დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის სისტემაში სტაჟირების გავლის წესის დამტკიცების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 11293 |
| დოკუმენტის მიმღები | შემოსავლების სამსახური |
| მიღების თარიღი | 16/05/2024 |
| დოკუმენტის ტიპი | შემოსავლების სამსახურის ინდივიდუალურ-ადმინისტრაციული აქტი |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 28/05/2024 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.00.016747 |
|
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის სისტემაში სტაჟირების გავლის წესის დამტკიცების შესახებ
|
|
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლისა და „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 23 მაისის №303 ბრძანებით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „ლ1“ და „უ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ: 1. დამტკიცდეს „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის სისტემაში სტაჟირების გავლის წესი“. 2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის სისტემაში სტაჟირების გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2014 წლის 10 აპრილის №20440 ბრძანება. 3. ეს ბრძანება ამოქმედდეს ხელმოწერისთანავე.
სამსახურის უფროსი ლევან კაკავა
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები