„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 166
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ფინანსთა მინისტრი
მიღების თარიღი 22/05/2024
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 23/05/2024
სარეგისტრაციო კოდი 200090000.22.033.017823
166
22/05/2024
ვებგვერდი, 23/05/2024
200090000.22.033.017823
„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს ფინანსთა მინისტრი
 

საქართველოს ფინანსთა მინისტრის

ბრძანება №166

2024 წლის 22 მაისი

ქ. თბილისი

„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1
„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით (ვებგვერდი, 060111, 03/01/2011, სარეგისტრაციო კოდი: 200090000.22.033.016112) დამტკიცებულ ინსტრუქციაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. დანართი №II-06-ის („გადახდის წყაროსთან დაკავებული გადასახადის დეკლარაცია“) დეკლარაციის დანართი“  („ინფორმაცია საანგარიშო თვეში განხორციელებული განაცემებისა და დაკავებული გადასახადის შესახებ“) ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით.

2. 38- მუხლის:

) მე-6 პუნქტისქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ)  მე-19 უჯრაში – ფიზიკურ პირებზე (გარდა ინდივიდუალურ მეწარმედ რეგისტრირებული პირებისა, დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული ფიზიკური პირებისა, ნოტარიუსებისა, კერძო აღმასრულებლებისა, მიკრო/მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე ფიზიკური პირებისა და ფიქსირებული გადასახადის გადამხდელის სტატუსის მქონე ფიზიკური პირებისა, შესაბამისი საქმიანობის ნაწილში) გადახდის წყაროსთან დაბეგვრას დაქვემდებარებული განაცემები (გარდა პროცენტისა), როგორიცაა გაწეული მომსახურებისათვის გაცემული ანაზღაურების (სარგებლის) ღირებულება; ამხანაგობის წევრ ფიზიკურ პირზე (რომელიც არ არის დარეგისტრირებული ინდივიდუალურ მეწარმედ ან/და დღგ-ის გადამხდელად) განაწილებული შემოსავალი; ფიზიკური პირებისათვის, რომლებიც არ არიან ინდივიდუალურ მეწარმედ რეგისტრირებული, უსასყიდლოდ გადაცემული ქონების ღირებულება (გარდა ამ პირის მიერ ამავე ფიზიკური პირისათვის საგადასახადო  წლის  განმავლობაში  უსასყიდლოდ  გადაცემული 1000 ლარამდე  ქონების ღირებულებისა); „ფასიანი   ქაღალდების   ბაზრის   შესახებ“   საქართველოს   კანონის  მე-2   მუხლის   26-ე   პუნქტით გათვალისწინებული საბროკერო კომპანიის მიერ გაცემული ფასიანი ქაღალდების რეალიზაციით მიღებული ნამეტი;“;

) მე-7 პუნქტის:

.) „ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

ბ) მე-5 სვეტში აისახება შემოსავლების მიმღებ პირთა კატეგორია. კერძოდ, რეზიდენტი ფიზიკური პირები – დაქირავებით მომუშავე ფიზიკური პირები, საერთაშორისო კომპანიის სტატუსის მქონე საწარმოში დაქირავებით მომუშავე ფიზიკური პირები, რომელთა საერთაშორისო კომპანიის სტატუსის მქონე საწარმოში დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ხელფასი იბეგრება 5%-ით, ფიზიკური პირები, გარდა ინდივიდუალურ მეწარმედ რეგისტრირებული ფიზიკური პირებისა, დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული ფიზიკური პირებისა, ნოტარიუსებისა, კერძო აღმასრულებლებისა, მიკრო/მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე ფიზიკური პირებისა და ფიქსირებული გადასახადის გადამხდელის სტატუსის მქონე ფიზიკური პირებისა, შესაბამისი საქმიანობის ნაწილში, რომლებიც ეწევიან მომსახურებას და რომელთა შემოსავალი იბეგრება 20%-ით, ფიზიკური პირები, გარდა ინდივიდუალურ მეწარმედ რეგისტრირებული ფიზიკური პირებისა, დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული ფიზიკური პირებისა, ნოტარიუსებისა, კერძო აღმასრულებლებისა, მიკრო/მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე ფიზიკური პირებისა და ფიქსირებული გადასახადის გადამხდელის სტატუსის მქონე ფიზიკური პირებისა, შესაბამისი საქმიანობის ნაწილში, რომლებიც ეწევიან მომსახურებას და რომელთა შემოსავალი იბეგრება 5%-ით, ფიზიკური პირები, რომელთა მიერ საქონლის მიწოდებით მიღებული შემოსავალი  საქონლის შემძენი პირის მიერ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 133​​​​3 მუხლის შესაბამისად იბეგრება გადახდის წყაროსთან 3-პროცენტიანი განაკვეთით; სასტუმროს აქტივების/მათი ნაწილის მესაკუთრე ფიზიკური პირები;  სხვა ფიზიკური პირები, მ.შ. სათამაშო აპარატების მეშვეობით მოწყობილ აზარტულ ან/და სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობილ აზარტულ ან/და მომგებიან (გარდა სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობილი წამახალისებელი გათამაშებისა) თამაშობაში მონაწილე პირები, რომელთა მიერ თამაშობის მომწყობი პირისგან, მათ შორის, სისტემურ-ელექტრონული სათამაშო ანგარიშიდან გატანილი თანხა იბეგრება 5 პროცენტით; რეზიდენტი ორგანიზაციები; არარეზიდენტები – შეღავათიანი დაბეგვრის მქონე ქვეყნებში რეგისტრირებული იურიდიული პირები, შეღავათიანი დაბეგვრის მქონე ქვეყნებში რეგისტრირებული ფიზიკური პირები, საქართველოში მუდმივი დაწესებულების არმქონე სხვა არარეზიდენტი იურიდიული პირები, საქართველოში მუდმივი დაწესებულების არმქონე არარეზიდენტი ფიზიკური პირები; ფიზიკური პირი – „ნავთობისა და გაზის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული ნავთობისა და გაზის ოპერაციების განმახორციელებელი არარეზიდენტი ქვეკონტრაქტორი; მეწარმე ფიზიკური პირის მიერ საერთაშორისო კავშირგაბმულობის ტელესაკომუნიკაციო მომსახურებისათვის და საერთაშორისო გადაზიდვების სატრანსპორტო მომსახურებისათვის გადახდილი თანხების მიმღები პირი; იურიდიული პირი – „ნავთობისა და გაზის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული ნავთობისა და გაზის ოპერაციების განმახორციელებელი არარეზიდენტი ქვეკონტრაქტორი; საწარმოს, ორგანიზაციის  მიერ საერთაშორისო კავშირგაბმულობის ტელესაკომუნიკაციო მომსახურებისათვის და საერთაშორისო გადაზიდვების სატრანსპორტო მომსახურებისათვის გადახდილი თანხების მიმღები პირი;“;

.) „ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ლ) მე-14 სვეტში აისახება ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილების შესახებ ხელშეკრულების საფუძველზე ჩათვლას დაქვემდებარებული, უცხო ქვეყანაში გადახდილი გადასახადის თანხა, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს დაქირავებულისათვის ხელფასიდან დაკავებულ საშემოსავლო გადასახადის (სვ.11)  თანხას. ამ გრაფაში საგადასახადო აგენტის მიერ შესაბამისი თანხა აისახება მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც ერთსა და იმავე განაცემზე გადასახადის დაკავების უფლება წარმოექმნება როგორც ხელშემკვრელ სახელმწიფოს, ისე მეორე სახელმწიფოს და უცხო ქვეყანაში გადახდილი თანხა ექვემდებარება ჩათვლას.“.

.) „ქვეპუნქტისმაგალითი 1.“, „მაგალითი 2.“ დამაგალითი 3.“ ამოღებულ იქნეს.

მუხლი 2
1.    ეს ბრძანება, გარდა პირველი მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „ბ.ა“ ქვეპუნქტებისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

2. ამ ბრძანების პირველი მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „ბ.ა“ ქვეპუნქტები ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და მათი მოქმედება გავრცელდეს 2024 წლის 1 იანვრიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.


საქართველოს ფინანსთა მინისტრილაშა ხუციშვილი