სამედიცინო საქმიანობის ლიცენზიის გაცემის შესახებ

სამედიცინო საქმიანობის ლიცენზიის გაცემის შესახებ
დოკუმენტის ნომერი REG 1 24 00001127
დოკუმენტის მიმღები სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტო
მიღების თარიღი 18/04/2024
დოკუმენტის ტიპი ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 27/05/2024
სარეგისტრაციო კოდი
REG 1 24 00001127
18/04/2024
ვებგვერდი, 27/05/2024
სამედიცინო საქმიანობის ლიცენზიის გაცემის შესახებ
სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტო
სსიპ – სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს

ბრძანება №REG 1 24 00001127

2024 წლის 18 აპრილი

ქ. თბილისი 

სამედიცინო  საქმიანობის  ლიცენზიის  გაცემის  შესახებ

საქართველოს კანონის „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ (მუხლი 6, მუხლი 8, მუხლი 10) და „სამედიცინო საქმიანობის ლიცენზიისა და სტაციონარული დაწესებულების ნებართვის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულებების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 17 დეკემბრის №385 დადგენილების (დანართი №1), საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2011 წლის 28 დეკემბრის №01-64/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს დებულების მე-4 მუხლის „კ“ პუნქტის შესაბამისად, :

1. გაიცეს შპს „გორმედზე“ (ს/კ 417876711; ფაქტობრივი მისამართი: გორი, ცხინვალის გზატკეცილი №14ა) „სასწრაფო სამედიცინო დახმარების ლიცენზია“ და ლიცენზიის დანართი – „სპეციალიზებული დახმარება“.

2. დაევალოს სამედიცინო საქმიანობის ლიცენზიების და აკრედიტაციის სამმართველოს სალიცენზიო მოწმობის და სალიცენზიო მოწმობის დანართის გაცემის უზრუნველყოფა ამ ბრძანების პირველი პუნქტის შესაბამისად.

3. დაევალოს სამედიცინო საქმიანობის ლიცენზიების და აკრედიტაციის სამმართველოს ლიცენზიის და ლიცენზიის დანართის გაცემის შესახებ მონაცემები დადგენილი წესით შეიტანოს უწყებრივ სალიცენზიო რეესტრში

4. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64).

5. ბრძანება ძალაში შედის ხელისმოწერისთანავე.

 

საფუძველი: შპს „გორმედის“ (ს/კ 417876711) დირექტორის, ვლადიმერ კეპულაძის განცხადება: N 323549, 20.03.2024წ.);

ზეპირი მოსმენის სხდომის ოქმი N13, 18.04.2023წ;

ადგილზე შემოწმების აქტი N ლნ - 814 -77,  18.04.2024წ.

 

სააგენტოს დირექტორის მოვალეობის

შემსრულებელი                                                                                           ლეილა ქოჩიაშვილი