,,ასპინძის მუნიციპალიტეტის მერიის ბავშვის უფლებათა დაცვისა და მხარდაჭერის, ჯანმრთელობისა და სოციალური უზრუნველყოფის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2024 წლის 21 მარტის N15 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

,,ასპინძის მუნიციპალიტეტის მერიის ბავშვის უფლებათა დაცვისა და მხარდაჭერის, ჯანმრთელობისა და სოციალური უზრუნველყოფის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2024 წლის 21 მარტის N15 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 17
დოკუმენტის მიმღები ასპინძის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 16/05/2024
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 16/05/2024
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.140.016545
17
16/05/2024
ვებგვერდი, 16/05/2024
010250050.35.140.016545
,,ასპინძის მუნიციპალიტეტის მერიის ბავშვის უფლებათა დაცვისა და მხარდაჭერის, ჯანმრთელობისა და სოციალური უზრუნველყოფის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2024 წლის 21 მარტის N15 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
ასპინძის მუნიციპალიტეტი
 

ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №17

2024 წლის 16 მაისი

დაბა ასპინძა

 

,,ასპინძის მუნიციპალიტეტის მერიის ბავშვის უფლებათა დაცვისა და მხარდაჭერის, ჯანმრთელობისა და სოციალური უზრუნველყოფის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2024 წლის 21 მარტის №15 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
 შევიდეს ცვლილება „ასპინძის მუნიციპალიტეტის მერიის ბავშვის უფლებათა დაცვისა და მხარდაჭერის, ჯანმრთელობისა და სოციალური უზრუნველყოფის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2024 წლის 21 მარტის N15 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge,  22/03/2024; ს/კოდი: 010250050.35.140.016543), კერძოდ:

დადგენილებით დამტკიცებული დანართის „ასპინძის მუნიციპალიტეტის მერიის ბავშვის უფლებათა დაცვისა და მხარდაჭერის, ჯანმრთელობისა და სოციალური უზრუნველყოფის სამსახურის დებულება“.

1.    მე-3 მუხლის მე-2 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „დ“ ქვეპუნქტი:

„დ) საქართველოს კანონის „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი“ 465 , 466 , 172, 1728 და 1729 მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებზე რეაგირებას.“.

2.    მე-4 მუხლის მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„8. განყოფილების საქმიანობის ხელმისაწვდომობა

ა) განყოფილების მიერ ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის ღონისძიებების განხორციელების მიზნით ადმინისტრაციული წარმოების დაწყების საფუძველია:

ა.ა) ბენეფიციარის მიმართვა;

ა.ბ) მესამე პირების მხრიდან განხორციელებული შეტყობინება ან ანონიმური ზარით მიღებული ინფორმაცია;

ა.გ) სხვა ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან რეფერირება;

ა.დ) უფლებამოსილი სამსახურის მიერ სოციალურად დაუცველის სტატუსის მინიჭების მიზნით ჩატარებული ადმინისტრაციული წარმოების შედეგები;

ა.ე) მუნიციპალიტეტში მოქმედ საგანმანათლებლო, ჯანდაცვის და ბავშვის თემებზე მომუშავე დაწესებულებებთან და დაინტერესებულ პირებთან (მაგ.პედაგოგები, მშობლები) შეხვედრების შედეგად გამოვლენილი შემთხვევები;

ბ) განყოფილება უზრუნველყოფს ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის სერვისების ხელმისაწვდომობას უშუალოდ და სატელეფონო მომსახურების სახით. სამსახურის ხელმისაწვდომობა მოიცავს შესაბამის სევრვისებზე წვდომას სამუშაო დღეებში (ორშაბათი – პარასკევი) და სამუშაო საათებში (9:00 – 18:00 საათი);

გ) ინფორმაცია მუნიციპალურ სერვისებზე და სატელეფონო მომსახურებაზე ქვეყნდება პროაქტიულად, მუნიციპალიტეტის ვებგვერდზე.“.

3.  მე-4 მუხლის მე-9 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „9. განყოფილების საქმიანობის კოორდინაცია

ა) ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის ღონისძიებები ხორციელდება მუნიციპალიტეტის საკუთარი ან დელეგირებული პროგრამების ფარგლებში;

ბ) განყოფილების მიერ ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის ღონისძიებები ხორციელდება მუნიციპალიტეტის შესაბამის სამსახურებთან, სახელმწიფო დაწესებულებებთან და ბავშვის თემებზე მომუშავე პირებთან კოორდინირებული თანამშრომლობით;

გ) თუკი ბავშვის მხარდაჭერის ღონისძიება არ ხორციელდება მუნიციპალიტეტის საკუთარი ან დელეგირებული პროგრამების ფარგლებში, ბავშვს აღნიშნული სერვისი მიეწოდება შესაბამის უფლებამოსილ ორგანოში რეფერირების გარეშე (გარდა ამ პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა), ბავშვისა და ოჯახის სოციალური მუშაკის მიერ. მხარდაჭერის ღონისძიების განსაზღვრის შესახებ გადაწყვეტილება მიიღება ადმინისტრაციულ წარმოებაში სერვისის განხორციელებაზე უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანოს მონაწილეობის საფუძველზე;

დ) განყოფილების მიერ ამ პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოება ხორციელდება შესაბამის უფლებამოსილ ადმინისტრაციულ ორგანოსთან უწყებათაშორისი თანამშრომლობის ფარგლებში დადებული შეთანხმების საფუძველზე;

ე) თუკი ბავშვი იმყოფება სახელმწიფო ზრუნვაში, საქმის მართვაზე პასუხისმგებელი უწყებაა მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანო. მუნიციპალიტეტის ბავშვისა და ოჯახის სოციალური მუშაკი კოორდინაციაშია მეურვეობა-მზრუნველობის ორგანოს სოციალურ მუშაკთან უწყებათაშორისი თანამშრომლობის ფარგლებში;

ვ) განყოფილების მიერ საკითხის შესაბამის უფლებამოსილ ადმინისტრაციულ ორგანოში რეფერირება ხდება:

ვ.ა) თუკი შეფასების შედეგად დგინდება ბავშვის ოჯახიდან განცალკევების საჭიროება.

ვ.ბ) თუკი განყოფილებაში შემოსული ინფორმაცია უკავშირდება ბავშვზე ძალადობის განხორციელებას ან განხორციელების რისკს. ასეთ შემთხვევაში განყოფილებამ უნდა განახორციელოს შესაბამისი რეაგირების ღონისძიებები ბავშვთა დაცვის მიმართვიანობის (რეფერირების) მომწესრიგებელი ნორმატიული აქტების საფუძველზე.

ვ.გ) როდესაც მისი მართვა არ არის გათვალისწინებული მუნიციპალიტეტის საკუთარი და დელეგირებული უფლებამოსილების ფარგლებში და მუნიციპალიტეტსა და შესაბამის უფლებამოსილ ორგანოს შორის არ არის დადებული ამ პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დადებული შეთანხმება,  ერთობლივი ადმინისტრაციული წარმოების  ჩატარება ხორციელდება უწყებათაშორისი თანამშრომლობის ფარგლებში.“.

4. მე-6 მუხლი  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 6. დებულებაში ცვლილებების და დამატებების შეტანა

სამსახურის დებულებაში ცვლილებების ან/და დამატებების შეტანა ხორციელდება „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით დადგენილი წესით, ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარებესიკი ბერიძე