ჭიათურის მუნიციპალიტეტის სამსახურებრივი უფლებამოსილების განსახორციელებლად საჭირო ავტოპარკის განაწილების, კლასიფიკაციისა და შესყიდვის წესის დამტკიცების შესახებ

ჭიათურის მუნიციპალიტეტის სამსახურებრივი უფლებამოსილების განსახორციელებლად საჭირო ავტოპარკის განაწილების, კლასიფიკაციისა და შესყიდვის წესის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 10
დოკუმენტის მიმღები ჭიათურის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 16/05/2024
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 20/05/2024
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.129.016433
10
16/05/2024
ვებგვერდი, 20/05/2024
010250050.35.129.016433
ჭიათურის მუნიციპალიტეტის სამსახურებრივი უფლებამოსილების განსახორციელებლად საჭირო ავტოპარკის განაწილების, კლასიფიკაციისა და შესყიდვის წესის დამტკიცების შესახებ
ჭიათურის მუნიციპალიტეტი
 

ჭიათურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

 დადგენილება №10

2024 წლის 16 მაისი

ქ. ჭიათურა

 

ჭიათურის მუნიციპალიტეტის სამსახურებრივი უფლებამოსილების განსახორციელებლად საჭირო ავტოპარკის განაწილების, კლასიფიკაციისა და შესყიდვის წესის დამტკიცების შესახებ

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-3 ნაწილის, 24-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის, „სახელმწიფო ავტოპარკის გადანაწილების, კლასიფიკაციისა და სამსახურებრივი ავტომანქანის შესყიდვის ან  ჩანაცვლების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 6 თებერვლის №121 დადგენილების მე-2 მუხლის საფუძველზე, ჭიათურის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
დამტკიცდეს „ჭიათურის მუნიციპალიტეტის სამსახურებრივი უფლებამოსილების განსახორციელებლად საჭირო ავტოპარკის განაწილების, კლასიფიკაციისა და შესყიდვის წესი“ №1 დანართის შესაბამისად.
მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ჭიათურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელიდავით ლაბაძე



დანართი №1
ჭიათურის მუნიციპალიტეტის სამსახურებრივი უფლებამოსილების განსახორციელებლად

საჭირო ავტოპარკის განაწილების, კლასიფიკაციისა და შესყიდვის წესი


მუხლი 1. ზოგადი დებულებები
ჭიათურის მუნიციპალიტეტის სამსახურებრივი უფლებამოსილების განსახორციელებლად  საჭირო ავტოპარკის გადანაწილების, კლასიფიკაციის და შესყიდვების წესი (შემდგომში – წესი) ადგენს მუნიციპალიტეტის ორგანოებისათვის მსუბუქი ავტომობილების (განპიროვნებული და მორიგე) ფუნქციების განაწილების ერთიან სტანდარტს, ახდენს ავტომობილების კლასიფიკაციას და განსაზღვრავს მინიმალურ ტექნიკურ მოთხოვნებს.

მუხლი 2. ტერმინთა განმარტებები
ამ წესში გამოყენებული ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობები:

ა) მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანო (შემდგომში – დაწესებულება) ჭიათურის მუნიციპალიტეტის საკრებულო და მერია;

ბ) განპიროვნებული ავტომობილი – ავტოსატრანსპორტო საშუალება, რომელიც იმყოფება ჭიათურის მუნიციპალიტეტის ბალანსზე და გადაცემულია სამსახურებრივ დროებით სარგებლობაში  მუნიციპალიტეტის კონკრეტულ  თანამშრომელზე;

გ) სამორიგეო ავტომობილი – ზოგადი სამსახურებრივი საჭიროებიდან გამომდინარე, დაკისრებული სამსახურებრივი მივლინებების შესასრულებლად განკუთვნილი ავტოსატრანსპორტო  საშუალება,  რომელიც არ განეკუთვნება განპიროვნებული ავტომობილების რიცხვს და გამოიყოფა კონკრეტული მოთხოვნის  საფუძველზე,  მუნიციპალიტეტის კონკრეტულ თანამშრომელზე;

დ) საშტატო რიცხოვნობა – მუნიციპალიტეტის ფაქტობრივ საშტატო რიცხოვნობას გამოკლებული განპიროვნებული ავტომობილებით  უზრუნველყოფილი  საშტატო რიცხოვნობა.


მუხლი 3. განპიროვნებული ავტომობილებით მოსარგებლე თანამდებობის პირები
განპიროვნებული ავტომობილი  შეიძლება  გააჩნდეს  შემდეგ  თანამდებობის  პირს:

ა) ჭიათურის  მუნიციპალიტეტის  საკრებულოს თავმჯდომარეს;

ბ) ჭიათურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის პირველ მოადგილეს;

გ)  ჭიათურის   მუნიციპალიტეტის მერს;

დ)  ჭიათურის  მუნიციპალიტეტის მერის მოადგილეებს (2).


მუხლი 4. სამორიგეო ავტომობილის რაოდენობის განსაზღვრისა და გამოყენების წესი
1. სამორიგეო ავტომობილების რიცხოვნობა დგინდება  შემდეგი  პრინციპით: 100  საშტატო ერთეულამდე ყოველ 20 საშტატო ერთეულზე 1 სამორიგეო ავტომობილი, ხოლო 100-ის ზევით  ყოველ  50  საშტატო ერთულზე 1 ერთეული.

2. სამორიგეო ავტომობილების რიცხოვნობის გაანგარიშებისას წილადი შედეგის მიღებისას  დამრგვალება ხდება  არითმეტიკული  წესის მიხედვით.

3. ზამთრის პერიოდში კლიმატური და რელიეფური თავისებურების გათვალისწინებით დასაშვებია მორიგე  მაღალი გამავლობის ან/და სპეციალიზებული ავტომობილების არსებობა, რომელიც შეესაბამება სეზონური  და  რელიეფური  ავტომობილების კლასს.

4. ფაქტობრივი საშტატო რიცხოვნობის შემცირებისას არ ხდება სამორიგეო ავტომობილების რიცხოვნობის შემცირება და გამოიყენება პირდაპირი დანიშნულებისამებრ.


მუხლი 5. ავტომობილების კლასიფიკაციის წესი
1. ავტომობილების კლასი არის დადგენილი მინიმალური სპეციფიკაციისა და ავტომობილების ფლობის  ღირებულების შესაბამისად განპიროვნებული და სამორიგეო საჭიროების მსუბუქი, მაღალი გამავლობის და სპეციალიზებული ავტომობილების სტანდარტი, რომელიც საყოველთაოა ადმინისტრაციული დანიშნულებისათვის.

2. ეს წესი ადგენს მინიმალურ ტექნიკურ მოთხოვნებს შესაბამისი კლასის ავტომობილისათვის, რომელიც გამოიყენება  შემდგომი შესყიდვისათვის.

3. დაუშვებელია შესყიდვის დოკუმენტაციაში დადგენილი მინიმალური ტექნიკური მოთხოვნების გაზრდა.

4. მინიმალური ტექნიკური მოთხოვნები განისაზღვრება №1, №2 და №3 ცხრილის მიხედვით, რომელიც ამ წესს თან  ერთვის.


მუხლი 6. წესით განსაზღვრულისაგან განსხვავებული პირობების  დადგენა
დაწესებულების სპეციფიკიდან და თავისებურებიდან გამომდინარე წინამდებარე წესიდან გამონაკლისების შესახებ მსჯელობს და გადაწყვეტილებებს იღებს ჭიათურის მუნიციპალიტეტის საკრებულო მერიის შესაბამისი დასაბუთებული  მიმართვის საფუძველზე.

 

  ცხრილი №1

მსუბუქი ავტომობილები

 

1

ძრავის მოცულობა არანაკლებ (მონაცემები დამრგვალებულია მეათედებამდე)

1.2

2

ცხენის ძალა არანაკლებ

77

3

გადაცემათა კოლოფი

მექანიკური, არანაკლებ 5-საფეხურიანი

4

სიგრძე არანაკლებ

3850

5

სიგანე არანაკლებ

1695

6

სიმაღლე არანაკლებ

1455

7

წვა (შერეული წვის პირობებში)

100 კმ-ზე  არაუმეტეს

 8 ლიტრი

8

საგარანტიო პირობები

 5 წელი ძირითად აგრეგატებზე (ძრავა, ხიდი, გადაცემათა   კოლოფი); 3 წელი ან 150000 კილომეტრი (რომელიც ადრე შესრულდება) სრულ ავტომანქანაზე, გარდა სწრაფცვეთადი ნაწილებისა (ელექტრონათურები, ელექტრომცველები შუშის საწმენდი ჯაგრისები, გადაბმულობის ქურო, საყრდენი დისკი და მომჭიმი საკისარი)

 

 

9

უსაფრთხოების დამადასტურებელ დოკუმენტად ჩაითვალოს: შემოთავაზებული მარკის ავტომობილის ნებისმიერ მოდელზე აღებული შესაბამისი ქრაშტესტის სერტიფიკატი

NCAP (ევრო ქრაშტესტი) ან IIHS (ამერიკული ქრაშტესტი)ან JNCAP ( იაპონური ქრაშტესტი)

10

ელექტროშუშები

მინიმუმ წინა ორი

 

11

აუცილებელი  მოთხოვნები

სათადარიგო საბურავი;

წინა 2 უსაფრთხოების ბალიში;

კონდენციონერი;

აუდიოსისტემა;

უკანა საქარე მინის ელ. გათბობა

საჭის გამაძლიერებელი;

ABS

 

 

 

ცხრილი №2

მაღალი გამავლობის მსუბუქი ავტომობილი

 

1

ძრავის მოცულობა არანაკლებ (მონაცემები დამრგვალებულია   მეათედებამდე)

1.3

2

ცხენის ძალა არანაკლებ

82

3

გადაცემათა კოლოფი

მექანიკური, არანაკლებ 5-საფეხურიანი

4

სიგრძე არანაკლებ

3665

5

სიგანე არანაკლებ

1600

6

სიმაღლე არანაკლებ

1625

7

წვა (შერეული წვის პირობებში) 100 კმ-ზე არაუმეტეს

9.3 ლიტრი

8

საგარანტიო  პირობები

5 წელი ძირითად აგრეგატებზე (ძრავა, ხიდი, გადაცემათა კოლოფი); 3 წელი ან 150 000 კილომეტრი (რომელიც ადრე შესრულდება) სრულ ავტომანქანაზე, გარდა სწრაფცვეთადი ნაწილებისა (ელექტრონათურები, ელექტრომცველები, შუშის საწმენდი ჯაგრისები, გადაბმულობის ქურო, საყრდენი დისკი და მომჭიმი საკისარი)

9

უსაფრთხოების   დამადასტურებელ დოკუმენტად ჩაითვალოს: შემოთავაზებული მარკის ავტომობილის ნებისმიერ მოდელზე აღებული შესაბამისი ქრაშტესტის სერტიფიკატი

NCAP (ევრო ქრაშტესტი) ან IIHS (ამერიკული ქრაშტესტი) ან JNCAP ( იაპონური  ქრაშტესტი)

10

ელექტროშუშები

მინიმუმ წინა ორი

11

აუცილებელი  მოთხოვნები

სათადარიგო საბურავი;

წინა 2 უსაფრთხოების ბალიში;

კონდიციონერი;

აუდიოსისტემა;

უკანა საქარე მინის ელ. გათბობა;

საჭის გამაძლიერებელი;

ABS

4x4

 

                        ცხრილი №3   

              

სპეციალიზებული ავტომობილები

 

1

ძრავის მოცულობა არანაკლებ

2.2

2

ცხენის ძალა არანაკლებ

120

3

გადაცემათა კოლოფი

მექანიკური, არანაკლებ 5-საფეხურიანი

4

სიგრძე არანაკლებ

5000

5

სიგანე არანაკლებ

1800

6

სიმაღლე არანაკლებ

1780

7

წვა 100 კმ/ზე არაუმეტეს

10.3 ლიტრი

8

საგარანტიო  პირობები

5 წელი ძირითად აგრეგატებზე (ძრავი, ხიდი, გადაცემათა კოლოფი) 3 წელი ან 150000 კილომეტრი სრულ ავტომანქანაზე, რომელიც ადრე შესრულდება.

9

უსაფრთხოების დამადასტურებელი დოკუმენტი

NCAP (ევრო ქრაშტესტი), IIHS (ამერიკული ქრაშტესტი)

10

ელექტროშუშები

მინიმუმ წინა ორი

11

აუცილებელი  მოთხოვნები

სათადარიგო  საბურავი

მინიმუმ 2 უსაფრთხოების ბალიში

კონდიციონერი

აუდიოსისტემა

საჭის გამაძლიერებელი

ABS, მოცურების საწინააღმდეგო სისტემა

4X4 მექანიკური ჩართვის და გამორთვის ფუნქციით

საჭის სიმაღლის მარეგულირებელი

სარკეების ელ. რეგულირება