“საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის საკითხთა კომისიის შექმნისა და დებულების დამტკიცების შესახებ" საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2003 წლის 17 აპრილის №290 ბრძანებაში ცვლ;ილებების შეტანის შესახებ"

  • Word
“საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის საკითხთა კომისიის შექმნისა და დებულების დამტკიცების შესახებ" საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2003 წლის 17 აპრილის №290 ბრძანებაში ცვლ;ილებების შეტანის შესახებ"
დოკუმენტის ნომერი 1893
დოკუმენტის მიმღები საქართველოს იუსტიციის მინისტრი
მიღების თარიღი 18/10/2005
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 120, 19/10/2005
ძალის დაკარგვის თარიღი 30/01/2006
სარეგისტრაციო კოდი 010.240.030.22.027.007.795
  • Word
1893
18/10/2005
სსმ, 120, 19/10/2005
010.240.030.22.027.007.795
“საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის საკითხთა კომისიის შექმნისა და დებულების დამტკიცების შესახებ" საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2003 წლის 17 აპრილის №290 ბრძანებაში ცვლ;ილებების შეტანის შესახებ"
საქართველოს იუსტიციის მინისტრი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.240.030.22.027.007.795

საქართველოს იუსტიციის მინისტრის

ბრძანება №1893

2005 წლის 18 ოქტომბერი

ქ. თბილისი

,,საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის საკითხთა კომისიის შექმნისა და დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2003 წლის 17 აპრილის №290 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

,,ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს ორ­განული კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, ვბრძა­ნებ:

მუხლი 1. ,,საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის საკითხთა კომი­სიის შექმნისა და დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2003 წლის 17 აპრილის №290 ბრძანებით დამტკიცებული საქარ­თველოს იუსტიციის სამინისტროს სამოქალაქო აქტე­ბის რეგისტრაციის საკითხთა კომისიის დებულების:

ა) მე-12 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,12. კომისიის სხდომის დღის წესრიგს კომისიის წე­ვრთა და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო რეესტრის მწარმოებელი ტერიტორიული ორგანოების წინადადებების საფუძველზე განსაზღვრავს კომისიის თავმჯდომარე. საქართველოს იუსტიციის მინისტრის მიერ განსახილველად წარმოდგენილი საკითხები სავალდებულო წესით შეიტანება კომისიის სხდომის დღის წესრიგში.”.

ბ) 21-ე, 22-ე და 23-ე პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,21. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სა­ხელ­­­მწიფო რეესტრის მწარმოებელი ტერიტორიული ორგანოს დასკვნა, კომისიის სხდომის ოქმი და გადაწყვე­ტი­ლება წარედგინება საქართველოს იუსტიციის მი­ნისტრს.

22. საქართველოს იუსტიციის მინისტრი გამოსცემს შესაბამის ბრძანებას – საქართველოს იუსტიციის სამი­ნის­ტროს სახელმწიფო რეესტრის მწარმოებელი ტერიტორიული ორგანოს დასკვნის მართლზომიერების ან დასკვნის დამტკიცებაზე უარის თქმის შესახებ.

23. საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანების დამოწმებული პირი, კომისიის დადგენილებისა და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო რეესტრის მწარმოებელი ტერიტორიული ორგანოს დასკვნის ერთი ეგზემპლარი, დადასტურებული სამოქა­ლაქო რეესტრის დეპარტამენტის უფროსის ხელმო­წერითა და ბეჭდით ეგზავნება საქართველოს იუსტი­ციის სამინისტროს სახელმწიფო რეესტრის მწარმოე­ბელ შესაბამის ტერიტორიულ ორგანოს.”.

მუხლი 2. ,,საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის საკითხთა კომისიის შექმნისა და დებულების დამტკიცების შესახებ” საქარ­თველოს იუსტიციის მინისტრის 2003 წლის 17 აპრი­ლის №290 ბრძანების დანართი №1 ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 

 

 

 

 

 

დანართი №1

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სამოქალაქო

აქტების რეგისტრაციის საკითხთა კომისია

დ ა დ გ ე ნ ი ლ ე ბ ა

 

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2003 წლის 17 აპრილის №290 ბრძანების შესაბამისად, დამტკიც­დეს —————————————————————————————————————————————————————————————————————————————————— დასკვნა

მოქალაქე ———————————— გვარის შესწორების შესახებ.

შესწორდეს სამოქალაქო აქტების ჩანაწერებში:

1) დაბადების აქტის ჩანაწერში გვარი —————————

2) მამობის დადგენის აქტის ჩანაწერში გვარი ——————————————————————

3) მამის / დედის გრაფაში გვარი ——————————

4) ქორწინების აქტის ჩანაწერში გვარი ————————

5) განქორწინების აქტის ჩანაწერში გვარი ———————

6) არასრულწლოვანი შვილის (შვილების) დაბა­დების აქტის ჩანაწერში:

 

გვარი ————————————————————

მამის გრაფაში გვარი —————————————-

დედის გრაფაში გვარი —————————————

 

დადგენილება გაეგზავნოს საქართველოს იუსტი­ციის სამინისტროს სახელმწიფო რეესტრის მწარმოე­ბელ შესაბამის ტერიტორიულ ორგანოს.“.

 

კომისიის თავმჯდომარე:

კომისიის თავმჯდომარის მოადგილე:

კომისიის წევრები:

 

1.

2.

3.

4.

5.

მუხლი 3. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნე­ბისთანავე.

კ. კემულარია