„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის შინაგანაწესის დამტკიცების შესახებ“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2014 წლის 18 ივლისის №34134 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის შინაგანაწესის დამტკიცების შესახებ“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2014 წლის 18 ივლისის №34134 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 11395
დოკუმენტის მიმღები შემოსავლების სამსახური
მიღების თარიღი 16/05/2024
დოკუმენტის ტიპი შემოსავლების სამსახურის ინდივიდუალურ-ადმინისტრაციული აქტი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 21/05/2024
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.00.016743
11395
16/05/2024
ვებგვერდი, 21/05/2024
000000000.00.00.016743
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის შინაგანაწესის დამტკიცების შესახებ“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2014 წლის 18 ივლისის №34134 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
შემოსავლების სამსახური

სსიპ – შემოსავლების სამსახურის უფროსის

ბრძანება №11395

2024 წლის 16 მაისი

ქ. თბილისი

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის  – შემოსავლების სამსახურის შინაგანაწესის დამტკიცების შესახებ“ შემოსავლების სამსახურის უფროსის  2014 წლის 18 ივლისის №34134 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლისა და „საჯარო სამართლის იურიდიული პირის  – შემოსავლების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 23 მაისის №303 ბრძანებით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „უ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

1. „საჯარო   სამართლის  იურიდიული  პირის – შემოსავლების  სამსახურის  შინაგანაწესის დამტკიცების შესახებ“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2014 წლის 18 ივლისის №34134 ბრძანებით დამტკიცებული „შემოსავლების  სამსახურის სტრუქტურული  ერთეულების  სპეციფიკური  სამუშაო რეჟიმის“ (დანართი №2) შენიშვნა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„შენიშვნა:

1. ამ დანართის 1.2 და 2.2-2.10 პუნქტებით გათვალისწინებული სტრუქტურული ერთეულებისათვის/ქვედანაყოფისათვის (გარდა გაფორმების განყოფილებებისა და გაფორმების ეკონომიკური ზონებისა, სეს ესნ-ის 8429, 8701, 8702, 8703, 8704, 8705 და 8711 სასაქონლო პოზიციებით გათვალისწინებული მექანიკური სატრანსპორტო საშუალებების (რომლის შიგაწვის ძრავას ცილინდრის მუშა მოცულობა 50 სმ3 მეტია, ხოლო ელექტროძრავის შემთხვევაში − მაქსიმალური გამომუშავებული სიმძლავრე 4 კვტ-ზე მეტია) ან 8716 სასაქონლო პოზიციით  გათვალისწინებული მისაბმელების და  ნახევრადმისაბმელების გაფორმებასთან დაკავშირებული საბაჟო  ფორმალობების განხორციელებისათვის) უქმე დღეს არ წარმოადგენს „ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღესთან დაკავშირებით 2024 წლის 17 მაისის  უქმე  დღედ  განსაზღვრის  შესახებ“  საქართველოს მთავრობის 2024 წლის 15 მაისის №167 დადგენილებით განსაზღვრული უქმე დღე.

2. სამსახურის/დეპარტამენტის/სტრუქტურული ერთეულის  ხელმძღვანელს  უფლება  აქვს, ამ დანართის 2.1 პუნქტით გათვალისწინებული სტრუქტურული ერთეულების თანამშრომლებს, ასევე გაფორმების განყოფილებებისა და გაფორმების ეკონომიკური ზონების იმ თანამშრომლებს, რომლებიც ახორციელებენ სეს  ესნ-ის    8429,  8701,  8702,  8703,  8704,  8705 და 8711 სასაქონლო  პოზიციებით გათვალისწინებული მექანიკური სატრანსპორტო საშუალებების (რომლის შიგაწვის ძრავას ცილინდრის მუშა მოცულობა 50 სმ3 მეტია, ხოლო ელექტროძრავის შემთხვევაში − მაქსიმალური გამომუშავებული სიმძლავრე 4 კვტ-ზე მეტია) ან 8716 სასაქონლო პოზიციით გათვალისწინებული მისაბმელების და ნახევრადმისაბმელების გაფორმებასთან დაკავშირებულ საბაჟო ფორმალობებს, ზეპირად/წერილობით განუსაზღვროს სამუშაო დროის განსხვავებული რეჟიმი „ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღესთან დაკავშირებით 2024 წლის 17 მაისის უქმე დღედ განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2024 წლის 15 მაისის №167 დადგენილებით განსაზღვრულ უქმე დღეს.

3. სამსახურის/დეპარტამენტის/სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის მიერ განსაზღვრულ შემთხვევებში მომსახურების დეპარტამენტის გადამხდელთა მომსახურების სამმართველოს და აღრიცხვის და სტატისტიკის სამმართველოს მიერ ცალკეული ფუნქციების შესრულებისას, აგრეთვე გადასახადის გადამხდელების/სხვა ვალდებული პირების მიერ შესაბამის ბიუჯეტებში ჩარიცხული გადასახადებისა და მოსაკრებლების შესახებ სახელმწიფო ხაზინიდან ინფორმაციის მიღების და მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში აღნიშნული მონაცემების შეტანისას ამავე სამმართველოებისთვის უქმე დღეს არ წარმოადგენს „ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღესთან დაკავშირებით 2024 წლის 17 მაისის უქმე დღედ განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2024 წლის 15 მაისის №167 დადგენილებით განსაზღვრული უქმე დღე.“.

2 . ეს ბრძანება ამოქმედდეს ხელმოწერისთანავე.

 

სამსახურის უფროსი                                                     ლევან კაკავა