ფუნქციების შემსრულებელ ორგანოს უნდა წარედგინოს. 11. აუდიტის კომიტეტი ან მსგავსი ფუნქციების შემსრულებელი ორგანო საჭიროების შემთხვევაში გამოსცემს „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონის 141 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ არააუდიტორულ მომსახურებებთან დაკავშირებულ სახელმძღვანელო მითითებას.“. მუხლი 2. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება − ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახური ამ კანონის ამოქმედებიდან 8 თვის ვადაში შეიმუშავებს აუდიტორული ფირმის მიერ აუდიტის კომიტეტისთვის წარსადგენი დამატებითი ანგარიშის მომზადებისა და წარდგენის წესს. მუხლი 3. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
თბილისი, 29 მაისი 2024 წ. N4207-XIVმს-Xმპ |
დოკუმენტის კომენტარები