ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბაზრის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 2006 წლის 30 აგვისტოს №77 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბაზრის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 2006 წლის 30 აგვისტოს №77 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 1-1/175
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი
მიღების თარიღი 15/05/2024
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 21/05/2024
სარეგისტრაციო კოდი 300300000.22.024.016858
1-1/175
15/05/2024
ვებგვერდი, 21/05/2024
300300000.22.024.016858
ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბაზრის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 2006 წლის 30 აგვისტოს №77 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი
 

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის

ბრძანება №1-1/175

2024 წლის 15 მაისი

ქ. თბილისი

 

ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბაზრის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 2006 წლის 30 აგვისტოს №77 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, ვბრძანებ:

მუხლი 1
„ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბაზრის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 2006 წლის 30 აგვისტოს № 77 ბრძანებით დამტკიცებულ „ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბაზრის წესებში“ (www.matsne.gov.ge, სსმ, № 117, 31/08/2006, სარეგისტრაციო კოდი: 300.300.000.22. 025.009.162) შეტანილ იქნეს ცვლილება:

1. მე-3 მუხლის:

ა) მე-4 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ)კომისიის მიერ გაცემული ლიცენზიის დამოწმებული ასლი (მხოლოდ ლიცენზიანტის შემთხვევაში) ან კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილება წინასწარი ლიცენზიის გაცემის თაობაზე (მხოლოდ წარმოების ლიცენზიატის შემთხვევაში);“;

ბ) მე-15 პუნქტის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-16 პუნქტი:

„16. წარმოების ლიცენზიატი, რომელიც საბითუმო ვაჭრობაში მონაწილე კვალიფიციურ საწარმოდ რეგისტრირებულია კომისიის მიერ გაცემული ელექტროენერგიის წარმოების წინასწარი ლიცენზიის საფუძველზე, ვალდებულია ელექტროენერგიის წარმოების წინასწარი ლიცენზიის მოქმედების ვადის დასრულებამდე წარუდგინოს ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორს კომისიის მიერ საბოლოოდ ამოქმედებული წარმოების ლიცენზია.“.

2. მე-4 მუხლის:

ა) პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) კომისიის მიერ ლიცენზიის ან/და ელექტროენერგიის წარმოების წინასწარი ლიცენზიის გაუქმება – კომისიის გადაწყვეტილების ამოქმედების დღიდან;“;

) 22 მუხლის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის 23 მუხლი:

„23. გარდა ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „ბ“, „თ“, „ი“, „კ“ და „ლ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული შემთხვევებისა, წარმოების ლიცენზიატს საბითუმო ვაჭრობაში მონაწილედ რეგისტრაცია უუქმდება ამ წესების მე-3 მუხლის მე-16 პუნქტით განსაზღვრული ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში  ელექტროენერგიის წარმოების წინასწარი ლიცენზიის მოქმედების ვადის დასრულების დღიდან.

3. 25-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-7 პუნქტი:

„7. წარმოების ლიცენზიატი, რომელიც ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორის მიერ საბითუმო ვაჭრობაში მონაწილედ რეგისტრირებულია ელექტროენერგიის წარმოების წინასწარი ლიცენზიის საფუძველზე, ვალდებულია ამ წესების მე-3 მუხლით დადგენილი წესით საბითუმო ვაჭრობაში მონაწილედ რეგისტრაციიდან არაუგვიანეს 10 (ათი) სამუშაო დღის ვადაში ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორს წარუდგინოს საბანკო გარანტია, ელექტროენერგიის ბაზრის ოპერატორის მიერ დადგენილი წესითა და ოდენობით. საბანკო გარანტიით უზრუნველყოფილი უნდა იქნეს ელექტრონერგიის წინასაწრი ლიცენზიის მოქმედების პერიოდში გამომუშავებულ ელექტროენერგიაზე ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორის მიერ წარმოების ლიცენზიატისთვის ანაზღაურებული თანხების სავარაუდო ოდენობა. უზრუნველყოფისათვის გამოიყენება საქართველოში ლიცენზირებული კომერციული ბანკის მიერ გაცემული ან „ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD)“ წევრ ნებისმიერ ქვეყანაში მოქმედი ბანკის მიერ გაცემული და საქართველოში ლიცენზირებული კომერციული ბანკის მიერ კონტრგარანტიის საფუძველზე გადაზღვეული უპირობო და გამოუთხოვადი საბანკო გარანტიები. საბანკო გარანტიის ოდენობას განსაზღვრავს ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორი, რომლის ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს ელექტროენერგიის წარმოების წინასწარი ლიცენზიის მოქმედების პერიოდში ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორის მიერ აღნიშნული საწარმოსგან საპროგნოზოდ შესასყიდი ელექტროენერგიის სრულ ღირებულებას. გარანტიის მოქმედების ვადა და სხვა პირობები ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორმა უნდა განუსაზღვროს ამ მუხლით განსაზღვრულ წარმოების ლიცენზიატს აღნიშნული პირის კვალიფიციურ საწარმოდ, როგორც წარმოების ლიცენზიატი, რეგისტრაციის წერილთან ერთად. გარანტიის მოქმედების ვადა არანაკლებ 45 დღით უნდა აღემატებოდეს წინასწარი ლიცენზიის მოქმედების პერიოდს. შესასყიდი ელექტროენერგიის ღირებულების გაზრდის შემთხვევაში გარანტიის წარმომდგენი პირი ვალდებულია, მიუსადაგოს წარმოდგენილი საბანკო გარანტია შეცვლილ გარემოებებს, წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩაითვლება, რომ საბანაკო გარანტია არ არის წარმოდგენილი. ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორის მიერ საბანკო გარანტია გამოყენებულi იქნება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ შეწყდება/გაუქმდება კომისიის მიერ გაცემული ელექტროენერგიის წარმოების წინასწარი ლიცენზია. კომისიის გადაწყვეტილების საფუძველზე ელექტროენერგიის წარმოების წინასწარი ლიცენზიის საბოლოოდ ამოქმედების შემთხვევაში, წარმოების ლიცენზატს უნდა დაუბრუნდეს ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორისთვის ამ პუნქტის შესაბამისად წარდგენილი საბანკო გარანტია.“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრილევან დავითაშვილი