„ადიგენის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული მოსახლეობის სააფთიაქო და სამედიცინო მომსახურების სოციალური პროგრამის დამტკიცების შესახებ“ ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 7 მაისის №19 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 30
დოკუმენტის მიმღები ადიგენის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 16/05/2024
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 16/05/2024
სარეგისტრაციო კოდი 280010000.35.137.016737
30
16/05/2024
ვებგვერდი, 16/05/2024
280010000.35.137.016737
„ადიგენის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული მოსახლეობის სააფთიაქო და სამედიცინო მომსახურების სოციალური პროგრამის დამტკიცების შესახებ“ ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 7 მაისის №19 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
ადიგენის მუნიციპალიტეტი
 
ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №30

2024 წლის 16 მაისი

დაბა ადიგენი

„ადიგენის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული მოსახლეობის სააფთიაქო და სამედიცინო მომსახურების სოციალური პროგრამის დამტკიცების შესახებ“ ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 7 მაისის №19 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
შევიდეს ცვლილება  „ადიგენის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული მოსახლეობის სააფთიაქო და სამედიცინო მომსახურების სოციალური პროგრამის დამტკიცების შესახებ“ ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 7 მაისის №19 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 10/05/2019, 280010000.35.137.016451), კერძოდ:

ა)დადგენილებით დამტკიცებული დანართის პირველი მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. წინამდებარე პროგრამა წარმოადგენს ადიგენის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული მოსახლეობის სააფთიაქო და სამედიცინო მომსახურებისათვის საჭირო ღირებულების ადგილობრივი ბიუჯეტიდან, კალენდარული წლის პერიოდში ერთჯერადად, თანადაფინანსების პროგრამას, გარდა ამ წესის მე-4 მუხლის მე-5 და მე-11 პუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.“;

ბ) დადგენილებით დამტკიცებული დანართის მე-4 მუხლის მე-9 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„9. 18 წლის ასაკს ზევით შშმ და სოციალურად დაუცველ პირებს ფიზიოთერაპია და ფსიქოსოციალური რეაბილიტაცია დაუფინანსდებათ:

ა) 1000 ლარამდე,  ბენეფიციარის ასანაზღაურებელი ღირებულების100%-ით;

ბ) 1000 ლარიდან 2000 ლარის ჩათვლით, ბენეფიციარის ასანაზღაურებელი ღირებულების 50 %-ით;

გ) 2000 ლარიდან 5000 ლარის ჩათვლით, ბენეფიციარის ასანაზღაურებელი ღირებულების 40 %-ით;

დ) 5000 ლარიდან ზევით, ბენეფიციარის ასანაზღაურებელი ღირებულების 35%-ით.“;

გ) დადგენილებით დამტკიცებული დანართის მე-4 მუხლის მე-11 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„11. ამ მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 პუნქტებით გათვალისწინებული სამედიცინო და სააფთიაქო მომსახურებისთვის დაფინანსება ორჯერადად განხორციელდება უკიდურესად გაჭირვებულ და სოციალურად დაუცველ პირებზე.“;

დ) დადგენილებით დამტკიცებული დანართის მე-5 მუხლის „პ“ ქვეპუნქტი ამოღებული იქნეს;

ე) დადგენილებით დამტკიცებული დანართის მე-6 მუხლის მე-5 პუნქტი ამოღებულ იქნეს.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეშმაგი ბიძიშვილი