დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში ეკონომიკის რეგულირებად სფეროებად განსაზღვრული ავტობუსებით (M3 კატეგორია) რეგულარული სამგზავრო გადაყვანის მარშრუტების, შეღავათების დადგენის და მგზავრობის ტარიფის განსაზღვრის შესახებ

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში ეკონომიკის რეგულირებად სფეროებად განსაზღვრული ავტობუსებით (M3 კატეგორია) რეგულარული სამგზავრო გადაყვანის მარშრუტების, შეღავათების დადგენის და მგზავრობის ტარიფის განსაზღვრის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 9
დოკუმენტის მიმღები დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 17/05/2024
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 20/05/2024
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.169.016564
9
17/05/2024
ვებგვერდი, 20/05/2024
010250050.35.169.016564
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში ეკონომიკის რეგულირებად სფეროებად განსაზღვრული ავტობუსებით (M3 კატეგორია) რეგულარული სამგზავრო გადაყვანის მარშრუტების, შეღავათების დადგენის და მგზავრობის ტარიფის განსაზღვრის შესახებ
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტი
 

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №9

2024 წლის 17 მაისი

ქ. დედოფლისწყარო

 

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში ეკონომიკის რეგულირებად სფეროებად განსაზღვრული ავტობუსებით (M3 კატეგორია) რეგულარული სამგზავრო გადაყვანის მარშრუტების შეღავათების დადგენის და მგზავრობის ტარიფის განსაზღვრის შესახებ

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის მე-2 პუნქტის, მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „ლ“ ქვეპუნქტის,  „საავტომობილო ტრანსპორტის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-11 პუნქტის, მე-4 მუხლის მე-4 პუნქტის, „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის „რ“ ქვეპუნქტისა და „ეკონომიკის რეგულირებადი სფეროების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 05 დეკემბრის№667 დადგენილების მე-2 მუხლის საფუძველზე, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
დამტკიცდეს დედოფლისწყაროს  მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგულარული სამგზავრო გადაყვანის მიზნით ავტობუსების (M3 კატეგორია) მოძრაობის მარშრუტები დანართის შესაბამისად.
მუხლი 2
ამ დადგენილების დანართით დამტკიცებული მარშრუტების შესაბამისად, ავტობუსებით (M3 კატეგორია) რეგულარული სამგაზვრო გადაყვანას ახორციელებს ა(ა)იპ „დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის კომუნალური მომსახურების ცენტრი“ (ს/კ428521557)
მუხლი 3
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში ეკონომიკის რეგულირებად სფეროებად განსაზღვრული ავტობუსებით (M3 კატეგორია) რეგულარული სამგზავრო გადაყვანის №141 მარშრუტზე მგზავრობის ტარიფი განისაზღვროს 1.00 ლარით.
მუხლი 4
1. დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში ეკონომიკის რეგულირებად სფეროებად განსაზღვრული ავტობუსებით (M3 კატეგორია) რეგულარული სამგზავრო გადაყვანის მარშრუტებზე 50% შეღავათიანი ტარიფით, მგზავრობის უფლება მიეცეთ შემდეგ პირთა კატეგორიებს:

ა. „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონით  განსაზღვრულ, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში მცხოვრებ პენსიონერებს;

ბ. დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში მცხოვრებ იძულებით გადაადგილებული პირებს – დევნილებს;

გ. დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში მცხოვრებ ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანებს;

დ. დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში მცხოვრებ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს;

. დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში მცხოვრებ სოციალურად დაუცველ ოჯახებს, რომელთა სარეიტინგო ქულა არ აღემატება 100 000-ს;

ვ. დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში მცხოვრებ სოციალურად დაუცველ მრავალშვილიანი მშობლის სტატუსის მქონე ოჯახებს, რომელთა სარეიტინგო ქულა არ  აღემატება 150 000 -ს;

ზ. დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში მცხოვრებ სოციალურად დაუცველ მარჩენალდაკარგულ პირებს, რომელთა სარეიტინგო ქულა არ აღემატება 150 000-ს;

. დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში მცხოვრებ სოციალურად დაუცველ მარტოხელა მშობლის სტატუსის მქონე პირებს, რომელთა სარეიტინგო ქულა არ აღემატება 150 000 -ს;

ი. დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში არსებული საჯარო და კერძო სკოლების მოსწავლეებს.

კ. დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში არსებული ავტორიზებული  პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების სტუდენტებს.

ლ. არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის „დედოფლისწყაროს სათნოების სახლის“ ბენეფიციარებს;

მ. დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში არსებული საჯარო და კერძო სკოლების პედაგოგებს;

მუხლი 5
1. დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში ეკონომიკის რეგულირებად სფეროებად განსაზღვრული ავტობუსებით (M3 კატეგორია) რეგულარული სამგზავრო გადაყვანის გადახდის სისტემას ნერგავს და ამ დადგენილებით განსაზღვრული მგაზვრობის საფასურის მოკრებას ახორციელებს ა(ა)იპ „დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის კომუნალური მომსახურების ცენტრის“ (ს/კ428521557) მიერ შერჩეული შესაბამისი უფლებამოსილი სუბიექტი გადახდის სისტემის მოწყობის ფარგლებში, ასევე, უზრუნველყოფს ამ დადგენილების მე-3 და მე-4 მუხლებით გათვალისწინებული მგზავრებისთვის, სამგზავრო პლასტიკური ბარათების დამზადებასა და გაცემას.

2. ა(ა)იპ „დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის კომუნალური მომსახურების ცენტრს“ (ს/კ428521557) მიენიჭოს უფლებამოსილება ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული მომსახურების განმახორციელებელ უფლებამოსილ სუბიექტთან გააფორმოს შესაბამისი ხელშეკრულება.

მუხლი 6
1. ამ დადგენილების მე-4 მუხლით განსაზღვრული შეღავათიანი მგზავრობის ტარიფით მოსარგებლე პირების მგზავრობა ხორციელდება ამ დადგენილების მე-5 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული უფლებამოსილი სუბიექტის მიერ გაცემული სამგზავრო პლასტიკური ბარათების მეშვეობით.

2. ამ დადგენილების მე-5 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული უფლებამოსილი სუბიექტის (ბარათის გამცემი) მიერ გაცემული ბარათის დაზიანებისას ან დაკარგვისას, თუ ორივე შემთხვევაში წარმოიშვა ახალი ბარათის გაცემის აუცილებლობა, ბარათის აღდგენის თხოვნით ბარათის გამცემს მიმართავს ბარათის კანონიერი მფლობელი და ბარათის აღდგენისთვის მასვე ეკისრება ბარათის გამცემის ანგარიშზე შესაბამისი თანხის გადახდა.

მუხლი 7
ამ დადგენილების მე-4 მუხლით განსაზღვრული შეღავათიანი მგზავრობის ტარიფით სარგებლობის მიზნით გასაცემი სამგზავრო პერსონიფიცირებული პლასტიკური ბარათის მისაღებად წარმოდგენილი უნდა იქნეს შესაბამისი სტატუსისა და პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.
მუხლი 8
ამ დადგენილების მე-3 და მე-4 მუხლებით გათვალისწინებული ტარიფები ჩაირიცხოს  ა(ა) იპ „დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის კომუნალური მომსახურების ცენტრის“ (ს/კ428521557) ანგარიშზე. მიღებული შემოსავალი მოხმარდეს დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში ეკონომიკის რეგულირებად სფეროებად განსაზღვრული ავტობუსებით (M3 კატეგორია) რეგულარული სამგზავრო გადაყვანის უზრუნველყოფას.
მუხლი 9
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარენუგზარ პაპიაშვილი



დანართი

 

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგულარული სამგზავრო გადაყვანის მიზნით ავტობუსების (M3 კატეგორია) მოძრაობის მარშრუტები

მარშრუტის №

ავტობუსების (M3 კატეგორია) მარშრუტები

მარშრუტის უკუმიმართულება

ავტობუსების (M3 კატეგორია) ყოველდღიური რაოდენობა

ინტერვალი საშუალოდ (წთ)

 

141

სოფელი სამრეკლოდან - ქ. დედოფლისწყარო -  სოფელ ხორნაბუჯი - სოფ. ჭოეთამდე

 

წრიული

 

1

60