„ავიასამედიცინო ცენტრის, ავიასამედიცინო ექსპერტის სერტიფიცირების და ავიასპეციალისტის სამედიცინო სერტიფიცირების წესის დამტკიცების შესახებ“ სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2019 წლის 8 იანვრის №4 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 107
დოკუმენტის მიმღები სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორი
მიღების თარიღი 20/05/2024
დოკუმენტის ტიპი სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 22/05/2024
სარეგისტრაციო კოდი 310010010.54.066.016339
107
20/05/2024
ვებგვერდი, 22/05/2024
310010010.54.066.016339
„ავიასამედიცინო ცენტრის, ავიასამედიცინო ექსპერტის სერტიფიცირების და ავიასპეციალისტის სამედიცინო სერტიფიცირების წესის დამტკიცების შესახებ“ სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2019 წლის 8 იანვრის №4 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორი
 
სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის

ბრძანება №107

2024 წლის 20 მაისი

ქ. თბილისი

„ავიასამედიცინო ცენტრის, ავიასამედიცინო ექსპერტის სერტიფიცირების და ავიასპეციალისტის სამედიცინო სერტიფიცირების წესის დამტკიცების შესახებ“ სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2019 წლის 8 იანვრის №4 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1
„ავიასამედიცინო ცენტრის, ავიასამედიცინო ექსპერტის სერტიფიცირების და ავიასპეციალისტის სამედიცინო სერტიფიცირების წესის დამტკიცების შესახებ“ სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2019 წლის 8 იანვრის №4 ბრძანებით დამტკიცებულ „ავიასამედიცინო ცენტრის, ავიასამედიცინო ექსპერტის სერტიფიცირების და ავიასპეციალისტის სამედიცინო სერტიფიცირების წესში“ (www.matsne.gov.ge, 10/01/2019 წ., სარეგისტრაციო კოდი: 310010010.54.066.016148) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-4 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „დ1“ ქვეპუნქტი:

„დ1) უფლებამოსილია ავიასამედიცინო ცენტრის/ავიასამედიცინო ექსპერტის საქმიანობაზე ზედამხედველობის პროცესში ან სხვა საშუალებებით აღმოჩენილი მტკიცებულების საფუძველზე, პირველი დონის ნაკლოვანების აღმოჩენის შემთხვევაში, გააუქმოს/შეაჩეროს ავიასამედიცინო ცენტრის/ავიასამედიცინო ექსპერტის სერტიფიკატი. აგრეთვე, ვალდებულია გადახედოს ავიასამედიცინო ცენტრის/ავიასამედიცინო ექსპერტის მიერ ბოლო ინსპექტირებიდან ნაკლოვანების აღმოჩენამდე პერიოდში გაცემულ ავიასპეციალისტის სამედიცინო სერტიფიკატებს და გააუქმოს/შეაჩეროს ისინი, თუ დაადგენს, რომ აღნიშნული სერტიფიკატები აქვეითებს ფრენის უსაფრთხოების დონეს ან მას უქმნის სერიოზულ საფრთხეს“;

2. მე-8 მუხლის მე-2 პუნქტის „თ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.

3. მე-14 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-8 პუნქტი:

„8. სერტიფიკატის გაუქმების შემთხვევაში, ავიასამედიცინო ცენტრი ვალდებულია 3 (სამი) სამუშაო დღის ვადაში გადასცეს სერტიფიკატი სააგენტოს“.

4. მე-15 მუხლის მე-5 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) უნდა ჰქონდეს შენობა და სხვა საშუალებები დაგეგმილი ამოცანების შესრულებისა და საკუთარი საქმიანობის წარმართვისათვის, აღჭურვილი იყოს სერტიფიკატით განსაზღვრული უფლებამოსილების ფარგლებში, გამოკვლევების განსახორციელებლად საჭირო ადეკვატური სამედიცინო ტექნიკური მოწყობილობებით (იხ. დანართი №13)“.

5. მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.

6. 23-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-8 პუნქტი:

„8. სერტიფიკატის გაუქმების შემთხვევაში, ავიასამედიცინო ექსპერტი ვალდებულია 3 (სამი) სამუშაო დღის ვადაში გადასცეს სერტიფიკატი სააგენტოს“.

7. 25-ე მუხლის მე-2 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „დ“ ქვეპუნქტი:

„დ) აწარმოოს განმცხადებელთან კომუნიკაცია ენობრივი ბარიერის გარეშე, საჭიროების შემთხვევაში, მოსთხოვოს განმცხადებელს თარჯიმნის მომსახურება“.

8. 28-ე მუხლის:

ა) მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;

ბ) დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3 ქვეპუნქტი:

„3. ენობრივი ბარიერის შემთხვევაში, ვალდებულია უზრუნველყოს თარჯიმნის წარმოდგენა ავიასამედიცინო ექსპერტთან“.

9. 31-ე მუხლის მე-5 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „დ“ ქვეპუნქტი:

„დ) ამ წესის მე-4 მუხლის „დ1“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში“.

10. წესის №1-12 დანართები ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით.

11. დაემატოს №13 დანართი თანდართული რედაქციით.

მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორიგივი დავითაშვილი