„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №995 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №995 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 38
დოკუმენტის მიმღები საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი
მიღების თარიღი 15/05/2024
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 16/05/2024
სარეგისტრაციო კოდი 140130000.22.034.017466
38
15/05/2024
ვებგვერდი, 16/05/2024
140130000.22.034.017466
„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №995 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი
 

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის

ბრძანება №38

2024 წლის 15 მაისი

ქ. თბილისი

 

„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №995 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 13 დეკემბრის №337 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „ნ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1
„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №995 ბრძანებაში (www.matsne.gov.ge, 31/12/2013, 140130000.22.034.016246) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანებით დამტკიცებული წესის:

1. მე-12 მუხლის მე-3 პუნქტის „ბ.გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ.გ) მიღებული აქვს სრული ზოგადი განათლება, თუ ის ინიშნება უბნის ინსპექტორის ვაკანტურ თანამდებობაზე;“.

2. მე-12 მუხლის მე-3 პუნქტის „გ.ბ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „გ.გ“ ქვეპუნქტი:

„გ.გ) მიღებული აქვს სრული ზოგადი განათლება, თუ ის ინიშნება სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის პატრულ-ინსპექტორის, პატრულ-ინსპექტორის (მესაზღვრე-კონტროლიორი) ან ტურისტული უსაფრთხოების ინსპექტორის ვაკანტურ თანამდებობაზე;“.

3. მე-15 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) პირის სახელს და გვარს;“.

4. 55-ე მუხლის მე-9 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„9. უფროსი და უმაღლესი სპეციალური, ასევე უფროს და უმაღლეს ოფიცერთა შემადგენლობის სამხედრო წოდებები მიენიჭებათ მხოლოდ უმაღლესი განათლების მქონე მოსამსახურეებს, გარდა ამ წესის მე-12 მუხლის მე-3 პუნქტის „გ.ბ“ და „გ.გ“ ქვეპუნქტებით, ამავე მუხლის მე-5 პუნქტითა და მე-7 პუნქტის „ა.ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა.“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრივახტანგ გომელაური