შპს „ სადაზღვევო ბროკერი ვი ინშუარ“-ის სადაზღვევო ბროკერად რეგისტრაციის თაობაზე

შპს „ სადაზღვევო ბროკერი ვი ინშუარ“-ის სადაზღვევო ბროკერად რეგისტრაციის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 06/4-რ
დოკუმენტის მიმღები სსიპ საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახური
მიღების თარიღი 23/05/2024
დოკუმენტის ტიპი ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 24/05/2024
სარეგისტრაციო კოდი
06/4-რ
23/05/2024
ვებგვერდი, 24/05/2024
შპს „ სადაზღვევო ბროკერი ვი ინშუარ“-ის სადაზღვევო ბროკერად რეგისტრაციის თაობაზე
სსიპ საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახური
 

საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსის

ბრძანება №06/4-რ 

2024 წლის 23 მაისი

ქ. თბილისი

 

შპს „სადაზღვევო ბროკერი ვი ინშუარის“ სადაზღვევო ბროკერად რეგისტრაციის თაობაზე

„დაზღვევის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მე-5 პუნქტის და 21-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის, “სსიპ - საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის შექმნისა და მასთან არსებული სამეთვალყურეო საბჭოს ჩამოყალიბების შესახებ” 2013 წლის 2 მაისის საქართველოს მთავრობის №102-ე დადგენილებით დამტკიცებული სსიპ საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის დებულების მე-3 მუხლის „ა“ და „დ“ ქვეპუნქტების, მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის „თ“ ქვეპუნქტის, სსიპ – საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსის 2019 წლის 24 დეკემბრის №40 ბრძანებით დამტკიცებული „სადაზღვევო ბროკერის რეგისტრაციის და რეგისტრაციის გაუქმების წესის, აგრეთვე სადაზღვევო ბროკერის დამფუძნებლისა და ადმინისტრატორის შესაფერისობის კრიტერიუმების“ მე-4 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, ამავე წესის მე-7 მუხლის საფუძველზე ვბრძანებ:

1. შპს „სადაზღვევო ბროკერი ვი ინშუარ“-ის (საიდენტიფიკაციო ნომერი: 205250967) რეგისტრირებული იქნას სადაზღვევო ბროკერად და მიენიჭოს შემდეგი სარეგისტრაციო ნომერი: 012063.

2. ეს ბრძანება მისი ხელმოწერიდან 10 დღის ვადაში გამოქვეყნდეს საქართველოს ოფიციალურ ბეჭდვით ორგანოში - „საქართველოს საკანონმდებლო მაცნე“ და დაუყოვნებლივ გადაეცეს შპს „სადაზღვევო ბროკერი ვი ინშუარს“.

3. შპს „სადაზღვევო ბროკერი ვი ინშუარის“ სადაზღვევო ბროკერად რეგისტრაციის თაობაზე მონაცემები აისახოს სადაზღვევო ბროკერთა რეესტრში (მათ შორის ელექტრონულ რეესტრში) ამ ბრძანების ხელმოწერიდან 2 სამუშაო დღის ვადაში.

4. ამ ბრძანების გასაჩივრება შეიძლება ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) მხარისათვის მისი გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.

5. ბრძანება ამოქმედდეს ხელმოწერისთანავე.

სამსახურის უფროსი    დავით ონოფრიშვილი