დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| “საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის ბლანკის დამტკიცების შესახებ” საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2005 წლის 16 მარტის №455 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 1885 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს იუსტიციის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 17/10/2005 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 120, 19/10/2005 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010.130.000.22.027.007.799 |
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.130.000.22.027.007.799
საქართველოს იუსტიციის მინისტრის
ბრძანება №1885
2005 წლის 17 ოქტომბერი
ქ. თბილისი
“საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის ბლანკის დამტკიცების შესახებ” საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2005 წლის 16 მარტის №455 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
“ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:
მუხლი 1. საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის ბლანკის დამტკიცების შესახებ” საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2005 წლის 16 მარტის №455 ბრძანებას 2005 წლის 22 მარტის საქართველოს კანონის “მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ” შესაბამისად, დაემატოს 11 პუნქტი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„11. პირადობის მოწმობის ბლანკის მეორე გვერდზე, ქვედა კუთხეში, დატანილ იქნეს პირადობის მოწმობის ბლანკის დამამზადებელი პოლიგრაფიული საწარმოს და დამკვეთის სახელწოდება ინიციალებით, რეგისტრაციის ნომერი და ინდივიდუალური ნომერი (არანაკლებ 6 ციფრი).“.
მუხლი 2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
კ. კემულარია
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები