„სამხედრო-სამედიცინო კომისიის შექმნის, მის მიერ სამედიცინო შემოწმების/ექსპერტიზის ორგანიზებისა და განხორციელების წესის და შესაბამისი დაავადებების/ტრავმების ნუსხის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2024 წლის 6 მარტის №37 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 53
დოკუმენტის მიმღები საქართველოს თავდაცვის მინისტრი
მიღების თარიღი 20/05/2024
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 20/05/2024
სარეგისტრაციო კოდი 120000000.22.026.017230
53
20/05/2024
ვებგვერდი, 20/05/2024
120000000.22.026.017230
„სამხედრო-სამედიცინო კომისიის შექმნის, მის მიერ სამედიცინო შემოწმების/ექსპერტიზის ორგანიზებისა და განხორციელების წესის და შესაბამისი დაავადებების/ტრავმების ნუსხის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2024 წლის 6 მარტის №37 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს თავდაცვის მინისტრი
 
საქართველოს თავდაცვის მინისტრის

ბრძანება №53

2024 წლის 20 მაისი

ქ. თბილისი

,,სამხედრო-სამედიცინო კომისიის შექმნის, მის მიერ სამედიცინო შემოწმების/ექსპერტიზის ორგანიზებისა და განხორციელების წესის და შესაბამისი დაავადებების/ტრავმების ნუსხის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2024 წლის 6 მარტის №37 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად,  ვბრძანებ:

მუხლი 1
,,სამხედრო-სამედიცინო კომისიის შექმნის, მის მიერ სამედიცინო შემოწმების/ექსპერტიზის ორგანიზებისა და განხორციელების წესის და შესაბამისი დაავადებების/ტრავმების ნუსხის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2024 წლის 6 მარტის №37 ბრძანებაში (ვებგვერდი, 07/03/2024, სარეგისტრაციო კოდი: 120000000.22.026.017214) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. ბრძანების პირველი მუხლის ,,ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,ა) სამხედრო-სამედიცინო კომისიის შექმნის, მის მიერ სამედიცინო შემოწმების/ექსპერტიზის ორგანიზებისა და განხორციელების წესი (დანართი №1);“.

2. ბრძანებით დამტკიცებული 2 დანართის 4 ცხრილი ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით.

3. ბრძანებით დამტკიცებული 4 დანართის მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ 7.  დაავადებათა ცხრილის __________ მუხლ(ებ)ის ______ გრაფის საფუძველზე, დროებით არ არის შესაბამისი სამხედრო სამსახურისათვის

ესაჭიროება სამკურნალო შვებულება/გათავისუფლება (_______) დღით

(არასაჭირო გადაიხაზოს)                                                                                                .“.

4. ბრძანებით დამტკიცებული:

ა) №6 დანართი ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით;

ბ) №7 დანართი ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს თავდაცვის მინისტრიირაკლი ჩიქოვანი