„საგადასახადო საკითხებში ადმინისტრაციული ურთიერთდახმარების შესახებ“ 1988 წლის 25 იანვრის კონვენციის ფარგლებში „ფინანსური ანგარიშების შესახებ ინფორმაციის ავტომატური გაცვლის შესახებ“ კომპეტენტური უწყებების მრავალმხრივი შეთანხმებით (CRS MCAA) ან საქართველოსა და შესაბამის იურისდიქციას შორის ფინანსური ანგარიშების თაობაზე ინფორმაციის ავტომატური გაცვლის შესახებ შეთანხმებით გათვალისწინებული ანგარიშგების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2023 წლის 5 აპრილის №125 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ნომერი 162
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ფინანსთა მინისტრი
მიღების თარიღი 21/05/2024
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 22/05/2024
სარეგისტრაციო კოდი 200010000.22.033.017820
162
21/05/2024
ვებგვერდი, 22/05/2024
200010000.22.033.017820
„საგადასახადო საკითხებში ადმინისტრაციული ურთიერთდახმარების შესახებ“ 1988 წლის 25 იანვრის კონვენციის ფარგლებში „ფინანსური ანგარიშების შესახებ ინფორმაციის ავტომატური გაცვლის შესახებ“ კომპეტენტური უწყებების მრავალმხრივი შეთანხმებით (CRS MCAA) ან საქართველოსა და შესაბამის იურისდიქციას შორის ფინანსური ანგარიშების თაობაზე ინფორმაციის ავტომატური გაცვლის შესახებ შეთანხმებით გათვალისწინებული ანგარიშგების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2023 წლის 5 აპრილის №125 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს ფინანსთა მინისტრი

საქართველოს ფინანსთა მინისტრის

ბრძანება №162

2024 წლის 21 მაისი

ქ. თბილისი

„საგადასახადო საკითხებში ადმინისტრაციული ურთიერთდახმარების შესახებ“ 1988 წლის 25 იანვრის კონვენციის ფარგლებში „ფინანსური ანგარიშების შესახებ ინფორმაციის ავტომატური გაცვლის შესახებ“ კომპეტენტური უწყებების მრავალმხრივი შეთანხმებით (CRS MCAA) ან საქართველოსა და შესაბამის იურისდიქციას შორის ფინანსური ანგარიშების თაობაზე ინფორმაციის ავტომატური გაცვლის შესახებ შეთანხმებით გათვალისწინებული ანგარიშგების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2023 წლის 5 აპრილის №125 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1
„საგადასახადო საკითხებში ადმინისტრაციული ურთიერთდახმარების შესახებ“ 1988 წლის 25 იანვრის კონვენციის ფარგლებში „ფინანსური ანგარიშების შესახებ ინფორმაციის ავტომატური გაცვლის შესახებ“ კომპეტენტური უწყებების მრავალმხრივი შეთანხმებით (CRS MCAA) ან საქართველოსა და შესაბამის იურისდიქციას შორის ფინანსური ანგარიშების თაობაზე ინფორმაციის ავტომატური გაცვლის შესახებ შეთანხმებით გათვალისწინებული ანგარიშგების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2023 წლის 5 აპრილის №125 ბრძანებით (www.matsne.gov.ge, 07/04/2023, სარეგისტრაციო კოდი: 200010000.22.033.017682) დამტკიცებულ წესში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-2 მუხლის:

ა) „დ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;

ბ) „ვ“ – „თ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ვ) კორექტირებული გზავნილი – გზავნილი, რომელიც საგადასახადო ორგანოს წარედგინება 20 სექტემბრის შემდეგ და რომელშიც ამ წესის შესაბამისად კორექტირებულია გზავნილში/ნულოვან გზავნილში არსებული მონაცემები;

 ზ) ახალი ანგარიში – ნებისმიერი ფინანსური ანგარიში, რომელიც გახსნილია 2023 წლის 1 იანვარს და შემდგომ პერიოდში ფიზიკური პირის/სუბიექტის მიერ და არ წარმოადგენს უკვე არსებულ ანგარიშს;

 თ) უკვე არსებული ანგარიში – ნებისმიერი ფინანსური ანგარიში:

თ.ა) რომელიც გახსნილია 2023 წლის 1 იანვრამდე პერიოდში ფიზიკური პირის/სუბიექტის მიერ;

თ.ბ) რომელიც გახსნილია 2023 წლის 1 იანვარს და შემდგომ პერიოდში ფიზიკური პირის/სუბიექტის მიერ და თუ კმაყოფილდება ქვემოთ ჩამოთვლილი პირობები:

თ.ბ.ა) ფინანსური ანგარიშის მფლობელი ანგარიშვალდებულ ფინანსურ ინსტიტუტში (ან მასთან დაკავშირებულ სუბიექტში, რომელიც ასევე ანგარიშვალდებული ფინანსური ინსტიტუტია) უკვე ფლობდა ამ პუნქტის „თ.ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ფინანსურ ანგარიშს;

თ.ბ.ბ) ფინანსურ ანგარიშთან დაკავშირებით, რომლის მიმართ სავალდებულოა AML/KYC პროცედურების განხორციელება, ანგარიშვალდებული ფინანსური ინსტიტუტი უფლებამოსილია დაეყრდნოს „თ.ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული უკვე არსებული ანგარიშის მიმართ განხორციელებულ AML/KYC პროცედურებს;

თ.ბ.გ) სტანდარტით დადგენილი ცოდნის მოთხოვნებისა და ანგარიშის მფლობელის ფინანსურ ანგარიშზე არსებული ნაშთის ან/და ღირებულების განსაზღვრის მიზნებისათვის, ფინანსური ინსტიტუტი ამ პუნქტის „თ.ა“ და „თ.ბ.ა“ ქვეპუნქტებში განსაზღვრულ ფინანსურ ანგარიშებს განიხილავს ერთობლივად, როგორც ერთიან ფინანსურ ანგარიშს;

თ.ბ.დ) ფინანსური ანგარიშის გახსნა არ საჭიროებს ანგარიშის მფლობელის მიერ მასთან დაკავშირებით ახალი, დამატებითი ან/და შეცვლილი ინფორმაციის მიწოდებას, გარდა ამ ბრძანებით და სტანდარტით განსაზღვრული მოთხოვნების შესასრულებლად საჭირო ინფორმაციისა;“.

2. მე-2 მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 21 მუხლი:

„მუხლი 21. იურისდიქციების ჩამონათვალის გამოქვეყნება

1. იმ იურისდიქციების ჩამონათვალი, რომლებთანაც ამოქმედებულია შეთანხმება და რომელთა რეზიდენტი პირების ანგარიშგებას დაქვემდებარებული თითოეული ფინანსური ანგარიშის თაობაზე ინფორმაციის წარდგენის ვალდებულებაც წარმოეშობა ანგარიშმგებ ფინანსურ ინსტიტუტს, ქვეყნდება საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის ოფიციალურ ვებგვერდზე (www.rs.ge).

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ფინანსური ანგარიშის თაობაზე ინფორმაციის საგადასახადო ორგანოში წარდგენის მიზნებისათვის, გამოიყენება საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის ოფიციალურ ვებგვერდზე (www.rs.ge) შესაბამისი კალენდარული წლის 20 მაისის მდგომარეობით გამოქვეყნებული იურისდიქციების ჩამონათვალი.“.

3. მე-10 მუხლის:

ა) პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) თანამშრომელი/სერტიფიკატის მფლობელი უფლებამოსილია მიიღოს ხელშეკრულებით განსაზღვრული ნებისმიერი თანხა თავისი წილის შესაბამისად, აგრეთვე, დაასახელოს თანხის მიმღები პირი (ბენეფიციარი) აღნიშნული თანამშრომლის გარდაცვალების შემთხვევაში;“;

ბ) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ჯგუფის  ფულადი  სახსრების  ღირებულების  დაზღვევის  ხელშეკრულება  არის ნაღდი ფულადი სახსრების ღირებულების დაზღვევის ხელშეკრულება, რომელიც ითვალისწინებს:

ა) ანაზღაურების გადახდას იმ ფიზიკური პირებისთვის, რომელიც აფილირებულნი არიან დამსაქმებლის, სავაჭრო ასოციაციის, პროფკავშირის ან სხვა ასოციაციებისა და ჯგუფების მეშვეობით;

ბ) სადაზღვევო პრემიის გადახდას ჯგუფის თითოეული წევრისთვის (ან ჯგუფში შემავალი კლასის წევრისთვის), მიუხედავად ჯგუფის წევრის (ან წევრთა კლასის) ჯანმრთელობის ინდივიდუალური მახასიათებლებისა, გარდა ასაკისა, სქესისა და თამბაქოს მოხმარების ჩვევისა.“.

4. მე-17 მუხლის:

ა) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. თუ ფინანსურ ინსტიტუტს არ გააჩნია ანგარიშგებას დაქვემდებარებული არც ერთი ფინანსური ანგარიში, იგი ვალდებულია საგადასახადო ორგანოს გაუგზავნოს ნულოვანი გზავნილი, ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ ვადაში.“;

ბ) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. ყოველი კალენდარული წლის არაუგვიანეს 20 სექტემბრისა, ფინანსურ ინსტიტუტს აქვს საგადასახადო ორგანოში გზავნილის განუსაზღვრელი ოდენობით გაგზავნის შესაძლებლობა. ამასთანავე, წარდგენილ გზავნილთა შორის გაითვალისწინება მხოლოდ ბოლოს წარდგენილი გზავნილი.“.

5. მე-19 მუხლის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) ფინანსური ინსტიტუტი კალენდარული წლის 20 სექტემბრის შემდეგ პერიოდში გამოავლენს  ხარვეზს  საკუთარ  გზავნილში/ნულოვან გზავნილში არსებულ მონაცემებში,  რომელსაც  საგადასახადო  ორგანოს მიერ მინიჭებული აქვს სტატუსი „მიღებულია საგადასახადო ორგანოს მიერ“;“.

მუხლი 2
1. ეს ბრძანება, გარდა ამ ბრძანების პირველი მუხლის მე-2 პუნქტისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.

2. ამ ბრძანების პირველი მუხლის მე-2 პუნქტი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს ფინანსთა მინისტრილაშა ხუციშვილი