სამედიცინო საქმიანობის ლიცენზიის და ლიცენზიის დანართების გაცემის შესახებ

სამედიცინო საქმიანობის ლიცენზიის და ლიცენზიის დანართების გაცემის შესახებ
დოკუმენტის ნომერი REG 9 24 00001288
დოკუმენტის მიმღები სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტო
მიღების თარიღი 02/05/2024
დოკუმენტის ტიპი ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 27/05/2024
სარეგისტრაციო კოდი
REG 9 24 00001288
02/05/2024
ვებგვერდი, 27/05/2024
სამედიცინო საქმიანობის ლიცენზიის და ლიცენზიის დანართების გაცემის შესახებ
სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტო

სსიპსამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს

 ბრძანება №REG 0 24 00001288

2024 წლის 2 მაისი

. თბილისი


სამედიცინო საქმიანობის ლიცენზიის და ლიცენზიის დანართების

გაცემის შესახებ

საქართველოს კანონის „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ (მუხლი 6, მუხლი 8, მუხლი 10) და „სამედიცინო საქმიანობის ლიცენზიისა და სტაციონარული დაწესებულების ნებართვის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულებების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 17 დეკემბრის №385 დადგენილების (დანართი №1) შესაბამისად, ვბრძანებ:

1. გაიცეს სსიპ  „საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრზე“ (ს/ნ 205307960, ფაქტიური მისამართი: ქალაქი თბილისი, ქერჩის ქუჩა №8) „სასწრაფო სამედიცინო დახმარების ლიცენზია“ და ლიცენზიის დანართები: „არასპეციალიზებული დახმარება“ და „სპეციალიზებული დახმარება“.

2. დაევალოს სამედიცინო საქმიანობის ლიცენზიების და აკრედიტაციის სამმართველოს სალიცენზიო მოწმობის და სალიცენზიო მოწმობის დანართების გაცემის უზრუნველყოფა ამ ბრძანების პირველი პუნქტის შესაბამისად.

3. დაევალოს სამედიცინო საქმიანობის ლიცენზიების და აკრედიტაციის სამმართველოს ლიცენზიის და ლიცენზიის დანართების გაცემის შესახებ მონაცემები დადგენილი წესით შეიტანოს უწყებრივ სალიცენზიო რეესტრში.

4. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64).

5. ბრძანება ძალაში შედის ხელმოწერისთანავე.

საფუძველი: სსიპ – „საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის“ (ს/ნ 205307960) დირექტორის, ალექსანდრე კუტიბაშვილის განცხადებები: №43689, 15.01.2024 წ. და №75995, 23.01.2024 წ.

ადგილზე შემოწმების აქტი: Nლნ – 934 – 85, 02.05.2024 წ.

ზეპირი მოსმენის სხდომის ოქმი: N15, 02.05.2024 წ.

სააგენტოს დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი                              ლეილა ქოჩიაშვილი