დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის - „პროგრამებისა და სერვისების სააგენტოს“ რეორგანიზაციისა და მის ბაზაზე საჯარო სამართლის იურიდიული პირის - „ეკონომიკური პროგრამების სააგენტოს“ შექმნის შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2022 წლის 8 თებერვლის №6 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 10 |
| დოკუმენტის მიმღები | აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა |
| მიღების თარიღი | 22/05/2024 |
| დოკუმენტის ტიპი | ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 27/05/2024 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 01/04/2025 |
| სარეგისტრაციო კოდი | 040030000.32.061.016388 |
|
,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის - „პროგრამებისა და სერვისების სააგენტოს“ რეორგანიზაციისა და მის ბაზაზე საჯარო სამართლის იურიდიული პირის - „ეკონომიკური პროგრამების სააგენტოს“ შექმნის შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2022 წლის 8 თებერვლის №6 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
|
| მუხლი 1 |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლისა და ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის მე-18 მუხლის შესაბამისად, ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის - „პროგრამებისა და სერვისების სააგენტოს“ რეორგანიზაციისა და მის ბაზაზე საჯარო სამართლის იურიდიული პირის - „ეკონომიკური პროგრამების სააგენტოს“ შექმნის შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2022 წლის 8 თებერვლის №6 დადგენილებაში (სსმ, ვებგვერდი, 10/02/2022წ., 040030000.32.061.016362) შეტანილ იქნეს შემდეგი სახის ცვლილებები: 1. დადგენილების მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. საჯარო სამართლის იურიდიული პირის – „ეკონომიკური პროგრამების სააგენტოს“ სახელმწიფო კონტროლი განახორციელოს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა სამინისტრომ.“. 2. დადგენილებით დამტკიცებული დებულების პირველი მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. საჯარო სამართლის იურიდიული პირი – „ეკონომიკური პროგრამების სააგენტო“ (შემდგომში – სააგენტო) არის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელიც შექმნილია „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.“. 3. დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-4 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. სააგენტოს თავმჯდომარეს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრის (შემდგომში – მინისტრი) წარდგინებით.“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები