„ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის 2024 წლის პროგრამისა და მისი ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 26 დეკემბრის №30 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის 2024 წლის პროგრამისა და მისი ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 26 დეკემბრის №30 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 8
დოკუმენტის მიმღები ლაგოდეხის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 13/05/2024
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 14/05/2024
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.167.016603
8
13/05/2024
ვებგვერდი, 14/05/2024
010250050.35.167.016603
„ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის 2024 წლის პროგრამისა და მისი ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 26 დეკემბრის №30 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტი
 

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №8

2024 წლის 13 მაისი

ქ. ლაგოდეხი

 

„ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის 2024 წლის პროგრამისა და მისი ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 26 დეკემბრის №30 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: 

მუხლი 1
შეტანილ იქნეს ცვლილება  „ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის 2024 წლის პროგრამისა და მისი ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023  წლის  26 დეკემბრის  №30 დადგენილებაში  (www.matsne.gov.ge, 27/12/2023, 010250050.35.167.016585).
მუხლი 2
1. დადგენილების პირველი მუხლით დამტკიცებული დანართი №1-ის:

ა) მე-5 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 5. პროგრამის დაფინანსების წყარო და ბიუჯეტი

პროგრამის დაფინანსების წყაროა ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის, 2024 წლის ადგილობრივი ბიუჯეტი, სადაც სოციალური დაცვისათვის, გათვალისწინებულია  1 382 700 (ერთი მილიონ სამას ოთხმოცდაორი ათას შვიდასი) ლარი, ხოლო  ჯანდაცვის პროგრამებისთვის – 227 700 (ორასოცდაშვიდიათას შვიდასი) ლარი. ჯამში: – „მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვისა  და სოციალური უზრუნველყოფისათვის“ დაფინანსება ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის 2024 წლის ბიუჯეტიდან განსაზღვრულია 1 610  400 (ერთი მილიონ ექვსას ათიათიათას ოთხასი ) ლარი.“;

ბ) მე-7 მუხლის მე-2 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ზ“ ქვეპუნქტი:

„ზ)  ადრეული ინტერვენციის საჭიროების მქონე აუტისტური სპექტრის აშლილობის მქონე ბავშვები, რომლებიც არ არიან ჩართული სოციალური რეაბილიტაციის და ბავშვთა ზრუნვის სახელმწიფო პროგრამის ბავშვთა რეაბილიტაცია/აბილიტაციის ქვეპროგრამაში, საჭიროებენ ენისა და მეტყველების, ქცევითი და ფიზიკური თერაპიის კურსის თანადაფინანსების ხელშეწყობას;“;

გ) მე-7 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი შინაარსით:

„3.ოჯახებისა და ბავშვების დახმარება.

ა) მარტოხელა მშობლების, ობოლთა და მარჩენალდაკარგულ,ოჯახების დახმარება;

ბ)  ობოლ და მზრუნველობამოკლებული ბავშვების (ბავშვები, რომელთაც გარდაცვლილი ჰყავს ერთ-ერთი მშობელი, ხოლო მეორე მშობელს შეზღუდული აქვს მშობლის უფლება-მოვალეობა ან /და იმ ბავშვების დახმარება, რომელთა ორივე მშობლებს შეზღუდული აქვს  მშობლის უფლება) დედ-მამით ობოლი ბავშვების დახმარება;

გ)  ახალშობილების დახმარება;

დ)  მრავალშვილიანი ოჯახების დახმარება;

ე)  ძალადობის მსხვერპლის სტატუსის მქონე  ოჯახებისა დახმარება;

ვ) რეინტეგრაციაში მყოფი ბავშვების   ბიოლოგიურ ოჯახში დაბრუნების ხელშეწყობა;

ზ) ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სიღატაკეში ან/და კრიზისულ მდგომარეობაში  მყოფი ბავშვებისა და მათი ოჯახების სრულფასოვანი განვითარებისა და კეთილდღეობის მიზნით, პრევენციული ღონისძიებების გატარება.  საყოფაცხოვრებო ნივთებით  (საწერი მაგიდა, სკამი, საწოლი) და საყოფაცხოვრებო ტექნიკით (მაცივარი, სარეცხის მანქანა, გაზქურა) უზრუნველყოფა.“;

დ) მე-8 მუხლის მე-7 პუნქტის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტები  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) შეზღუდული შესაძლებლობის მდგომარეობის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი ან/და ცნობა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს სერვის ცენტრიდან.

დ) ფორმა N100 ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ; (გაცემული არაუმეტეს 6 თვის ვადით);“;

ე) მე-8 მუხლის მე-11 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ) ფორმა N100 ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ;(გაცემული არაუმეტეს 6 თვის ვადით);“;

ვ) მე-8 მუხლის მე-12 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ე)  მომწოდებლიდან შესაბამისი ანგარიშ- ფაქტურა;(გაცემული არაუმეტეს 6 თვის ვადით);“;

ზ) მე-8 მუხლის მე-13 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ) ფორმა N100 ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ;(გაცემული არაუმეტეს 6 თვის ვადით);“;

თ) მე-8 მუხლის მე-15 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) მშობლის ან/და მშობლების პირადობის მოწმობის ასლები;“;

ი) მე-8 მუხლის მე-16 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) მშობლის ან/და მშობლების პირადობის მოწმობის ასლები;“;

კ) მე-8 მუხლის მე-17პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) მშობლის ან/და მშობლების პირადობის მოწმობის ასლები;“;

ლ)მე-8 მუხლის 26-ე პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 27-ე,28-ე და 29-ე პუნქტები:

„27. რეინტეგრაციაში მყოფი ბავშვი, რომელსაც შეუსრულდა   18 წელი და ბრუნდება  ბიოლოგიურ ოჯახში,  მისი ეკონომიკურად გაძლიერების მიზნით, პროფესიული განათლების ხელშეწყობის დაფინანსება.

ა) განცხადება;

ბ) პირადობის მოწმობის ასლი;

გ) საოქმო გადაწყვეტილება სახელმწიფო მზურნველობიდან ამორიცხვის შესახებ.

დ)ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლის მიერ გაცემული ცნობა ,,ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის შესახებ“;

ე) პოტენციური მომწოდებლიდან ამონაწერი მეწარმეთა რეესტრიდან, წესდება /სადამფუძნებლო დოკუმენტი, საანგარიშსწორებო დოკუმენტი/ინვოისი, ანგარიშ-ფაქტურა და ა.შ.

28. ადრეული ინტერვენციის საჭიროების მქონე აუტისტური სპექტრის აშლილობის მქონე ბავშვების მეტყველების და ქცევითი თერაპიული კურსის თანადაფინანსება.

ა) განცხადება (კანონიერი წარმომადგენლის);

ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი;

გ) ბავშვ(ებ) ის დაბადების მოწმობის ასლი;

დ)  ფორმა N IV/100 ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ;

ე) ადოსის ტესტის დამადასტურებელი დოკუმენტი;

ვ) მომწოდებლიდან შესაბამისი ანგარიშ- ფაქტურა;

ზ) ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლის მიერ გაცემული ცნობა ,,ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის შესახებ“; 

თ)  ცნობა – საყოველთაო  ჯანდაცვის მომსახურების სააგენტოს საყოველთაო ჯანდაცვის დეპარტამენტიდან  რომელიც ადასტურებს სახელმწიფო ჯანდაცვის პროგრამით სარგებლობას ან/და  უარს.

29. ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სიღატაკეში ან/და კრიზისში მყოფი ბავშვებისა და მათი ოჯახების სრულფასოვანი განვითარებისა და კეთილდღეობის მიზნით, პრევენციული ღონისძიებების გატარება, საყოფაცხოვრებო  ნივთებითა  (საწერი მაგიდა, სკამი და საწოლი) და  საყოფაცხოვრებო ტექნიკით (მაცივარი, სარეცხი მანქანა და გაზქურა) უზრუნველყოფა.

დახმარება გაიცემა  ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერიის ბავშვთა უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის განყოფილების მიერ მარტივი ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შედეგად გამოვლენილ იმ მოწყვლად ოჯახებზე, სადაც ბავშვის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით, საჭირო გახდა მათი მხარდაჭერა .“;

მ) მე-10 მუხლის 26-ე პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 27-ე,28-ე და 29-ე პუნქტები:

„27. რეინტეგრაციაში მყოფი ბავშვი, რომელსაც შეუსრულდა   18 წელი და  ბრუნდება  ბიოლოგიურ ოჯახში,  მისი ეკონომიკურად გაძლიერების მიზნით, პროფესიული განათლების ხელშეწყობის თანადაფინანსება არაუმეტეს - 1000 (ერთი ათასი) ლარის ოდენობით.

28. ადრეული ინტერვენციის საჭიროების მქონე აუტისტური სპექტრის აშლილობის მქონე ბავშვების მეტყველების და ქცევითი თერაპიული კურსის თანადაფინანსება წელიწადში ერთხელ  500 (ხუთასი) ლარის ოდენობით.

29.  მე-8 მუხლის  29 -ე პუნქტის ფარგლებში გამოვლენილ მოწყვლად ოჯახს დახმარება გაეწევათ არაუმეტეს -1200 ლარის ფარგლებში,  ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სიღატაკეში ან/და კრიზისში მყოფი ბავშვებისა და მათი ოჯახების სრულფასოვანი განვითარებისა და კეთილდღეობის მიზნით, ბავშვებისათვის აუცილებელი ავეჯის  (საწერი მაგიდა, სკამი და საწოლი) და საოჯახო ტექნიკის  (მაცივარი, სარეცხი მანქანა და გაზქურა) შეძენა და გადაცემა  მოხდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მიღება ჩაბარების აქტის საფუძველზე.“;

ნ) მე-11 მუხლი პირველი და მეორე პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. მოქალაქეთა ჯანმრთელობის მდგომარეობისა და სოციალური პირობების გაუმჯობესების მიზნით, მათ შორის - ონკოლოგიური მედიკამენტების; შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის ჰიგიენური საშუალებების, დიაბეტით დაავადებულ 18 წლამდე ბავშვებისათვის გლუკოზის საანალიზო ტესტ-ჩხირების, გაფანტული სკლეროზის, კოლოსტომიით დაავადებულ პირთათვის  და საჭიროების მქონე ბავშვებისათვის მეტყველებისა და ქცევითი თერაპიის კურსის დაფინანსებისათვის   მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილებით დამტკიცებული პროგრამის საფუძველზე, მოქალაქის მიერ, მუნიციპალიტეტის მერიაში წარდგენილი განცხადება, თანდართული დოკუმენტაციით განსახილველად, დაუყოვნებლივ, გადაეგზავნება მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური მომსახურების სამსახურს, რომელიც ამოწმებს განცხადებებისა და თანდართული დოკუმენტაციის პროგრამასთან შესაბამისობას და ამზადებს მოხსენებით ბარათს, მუნიციპალიტეტის მერის სახელზე, ხოლო სამედიცინო მომსახურების თანადაფინანსებისათვის მოთხოვნის დადებითად გადაწყვეტის შემთხვევაში სამსახური სამედიცინო დაწესებულების სახელზე მუნიციპალიტეტის მერის ხელმოწერით გასცემს ადმინისტრაციული ორგანოს დაპირებას.  სამედიცინო მომსახურების თანადაფინანსება (თანხის გადარიცხვა სამედიცინო დაწესებულების ანგარიშზე) განხორციელდება მუნიციპალიტეტის მერის ინდივიდუალურ-სამართლებრივი აქტით (ბრძანებით) სამედიცინო მომსახურების შემდგომი, სამუშაოს (სამედიცინო მომსახურების) დასრულების დამადასტურებელი დოკუმენტაციის მუნიციპალიტეტის მერიაში წარდგენისთანავე.

2. რეინტეგრაციაში მყოფი პირის პროფესიული განათლების დაფინანსება/თანადაფინანსება განხორციელდება წინასწარ გაცემული ადმინისტრაციული დაპირებიდან არაუგვიანეს 6 თვის განმავლობაში, წარმოდგენილი შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტის (დიპლომის, სერთიფიკატის და ა.შ) შემთხვევაში.“.

2. დადგენილების მე-2 მუხლით დამტკიცებული დანართი №2 ჩამოყალინდეს შემდეგი რედაქციით:

დანართი №2

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერიის მოსახლეობის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის პროგრამის  2024 წლის ბიუჯეტი და რეალიზაციის ვადა

პროგრა-მული
კოდი

დასახელება

 

2024 წლის
პროექტი (ათ.ლარი)

 

06 00

ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური უზრუნველყოფა

 

1 382  700

 

06 01

ჯანმრთელობის დაცვა

 

227 700

 

06 01 01

საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფა

 

 

06 02

სოციალური დაცვა

 

06 02 01

ჰემოდიალიზზე და პერიტონიალურ დიალიზზე მყოფ მოქალაქეთა სოციალური დაცვა

ჰემოდიალიზზე და პერიტონიალურ დიალიზზე მყოფ მოქალაქეთა ტრანსპორტირების ხარჯის თანადაფინანსება.

80 000

ყოველთვიურად

06 02 02

ოჯახებისა და ბავშვების სოციალური დაცვა

მრავალშვილიანი ოჯახების დახმარება

279 000

წელიწადში ერთხელ და ახალწელს ერთჯერადად.

რეინტეგრაციაში მყოფი ბავშვების   ბიოლოგიურ ოჯახში დაბრუნების ხელშეწყობა;

არაუმეტეს 1000ლარის ოდენობით

ტყუპი შვილის შეძენისას ოჯახების დახმარება.

წელიწადში ერთხელ

ახალდაბადებულ ბავშვთა ოჯახის დახმარება.

დაბადებიდან 6 თვის ვადაში

ახალშობილთა ოჯახზე სასაჩუქრე კალათის გადაცემა

პროგრამის შესაბამისად

დედ-მამით ობოლი ბავშვების, ბავშვები,

ყოველთვიურად პროგრამის

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სიღატაკეში ან/და კრიზისულ მდგომარეობაში  მყოფი ბავშვებისა და მათი ოჯახების სრულფასოვანი განვითარებისა და კეთილდღეობის მიზნით, პრევენციული ღონისძიებების გატარება.  საყოფაცხოვრებო ნივთებისა (საწერი მაგიდა, სკამი, საწოლი) და საყოფაცხოვრებო ტექნიკით (მაცივარი, სარეცხის მანქანა, გაზქურა) უზრუნველყოფა.

წლის განმავლობაში  არ უნდა აღემატებოდეს - 1000 ლარს.

 

 

რომელთაც გარდაცვლილი ჰყავს ერთ-ერთი მშობელი, ხოლო მეორე მშობელს შეზღუდული აქვს მშობლის უფლება - მოვალეობა ან /და იმ ბავშვების დახმარება, რომელთა ორივე მშობელს შეზღუდული აქვს  მშობლის სტსტუსი;

 

შესაბამისად

ობოლი და მარჩენალდაკარგული ბავშვთა ოჯახი რომელსაც ჰყავს ერთი და მეტი არასრულწლოვანი შვილი.

პროგრამის შესაბამისად

მარტოხელა მშობელი, რომელსაც ჰყავს ერთი ან მეტი არასრულწლოვანი შვილი

პროგრამის შესაბამისად

ოჯახში ძალადობის მსხვერპლის სტატუსის მქონე პირების დახმარება.

პროგრამის შესაბამისად

წელიწადში ერთხელ.

06 02 03

სამედიცინო კვლევების,  სტაციონარული მომსახურების თანადაფინანსების პროგრამა.

სამედიცინო კვლევებისა და სტაციონარული მომსახურების თანადაფინანსება.

510 000

პროგრამის შესაბამისად (აღნიშნული თანხის შევსებამდე)

ონკოლოგიური (ავთვისებიანი სიმსივნეების) დაავადების მქონე პაციენტების მკურნალობისთვის საჭირო მედიკამენტების თანადაფინანსება

პროგრამის შესაბამისად

(აღნიშნული თანხის შევსებამდე)

იშვიათი, თანდაყოლილი, მძიმე დაავადების მქონე 18 წლამდე პაციენტებისათვის (საკვები დანამატის) შეძენა

პროგრამის შესაბამისად

წელიწადში ერთხელ.

იშვიათი, მძიმე  დაავადების - დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის (მიოდისტროფიის) მქონე პაციენტებისათვის ჟანგბადის სპეციალური ბალონების დატვირთვით დახმარება

პროგრამის შესაბამისად

იქთიოზი/ კანის ქრონიკული დაავადება , რომლისთვისაც  საჭიროა კანის დამატენიანებელი ჰიგიენური საშუალებების  შეძენა.

პროგრამის შესაბამისად

წელიწადში ორჯერ.

გაფანტული სკლეროზის (G35) დიაგნოზის მქონე 18 დან 65 წლამდე ოჯახების ხელშეწყობა, 

პროგრამის შესაბამისად

წელიწადში ორჯერ.

კოლოსტომის არსებობის შემთხვევაში, პაციენტებისათვის სამედიცინო ჩანთის   დაფინანსება ან თანადაფინანსების ხელშეწყობა.

პროგრამის შესაბამისად

 

მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების,  ჰიგიენური საშუალებების  დაფინანსება ან თანადაფინანსების ხელშეწყობა.

პროგრამის შესაბამისად

 

ადრეული ინტერვენციის საჭიროების მქონე აუტისტური სპექტრის აშლილობის მქონე ბავშვები, რომლებიც არ არიან ჩართული სოციალური რეაბილიტაციის და ბავშვთა ზრუნვის სახელმწიფო პროგრამის ბავშვთა რეაბილიტაცია/აბილიტაციის ქვეპროგრამაში, საჭიროებენ ენისა და მეტყველების, ქცევითი და ფიზიკური თერაპიის კურსის თანადაფინანსების ხელშეწყობა

წლის განმავლობაში ერთჯერადად - 500 ლარის ოდენობით.

 

06 02 04

უმწეო ხანდაზმულთა სოციალური რეაბილიტაციის თანადაფინანსების პროგრამა

 

 

87 000

 პროგრამის შესაბამისად

06 02 05

 

 

   

 

06 02 06

მზრუნველობამოკლე-ბულთა უფასო კვებით უზრუნველყოფის პროგრამა

 

160 000

ბიუჯეტის გეგმის შესაბამისად

02 06 07

იძულებით გადაადგილებულ პირთა (დევნილთა) დახმარების პროგრამა

 

19 200

პროგრამის შესაბამისად

02 06 08

ომის მონაწილე ვეტერანებისა და მათი ოჯახების დახმარების პროგრამა

 

5500

პროგრამის შესაბამისად

02 06 09

მძიმე საცხოვრებელ პირობებში მყოფი ოჯახების დროებითი თავშესაფრით უზრუნველყოფის პროგრამა

 

90 000

პროგრამის შესაბამისად

02 06 10

უკიდურესად გაჭირვებული და სოციალურად დაუცველი ოჯახებისათვის გათბობის სეზონთან დაკავშირებით ელექტროენერგიის ან/და ბუნებრივი აირის ღირებულების თანადაფინანსება.

 

56 000

პროგრამის შესაბამისად

06 02 11

100 და მეტი წლის ასაკის ხანდაზმულ პირთა დახმარების პროგრამა

 

3000

პროგრამის შესაბამისად

06 02 12

სარიტუალო ხარჯი

სამშობლოს დასაცავად მებრძოლთა ოჯახებისა და ვეტერანების ინტერესების დაცვა

15 000

პროგრამის შესაბამისად

უკიდურესად გაჭირვებული ოჯახის წევრის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, ფულადი დახმარება (სარიტუალო ხარჯებისათვის)

 

პროგრამის შესაბამისად

06 02 13

შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე (პირველი ჯგუფი) პირთა და შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე ბავშვთა (18 წლამდე ასაკის) დახმარების პროგრამა

მკვეთრად შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა დახმარება

78 000

პროგრამის შესაბამისად

მკვეთრად შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა (18 წლამდე) ოჯახების დახმარება. საახალწლოდ  ბავშვებისათვის ტკბილეულის პაკეტების შეძენა

პროგრამის შესაბამისად

შეზღუდული  შესაძლებლობების  მქონე,  პირთა მხარდაჭერა, სოციალური ინკლუზიის ხელშეწყობა და დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის საჭირო უნარების განვითარება

 

პროგრამის შესაბამისად

აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვ(ებ)ის (18 წლამდეასაკის) ოჯახის  დახმარება

წელიწადში ერთჯერადად

უსინათლოთა დახმარება

 

 

 

 

პროგრამის შესაბამისად

 

მუხლი 3
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეკარლო ჯამბურია