„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გენერალური ინსპექციის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2024 წლის 16 იანვრის №10 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 51
დოკუმენტის მიმღები საქართველოს თავდაცვის მინისტრი
მიღების თარიღი 15/05/2024
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 16/05/2024
სარეგისტრაციო კოდი 010320040.22.026.017228
51
15/05/2024
ვებგვერდი, 16/05/2024
010320040.22.026.017228
„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გენერალური ინსპექციის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2024 წლის 16 იანვრის №10 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს თავდაცვის მინისტრი
 
 საქართველოს თავდაცვის მინისტრის

ბრძანება №51

2024 წლის 15 მაისი

ქ. თბილისი

„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გენერალური ინსპექციის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2024 წლის 16 იანვრის №10 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე,  ვბრძანებ:

მუხლი 1
„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გენერალური ინსპექციის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2024 წლის 16 იანვრის №10 ბრძანებით (ვებგვერდი, 17/01/2024, სარეგისტრაციო კოდი: 010320040.22.026.017187) დამტკიცებულ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გენერალური ინსპექციის მოხელეთა დამატებით საკვალიფიკაციო მოთხოვნებში შეტანილ იქნეს ცვლილება და მე-11 მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 111, 112, 113 მუხლები:

მუხლი 111. ოპერატიული მთავარი სამმართველოს I სამმართველოს ოპერატიული უზრუნველყოფის განყოფილების უფროსი (მესამე რანგი, კატეგორია პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტი)

1. უმაღლესი განათლება (სასურველია მაგისტრის ხარისხი).

2. თავდაცვის, უსაფრთხოების, სამართლის ან ეკონომიკის სფეროში მუშაობის გამოცდილება 2  წელი.

3. შემდეგი კანონმდებლობის ცოდნა:

ა) საქართველოს კონსტიტუცია;

ბ) საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი;

გ) საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი;

დ) „სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“ საქართველოს კანონი;

ე) „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონი;

ვ) „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი;

ზ) თავდაცვის კოდექსი;

თ) „ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონი;

ი) „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 12 დეკემბრის №580 დადგენილება.

4. სასურველია ერთ-ერთი უცხო ენის ცოდნა (ინგლისური, ფრანგული, გერმანული ან რუსული) – B1 დონე.

5. კომპიუტერული პროგრამების კარგად ცოდნა: Microsoft Word, Microsoft Excel, Microsoft Powerpoint.

მუხლი 112. ოპერატიული მთავარი სამმართველოს I სამმართველოს ოპერატიული უზრუნველყოფის განყოფილების მთავარი ინსპექტორი (მესამე რანგი, კატეგორია მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი)

1. უმაღლესი განათლება (სასურველია მაგისტრის ხარისხი).

2. თავდაცვის, უსაფრთხოების, სამართლის ან ეკონომიკის სფეროში მუშაობის გამოცდილება 1 წელი.

3. შემდეგი კანონმდებლობის ცოდნა:

ა) საქართველოს კონსტიტუცია;

ბ) საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი;

გ) საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი;

დ) „სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“ საქართველოს კანონი;

ე) „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონი;

ვ) „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი;

ზ) თავდაცვის კოდექსი;

თ) „ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონი;

ი) „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 12 დეკემბრის №580 დადგენილება.

4. სასურველია ერთ-ერთი უცხო ენის ცოდნა (ინგლისური, ფრანგული, გერმანული ან რუსული) – B1 დონე.

5. კომპიუტერული პროგრამების კარგად ცოდნა: Microsoft Word, Microsoft Excel, Microsoft Powerpoint.

მუხლი 113. ოპერატიული მთავარი სამმართველოს I სამმართველოს ოპერატიული უზრუნველყოფის განყოფილების ინსპექტორი (მესამე რანგი, კატეგორია მესამე  კატეგორიის უფროსი სპეციალისტი)

1. უმაღლესი განათლება (სასურველია მაგისტრის ხარისხი).

2. სამუშაო გამოცდილება - 1 წელი.

3. შემდეგი კანონმდებლობის ცოდნა:

ა) საქართველოს კონსტიტუცია;

ბ) საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი;

გ) საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი;

დ) „სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“ საქართველოს კანონი;

ე) „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონი;

ვ) „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი;

ზ) თავდაცვის კოდექსი;

თ) „ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონი;

ი) „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 12 დეკემბრის №580 დადგენილება.

4. სასურველია ერთ-ერთი უცხო ენის ცოდნა (ინგლისური, ფრანგული, გერმანული ან რუსული) – B1 დონე.

5. კომპიუტერული პროგრამების კარგად ცოდნა: Microsoft Word, Microsoft Excel, Microsoft Powerpoint.“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს თავდაცვის მინისტრიირაკლი ჩიქოვანი