სამედიცინო საქმიანობის ლიცენზიის გაუქმების შესახებ

სამედიცინო საქმიანობის ლიცენზიის გაუქმების შესახებ
დოკუმენტის ნომერი REG 6 24 00001302
დოკუმენტის მიმღები სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტო
მიღების თარიღი 14/05/2024
დოკუმენტის ტიპი ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 27/05/2024
სარეგისტრაციო კოდი
REG 6 24 00001302
14/05/2024
ვებგვერდი, 27/05/2024
სამედიცინო საქმიანობის ლიცენზიის გაუქმების შესახებ
სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტო
 

სსიპ – სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს

 ბრძანება №REG 6 24 00001302

2024   წლის  14 მაისი

ქ. თბილისი

 

სამედიცინო საქმიანობის ლიცენზიის გაუქმების შესახებ

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის, საქართველოს კანონის ,,ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ 22-ე მუხლის, მე-6 პუნქტის და მე-7 პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტის, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2011 წლის 28 დეკემბრის №01-64/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის-სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს დებულების მე-4 მუხლის ,,კ“ პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

1. ძალადაკარგულად გამოცხადდეს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს უფროსის 2011 წლის 28 მარტის №02-122/ო ბრძანება, შესაბამისად ძალადაკარგულად გამოცხადდეს (გაუქმდეს) ა(ა)იპ ,,დოსტაქარზე“ (ს/კ 239403203; მისამართი: ოზურგეთის რაიონი, ლეკიანი) გაცემული ,,სასწრაფო სამედიცინო დახმარების ლიცენზია“ (სალიცენზიო მოწმობა №002026).

2. დაევალოს სააგენტოს სამედიცინო საქმიანობის ლიცენზიებისა და აკრედიტაციის სამმართველოს ლიცენზიის გაუქმების შესახებ მონაცემები დადგენილი წესით შეიტანოს უწყებრივ სალიცენზიო რეესტრში.

3. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს მისი ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში( ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64).

4. ბრძანება ძალაში შედის ხელის მოწერისთანავე.

საფუძველი: შპს ა(ა)იპ ,,დოსტაქარის“ (ს/კ 239403203) აღმასრულებელი დირექტორის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადება №494319, 02.05.2024წ.

სააგენტოს დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი   ლეილა ქოჩიაშვილი