მესამე ქვეყანაში/ქვეყნიდან საერთაშორისო სატვირთო გადაზიდვის სანებართვო დოკუმენტის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ

მესამე ქვეყანაში/ქვეყნიდან საერთაშორისო სატვირთო გადაზიდვის სანებართვო დოკუმენტის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 35/ნ
დოკუმენტის მიმღები საჯარო სამართლის იურიდიული პირის − სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორი
მიღების თარიღი 20/05/2024
დოკუმენტის ტიპი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 21/05/2024
სარეგისტრაციო კოდი 310150000.77.090.016035
35/ნ
20/05/2024
ვებგვერდი, 21/05/2024
310150000.77.090.016035
მესამე ქვეყანაში/ქვეყნიდან საერთაშორისო სატვირთო გადაზიდვის სანებართვო დოკუმენტის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ
საჯარო სამართლის იურიდიული პირის − სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორი
 

საჯარო სამართლის იურიდიული პირის − სახმელეთო ტრანსპორტის

სააგენტოს დირექტორის

ბრძანება №35/ნ

2024 წლის 20 მაისი

ქ. თბილისი

 

მესამე ქვეყანაში/ქვეყნიდან საერთაშორისო სატვირთო გადაზიდვის სანებართვო დოკუმენტის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ

„ტრანსპორტის სფეროს მართვისა და რეგულირების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის მე-5 პუნქტის და „საავტომობილო ტრანსპორტის შესახებ“ საქართველოს კანონის 59 მუხლის მე-3 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1
დამტკიცდეს თანდართული „მესამე ქვეყანაში/ქვეყნიდან საერთაშორისო სატვირთო გადაზიდვის სანებართვო დოკუმენტის გაცემის წესი.“.
მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

დირექტორილევან გამყრელიძე




მესამე ქვეყანაში/ქვეყნიდან საერთაშორისო სატვირთო გადაზიდვის სანებართვო დოკუმენტის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ

მუხლი 1. ზოგადი დებულებები

1. მესამე ქვეყანაში/ქვეყნიდან საერთაშორისო სატვირთო გადაზიდვის სანებართვო დოკუმენტის გაცემის წესი (შემდგომში: „წესი“) განსაზღვრავს მესამე ქვეყანაში/ქვეყნიდან საერთაშორისო სატვირთო გადაზიდვის სანებართვო დოკუმენტის გაცემის და მის გაცემაზე უარის თქმის წესსა და პირობებს.

2. ამ წესის მოქმედება ვრცელდება მხოლოდ თურქეთის რესპუბლიკის, რუსეთის ფედერაციის და ყაზახეთის რესპუბლიკის მიერ საქართველოსთვის გადმოცემულ მესამე ქვეყანაში/ქვეყნიდან საერთაშორისო სატვირთო გადაზიდვისთვის განკუთვნილ სანებართვო დოკუმენტებზე.

მუხლი 2. ტერმინთა განმარტება

1. წინამდებარე წესის მიზნებისთვის ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:

ა) გადამზიდველი – მეწარმე, რომელიც ავტოსატრანსპორტო საშუალებას ფლობს და სანებართვო დოკუმენტის საფუძველზე ახორციელებს საერთაშორისო სატვირთო გადაზიდვას;

ბ) სანებართვო დოკუმენტი – საერთაშორისო ორგანიზაციის ან პარტნიორი ქვეყნის მიერ გადმოცემული დოკუმენტი, რომელიც გადამზიდველს აძლევს უფლებამოსილებას განახორციელოს ორმხრივი, ტრანზიტული ან/და მესამე ქვეყანაში/ქვეყნიდან საერთაშორისო სატვირთო გადაზიდვა;

გ) მესამე ქვეყანაში/ქვეყნიდან საერთაშორისო სატვირთო გადაზიდვა – დატვირთული ან ცარიელი ავტოსატრანსპორტო საშუალების გადაადგილება ერთი პარტნიორი ქვეყნიდან მეორე პარტნიორ ქვეყნის დანიშნულებით (რომელიც არ წარმოადგენს საქართველოს), პარტნიორი ქვეყნის ტერიტორიაზე გადმოტვირთვის ან/და დატვირთვის უფლებით;

დ) ორმხრივი საერთაშორისო სატვირთო გადაზიდვა – დატვირთული ან ცარიელი ავტოსატრანსპორტო საშუალების საქართველოდან გადაადგილება პარტნიორი ქვეყნის დანიშნულებით დატვირთვის ან/და გადმოტვირთვის უფლებით, ან/და პარტნიორი ქვეყნიდან დატვირთული გადაადგილება საქართველოს დანიშნულებით;

) ტრანზიტული საერთაშორისო სატვირთო გადაზიდვა – დატვირთული ან ცარიელი ავტოსატრანსპორტო საშუალების მიერ, პარტნიორი ქვეყნის ტერიტორიის გავლით ტრანზიტული გადაადგილება ერთი მიმართულებით ან უკუმიმართულებით, პარტნიორი ქვეყნის ტერიტორიაზე გადმოტვირთვის ან/და დატვირთვის უფლების გარეშე;

ვ) მესამე ქვეყანაში/ქვეყნიდან საერთაშორისო სატვირთო გადაზიდვის სანებართვო დოკუმენტი – სანებართვო დოკუმენტი, რომელიც აძლევს უფლებას გადამზიდველს განახორციელოს მხოლოდ მესამე ქვეყანაში/ქვეყნიდან საერთაშორისო სატვირთო გადაზიდვა;

ზ) სააგენტო – საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი სსიპ – სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტო (შემდგომში: „სააგენტო“);

თ) ასოციაცია – საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით რეგისტრირებული არასამეწარმეო არაკომერციული იურიდიული პირი, სადაც გაწევრიანებულია არანაკლებ 300 გადამზიდველი და თითოეულ გადამზიდველს საკუთრებაში ან/და ლიზინგის ვალდებულებით სამართლებრივი ფორმით მფლობელობაში გააჩნიათ სულ მცირე ერთი ავტოსატრანსპორტო საშუალება (№2 ან/და №3 კატეგორია);

ი) ასოციაციის წევრთა სია – ამ წესის დანართი №1-ით გათვალისწინებული ფორმით ასოციაციის მიერ შედგენილი სია, სადაც ასახულია ასოციაციის წევრი გადამზიდველები, რომელსაც ხელს აწერენ ასოციაციის ხელმძღვანელობაზე უფლებამოსილი პირი (რომლის ხელმოწერაც დადასტურებული უნდა იყოს ნოტარიულად) და ამავე სიაში მითითებული ასოციაციის წევრი გადამზიდველები;

კ) სანებართვო დოკუმენტის მსურველთა სია – ამ წესის დანართი №2-ით გათვალისწინებული ფორმით ასოციაციის მიერ შედგენილია სია, სადაც ასახულია ასოციაციის წევრთა სიაში მყოფი გადამზიდველების შესახებ ინფორმაცია, რომელთაც სურთ მესამე ქვეყანაში/ქვეყნიდან საერთაშორისო სატვირთო გადაზიდვის სანებართვო დოკუმენტის მიღება და რომელსაც ხელს აწერს ასოციაციის ხელმძღვანელობაზე უფლებამოსილი პირი (რომლის ხელმოწერაც დადასტურებული უნდა იყოს ნოტარიულად).

2. ამ წესში გამოყენებული სხვა ტერმინები განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით.

მუხლი 3. მესამე ქვეყანაში/ქვეყნიდან საერთაშორისო გადაზიდვის სანებართვო დოკუმენტის გაცემა

1. მესამე ქვეყანაში/ქვეყნიდან საერთაშორისო სატვირთო გადაზიდვის სანებართვო დოკუმენტს გასცემს მხოლოდ სააგენტო.

2. მესამე ქვეყანაში/ქვეყნიდან საერთაშორისო სატვირთო გადაზიდვის სანებართვო დოკუმენტის გაცემა ხდება მხოლოდ ამ წესის მე-4 მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში ან/და იმ გადამზიდველებზე, რომლებიც არიან სანებართვო დოკუმენტის მსურველთა სიაში.

3. სააგენტოს დირექტორი, ინდივიდუალური ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტის (შემდგომში: „აქტი“) საფუძველზე, იღებს გადაწყვეტილებას მესამე ქვეყანაში/ქვეყნიდან საერთაშორისო სატვირთო გადაზიდვის სანებართვო დოკუმენტის გაცემის პროცედურის (მათ შორის, გასაცემი სანებართვო დოკუმენტების რაოდენობის შესახებ) დაწყების თაობაზე და ასოციაციებს განუსაზღვრავს ვადას, ასოციაციის წევრთა სიისა და სანებართვო დოკუმენტის მსურველთა სიის წარმოდგენისათვის.

4. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული აქტით განსაზღვრულ ვადაში, ასოციაცია ვალდებულია სააგენტოს წარუდგინოს ასოციაციის წევრთა სია, რომელთა გათვალისწინებით და ამ მუხლის მე-7 პუნქტით დადგენილი წესით, სააგენტოს დირექტორი განსაზღვრავს ასოციაციებისათვის მესამე ქვეყანაში/ქვეყნიდან საერთაშორისო სატვირთო გადაზიდვის სანებართვო დოკუმენტის რაოდენობას და განუსაზღვრავს მათ 5 სამუშაო დღის ვადას სანებართვო დოკუმენტის მსურველთა სიის წარმოდგენისათვის.

5. გადამზიდველი არ ითვლება ასოციაციის წევრად, თუ:

ა) მისი ხელძღვანელობაზე უფლებამოსილი პირის მიერ არ არის ხელმოწერილი შესაბამისი ასოციაციის წევრთა სია; ან

ბ) გადამზიდველი, ხელძღვანელობაზე უფლებამოსილი პირის ხელმოწერით, ფიქსირდება 1-ზე მეტ ასოციაციის წევრთა სიაში.

6. სააგენტო, 5 სამუშაო დღის ვადაში განიხილავს ასოციაციის წევრთა სიას და თუ მასში მითითებული გადამზიდველების შესახებ მონაცემები არ შეესაბამება ამ წესის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ მოთხოვნებს, სააგენტო ასოციაციას განუსაზღვრავს არანაკლებ 3 სამუშაო დღის ვადას ამ ხარვეზის გამოსასწორებლად. თუ აღნიშნულ ვადაში არ მოხდება ხარვეზის გამოსწორება, ამ ასოციაციის მიერ წარმოდგენილი სანებართვო დოკუმენტის მსურველთა სიით გათვალისწინებული გადამზიდველები ვერ მიიღებენ შესაბამის სანებართვო დოკუმენტებს.

7. ასოციაციებს შორის მესამე ქვეყანაში/ქვეყნიდან საერთაშორისო სატვირთო გადაზიდვის სანებართვო დოკუმენტის განაწილება ხდება ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული აქტით განსაზღვრული სანებართვო დოკუმენტების რაოდენობის ნამრავლით შესაბამისი ასოციაციის წევრთა საკუთრებაში ან/და ლიზინგის ვალდებულებით სამართლებრივი ფორმით მფლობელობაში არსებულ ავტოსატრანსპორტო საშუალებათა რიცხვით მაჩვენებელზე (რომლებზეც სააგენტოს მიერ ბოლო 12 თვის განმავლობაში გაცემულია სულ მცირე ერთი სანებართვო დოკუმენტი ან/და სააგენტოს გააჩნია ინფორმაცია ამავე პერიოდში შესაბამის სატრანსპორტო საშუალების მიერ სანებართვო დოკუმენტის გამოყენების თაობაზე), შეფარდებული ყველა ასოციაციების წევრთა ავტოსატრანსპორტო საშუალებების ჯამურ რაოდენობასთან შემდეგი ფორმულის გათვალისწინებით: მაგალითად - სამი ასოციაციის შემთხვევაში -

8. მესამე ქვეყანაში/ქვეყნიდან საერთაშორისო სატვირთო გადაზიდვის სანებართვო დოკუმენტის განაწილებასთან დაკავშირებით (მათ შორის, ამ წესის მე-4 მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში) საბოლოო გადაწყვეტილებას იღებს სააგენტოს დირექტორი.

მუხლი 4. მესამე ქვეყანაში/ქვეყნიდან საერთაშორისო სატვირთო გადაზიდვის სანებართვო დოკუმენტის გაცემის განსხვავებული წესი

1. სააგენტოს დირექტორი უფლებამოსილია ამ წესისგან განსხვავებული პირობებით (გარდა ამ წესის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის და მე-3 პუნქტის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პირობებისა) გადამზიდველზე გასცეს მესამე ქვეყანაში/ქვეყნიდან საერთაშორისო სატვირთო გადაზიდვის სანებართვო დოკუმენტი, საჯარო ინტერესებიდან გამომდინარე ან თუ აღნიშნულის შესახებ მიღებულია შესაბამის ადმინისტრაციულ ორგანოსგან დასაბუთებული წერილი. ამ მუხლით გათვალისწინებული საჯარო ინტერესების შესრულების მიზნით, სააგენტო უფლებამოსილია შეაჩეროს მესამე ქვეყანაში/ქვეყნიდან საერთაშორისო სატვირთო გადაზიდვის სანებართვო დოკუმენტის სრული რაოდენობის არაუმეტეს 5%-ის გაცემა.

2. იმ სანებართვო დოკუმენტის განაწილება ასოციაციაზე, რომლის გაცემაც შეჩერებულია ამ მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე, ამავე წესის მე-3 მუხლით დადგენილი პროცედურით ხდება კალენდარული წლის ბოლო კვარტალში.

მუხლი 5. მესამე ქვეყანაში/ქვეყნიდან საერთაშორისო სატვირთო გადაზიდვის სანებართვო დოკუმენტის გაცემისთვის აუცილებელი დოკუმენტები

1. მესამე ქვეყანაში/ქვეყნიდან საერთაშორისო სატვირთო გადაზიდვის სანებართვო დოკუმენტის მისაღებად სანებართვო დოკუმენტის მსურველთა სიაში მყოფი გადამზიდველი ან მისი წარმომადგენელი სააგენტოს წარუდგენს წერილობით განცხადებას, რომელსაც თან უნდა ერთოდეს შემდეგი დოკუმენტები:

ა) მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირთა რეესტრიდან ამონაწერი – იურიდიული პირისა ან ინდივიდუალური მეწარმისათვის;

ბ) წარმომადგენლის არსებობის შემთხვევაში წარმომადგენლობის დამადასტურებელი დოკუმენტი. ფიზიკური პირის წარმომადგენლობის დამადასტურებელი დოკუმენტი დამოწმებული უნდა იქნეს ნოტარიულად;

გ) საქართველოში აკრედიტირებული ინსპექტირების ცენტრების მიერ ან „თვლიანი სატრანსპორტო საშუალებების პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების ერთგვაროვანი პირობების მიღებისა და აღნიშნული ინსპექტირების ურთიერთაღიარების შესახებ“ 1997 წლის 13 ნოემბრის შეთანხმების საფუძველზე, ან პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის 92-ე მუხლის საფუძველზე გაცემული ვადიანი პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების ანგარიშის ასლი, რომლითაც დასტურდება იმ სატრანსპორტო საშუალების გამართულობა, რომელზეც განმცხადებელი ითხოვს სანებართვო დოკუმენტს;

დ) ამ წესის მე-6 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, სატრანსპორტო საშუალების მიმართ გაცემული შესაბამისი წინარე მესამე ქვეყანაში/ქვეყნიდან საერთაშორისო სატვირთო გადაზიდვის სანებართვო დოკუმენტი, სადაც დასტურდება ამ სანებართვო დოკუმენტის გამოყენების ფაქტი შესაბამისი საერთაშორისო გადაზიდვის განხორციელების მიზნით;

ე) სააგენტოს შესაბამისი მომსახურებისათვის გათვალისწინებული საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი;

ვ) გადამზიდველის საკუთრებაში არსებული ავტოსატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციის მოწმობა, რომელზეც ითხოვს სანებართვო დოკუმენტს. მისი ლიზინგის ვალდებულებით სამართლებრივი ფორმით ფლობის შემთხვევაში – შესაბამისი ხელშეკრულების ასლი.

2. მესამე ქვეყანაში/ქვეყნიდან საერთაშორისო სატვირთო გადაზიდვის სანებართვო დოკუმენტის აღების მიზნით გადამზიდველის მხრიდან შესაბამისი სატრანსპორტო საშუალების მფლობელობის დასადასტურებლად ლიზინგის ვალდებულებითი სამართლებრივი ფორმის ხელშეკრულების წარმოდგენის შემთხვევაში, ამ სატრანსპორტო საშუალების მესაკუთრეს ამავე სატრანსპორტო საშუალებაზე არ მიეცემა მესამე ქვეყანაში/ქვეყნიდან საერთაშორისო სატვირთო გადაზიდვის სანებართვო დოკუმენტი შესაბამისი ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში.

3. მომსახურების გაწევისათვის ამ მუხლით გათვალისწინებული დოკუმენტების წარმოდგენა სავალდებულო არ არის, თუ აღნიშნული დოკუმენტები ან ამ დოკუმენტებში ასახული ინფორმაცია ელექტრონული სახით ინახება სააგენტოს ან სხვა პირების ელექტრონულ ბაზებში და სააგენტოსათვის აღნიშნული ინფორმაცია ხელმისაწვდომია.

მუხლი 6. მესამე ქვეყანაში/ქვეყნიდან საერთაშორისო სატვირთო გადაზიდვის სანებართვო დოკუმენტის მიღებისათვის აუცილებელი პირობები და შეზღუდვები

1. სააგენტო, შემდგომი ერთი წლის განმავლობაში არ გასცემს მესამე ქვეყანაში/ქვეყნიდან საერთაშორისო სატვირთო გადაზიდვის სანებართვო დოკუმენტს იმ გადამზიდველზე, რომელმაც მის მფლობელობაში არსებულ ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე გაცემული მესამე ქვეყანაში/ქვეყნიდან საერთაშორისო სატვირთო გადაზიდვის სანებართვო დოკუმენტი არ გამოიყენა მისი მიღებიდან 90 კალენდარულ დღის განმალობაში.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული შეზღუდვა არ გავრცელდება იმ გადამზიდველზე, რომელმაც ობიექტური მიზეზების გამო ვერ მოახერხა შესაბამის პერიოდში მესამე ქვეყანაში/ქვეყნიდან საერთაშორისო სატვირთო გადაზიდვის სანებართვო დოკუმენტის გამოყენება და აღნიშნული დადასტურებულია სააგენტოს მონიტორინგის დეპარტამენტის უფროსის მოხსენებითი ბარათით.

3. სააგენტო შესაბამის გადამზიდველზე არ გასცემს მესამე ქვეყანაში/ქვეყნიდან საერთაშორისო სატვირთო გადაზიდვის სანებართვო დოკუმენტს, თუ:

ა) გადამზიდველი სრულყოფილად არ წარმოადგენს ამ წესის მე-5 მუხლით გათვალისწინებულ დოკუმენტაციას;

ბ) გადამზიდველი არ არის წარმოდგენილი ასოციაციის წევრთა სიაში ან/და სანებართვო დოკუმენტის მსურველთა სიაში;

გ) გადამზიდველს არ გააჩნია საერთაშორისო საავტომობილო სატვირთო გადაზიდვის ნებართვა;

დ) გადამზიდველმა დაარღვია საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ან საავტომობილო ტრანსპორტის დარგში საქართველოს მიერ გაფორმებული საერთაშორისო შეთანხმებებით და საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ ან პარტნიორ ქვეყნებს შორის შეთანხმებით ქვეყნისთვის დადგენილი კვოტის ფარგლებში გაცვლილი ნებისმიერი სახის სანებართვო დოკუმენტის გამოყენების წესები, რამაც გამოიწვია საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა;

ე) გადამზიდველის მხრიდან მესამე ქვეყანაში/ქვეყნიდან საერთაშორისო სატვირთო გადაზიდვის სანებართვო დოკუმენტი მოთხოვნილია იმ ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე, რომელიც არ წარმოადგენს მის საკუთრებას ან თუ იგი ამ ავტომობილს არ ფლობს ლიზინგის ვალდებულებით სამართლებრივი ფორმით.

4. ამ მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შეზღუდვა მოქმედებს ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრებიდან 1 წლის განმავლობაში.

5. თუ გადამზიდველი ვერ აკმაყოფილებს ამ მუხლით გათვალისწინებულ მოთხოვნებს (გარდა ამ მუხლის მე-3 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა) ან/და მის მიერ სრულყოფილად არ არის წარმოდგენილი ამ წესის მე-5 მუხლით გათვალისწინებული დოკუმენტები, სააგენტო ასოციაციას აცნობებს დახარვეზებული გადამზიდველების შესახებ ინფორმაციას და ერთჯერადად განუსაზღვრავს 5 სამუშაო დღეს წარმოადგინოს განახლებული სანებართვო დოკუმენტის მსურველთა სია მხოლოდ დახარვეზებული გადამზიდველების ნაწილში. გადამზიდველი ვერ მიიღებს შესაბამის მესამე ქვეყანაში/ქვეყნიდან საერთაშორისო სატვირთო გადაზიდვის სანებართვო დოკუმენტს, თუ ამ მუხლით გათვალისწინებულ ვადაში არ მოხდება მის შესახებ ინფორმაციის წარმოდგენა განახლებული სანებართვო დოკუმენტის მსურველთა სიის წარმოდგენით ან ის კვლავ დახარვეზდება.

6. ასოციაციის მიერ ამ წესით გათვალისწინებული მოთხოვნების დარღვევის შემთხვევაში, რამაც გამოიწვია მესამე ქვეყანაში/ქვეყნიდან საერთაშორისო სატვირთო გადაზიდვის სანებართვო დოკუმენტის ამ წესის მოთხოვნების დარღვევით განაწილება, სააგენტო, დარღვევის აღმოჩენიდან 12 თვის განმავლობაში, შეუზღუდავს ამ ასოციაციას მონაწილეობა მიიღოს მესამე ქვეყანაში/ქვეყნიდან საერთაშორისო სატვირთო გადაზიდვის სანებართვო დოკუმენტის განაწილების პროცესში.

7. ამ მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებულ გადაწყვეტილების მიღების მიზნით, სააგენტო უფლებამოსილია ნებისმერ დროს მოითხოვოს ასოციაციისგან ყველა საჭირო ინფორმაციის/დოკუმენტაციის მიწოდება, რაზეც ასოციაციას განუსაზღვრავს არაუმეტეს 30 კალენდარულ დღეს. ამასთან, თუ ასოციაცია განსაზღვრულ ვადაში არ წარმოადგენს მოთხოვნილ ინფორმაციას/დოკუმენტაციას ან უარს განაცხადებს ინფორმაციის/დოკუმენტაციის მოწოდებაზე, სააგენტოს დირექტორი უფლებამოსილია 12 თვის განმავლობაში, შეუზღუდოს ამ ასოციაციას მონაწილეობა მიიღოს მესამე ქვეყანაში/ქვეყნიდან საერთაშორისო სატვირთო გადაზიდვის სანებართვო დოკუმენტის განაწილების პროცესში.

მუხლი 7. გარდამავალი დებულება

ამ წესის მე-6 მუხლის მე-3 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ამოქმედდეს 2025 წლის 1 მარტიდან.