დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
საქართველოს სსრ იუსტიციის სამინისტროს დებულებაში ცვლილებათა შეტანის შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 389 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭო |
მიღების თარიღი | 02/06/1976 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოს დადგენილება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოს დადგენილებები, 6, 30/06/1976 |
ძალის დაკარგვის თარიღი | 31/12/1993 |
სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00(0).000.000000 |
საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოს
დადგენილება № 389
1976 წლის 2 ივნისი
ქ. თბილისი
საქართველოს სსრ იუსტიციის სამინისტროს დებულებაში ცვლილებათა შეტანის შესახებ
სსრ კავშირის მინისტრთა საბჭოს 1976 წლის 28 აპრილის № 278 დადგენილებასთან „სსრ კავშირის იუსტიციის სამინისტროს საკითხები“ დაკავშირებით საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭო ადგენს:
1. შეტანილ იქნეს საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოს 1972 წლის 7 აგვისტოს №426 დადგენილებით დამტკიცებულ საქართველოს სსრ იუსტიციის სამინისტროს დებულებაში შემდეგი ცვლილებანი:
ა) მე-2 პუნქტის მეოთხე აბზაცი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„სისტემაში მოიყვანოს და მოამზადოს წინადადებანი კანონმდებლობის კოდიფიკაციის შესახებ, ყოველმხრივ შეუწყოს ხელი საქართველოს სსრ სამინისტროებისა და უწყებების მიერ განხორციელებულ საკოდიფიკაციო სამუშაოთა დონის ამაღლებას, კანონმდებლობის სრულყოფას კომუნისტური მშენებლობის ამოცანების შესაბამისად.“;
ბ) დაემატოს მე-6 პუნქტის „კ“ ქვეპუნქტს შემდეგი შინაარსის აბზაცი:
„ამზადებს საქართველოს სსრ სამინისტროებისა და უწყებების წინადადებათა გათვალისწინებით სამეურნეო კანონმდებლობის სრულყოფის სამუშაოთა გეგმების პროექტებს კოორდინაციას უწევს გეგმებით გათვალისწინებული საკანონმდებლო და სხვა ნორმატიული აქტების პროექტების შემუშავებას საქართველოს სსრ სამინისტროებისა და უწყებების მიერ, მეთოდიკურ დახმარებას
უწევს მათ, მონაწილეობს გეგმების შესაბამისად ამ მუშაობაში და ახორციელებს კონტროლს სამინისტროებისა და უწყებების მიერ აღნიშნული გეგმების შესრულებისადმი.“.
2. ნორმატიული აქტების სახელწიფო აღრიცხვის უზრუნველსაყოფად დაევალოთ საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოს საქმეთა მმართველობას, რესპუბლიკის სამინისტროებსა და უწყებებს გაუგზავნონ სსრ კავშირის იუსტიციის სამინისტროს საბჭოთა კანონმდებლობის სრულიად საკავშირო სამეცნიერო-კვლევითს ინსტიტუტს თითო ეგზემპლარი საქართველოს სსრ მთავრობის ნორმატიული გადაწყვეტილებანი და რესპუბლიკის სამინისტროთა და უწყებათა ნორმატიული აქტები, რომლებიც სავალდებულოა სხვა სამინისტროებისა და უწყებებისათვის.
საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოს
თავმჯდომარე ზ. პატარიძე
საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოს
საქმეთა მმართველი ზ. ახვლედიანი
დოკუმენტის კომენტარები