საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ

საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 4219-XIVმს-Xმპ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 29/05/2024
დოკუმენტის ტიპი საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 30/05/2024
სარეგისტრაციო კოდი 010190030.06.001.016111
4219-XIVმს-Xმპ
29/05/2024
ვებგვერდი, 30/05/2024
010190030.06.001.016111
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს პარლამენტი
 

საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი

 

 

საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ

მუხლი 1. საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 14.12.2018, სარეგისტრაციო კოდი: 010190030.06.001.016054) 208-ე მუხლის:

ა) მე-10 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„10. პარლამენტი ფრაქციათა მიერ განხილვის ვადის დასრულების შემდეგ პლენარულ სხდომაზე განხილვის გარეშე იწყებს კენჭისყრას საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების ასარჩევად. კანდიდატებს კენჭი ცალ-ცალკე ეყრებათ. კენჭისყრის რიგითობა ანბანურად, კანდიდატთა გვარების მიხედვით განისაზღვრება. კენჭისყრის დაწყებამდე პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის წარმომადგენელი პარლამენტს გააცნობს წარდგენილ კანდიდატთა შესახებ მონაცემებს.“;

ბ) მე-13 და მე-14 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„13. თუ კენჭისყრის პირველ ტურში ყველა ვაკანსია ვერ შეივსო, გაიმართება კენჭისყრის მეორე ტური, რომელშიც კენჭი ეყრებათ დარჩენილ კანდიდატთაგან პირველ ტურში საუკეთესო შედეგის მქონე კანდიდატებს. მათი რაოდენობა არსებულ ვაკანტურ თანამდებობათა რაოდენობაზე ორჯერ მეტი არ უნდა იყოს. თუ კანდიდატთა რაოდენობა ამ რიცხვზე მეტი აღმოჩნდა მათ მიერ თანაბარი რაოდენობის ხმების მიღების გამო, კენჭი ეყრება ყველა ასეთ კანდიდატს. არჩეულად ჩაითვლება ის კანდიდატი, რომელმაც ამ მუხლის მე-12 პუნქტით დადგენილი წესით საჭირო რაოდენობის ხმები მიიღო.

14. თუ კენჭისყრის მეორე ტურში კვლავ ვერ შეივსო ყველა ვაკანსია, გაიმართება კენჭისყრის მესამე ტური, რომელშიც კენჭი ეყრებათ დარჩენილ კანდიდატთაგან მეორე ტურში საუკეთესო შედეგის მქონე კანდიდატებს. არჩეული კანდიდატები გამოვლინდებიან ამ მუხლის მე-13 პუნქტით დადგენილი წესით.“.

მუხლი 2. ეს რეგლამენტი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.


საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეშალვა პაპუაშვილი

 

 

თბილისი,

29 მაისი 2024 წ.

N4219-XIVმს-Xმპ