სიღნაღის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში ეკონომიკის რეგულირებად სფეროებად განსაზღვრული ავტობუსებით (M3 კატეგორია) რეგულარული სამგზავრო გადაყვანის მარშრუტებზე მგზავრობის ტარიფისა და შეღავათების დადგენის შესახებ

სიღნაღის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში ეკონომიკის რეგულირებად სფეროებად განსაზღვრული ავტობუსებით (M3 კატეგორია) რეგულარული სამგზავრო გადაყვანის მარშრუტებზე მგზავრობის ტარიფისა და შეღავათების დადგენის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 7
დოკუმენტის მიმღები სიღნაღის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 15/05/2024
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 16/05/2024
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.168.016404
7
15/05/2024
ვებგვერდი, 16/05/2024
010250050.35.168.016404
სიღნაღის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში ეკონომიკის რეგულირებად სფეროებად განსაზღვრული ავტობუსებით (M3 კატეგორია) რეგულარული სამგზავრო გადაყვანის მარშრუტებზე მგზავრობის ტარიფისა და შეღავათების დადგენის შესახებ
სიღნაღის მუნიციპალიტეტი
 

სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №7

2024 წლის 15 მაისი

ქ. სიღნაღი

 

სიღნაღის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში ეკონომიკის რეგულირებად სფეროებად განსაზღვრული ავტობუსებით (M3 კატეგორია) რეგულარული სამგზავრო გადაყვანის მარშრუტებზე მგზავრობის ტარიფისა და შეღავათების დადგენის შესახებ

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „ლ“ ქვეპუნქტის, 24-ე მუხლის მე-2 პუნქტის,  „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის „რ“ ქვეპუნქტისა და „ეკონომიკის რეგულირებადი სფეროების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 5 დეკემბრის №667 დადგენილების მე-2 მუხლის საფუძველზე, სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
სიღნაღის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში ეკონომიკის რეგულირებად სფეროებად განსაზღვრული ავტობუსებით (M3 კატეგორია) რეგულარული სამგზავრო გადაყვანის მარშრუტებზე მგზავრობის ტარიფი განისაზღვროს 1 (ერთი) ლარით.
მუხლი 2
სიღნაღის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში ეკონომიკის რეგულირებად სფეროებად განსაზღვრული ავტობუსებით (M3 კატეგორია) რეგულარული სამგზავრო გადაყვანის მარშრუტებზე შეღავათიანი ტარიფით, 0.50 ლარით, მგზავრობის უფლება მიეცეთ მოსახლეობის შემდეგ  კატეგორიებს:
ა) „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ, სიღნაღის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ პენსიონერებს;
ბ) სიღნაღის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ იძულებით გადაადგილებულ პირებს – დევნილებს;
გ) სიღნაღის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანებს;
დ) სიღნაღის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს;
ე) სიღნაღის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ, სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებულ ოჯახებს, რომელთა სარეიტინგო ქულა არ აღემატება 70 000-ს;
ვ) სიღნაღის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ მრავალშვილიან მშობელს, რომელთა ოჯახი რეგისტრირებულია სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და სარეიტინგო ქულა არ აღემატება 150 000 -ს;
ზ) სიღნაღის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ მარტოხელა მშობლის სტატუსის მქონე პირებს, რომელთა ოჯახი რეგისტრირებულია სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და სარეიტინგო ქულა არ აღემატება 150 000 -ს;
თ) სიღნაღის მუნიციპალიტეტის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის „სიღნაღის მუნიციპალიტეტის უფასო სასადილოს“ ბენეფიციარებს.
მუხლი 3
სიღნაღის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში ეკონომიკის რეგულირებად სფეროებად განსაზღვრული ავტობუსებით (M3 კატეგორია) რეგულარული სამგზავრო გადაყვანის მარშრუტებზე უფასო მგზავრობის უფლება მიენიჭოთ სიღნაღის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში არსებული სკოლების მოსწავლეებს.
მუხლი 4
1. სიღნაღის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში ეკონომიკის რეგულირებად სფეროებად განსაზღვრული ავტობუსებით (M3 კატეგორია) რეგულარულ სამგზავრო გადაყვანას ახორცილებს სიღნაღის მუნიციპალიტეტის ა(ა)იპ „კომუნალური 1“ (ს/ნ 440394592).
2. ამ დადგენილებით განსაზღვრული მგზავრობის საფასურის გადახდის სისტემას ნერგავს და ამ დადგენილებით განსაზღვრული მგზავრობის საფასურის მოკრებას ახორციელებს საამისოდ შერჩეული შესაბამისი უფლებამოსილი სუბიექტი გადახდის სისტემის მოწყობის ფარგლებში, ასევე, უზრუნველყოფს ამ დადგენილების პირველი და მე-2 მუხლებით გათვალისწინებული მგზავრებისთვის, სამგზავრო პლასტიკური ბარათების დამზადებასა და გაცემას.
3. სიღნაღის მუნიციპალიტეტს (ს/კ. 240417223)  მიენიჭოს უფლებამოსილება ამ მუხლის მეორე პუნქტით გათვალისწინებული მომსახურების განმახორციელებელ სუბიექტთან გააფორმოს ხელშეკრულება.
მუხლი 5
1. სამგზავრო პლასტიკური ბარათის დაზიანებისას ან დაკარგვისას, თუ ორივე შემთხვევაში წარმოიშვა ახალი ბარათის გაცემის აუცილებლობა, ბარათის აღდგენის თხოვნით ბარათის გამცემს მიმართავს ბარათის კანონიერი მფლობელი და ბარათის აღდგენისთვის მასვე ეკისრება ბარათის გამცემის ანგარიშზე შესაბამისი თანხის გადახდა.
2. ამ დადგენილების მე-2 მუხლით გათვალისწინებულ პირთა კატეგორიისათვის განკუთვნილი სამგზავრო პლასტიკური ბარათის სხვა პირთა მიერ მგზავრობისათვის გამოყენება ან ამ ბარათის სხვა პირზე ნებისმიერი ფორმით გადაცემა, რასაც მოჰყვა არაუფლებამოსილი პირის მიერ ბარათით სამგზავრო ბილეთის აღება, ექვემდებარება სამართალდამრღვევი პირის საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად დაჯარიმებას სიღნაღის მუნიციპალიტეტის ა(ა)იპ „კომუნალური 1“-ის (ს/კ. 440394592) უფლებამოსილი თანამშრომლის მიერ, რომელიც დაუყოვნებლივ იღებს გადაწყვეტილებას შეღავათიანი მგზავრობის ტარიფით მოსარგებლე პირის/პირების სამგზავრო პლასტიკური ბარათის სამგზავრო ფუნქციის დაბლოკვის შესახებ. ამ პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, სიღნაღის მუნიციპალიტეტის ა(ა)იპ „კომუნალური 1“-ი (ს/კ. 440394592) უზრუნველყოფს ამ დადგენილების მე-4 მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული უფლებამოსილი სუბიექტისთვის შესაბამისი ინფორმაციის მიწოდებას ბარათის დაბლოკვის მიზნით.
3. ბარათის სამგზავრო ფუნქციის დაბლოკვა ხორციელდება 30 (ოცდაათი) კალენდარული დღის ვადით, ხოლო იგივე ქმედების განმეორებით ჩადენა გამოიწვევს ბარათის სამგზავრო ფუნქციის დაბლოკვას 90 (ოცხმოცდაათი) კალენდარული დღის ვადით. აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ, ბარათი ექვემდებარება უფასო განბლოკვას.
4. ამ დადგენილების მე-4 მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული უფლებამოსილი სუბიექტი (ბარათის გამცემი) სიღნაღის მუნიციპალიტეტის ა(ა)იპ „კომუნალური 1“-ის (ს/კ. 440394592)  მოთხოვნის საფუძველზე, მოთხოვნის მიღებისთანავე (მაგრამ არაუგვიანეს 2 (ორი) სამუშაო დღისა) უზრუნველყოფს ბარათის დაბლოკვას.
5. ამ დადგენილების მე-2 მუხლით განსაზღვრული შეღავათიანი მგზავრობის ტარიფით მოსარგებლე პირებზე სამგზავრო პლასტიკური ბარათის გაცემა/აღდგენა ხორციელდება მათ მიერ ამ დადგენილებით განსაზღვრულ უფლებამოსილ სუბიექტთან მიმართვის საფუძველზე.
მუხლი 6
ამ დადგენილების მე-2 მუხლით განსაზღვრული შეღავათიანი მგზავრობის ტარიფით სარგებლობის მიზნით გასაცემი სამგზავრო პერსონიფიცირებული პლასტიკური ბარათის მისაღებად წარმოდგენილი უნდა იქნეს შესაბამისი სტატუსისა და პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.
მუხლი 7
ამ დადგენილების პირველი და მე-2 მუხლებით გათვალისწინებული ტარიფები ჩაირიცხოს სიღნაღის მუნიციპალიტეტის ა(ა)იპ „კომუნალური 1“-ის (ს/კ. 440394592) ანგარიშზე. მიღებული შემოსავალი მოხმარდეს სიღნაღის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში ეკონომიკის რეგულირებად სფეროებად განსაზღვრული ავტობუსებით (M3 კატეგორია) რეგულარული სამგზავრო გადაყვანის უზრუნველყოფას.
მუხლი 8
სიღნაღის მუნიციპალიტეტის ა(ა)იპ „კომუნალური 1“-მა (ს/კ. 440394592) ყოველი თვის დამთავრებიდან არაუგვიანეს მომდევნო თვის 15 რიცხვისა, სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერიას წარუდგინოს ინფორმაცია ფაქტობრივად გადაყვანილ (მათ შორის, შეღავათიანი მგზავრობის ტარიფით მოსარგებლე) მგზავრთა რაოდენობისა და სიღნაღის მუნიციპალიტეტის ა(ა)იპ „კომუნალური 1“-ის ანგარიშზე მგაზვრობის საფასურიდან შემოსული თანხების შესახებ.
მუხლი 9
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარედავით ჯანიკაშვილი