სიღნაღის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგულარული სამგზავრო გადაყვანის მიზნით ავტობუსების (M3 კატეგორია) მოძრაობის მარშრუტების დამტკიცების შესახებ

სიღნაღის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგულარული სამგზავრო გადაყვანის მიზნით ავტობუსების (M3 კატეგორია) მოძრაობის მარშრუტების დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 8
დოკუმენტის მიმღები სიღნაღის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 15/05/2024
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 16/05/2024
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.168.016405
8
15/05/2024
ვებგვერდი, 16/05/2024
010250050.35.168.016405
სიღნაღის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგულარული სამგზავრო გადაყვანის მიზნით ავტობუსების (M3 კატეგორია) მოძრაობის მარშრუტების დამტკიცების შესახებ
სიღნაღის მუნიციპალიტეტი
 

სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №8

2024 წლის 15 მაისი

ქ. სიღნაღი

სიღნაღის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგულარული სამგზავრო გადაყვანის მიზნით ავტობუსების (M3 კატეგორია) მოძრაობის მარშრუტების დამტკიცების შესახებ

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „ლ“ ქვეპუნქტის,  24-ე მუხლის მე-2 პუნქტის, „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის „რ“ ქვეპუნქტის,  საავტომობილო ტრანსპორტის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-11 პუნქტის და „ეკონომიკის რეგულირებადი სფეროების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 5 დეკემბრის №667 დადგენილების მე-2 მუხლის საფუძველზე, ადგინს:

მუხლი 1
დამტკიცდეს სიღნაღის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგულარული სამგზავრო გადაყვანის მიზნით ავტობუსების (M3 კატეგორია) მოძრაობის მარშრუტები დანართის შესაბამისად.
მუხლი 2
სიღნაღის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგულარული სამგზავრო გადაყვანის მიზნით ავტობუსების (M3 კატეგორია) მოძრაობის განრიგი  დამტკიცდეს  სიღნაღის  მუნიციპალიტეტის მერის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.
მუხლი 3
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარედავით ჯანიკაშვილი



დანართი
სიღნაღის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგულარული სამგზავრო გადაყვანის მიზნით ავტობუსების (M3 კატეგორია) მოძრაობის მარშრუტები

 


№1. ქ.წნორი,   სოფელი საქობო,  სოფელი მაშნაარი, სოფელი ვაქირი,  სოფელი ანაგა, ქ. სიღნაღი;

№2. ქ. სიღნაღი, სოფელი ანაგა, სოფელი ვაქირი, სოფელი მაშნაარი, სოფელი საქობო, ქ. წნორი;

№3. ქ. სიღნაღი, სოფელი ნუკრიანი(კალოების უბნის გავლით), სოფელი ილიაწმინდა, სოფელი ქვემო მაღარო, სოფელი ქვემო ბოდბე, სოფელი ბოდბე, სოფელი ზემო მაღარო, სოფელი  ნუკრიანი, ქ. სიღნაღი;

№4.  ქ. სიღნაღი, სოფელი ნუკრიანი, სოფელი ზემო მაღარო, სოფელი ბოდბე, სოფელი ქვემო ბოდბე, სოფელი ქვემო მაღარო, სოფელი ილიაწმინდა, სოფელი ნუკრიანი(კალოების უბანზე გავლით), ქ. სიღნაღი;

№ 5.  ქ. წნორი, სოფელი ბოდბისხევი, სოფელი ჯუგაანი, სოფელი ტიბაანი, სოფელი ძველი ანაგა;

№6. სოფელი ძველი ანაგა, სოფელი ტიბაანი, სოფელი ჯუგაანი, სოფელი ბოდბისხევი, ქ. წნორი;

№7. ქ. წნორი, სოფელი ბოდბისხევი, სოფელი ქვემო მაჩხაანი (ფანიანის უბანზე გავლით);

№8. სოფელი ქვემო მაჩხაანი (ფანიანის უბანზე გავლით), სოფელი ბოდბისხევი, ქ. წნორი.