„ბიუჯეტის შემოსულობების სახაზინო კოდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 22 ნოემბრის №1226 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ბიუჯეტის შემოსულობების სახაზინო კოდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 22 ნოემბრის №1226 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 155
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ფინანსთა მინისტრი
მიღების თარიღი 14/05/2024
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 14/05/2024
ძალაში შესვლის თარიღი 15/05/2024
სარეგისტრაციო კოდი 190040000.22.033.017819
155
14/05/2024
ვებგვერდი, 14/05/2024
190040000.22.033.017819
„ბიუჯეტის შემოსულობების სახაზინო კოდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 22 ნოემბრის №1226 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს ფინანსთა მინისტრი
 

საქართველოს ფინანსთა მინისტრის

ბრძანება №155

2024 წლის 14 მაისი

ქ. თბილისი

 

„ბიუჯეტის შემოსულობების სახაზინო კოდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 22 ნოემბრის №1226 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1
„ბიუჯეტის შემოსულობების სახაზინო კოდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 22 ნოემბრის №1226 ბრძანებით (სსმ III, 29.11.2007 წ., №169, მუხლი 1871) დამტკიცებულ:

1. დანართ №2-ში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

ა) ბიუჯეტის განმკარგველის – 2001 – შპს „საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანია“ შემდეგ დაემატოს შემდეგი ბიუჯეტის განმკარგველი:

 

„87

2002

შპს „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია“;

 

ბ) ბიუჯეტის განმკარგველის – 5371 – ა(ა)იპ „ქუთაისის ბოტანიკური ბაღი – მედეა“ შემდეგ დაემატოს შემდეგი ბიუჯეტის განმკარგველი:

 

„1520212

5372

ა(ა)იპ „რუსთავის მუნიციპალური რეფორმებისა და სერვისების განვითარების ცენტრი“.

 

2. დანართ №3-ში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

ა) ბიუჯეტის შემოსულობების სახის განმსაზღვრელი სახაზინო კოდის – 7354 – „ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების მიერ ვაუჩერული და მასთან დაკავშირებული დაფინანსების სახით მიღებული შემოსავლები“ შემდეგ დაემატოს შემდეგი ბიუჯეტის შემოსულობების სახის განმსაზღვრელი სახაზინო კოდები:

„შპს საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის შემოსავალი წყლის და წყალარინების რეალიზაციიდან (ბილინგი)

7355;

შპს საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის სხვა შემოსავალი ძირითადი საქმიანობიდან

7356;

შპს საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის შემოსავალი სისტემაზე ახალი აბონენტის დაერთებიდან

7357“;

 

ბ) ბიუჯეტის შემოსულობების სახის განმსაზღვრელი სახაზინო კოდის – 7806 – მყარი ნარჩენების ინტეგრირებული მართვის პროგრამა II (კახეთი, სამეგრელო-ზემო სვანეთი) (KfW) – თანადაფინანსება შემდეგ დაემატოს შემდეგი ბიუჯეტის შემოსულობების სახის განმსაზღვრელი სახაზინო კოდები:

 

„ურბანული მომსახურების გაუმჯობესების პროგრამა (წყალმომარაგებისა და წყალარინების სექტორი) (ADB)  თანადაფინანსება

7807;

ურბანული მომსახურების გაუმჯობესების პროგრამა (წყალმომარაგებისა და წყალარინების სექტორი) (ADB) – გრანტი

7808;

ურბანული მომსახურების გაუმჯობესების პროგრამა (წყალმომარაგებისა და წყალარინების სექტორი) (ADB) – კრედიტი

7809;

იმერეთის და ყაზბეგის მუნიციპალიტეტებში კომუნალური ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება (KfW) – თანადაფინასება

7810;

იმერეთის და ყაზბეგის მუნიციპალიტეტებში კომუნალური ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება (KfW) – გრანტი

7811;

 

იმერეთის და ყაზბეგის მუნიციპალიტეტებში კომუნალური ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება (KfW) – კრედიტი

7812;

ქალაქ ხაშურის და მიმდებარე დასახლებების წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემების გაუმჯობესება (AFD, EU) – თანადაფინანსება

7813;

ქალაქ ხაშურის და მიმდებარე დასახლებების წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემების გაუმჯობესება (AFD, EU) – გრანტი

7814;

ქალაქ ხაშურის და მიმდებარე დასახლებების წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემების გაუმჯობესება (AFD, EU) – კრედიტი

7815;

ქუთაისის წყალარინების პროექტი (EIB, EPTATF) – თანადაფინანსება

7816;

ქუთაისის წყალარინების პროექტი (EIB, EPTATF) – გრანტი

7817;

ქუთაისის წყალარინების პროექტი (EIB, EPTATF) – კრედიტი

7818“.

 

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2024 წლის 15 მაისიდან.

საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელიგიორგი კაკაურიძე