ეკონომიკის რეგულირებად სფეროებად განსაზღვრული ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში ავტობუსით (M3 კატეგორია) რეგულარული სამგზავრო გადაყვანის ტარიფისა და მარშრუტის დამტკიცების და მოსახლეობის მუნიციპალური ტრანსპორტით მომსახურების ორგანიზების შესახებ

ეკონომიკის რეგულირებად სფეროებად განსაზღვრული ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში ავტობუსით (M3 კატეგორია) რეგულარული სამგზავრო გადაყვანის ტარიფისა და მარშრუტის დამტკიცების და მოსახლეობის მუნიციპალური ტრანსპორტით მომსახურების ორგანიზების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 10
დოკუმენტის მიმღები ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 13/05/2024
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 15/05/2024
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.107.016451
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
10
13/05/2024
ვებგვერდი, 15/05/2024
010250050.35.107.016451
ეკონომიკის რეგულირებად სფეროებად განსაზღვრული ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში ავტობუსით (M3 კატეგორია) რეგულარული სამგზავრო გადაყვანის ტარიფისა და მარშრუტის დამტკიცების და მოსახლეობის მუნიციპალური ტრანსპორტით მომსახურების ორგანიზების შესახებ
ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (15/05/2024 - 24/06/2024)

 

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №10

2024 წლის 13 მაისი

ქ. ჩხოროწყუ

 

ეკონომიკის რეგულირებად სფეროებად განსაზღვრული ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში ავტობუსით (M3 კატეგორია) რეგულარული სამგზავრო გადაყვანის ტარიფისა და მარშრუტის დამტკიცების და მოსახლეობის მუნიციპალური ტრანსპორტით მომსახურების ორგანიზების შესახებ

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის „ლ“ პუნქტის, 24-ე მუხლის მე-2 ნაწილის, საქართველოს ორგანული კანონის „ნორმატიული აქტების შესახებ“ მე-20 მუხლის, „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის „რ“ ქვეპუნქტისა და „ეკონომიკის რეგულირებადი სფეროების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 5 დეკემბრის №667 დადგენილების პირველი მუხლის „ა“ პუნქტისა და მე-2 მუხლის შესაბამისად, ჩხოროწყუს  მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა:

მუხლი 1
ა) დამტკიცდეს ეკონომიკის რეგულირებად სფეროებად განსაზღვრული ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მუნიციპალური ავტობუსით (M3 კატეგორია)  რეგულარული სამგზავრო გადაყვანის ტარიფი 1 (ერთი) ლარის ოდენობით;

ბ) დამტკიცდეს ეკონომიკის რეგულირებად სფეროებად განსაზღვრული ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მუნიციპალური ავტობუსით (M3 კატეგორია) რეგულარული სამგზავრო გადაყვანის  მარშრუტი დანართის  შესაბამისად.

მუხლი 2
1. ეკონომიკის რეგულირებად სფეროებად განსაზღვრული ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მუნიციპალური ავტობუსით (M3 კატეგორია) რეგულარული სამგზავრო გადაყვანისას უფასოდ მგზავრობის უფლება მიეცეთ შემდეგ პირთა კატეგორიებს:

ა) ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს;

ბ) ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარე სოციალურად დაუცველი მოსახლეობის კვებით უზრუნველყოფის პროგრამით გათვალისწინებული მზრუნველობამოკლებულთა უფასო სასადილოს ბენეფიციარებს;

გ) 0-10 წლამდე ბავშვებს.

2. ეკონომიკის რეგულირებად სფეროებად განსაზღვრული ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მუნიციპალური ავტობუსით (M3 კატეგორია) რეგულარული სამგზავრო გადაყვანისას შეღავათიანი ტარიფით  50%-იანი ფასდაკლებით მგზავრობის უფლება მიეცეთ შემდეგ პირთა კატეგორიებს:

ა) ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანებსა და მათთან გათანაბრებულ პირებს;

ბ) ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მოქმედი საჯარო სკოლების მოსწავლეებს (გარდა 0-10 წლამდე ბავშვებისთვის/მოსწავლეებისთვის, რომლებისთვისაც მგზავრობა უფასოა).

მუხლი 3
1. ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მუნიციპალური  ავტობუსით (M3 კატეგორია) რეგულარული სამგზავრო გადაყვანის გადახდის სისტემის დანერგვას და ამ დადგენილებით განსაზღვრული მგზავრობის ტარიფის მოკრებას ახორციელებს ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი „ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მექანიზაციის, დასუფთავების, კეთილმოწყობისა და სასაფლაოების მოვლა-პატრონობის ცენტრი“ (საიდენტიფიკაციო ნომერი: 442262711) ან მის მიერ შერჩეული შესაბამისი უფლებამოსილი  სუბიექტი,  რომელიც  გადახდის სისტემის მოწყობის ფარგლებში, ასევე, უზრუნველყოფს ამ დადგენილების პირველი მუხლის „ა“ პუნქტისა და მე-2 მუხლით გათვალისწინებული მგზავრებისთვის, სამგზავრო პლასტიკური ბარათების  დამზადებასა და გაცემას. ამასთან, ამ დადგენილების მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ პუნქტით გათვალისწინებულ 0-10 წლამდე ასაკის ბავშვებზე სამგზავრო პლასტიკური  ბარათი არ გაიცემა, გარდა 6-10 წლამდე ასაკის ბავშვებისა, რომლებიც არიან ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მოქმედი საჯარო  სკოლების მოსწავლეები.

2. არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი „ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მექანიზაციის, დასუფთავების, კეთილმოწყობისა და სასაფლაოების მოვლა-პატრონობის ცენტრი“ (საიდენტიფიკაციო ნომერი: 442262711) უფლებამოსილია ამ  მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული მომსახურების განმახორციელებელ უფლებამოსილ სუბიექტთან გააფორმოს შესაბამისი ხელშეკრულება. 

მუხლი 4
1. ამ დადგენილების მე-2 მუხლით განსაზღვრული პირების მიმართ გასაცემი შესაბამისი სამგზავრო პლასტიკური ბარათის გაცემის აუცილებელ გარემოებას წარმოადგენს მონაცემთა ბაზები, რომელთაც შესაბამისი დაწესებულებებიდან გამოითხოვს არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი „ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მექანიზაციის, დასუფთავების, კეთილმოწყობისა და სასაფლაოების მოვლა-პატრონობის ცენტრი“ (საიდენტიფიკაციო ნომერი: 442262711)  ან/და ამ  დადგენილების მე-3 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული უფლებამოსილი სუბიექტი.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული შესაბამისი ინფორმაციის მიწოდება ეთხოვოთ შემდეგ დაწესებულებებს:

ა) ამ დადგენილების მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით დადგენილი კატეგორიის მქონე პირებთან დაკავშირებით – სსიპ  სოციალური მომსახურების სააგენტოს;

ბ) ამ დადგენილების მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით დადგენილი კატეგორიის მქონე პირებთან დაკავშირებით – ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერიას;

გ)  ამ დადგენილების მე-2 მუხლის  მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით დადგენილი კატეგორიის მქონე პირებთან დაკავშირებით – სსიპ – ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურს;

დ) ამ დადგენილების მე-2 მუხლის  მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით დადგენილი კატეგორიის მქონე – პირებთან დაკავშირებით – სსიპ – განათლების მართვის საინფორმაციო სისტემას, რომელიც ასევე გასცემს ინფორმაციას, დადგენილების მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ პირთა წრიდან 6-10 წლამდე იმ ბავშვებზე, რომლებიც არიან ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მოქმედი საჯარო  სკოლების მოსწავლეები.

მუხლი 5
1. ამ დადგენილების მე-3 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული უფლებამოსილი სუბიექტის მიერ გაცემული ბარათის დაზიანებისას ან დაკარგვისას, თუ ორივე შემთხვევაში წარმოიშვა ახალი ბარათის გაცემის აუცილებლობა, ბარათის აღდგენის თხოვნით ბარათის გამცემს მიმართავს ბარათის კანონიერი მფლობელი და ბარათის აღდგენისთვის მასვე ეკისრება ბარათის გამცემის ანგარიშზე შესაბამისი თანხის გადახდა.

2. ამ დადგენილების მე-2 მუხლით გათვალისწინებულ პირთა კატეგორიისათვის განკუთვნილი სამგზავრო პლასტიკური ბარათის სხვა პირთა მიერ მგზავრობისათვის გამოყენება ან ამ ბარათის სხვა პირზე ნებისმიერი ფორმით გადაცემა, რასაც მოჰყვა არაუფლებამოსილი პირის მიერ ბარათით სამგზავრო ბილეთის აღება, ექვემდებარება სამართალდამრღვევი პირის საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად დაჯარიმებას არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის  „ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მექანიზაციის, დასუფთავების, კეთილმოწყობისა და სასაფლაოების მოვლა-პატრონობის ცენტრის“ (საიდენტიფიკაციო ნომერი: 442262711) უფლებამოსილი თანამშრომლის მიერ, რომელიც დაუყოვნებლივ იღებს გადაწყვეტილებას უფასო მგზავრობის უფლების მქონე და შეღავათიანი მგზავრობის ტარიფით მოსარგებლე პირის/პირების სამგზავრო პლასტიკური ბარათის სამგზავრო ფუნქციის დაბლოკვის შესახებ. ამ პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი „ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მექანიზაციის, დასუფთავების, კეთილმოწყობისა და სასაფლაოების მოვლა-პატრონობის ცენტრი“ (საიდენტიფიკაციო ნომერი: 442262711) უზრუნველყოფს ამ დადგენილების მე-3 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული უფლებამოსილი სუბიექტისთვის შესაბამისი ინფორმაციის მიწოდებას ბარათის დაბლოკვის მიზნით.

3. ამ დადგენილების მე-3 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული უფლებამოსილი სუბიექტი არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის „ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მექანიზაციის, დასუფთავების, კეთილმოწყობისა და სასაფლაოების მოვლა-პატრონობის ცენტრის“ (საიდენტიფიკაციო ნომერი: 442262711) მოთხოვნის საფუძველზე, მოთხოვნის მიღებისთანავე (მაგრამ არაუგვიანეს 2 (ორი) სამუშაო დღისა) უზრუნველყოფს ბარათის დაბლოკვას. ბარათის სამგზავრო ფუნქციის დაბლოკვა ხორციელდება 1 (ერთი) წლის ვადით. აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ ბარათი ექვემდებარება ავტომატურ, უფასო განბლოკვას.

4. ამ დადგენილების მე-2 მუხლით განსაზღვრული უფასო მგზავრობის უფლების მქონე და შეღავათიანი მგზავრობის ტარიფით მოსარგებლე პირებზე სამგზავრო პლასტიკური ბარათის გაცემა/აღდგენა ხორციელდება მათ მიერ ამ დადგენილების მე-3 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ უფლებამოსილი სუბიექტისთვის მიმართვის საფუძველზე. 

მუხლი 6
ამ დადგენილების მე-2 მუხლით განსაზღვრული პირების მიერ (გარდა მოსწავლისა) პლასტიკური ბარათის მისაღებად წარდგენილი უნდა იქნეს სტატუსისა და პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი. მოსწავლის ბარათის მისაღებად შესაბამისმა პირმა (არასრულწლოვნის შემთხვევაში – კანონიერმა წარმომადგენელმა) უნდა მიმართოს მომსახურების განმახორციელებელ უფლებამოსილ სუბიექტს (ბარათის გამცემი).

 

მუხლი 7
1. მგზავრი ვალდებულია რეგულარული სამგზავრო გადაყვანის ტარიფით განსაზღვრული თანხა გადაიხადოს მხოლოდ ელექტრონული გადახდის საშუალებით.

2. პლასტიკური ბარათის ერთჯერადად გამოყენების ხანგრძლივობა შეადგენს 90 წუთს.

3. რეგულარული სამგზავრო გადაყვანის განრიგს განსაზღვრავს ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი „ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მექანიზაციის, დასუფთავების, კეთილმოწყობისა და სასაფლაოების მოვლა–პატრონობის ცენტრი“ (საიდენტიფიკაციო ნომერი: 442262711) ან/და მის მიერ შერჩეული შესაბამისი უფლებამოსილი  სუბიექტი.

 

მუხლი 8
1. არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულმა პირმა „ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მექანიზაციის, დასუფთავების, კეთილმოწყობისა და სასაფლაოების მოვლა-პატრონობის ცენტრმა“ (საიდენტიფიკაციო ნომერი: 442262711) ყოველი თვის დამთავრებიდან არაუგვიანეს მომდევნო თვის 15 რიცხვისა, ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერიას წარუდგინოს ინფორმაცია ფაქტობრივად გადაყვანილ (მათ შორის, ამ დადგენილების მე-2 მუხლით განსაზღვრულ პირთა) მგზავრთა რაოდენობისა და მგზავრობის ტარიფიდან შემოსული თანხების  შესახებ.

2. ამ დადგენილების პირველი მუხლის „ა“ ქვეპუნქტითა და მე-2 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ტარიფები  ჩაირიცხოს არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის  „ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მექანიზაციის, დასუფთავების, კეთილმოწყობისა და სასაფლაოების მოვლა-პატრონობის ცენტრის“ (საიდენტიფიკაციო ნომერი: 442262711) ანგარიშზე. მიღებული შემოსავალი მოხმარდეს ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში ეკონომიკის რეგულირებად სფეროებად განსაზღვრული ავტობუსით (M3 კატეგორია) რეგულარული სამგზავრო გადაყვანის უზრუნველყოფას. 

მუხლი 9
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეშოთა წურწუმია



დანართი

 

ეკონომიკის რეგულირებად სფეროებად განსაზღვრული ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მუნიციპალური ავტობუსით (M3 კატეგორია) რეგულარული სამგზავრო გადაყვანის  მარშრუტი

სოფელი ლესიჭინე – სოფელი ქვედაჩხოროწყუ  – ქ. ჩხოროწყუ – სოფელი ხაბუმე – სოფელი მუხური – სოფელი ხაბუმე – ქ. ჩხოროწყუ – სოფელი ქვედაჩხოროწყუ – სოფელი ლესიჭინე.