„თევზჭერისა და თევზის მარაგის დაცვის ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 31 დეკემბრის №423 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„თევზჭერისა და თევზის მარაგის დაცვის ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 31 დეკემბრის №423 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 175
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 24/05/2024
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 27/05/2024
სარეგისტრაციო კოდი 300160070.10.003.024569
175
24/05/2024
ვებგვერდი, 27/05/2024
300160070.10.003.024569
„თევზჭერისა და თევზის მარაგის დაცვის ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 31 დეკემბრის №423 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №175

2024 წლის 24 მაისი

ქ. თბილისი

„თევზჭერისა და თევზის მარაგის დაცვის ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 31 დეკემბრის №423 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „თევზჭერისა და თევზის მარაგის დაცვის ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 31 დეკემბრის №423 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 10/01/2014, 300160070.10.003.017645) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტის:

1. მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის „ლ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ლ) ხრამის (წალკის) წყალსაცავში – მტკვრის წვერაზე, მურწაზე, ხრამულზე, კავკასიურ ქაშაპზე, მტკვრის ნაფოტასა და ჭანარზე – 15 აპრილიდან 15 აგვისტომდე. 15 აპრილიდან 15 აგვისტომდე ქორჭილის, კარჩხანის, სქელშუბლას, კობრის, პელიადის, ევროპული რიაპუშკისა და ლადოგური სიგის მოპოვება განხორციელდეს მხოლოდ მოსასმელი ბადეებისა და თევზმახეების გამოყენებით, ხოლო აღნიშნულ ბადე-იარაღებში თევზის სხვა სახეობის მოხვედრის შემთხვევაში სავალდებულოა მათი ცოცხალ მდგომარეობაში გარემოში დაბრუნება;“.

2. მე-9 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3 პუნქტი:

„3. ამ ტექნიკური რეგლამენტის დანართ №2-ით განსაზღვრული ჭერისათვის დაშვებული თევზის მინიმალური სიგრძის დაცვის მოთხოვნები არ ვრცელდება:

ა) ქორჭილის თევზჭერისას − ხრამის (წალკის) წყალსაცავში თევზჭერისას;

ბ) ქორჭილასა და ქარიყლაპიაზე − შაორის წყალსაცავზე თევზჭერისას;

გ) კარჩხანასა და ფსევდორასბორაზე − საქართველოს ყველა წყალსატევში თევზჭერისას.“.

3. დანართ №2-ის 30-ე გრაფა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„30

სხვა თევზები (თუ ამ ტექნიკური რეგლამენტით სხვა რამ არ არის დადგენილი)

200“.

 

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრიირაკლი კობახიძე