საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ

საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
დოკუმენტის ნომერი 2/12/1678, 1679
დოკუმენტის მიმღები საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
მიღების თარიღი 19/04/2024
დოკუმენტის ტიპი საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 14/05/2024
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.000.016916
2/12/1678, 1679
19/04/2024
ვებგვერდი, 14/05/2024
000000000.00.000.016916
საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
 

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიის განმწესრიგებელი სხდომის

საოქმო ჩანაწერი №2/12/1678, 1679

2024 წლის 19 აპრილი

ქ. ბათუმი

 

 

 


კოლეგიის შემადგენლობა :

მანანა კობახიძე სხდომის თავმჯდომარე ;

ირინე იმერლიშვილი წევრი , მომხსენებელი მოსამართლე ;

ხვიჩა კიკილაშვილი წევრი ;

თეიმურაზ ტუღუში წევრი .

სხდომის მდივანი : მანანა ლომთათიძე.

საქმის დასახელება : საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ .

დავის საგანი : ) №1678 კონსტიტუციურ სარჩელზე : „ ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ საქართველოს კანონის მე -15 მუხლის მე -3 პუნქტის იმ ნორმატიული შინაარსის კონსტიტუციურობა , რომელიც ექიმს ანიჭებს უფლებამოსილებას , შეზღუდოს პაციენტის ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ საქართველოს კანონის მე -5 მუხლის პირველი პუნქტის და ქვეპუნქტებით გათვალისწინებული უფლებები საქართველოს კონსტიტუციის მე -9 მუხლის მე -2 პუნქტთან , მე -12 მუხლთან და მე -13 მუხლის პირველ და მე -2 პუნქტებთან მიმართებით;

) №1679 კონსტიტუციურ სარჩელზე : . ) „ ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ საქართველოს კანონის მე -15 მუხლის მე -3 პუნქტის იმ ნორმატიული შინაარსის კონსტიტუციურობა , რომელიც ექიმს ანიჭებს უფლებამოსილებას , შეზღუდოს პაციენტის ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ საქართველოს კანონის მე -5 მუხლის პირველი პუნქტითა და მე -15 მუხლის მე -2 პუნქტით გათვალისწინებული უფლებები საქართველოს კონსტიტუციის მე -9 მუხლის მე -2 პუნქტთან მიმართებით ; . ) „ ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ საქართველოს კანონის მე -15 მუხლის მე -3 პუნქტის იმ ნორმატიული შინაარსის კონსტიტუციურობა , რომელიც ექიმს ანიჭებს უფლებამოსილებას , შეზღუდოს პაციენტის ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ საქართველოს კანონის მე -5 მუხლის პირველი პუნქტის “, „ “, „ 1 “, „ და ქვეპუნქტებითა და მე -15 მუხლის მე -2 პუნქტის და ქვეპუნქტებით გათვალისწინებული უფლებები საქართველოს კონსტიტუციის მე -12 მუხლთან მიმართებით ; . ) „ ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ საქართველოს კანონის მე -15 მუხლის მე -3 პუნქტის იმ ნორმატიული შინაარსის კონსტიტუციურობა , რომელიც ექიმს ანიჭებს უფლებამოსილებას , შეზღუდოს პაციენტის ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ საქართველოს კანონის მე -15 მუხლის მე -2 პუნქტის “, „ “, „ და ქვეპუნქტებით გათვალისწინებული უფლებები საქართველოს კონსტიტუციის მე -15 მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით ; . ) „ ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ საქართველოს კანონის მე -15 მუხლის მე -3 პუნქტის იმ ნორმატიული შინაარსის კონსტიტუციურობა , რომელიც ექიმს ანიჭებს უფლებამოსილებას , შეზღუდოს პაციენტის ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ საქართველოს კანონის მე -15 მუხლის მე -2 პუნქტის ქვეპუნქტით გათვალისწინებული უფლება საქართველოს კონსტიტუციის მე -16 მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით ; . ) „ ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ საქართველოს კანონის მე -15 მუხლის მე -3 პუნქტის იმ ნორმატიული შინაარსის კონსტიტუციურობა , რომელიც ექიმს ანიჭებს უფლებამოსილებას , შეზღუდოს პაციენტის ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ საქართველოს კანონის მე -15 მუხლის მე -2 პუნქტის ქვეპუნქტით გათვალისწინებული უფლება საქართველოს კონსტიტუციის მე -17 მუხლის მე -2 პუნქტთან მიმართებით ; . ) „ ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ საქართველოს კანონის მე -15 მუხლის მე -3 პუნქტის იმ ნორმატიული შინაარსის კონსტიტუციურობა , რომელიც ექიმს ანიჭებს უფლებამოსილებას, შეზღუდოს პაციენტის ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ საქართველოს კანონის მე -5 მუხლის პირველი პუნქტის ქვეპუნქტით გათვალისწინებული უფლება საქართველოს კონსტიტუციის 24- მუხლთან მიმართებით; . ) „ ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ საქართველოს კანონის მე -15 მუხლის მე -3 პუნქტის იმ ნორმატიული შინაარსის კონსტიტუციურობა , რომელიც ექიმს ანიჭებს უფლებამოსილებას , შეზღუდოს პაციენტის ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ საქართველოს კანონის მე -5 მუხლის პირველი პუნქტის ქვეპუნქტით გათვალისწინებული უფლება საქართველოს კონსტიტუციის 27- მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით.

საქმის განხილვის მონაწილეები : მოსარჩელე მხარის , საქართველოს სახალხო დამცველის წარმომადგენლები ეკა მამრიკიშვილი და მიხეილ შარაშიძე ; მოპასუხე მხარის , საქართველოს პარლამენტის წარმომადგენლები ქრისტინე კუპრავა და ლევან ღავთაძე ; საჯარო დაწესებულების , საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა , შრომის , ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს წარმომადგენელი შპს ფსიქიკური ჯანმრთელობის და ნარკომანიის პრევენციის ცენტრის გენერალური დირექტორის მოადგილე სამეცნიერო და ექსპერტიზის მიმართულებით , დავით ზურაბაშვილი .

 I
აღწერილობითი ნაწილი

1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2022 წლის 7 თებერვალს კონსტიტუციური სარჩელებით ( რეგისტრაციის №1678 და 1679 ) მომართა საქართველოს სახალხო დამცველმა . №1678 და 1679 კონსტიტუციური სარჩელები , არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად , საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიას გადმოეცა 2022 წლის 10 თებერვალს . კონსტიტუციური სარჩელების არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად , საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიის განმწესრიგებელი სხდომა , ზეპირი მოსმენით , გაიმართა 2023 წლის 31 მარტს .

2. №1678 და 1679 კონსტიტუციურ სარჩელებში საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსადმი მომართვის სამართლებრივ საფუძვლებად მითითებულია : საქართველოს კონსტიტუციის მე -60 მუხლის მე -4 პუნქტის ქვეპუნქტი , საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ საქართველოს ორგანული კანონის მე -19 მუხლის პირველი პუნქტის ქვეპუნქტი და 39- მუხლის პირველი პუნქტის ქვეპუნქტი .

3. ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ საქართველოს კანონის მე -15 მუხლის მე -3 პუნქტი ითვალისწინებს ექიმის უფლებას , უკიდურესი აუცილებლობისას , უსაფრთხოების მიზნით , შეზღუდოს ამ კანონის მე -5 მუხლის პირველი პუნქტითა და მე -15 მუხლის მე -2 პუნქტით გათვალისწინებული პაციენტის რიგი უფლებები , რის შესახებ მიღებული გადაწყვეტილებაც ფიქსირდება სამედიცინო დოკუმენტაციაში .

4. საქართველოს კონსტიტუციის მე -9 მუხლის მე -2 პუნქტი დაუშვებლად აცხადებს ადამიანის წამებას , არაადამიანურ ან დამამცირებელ მოპყრობას , არაადამიანური ან დამამცირებელი სასჯელის გამოყენებას , ხოლო მე -12 მუხლი განამტკიცებს პიროვნების თავისუფალი განვითარების უფლებას . საქართველოს კონსტიტუციის მე -13 მუხლის პირველი პუნქტი იცავს ადამიანის თავისუფლებას , ხოლო ხსენებული მუხლის მე -2 პუნქტი თავისუფლების აღკვეთის ან თავისუფლების სხვაგვარი შეზღუდვის შეფარდებას დასაშვებად აცხადებს მხოლოდ სასამართლოს გადაწყვეტილებით . საქართველოს კონსტიტუციის მე -15 მუხლის პირველი პუნქტი განსაზღვრავს ადამიანის პირადი და ოჯახური ცხოვრების ხელშეუხებლობის კონსტიტუციურ გარანტიას , მე -16 მუხლის პირველი პუნქტი ადგენს რწმენის , აღმსარებლობისა და სინდისის თავისუფლებას , მე -17 მუხლის მე -2 პუნქტი იცავს ინფორმაციის თავისუფლად მიღებისა და გავრცელების უფლებას , 24- მუხლით გარანტირებულია საარჩევნო უფლება , ხოლო 27- მუხლის პირველი პუნქტი განამტკიცებს განათლების მიღებისა და მისი ფორმის არჩევის უფლებას .

5. №1678 კონსტიტუციურ სარჩელში მითითებულია , რომ სადავო ნორმის საფუძველზე , ექიმს გააჩნია შესაძლებლობა , უკიდურესი აუცილებლობისას , უსაფრთხოების მიზნით , პაციენტს შეუზღუდოს , ერთი მხრივ , მკურნალობაზე უარის თქმის უფლება , ხოლო , მეორე მხრივ , უფლება , ისარგებლოს შესაბამისი მკურნალობით აუცილებელი სამედიცინო ჩვენების მიხედვით , პირობების მინიმალური შეზღუდვით და იმ მეთოდებით , რომლებიც დაამტკიცა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა , შრომის , ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ , შეძლებისდაგვარად თავის საცხოვრებელ ადგილთან ახლოს .

6. კონსტიტუციური სარჩელის ავტორი აღნიშნავს , რომ იმ პირობებში , როდესაც ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ საქართველოს კანონი ითვალისწინებს ნებაყოფლობითი მკურნალობისას პაციენტის გაწერას მისი მკურნალობის ნებისმიერ ეტაპზე , სადავო ნორმით გათვალისწინებული მკურნალობაზე უარის თქმის უფლების შეზღუდვის შემდგომ , პაციენტი ფორმალურად , ნებაყოფლობით აგრძელებს მკურნალობას , რადგან მისი სტატუსის გადასინჯვა არ ხდება , თუმცა , ფაქტობრივად , იგი იმყოფება არანებაყოფლობითი მკურნალობის ქვეშ , რაც გულისხმობს დისკომფორტისა და სულიერი ტანჯვის შეგრძნებას , რომელიც წარმოადგენს კონსტიტუციის მე -9 მუხლის მე -2 პუნქტით აკრძალულ მოპყრობას .

7. მოსარჩელე მხარის არგუმენტაციით , „ ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ საქართველოს კანონი არ ითვალისწინებს მოწესრიგებას , რომელიც განსაზღვრავდა , თუ კონკრეტულად რა შემთხვევაში / რა პროცედურებით მიიღება მე -15 მუხლის მე -3 პუნქტით გათვალისწინებული ექიმის გადაწყვეტილება . ამ კონტექსტში , მოსარჩელისათვის გაუგებარია სადავო ნორმაში მოხსენიებული უკიდურესი აუცილებლობისა და უსაფრთხოების მიზნის შინაარსი . მოსარჩელის აღნიშვნით , როდესაც პაციენტის მდგომარეობა იმგვარად იცვლება , რომ საჭიროა არანებაყოფლობითი მკურნალობის დაწყება , მისი სტატუსის გადასინჯვა უნდა მოხდეს ზემოხსენებული კანონის მე -17 მუხლის მე -4 პუნქტით გათვალისწინებული დანაწესის შესაბამისად . იმავდროულად , მოსარჩელე მხარის პოზიციით , სადავო ნორმა პაციენტს ართმევს უფლებას , გამოხატოს ნება მკურნალობის გაგრძელებასთან დაკავშირებით , რაც წარმოადგენს ინტენსიურ ჩარევას კონსტიტუციის მე -12 მუხლით განმტკიცებულ პიროვნების თავისუფალი განვითარების უფლებაში .

8. მოსარჩელე მკურნალობაზე უარის თქმის შესაძლებლობის შეზღუდვასთან დაკავშირებით დამატებით აღნიშნავს , რომ ხსენებული შეზღუდვა , თავისთავად , მოიცავს სტაციონარული ფსიქიატრიული დახმარების გაგრძელებას , შესაბამისად , პაციენტი არ არის უფლებამოსილი , დატოვოს დაწესებულება , რითაც იზღუდება კონსტიტუციის მე -13 მუხლის პირველი და მე -2 პუნქტებით გარანტირებული თავისუფლების უფლება . მოსარჩელისათვის პრობლემურია ის გარემოებაც , რომ თავისუფლების უფლების შეზღუდვის მიმართ კონსტიტუციით დადგენილი სტანდარტისაგან განსხვავებით , სადავო ნორმის შედეგად მიღებული გადაწყვეტილება არ საჭიროებს სასამართლოს დასტურს . აქედან გამომდინარე , სადავო ნორმა არ შეესაბამება თავისუფლების უფლების შეზღუდვის მიმართ კონსტიტუციით დადგენილ მოთხოვნებს .

9. მოსარჩელე მხარე კონსტიტუციურ სარჩელში უთითებს იმასაც , რომ სადავო ნორმის ფარგლებში ექიმს შესაძლებლობა აქვს , უგულებელყოს ის სამედიცინო ჩვენება , რომელზეც პაციენტმა თანხმობა განაცხადა და მისი ნების საწინააღმდეგოდ , გამოყენებულ იქნეს კონკრეტული მედიკამენტი თუ ინექცია . ამავდროულად , იგი ექიმს ანიჭებს შესაძლებლობას , პაციენტს შეუზღუდოს მინიმალური შეზღუდვის პირობით სარგებლობა და პაციენტის მიმართ, მისი ნების საწინააღმდეგოდ , გამოიყენოს მაქსიმალური ტიპის მედიკამენტოზური შეზღუდვა მაგალითად , სწრაფი ტრანკვილიზება . სწრაფ ტრანკვილიზებასთან მიმართებით , საქართველოს სახალხო დამცველი განმარტავს , რომ კანონმდებლობით არ რეგულირდება შეზღუდვის ხსენებული ფორმის გამოყენებასთან დაკავშირებული გარანტიები . მოსარჩელის პოზიციით , სადავო ნორმაში დაკონკრეტებული უნდა იყოს შემთხვევები , რომელთა ფარგლებშიც ექიმს შეეძლება , პაციენტის მიმართ გამოიყენოს სწრაფი ტრანკვილიზება .

10. №1679 კონსტიტუციური სარჩელის ავტორი პრობლემურად მიიჩნევს ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ საქართველოს კანონის მე -15 მუხლის მე -3 პუნქტის იმ ნორმატიულ შინაარსს , რომელიც ექიმს ანიჭებს დაუსაბუთებელი გადაწყვეტილების საფუძველზე , პაციენტის რიგი უფლებების შეზღუდვის უფლებამოსილებას . კერძოდ , მოსარჩელე სადავოდ ხდის იმ შეზღუდვათა კონსტიტუციურობას , როგორებიცაა პაციენტის უფლება : ისარგებლოს შესაბამისი მკურნალობით , აუცილებელი სამედიცინო ჩვენების მიხედვით , პირობების მინიმალური შეზღუდვით და იმ მეთოდებით , რომლებიც დაამტკიცა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა , შრომის , ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ , შეძლებისდაგვარად თავის საცხოვრებელ ადგილთან ახლოს ; მიიღოს სრული , ობიექტური , დროული და გასაგები ინფორმაცია თავისი დაავადების და განზრახული ფსიქიატრიული დახმარების შესახებ ; გაეცნოს მის შესახებ არსებულ სამედიცინო დოკუმენტაციას ; უარი თქვას მკურნალობის ჩატარებაზე ; მონაწილეობა მიიღოს არჩევნებში ; მონაწილეობა მიიღოს კერძოსამართლებრივ ურთიერთობებში ; ისარგებლოს სანატორიული და საკურორტო მომსახურებით ; მიიღოს განათლება , გაიაროს პროფესიული მომზადება და გადამზადება ; ისარგებლოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებებითა და თავისუფლებებით ; მიიღოს და გაგზავნოს წერილი , გზავნილი შემოწმების გარეშე ; სტაციონარის შინაგანაწესის თანახმად , ისარგებლოს ტელეფონით და სხვა საკომუნიკაციო საშუალებებით ; მიიღოს მნახველი ამისათვის განსაზღვრულ დროს და ადგილზე მესამე პირის დასწრების გარეშე ; ხანმოკლე ვადით დატოვოს სტაციონარი , სტაციონარიდან გაწერის გარეშე , მისი ფსიქიკური მდგომარეობის გათვალისწინებით ; შეიძინოს და იქონიოს პირველადი მოხმარების საგნები ; შეასრულოს რელიგიური რიტუალი , თუ იგი არ ლახავს სხვათა უფლებებს ; მიიღოს აუდიო - ვიზუალური ინფორმაცია ; მონაწილეობა მიიღოს სტაციონარში გამართულ სპორტულ და კულტურულ ღონისძიებებში .

11. მოსარჩელე მხარის არგუმენტაციით , სადავო რეგულირება არ ითვალისწინებს უფლების შეზღუდვის კრიტერიუმებს , პროცედურასა და მათ საფუძველზე დასაბუთებული გადაწყვეტილების მიღების წესს , რაც ზრდის ადამიანის უფლებების დარღვევის რისკს . დამატებით , მოსარჩელე აპელირებს იმაზეც , რომ დაუსაბუთებლობის პრობლემა გავლენას ახდენს მიღებული გადაწყვეტილების სასამართლოში გასაჩივრებაზეც .

12. მოსარჩელე მხარის განმარტებით , „ ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ საქართველოს კანონის მე -16 მუხლით რეგულირებულია უკიდურესი აუცილებლობისას , უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით, სხვადასხვა დროებითი ღონისძიების გამოყენების საკითხი . ხსენებული მოცემულობიდან გამომდინარე , მოსარჩელისათვის ბუნდოვანია , რას შეიძლება გულისხმობდეს სადავო ნორმით განსაზღვრული უკიდურესი აუცილებლობა და უსაფრთხოების მიზანი “, რომელიც არ ექცევა ზემოაღნიშნული მუხლის რეგულირების სფეროში და საჭიროებს დამატებით უფლების შეზღუდვას .

13. სადავო ნორმის საქართველოს კონსტიტუციის მე -9 მუხლის მე -2 პუნქტთან წინააღმდეგობის მტკიცებისას მოსარჩელე მხარე დამატებით აპელირებს იმ გარემოებაზე , რომ ხსენებული კონსტიტუციური დებულება სახელმწიფოს აკისრებს პოზიტიურ და ნეგატიურ ვალდებულებებს . ნეგატიური ვალდებულებების კონტექსტში , მოსარჩელე განმარტავს , რომ სადავო ნორმის შეუზღუდავი შინაარსის პირობებში , არსებობს რისკი , პაციენტი იქცეს თვითნებობისა და მანიპულაციის ობიექტად . საქართველოს სახალხო დამცველი მიუთითებს იმასაც , რომ სადავო ნორმა ტოვებს შესაძლებლობას , გარკვეული პირობების არსებობისას , სტაციონარში მოთავსებულ პაციენტს უმკურნალონ შეუსაბამო მეთოდებით , ამასთან, მას მკურნალობა არ გაეწიოს აუცილებელი სამედიცინო ჩვენების მიხედვით , პირობების მინიმალური შეზღუდვით და მის მიმართ გამოიყენონ სამინისტროს მიერ დაუმტკიცებელი მეთოდები . ამ პირობებში, პაციენტი არ არის დაცული არაჰუმანური მეთოდების გამოყენებისაგან , ხოლო , პაციენტის ფსიქიკური ჯანმრთელობის შეუსაბამო მკურნალობისა და მეთოდების გამოყენების შედეგად , მან შეიძლება განიცადოს იმგვარი სულიერი და ფიზიკური ტანჯვა , რაც გაუთანაბრდება არაადამიანურ და დამამცირებელ მოპყრობას .

14. საქართველოს კონსტიტუციის მე -9 მუხლის მე -2 პუნქტიდან მომდინარე პოზიტიურ ვალდებულებებთან დაკავშირებით, მოსარჩელე მხარე აღნიშნავს , რომ სადავო ნორმის საფუძველზე, ექიმს შეუძლია სრულად შეუზღუდოს პაციენტს ტელეფონით და სხვა საკომუნიკაციო საშუალებებით სარგებლობის უფლება , რის გამოც, პაციენტს სრულად ესპობა დამცველთან , კანონიერ წარმომადგენელთან , სახალხო დამცველთან თუ სხვა ნდობით აღჭურვილ პირთან ტელეფონით / საკომუნიკაციო საშუალებებით დაკავშირების შესაძლებლობა არასათანადო მოპყრობის შემთხვევებში . აღნიშნულის გამო , სადავო ნორმა ვერ პასუხობს იმ პოზიტიურ ვალდებულებებს , რასაც კონსტიტუციის მე -9 მუხლის მე -2 პუნქტის საფუძველზე, არასათანადო მოპყრობის აკრძალვის აბსოლუტური ხასიათი განაპირობებს .

15. იმავდროულად , მოსარჩელე მხარე სადავო ნორმის საქართველოს კონსტიტუციის 24- მუხლთან წინააღმდეგობაზე მსჯელობისას განმარტავს , რომ დაუშვებელია , სტაციონარში მოთავსებულ პაციენტს , რომელიც საარჩევნო უფლების რეალიზებასთან მიმართებით მხარდაჭერის მიმღებად არ არის ცნობილი , შეეზღუდოს საარჩევნო უფლება . თავის მხრივ , სადავო ნორმის საფუძველზე, ექიმისათვის ამგვარი უფლებამოსილების მინიჭება კი , ეწინააღმდეგება საარჩევნო უფლების მარეგლამენტირებელ კონსტიტუციურ დანაწესს .

16. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე , მოსარჩელე მხარე მიიჩნევს , რომ სადავო ნორმა არაკონსტიტუციურია საქართველოს კონსტიტუციის მე -9 მუხლის მე -2 პუნქტთან , მე -12 მუხლთან , მე -13 მუხლის პირველ და მე -2 პუნქტებთან , მე -15 მუხლის პირველ პუნქტთან , მე -16 მუხლის პირველ პუნქტთან , მე -17 მუხლის მე -2 პუნქტთან , 24- მუხლთან და 27- მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით .

17. №1678 და №1679 კონსტიტუციურ სარჩელში , მოსარჩელე მხარე , საკუთარი არგუმენტაციის გასამყარებლად , იშველიებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკას .

18. მოსარჩელე მხარის წარმომადგენელმა საქმის განმწესრიგებელ სხდომაზე საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ საქართველოს ორგანული კანონის 25- მუხლის 41 პუნქტის საფუძველზე , განმწესრიგებელ სხდომაზე მიღებული განჩინებით , მოითხოვა ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ საქართველოს კანონის მე -15 მუხლის მე -3 პუნქტის იმ ნორმატიული შინაარსის არაკონსტიტუციურად ცნობა , რომელიც ითვალისწინებს ექიმის უფლებას , უკიდურესი აუცილებლობისას , უსაფრთხოების მიზნით, პაციენტს შეუზღუდოს ამ კანონის მე -5 მუხლის პირველი პუნქტის ქვეპუნქტით გათვალისწინებული უფლება . მოსარჩელე მხარის განმარტებით , ხსენებული ნორმა წარმოადგენს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 8 ოქტომბრის №2/4/532,533 გადაწყვეტილების დამძლევ ნორმას , რამდენადაც ხსენებულ საქმეზე , თავისუფლების უფლებასთან მიმართებით , საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ არაკონსტიტუციურად ცნო ფსიქიატრიული დახმარების შესახებ საქართველოს კანონის მე -17 მუხლის პირველი პუნქტის ქვეპუნქტი , რომელიც ქმედუუნაროდ აღიარებული პირის თავისუფლების უფლებაში ჩარევას ადგენდა სასამართლოს გადაწყვეტილების გარეშე .

19. მოპასუხე მხარის , საქართველოს პარლამენტის წარმომადგენელმა განმწესრიგებელ სხდომაზე მიუთითა , რომ ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ საქართველოს კანონის მე -15 მუხლის მე -3 პუნქტი , დასაბუთების თაობაზე პირდაპირი აღნიშვნის არარსებობის მიუხედავად , მიუთითებს უფლების შეზღუდვის შესაძლებლობაზე შესაბამისი წინაპირობების არსებობისას , რის შეფასების ვალდებულებაც ექიმს გააჩნია . მოპასუხე მხარე თვლის , რომ სადავო ნორმა , ექიმის მიერ უფლების შეზღუდვისას , პაციენტის ისტორიაში შესაბამისი უფლების შეზღუდვის საფუძვლად ითვალიწინებს არსებული გარემოებების თაობაზე მითითების ვალდებულებას . ამასთან , მოპასუხე მხარე აპელირებს იმ გარემოებაზეც , რომ კანონმდებლობა ითვალისწინებს პაციენტის მიერ უფლების შეზღუდვის თაობაზე გადაწყვეტილების გასაჩივრებისა და მიყენებული ზიანის კომპენსაციის შესაძლებლობას .

20. მოპასუხე მხარის არგუმენტაციით , არ იკვეთება სადავო ნორმების შინაარსობრივი მიმართება საქართველოს კონსტიტუციის მე -9 მუხლის მე -2 პუნქტთან და მე -12 მუხლთან . პირველ მათგანთან დაკავშირებით , მოპასუხე მხარე განმარტავს , რომ სადავო ნორმებით გათვალისწინებული უფლების შეზღუდვა არ წარმოადგენს კონსტიტუციით აკრძალულ მოპყრობას , რამდენადაც სადავო ნორმის წინაპირობებისა და უფლების შეზღუდვის გასაჩივრების შესაძლებლობის არსებობიდან გამომდინარე , მოპყრობა ვერ აღწევს მე -9 მუხლის მე -2 პუნქტისათვის დამახასიათებელ ინტენსივობას . საქართველოს კონსტიტუციის მე -12 მუხლთან მიმართებით კი , მოპასუხე მხარე აღნიშნავს , რომ საქართველოს კონსტიტუციის მოქმედი რედაქციით , მოსარჩელის მიერ ხსენებულ მუხლთან მიმართებით გასაჩივრებული უფლებრივი კომპონენტები დაცულია საქართველოს კონსტიტუციის მე -15 მუხლის პირველი პუნქტით .

21. მკურნალობაზე უარის თქმის უფლებასთან მიმართებით მოპასუხე მხარე აღნიშნავს , რომ ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ საქართველოს კანონის მე -5 მუხლის ქვეპუნქტი თავად ითვალისწინებს უფლების შეზღუდვის შესაძლებლობის დათქმას მხოლოდ არანებაყოფლობითი მკურნალობის შემთხვევებში . მოპასუხე მხარის პოზიციით , ნებაყოფლობითი მკურნალობის შემთხვევაში , პაციენტს კანონმდებლობა აღჭურავს მისი სურვილის საფუძველზე , სტაციონარის დაუყოვნებლივ დატოვების შესაძლებლობით . შესაბამისად , მოპასუხე მხარე თვლის , რომ ადგილი არ აქვს საქართველოს კონსტიტუციის მე -13 მუხლის პირველი და მე -2 პუნქტების შეზღუდვას .

22. იმავდროულად , მოსარჩელე მხარის მიერ მითითებულ სხვა ძირითად უფლებებთან დაკავშირებით , მოპასუხე მხარე განმარტავს , რომ მათი შეზღუდვა , საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ სადავო ნორმაში მოსარჩელე მხარის მიერ მითითებული ნორმატიული შინაარსის ამოკითხვის შემთხვევაში , წარმოადგენს ძირითადი უფლების შეზღუდვის გვერდით ეფექტს . ამასთან , მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი არგუმენტაცია ცალკეული უფლებების შეზღუდვის თაობაზე ვერ აკმაყოფილებს კონსტიტუციური სარჩელის დასაბუთებულობის სტანდარტს .

23. ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ საქართველოს კანონის მე -5 მუხლის პირველი პუნქტის ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შეზღუდვასთან მიმართებით , მოპასუხე მხარემ განმარტა , რომ ხსენებული უფლების შეზღუდვა შესაძლოა , გულისხმობდეს იმგვარ შემთხვევას , რომლის ფარგლებშიც ადგილი აქვს გაწერილი მკურნალობის პროცესიდან , არაორდინალური შემთხვევის გამო , გადახვევასა და დამატებითი ზომების მიღების საჭიროებას .

24. ამავდროულად , მოპასუხე მხარის პოზიციით , არ უნდა დაკმაყოფილდეს მოსარჩელე მხარის შუამდგომლობა არსებითი განხილვის გარეშე , განმწესრიგებელი სხდომის განჩინებით , სადავო ნორმის არაკონსტიტუციურად ცნობის თაობაზე . მოპასუხე მხარის წარმომადგენლის არგუმენტაციით , გადაწყვეტილების მიმღებ სუბიექტთან და სადავო ნორმის წინაპირობებთან დაკავშირებული სპეციფიკის გამო , ხსენებული შემთხვევა განსხვავდება საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ 2014 წლის 8 ოქტომბრის №2/4/532,533 გადაწყვეტილებით არაკონსტიტუციურად ცნობილი მოცემულობისგან .

25. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე , მოპასუხე მხარე მიიჩნევს , რომ კონსტიტუციური სარჩელები არ უნდა იქნეს მიღებული არსებითად განსახილველად .

26. საჯარო დაწესებულების , საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა , შრომის , ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს წარმომადგენლის , შპს ფსიქიკური ჯანმრთელობის და ნარკომანიის პრევენციის ცენტრის გენერალური დირექტორის მოადგილის , დავით ზურაბაშვილის განმარტებით , იმ შემთხვევაში , თუ პაციენტი უარს აცხადებს მკურნალობაზე , თუმცა საჭიროა მისი სტაციონარში დაყოვნება , თავდაპირველად , ექიმი მართავს პაციენტთან კონსულტაციას მისი სტაციონარში დარჩენაში დარწმუნების მიზნით , ხოლო იმ შემთხვევაში , როდესაც აღნიშნული ვერ ხერხდება , ხდება სასამართლოსადმი მიმართვა არანებაყოფლობითი მკურნალობის დაწყების მოთხოვნით . იმ შემთხვევაში , თუ სასამართლოსაგან ნებართვის მიღებამდე პაციენტი აზიანებს საკუთარ თავს და წარმოადგენს საშიშროებას , საჯარო დაწესებულების წარმომადგენლის აღნიშვნით , ექიმი იყენებს ერთჯერად , სწრაფ ტრანკვილიზებას . ამავდროულად , საჯარო დაწესებულების წარმომადგენლის განმარტებით , სტაციონარში პაციენტის დაყოვნების პერიოდი არის საშუალოდ 2 თვე , ხოლო 6 თვე წარმოადგენს იმ ვადის მაქსიმუმს , რომელსაც სასამართლო განუსაზღვრავს პაციენტს .

27. საჯარო დაწესებულების წარმომადგენლის არგუმენტაციით , პაციენტის უფლებების შეზღუდვის თაობაზე გადაწყვეტილება ფიქსირდება სამედიცინო ბარათში , რომელშიც აისახება ის გარემოებები , რის გამოც მიღებულ იქნა კონკრეტული გადაწყვეტილება . ამასთან , წარმომადგენლის განმარტებით , დოკუმენტაციაში ფიქსირდება უფლების შეზღუდვის დაწყების პერიოდი , თუმცა არ მიეთითება უფლების შეზღუდვის კონკრეტული ვადა . იმავდროულად , ისტორიაში აღინიშნება უფლების შეზღუდვის მოხსნის ან / და კონკრეტული უფლებით სარგებლობის თაობაზე .

28. წარმომადგენლის პოზიციით , უკიდურესი აუცილებლობა და უსაფრთხოების მიზანი ქმნის იმგვარ მდგომარეობას , რომლის ფარგლებშიც არსებობს პაციენტის მიერ საკუთარი თავის დაზიანების საფრთხე . ამასთან , აღნიშნული მდგომარეობა გრძელდება , მაქსიმუმ , 1 საათამდე .

  II
სამოტივაციო ნაწილი

1. კონსტიტუციური სარჩელი არსებითად განსახილველად მიიღება , თუ იგი აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს . „ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ საქართველოს ორგანული კანონის 31- მუხლის მე -2 პუნქტის თანახმად , „ კონსტიტუციური სარჩელი ან კონსტიტუციური წარდგინება დასაბუთებული უნდა იყოს “. ამავე კანონის 311 მუხლის პირველი პუნქტის ქვეპუნქტით კი განისაზღვრება კონსტიტუციურ სარჩელში იმ მტკიცებულებათა წარმოდგენის ვალდებულება , რომლებიც ადასტურებს სარჩელის საფუძვლიანობას . საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს დადგენილი პრაქტიკის თანახმად , „ კონსტიტუციური სარჩელის დასაბუთებულად მიჩნევისათვის აუცილებელია , რომ მასში მოცემული დასაბუთება შინაარსობრივად შეეხებოდეს სადავო ნორმას “ ( საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2007 წლის 5 აპრილის №2/3/412 განჩინება საქმეზე საქართველოს მოქალაქეები შალვა ნათელაშვილი და გიორგი გუგავა საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ “, II-9). ამავე დროს , „ კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღებისათვის აუცილებელია , მასში გამოკვეთილი იყოს აშკარა და ცხადი შინაარსობრივი მიმართება სადავო ნორმასა და კონსტიტუციის იმ დებულებებს შორის , რომლებთან დაკავშირებითაც მოსარჩელე მოითხოვს სადავო ნორმების არაკონსტიტუციურად ცნობას “ ( საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2009 წლის 10 ნოემბრის №1/3/469 განჩინება საქმეზე საქართველოს მოქალაქე კახაბერ კობერიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ “, II-1). აღნიშნულიდან გამომდინარე , მოსარჩელე ვალდებულია , დაასაბუთოს , რომ სახეზეა სადავო ნორმიდან მომდინარე უფლებრივი შეზღუდვა , რომელიც მიემართება მის მიერ მითითებულ კონსტიტუციის დებულებებს . წინააღმდეგ შემთხვევაში , კონსტიტუციური სარჩელი ჩაითვლება დაუსაბუთებლად და არ მიიღება არსებითად განსახილველად .

2. №1678 კონსტიტუციური სარჩელით სადავოდ არის გამხდარი ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ საქართველოს კანონის მე -15 მუხლის მე -3 პუნქტის იმ ნორმატიული შინაარსის კონსტიტუციურობა , რომელიც ითვალისწინებს ექიმის უფლებას , უკიდურესი აუცილებლობისას , უსაფრთხოების მიზნით , პაციენტს შეუზღუდოს ამ კანონის მე -5 მუხლის პირველი პუნქტის და ქვეპუნქტებით გათვალისწინებული უფლებები საქართველოს კონსტიტუციის მე -13 მუხლის პირველ და მე -2 პუნქტებთან მიმართებით .

3. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკის თანახმად , საქართველოს კონსტიტუციის მე -13 მუხლის პირველი პუნქტი განამტკიცებს ადამიანის ფიზიკური ხელშეუხებლობის , მისი პირადი თავისუფლების უფლებას , ის ფუნდამენტური უფლებების ერთ - ერთ ძირითად საყრდენს წარმოადგენს და , კონსტიტუციის თანახმად , საგანგებო დაცვას ექვემდებარება “ ( საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2013 წლის 11 აპრილის №1/1/503, 513 გადაწყვეტილება საქმეზე საქართველოს მოქალაქეები ლევან იზორია და დავით - მიხეილი შუბლაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ “, II-1). იმავდროულად , საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მითითებით , საქართველოს კონსტიტუციის მე -13 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ადამიანის თავისუფლება არ მოიცავს თავისუფლების ყველა ასპექტს , როგორც ეს ამ ტერმინის სიტყვასიტყვით წაკითხვის შემდეგ შეიძლება წარმოჩნდეს . იგი გულისხმობს ადამიანის ფიზიკურ თავისუფლებას , მის უფლებას , თავისუფლად გადაადგილდეს ფიზიკურად , თავისი ნების შესაბამისად , იმყოფებოდეს ან არ იმყოფებოდეს რომელიმე ადგილზე ( იხ ., mutatis mutandis საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2009 წლის 6 აპრილის №2/1/415 გადაწყვეტილება საქმეზე საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ “, II-2). თავის მხრივ , „ საქართველოს კონსტიტუციის მე -13 მუხლის მე -2 პუნქტი სასამართლოს , როგორც დამოუკიდებელ და ნეიტრალურ ორგანოს , აღჭურავს უფლების შეზღუდვის აუცილებლობის შემოწმების უფლებამოსილებით , რაც მნიშვნელოვან გარანტიას ქმნის თავად უფლების დაცვის თვალსაზრისით “ ( საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2020 წლის 14 თებერვლის №3/3/1341 საოქმო ჩანაწერი საქმეზე თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს წარდგინება საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე -200 მუხლის მე -6 ნაწილის პირველი წინადადების კონსტიტუციურობის თაობაზე “, II-6).

4. ამგვარად , საქართველოს კონსტიტუციით აღიარებულ თავისუფლების უფლებასთან შინაარსობრივი მიმართება არსებობს იმ შემთხვევაში , როდესაც სადავო ნორმით იზღუდება პირის ფიზიკური თავისუფლება .

5. ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ საქართველოს კანონის მე -5 მუხლის პირველი პუნქტის ქვეპუნქტით დადგენილია პაციენტის უფლება უარი თქვას მკურნალობის ჩატარებაზე . მოსარჩელე მხარის არგუმენტაციით , მკურნალობაზე უარის თქმის შესაძლებლობის შეზღუდვა , თავისთავად , მოიცავს სტაციონარული ფსიქიატრიული დახმარების გაგრძელებას , შესაბამისად , პაციენტი არ არის უფლებამოსილი , დატოვოს დაწესებულება , რითაც იზღუდება კონსტიტუციის მე -13 მუხლის პირველი და მე -2 პუნქტებით გარანტირებული თავისუფლების უფლება .

6. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს დადგენილი პრაქტიკის შესაბამისად , კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღებისათვის , აუცილებელია , მოსარჩელე მხარემ მოახდინოს მის მიერ გასაჩივრებული ნორმიდან მომდინარე უფლების შემზღუდველი წესის იდენტიფიცირება . თავის მხრივ , იმისათვის , რომ გასაჩივრებულ ნორმაში ამოკითხულ იქნეს მოსარჩელის მიერ მითითებული სადავო ნორმატიული შინაარსი , იგი ან ცხადად უნდა გამომდინარეობდეს სადავო ნორმის ტექსტიდან ან / და ამას უნდა ადასტურებდეს სამართალშემფარდებლის ავტორიტეტული განმარტება “ ( საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2018 წლის 19 ოქტომბრის №3/4/858 განჩინება საქმეზე საქართველოს მოქალაქეები ლაშა ჩალაძე , გივი კაპანაძე და მარიკა თოდუა საქართველოს პარლამენტისა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა , შრომის , ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის წინააღმდეგ “, II-4).

7. აღსანიშნავია , რომ პაციენტის მიერ მკურნალობაზე უარის თქმის უფლების იმ ასპექტის , რომელიც გულისხმობს პირის სტაციონარში მოთავსების ნებაყოფლობითობას , შეზღუდვის საფუძვლებს ადგენს ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ საქართველოს კანონის მე -18 და 221 მუხლები . არანებაყოფლობით , პირის სტაციონარში მხოლოდ ზემოხსენებულ შემთხვევებში , მოთავსების დასაშვებობაზე ექსპლიციტურად მიუთითებს ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ საქართველოს კანონის არაერთი დებულება . მაგალითად , ხსენებული კანონის მე -5 მუხლის პირველი პუნქტის ქვეპუნქტი , ისევე როგორც მე -15 მუხლის პირველი პუნქტი , ადგენს სტაციონარული დახმარების ნებაყოფლობითობის პრინციპს და პირის იძულებით სტაციონარში განთავსების შესაძლებლობას უკავშირებს მხოლოდ კანონის მე -18 და 221 მუხლებით გათვალისწინებულ შემთხვევებს . თავად ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ საქართველოს კანონის მე -18 და 221 მუხლები კი დეტალურად განსაზღვრავს არანებაყოფლობით / იძულებით პირის სტაციონარში განთავსების საფუძვლებსა და პროცედურას . მართალია , სადავოდ გამხდარი დებულება ადგენს მკურნალობაზე უარის თქმის უფლების შეზღუდვის შესაძლებლობას , თუმცა საკანონმდებლო მოწესრიგების ანალიზის შედეგად , არაფერი მიუთითებს იმაზე , რომ დასახელებული მუხლის მიზნებისათვის , მკურნალობაზე უარის თქმის უფლების შეზღუდვა აგრეთვე მოიცავს პირის სტაციონარში იძულებით მოთავსებას . როგორც აღინიშნა , მკურნალობაზე უარის თქმის შეზღუდვის ეს კომპონენტი , დეტალურად არის მოწესრიგებული სხვა საკანონმდებლო ნორმებით . მაშასადამე , სადავო ნორმა არ აწესრიგებს პირის ფიზიკური თავისუფლების შეზღუდვის შემთხვევას . აღსანიშნავია , რომ მოსარჩელე მხარის მიერ სადავო ნორმის ამგვარად განმარტების შესაძლებლობა არ გაიზიარა საჯარო დაწესებულების , საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა , შრომის , ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს წარმომადგენელმა . იმავდროულად , არც მოსარჩელე მხარეს წარმოუდგენია სამართალშემფარდებლის ავტორიტეტული განმარტება , რომელიც დაადასტურებდა სადავო ნორმის მოსარჩელე მხარის მიერ იდენტიფიცირებული ნორმატიული შინაარსით განმარტების / გამოყენების პრაქტიკას . ამდენად , აშკარაა , რომ ამ ნაწილში , მოსარჩელის მოთხოვნა ეფუძნება მის მიერ სადავო ნორმის შინაარსის არასწორ აღქმას .

8. იმავდროულად , მოსარჩელე მხარისათვის საქართველოს კონსტიტუციის მე -13 მუხლის პირველ და მე -2 პუნქტებთან მიმართებით პრობლემურია ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ საქართველოს კანონის მე -5 მუხლის პირველი პუნქტის ქვეპუნქტით განმტკიცებული უფლების შეზღუდვა . ხსენებული ქვეპუნქტი ითვალისწინებს პაციენტის უფლებას , ისარგებლოს შესაბამისი მკურნალობით , აუცილებელი სამედიცინო ჩვენების მიხედვით , პირობების მინიმალური შეზღუდვით და იმ მეთოდებით , რომლებიც დაამტკიცა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა , შრომის , ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ , შეძლებისდაგვარად , თავის საცხოვრებელ ადგილთან ახლოს . აღსანიშნავია , რომ , არც კონსტიტუციურ სარჩელში და არც საქმის განმწესრიგებელ სხდომაზე მოსარჩელე მხარეს საერთოდ არ წარმოუდგენია არგუმენტაცია სადავო ნორმასა და იდენტიფიცირებულ კონსტიტუციურ დებულებას , საქართველოს კონსტიტუციის მე -13 მუხლის პირველ და მე -2 პუნქტებს შორის შინაარსობრივი მიმართების წარმოსაჩენად .

9. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე , №1678 კონსტიტუციური სარჩელი სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში , რომელიც შეეხება ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ საქართველოს კანონის მე -15 მუხლის მე -3 პუნქტის იმ ნორმატიული შინაარსის კონსტიტუციურობას , რომელიც ითვალისწინებს ექიმის უფლებამოსილებას , შეზღუდოს პაციენტის ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ საქართველოს კანონის მე -5 მუხლის პირველი პუნქტის და ქვეპუნქტებით გათვალისწინებული უფლებები საქართველოს კონსტიტუციის მე -13 მუხლის პირველ და მე -2 პუნქტებთან მიმართებით , დაუსაბუთებელია და არსებობს მისი არსებითად განსახილველად მიღებაზე უარის თქმის საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ საქართველოს ორგანული კანონის 311 მუხლის პირველი პუნქტის ქვეპუნქტით და 313 მუხლის პირველი პუნქტის ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძველი .

10. №1679 კონსტიტუციურ სარჩელში მოსარჩელე მხარე სადავოდ ხდის , მათ შორის , ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ საქართველოს კანონის მე -15 მუხლის მე -3 პუნქტის იმ ნორმატიული შინაარსის კონსტიტუციურობას , რომელიც ექიმს ანიჭებს უფლებამოსილებას , შეზღუდოს პაციენტის ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ საქართველოს კანონის მე -5 მუხლის პირველი პუნქტის “, „ “, „ “, „ 1 “, „ “, „ “, „ ქვეპუნქტებითა და მე -15 მუხლის მე -2 პუნქტის “, „ “, „ “, „ “, „ “, „ “, „ და ქვეპუნქტებით გათვალისწინებული უფლებები საქართველოს კონსტიტუციის მე -9 მუხლის მე -2 პუნქტთან მიმართებით .

11. მოსარჩელე მხარის განმარტებით , სადავო ნორმის შეუზღუდავი შინაარსის პირობებში , შესაძლებელია , პაციენტი იქცეს მანიპულაციის ობიექტად , ექიმის შეხედულებისამებრ შეფასდეს ჰიპოთეტურ საფრთხედ და მისივე ერთპიროვნული გადაწყვეტილებით , შეეზღუდოს შესაბამისი უფლებები განუსაზღვრელი ვადით . აღნიშნული მდგომარეობა , მოსარჩელე მხარის პოზიციით , პაციენტს აღუძრავს შიშს , დამცირების ან დაქვემდებარების შეგრძნებას .

12. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით , ადამიანის ღირსების ხელშეუვალობის „... არსი იმაში მდგომარეობს , რომ ამ ნორმის შესაბამისად , მთავარი ღირებულება არის ადამიანი , როგორც თვითმყოფადი , თავისუფალი და სხვა ადამიანების თანასწორი სუბიექტი . ადამიანის ღირსების დაცვა არის ის , რაც უპირობოდ ეკუთვნის ყველა ადამიანს სახელმწიფოსაგან . ღირსებაში იგულისხმება სოციალური მოთხოვნა , სახელმწიფოს მხრიდან , ადამიანის რესპექტირებაზე ... ადამიანის ღირსების პატივისცემა გულისხმობს ყოველი ადამიანის პიროვნულ აღიარებას , რომლის ჩამორთმევა და შეზღუდვა დაუშვებელია . სახელმწიფოსათვის ადამიანი არის უმთავრესი მიზანი , პატივისცემის ობიექტი , მთავარი ფასეულობა და არა მიზნის მიღწევის საშუალება ...“ ( საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2007 წლის 26 ოქტომბრის №2/2-389 გადაწყვეტილება საქმეზე საქართველოს მოქალაქე მაია ნათაძე და სხვები საქართველოს პარლამენტისა და საქართველოს პრეზიდენტის წინააღმდეგ ”, II-30). ამასთანავე , საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკიდან გამომდინარე , ნებისმიერი უფლებრივი შეზღუდვა , თუ მისგან მომდინარე დისკომფორტი , რომელიც შეიძლება ადამიანს შეექმნას , საქართველოს კონსტიტუციის მე -9 მუხლით აკრძალულ მოპყრობას არ წარმოადგენს . „ მოპყრობამ განსაზღვრულ სიმძიმეს უნდა მიაღწიოს იმისათვის , რომ იგი შეფასდეს როგორც არაჰუმანური მოპყრობა . მოპყრობის სიმძიმე უნდა განისაზღვროს ინდივიდუალური შემთხვევებიდან გამომდინარე . შეფასებისას მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული მოპყრობის ხასიათი და კონტექსტი , მისი განხორციელების მეთოდები , ხანგრძლივობა , ფიზიკური და ფსიქიკური ეფექტი პირზე “ ( საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 8 ოქტომბრის №2/4/532,533 გადაწყვეტილება საქმეზე საქართველოს მოქალაქეები ირაკლი ქემოკლიძე და დავით ხარაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ “, II-180).

13. იმავდროულად , საკონსტიტუციო სასამართლომ არაერთხელ განმარტა , რომ საქართველოს კონსტიტუციით დაცული ამა თუ იმ უფლების მზღუდავი საკანონმდებლო რეგულირება ავტომატურად არ იწვევს სამართალსუბიექტობაზე უფლების დარღვევას “ ( საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 28 ოქტომბრის №2/5/560 გადაწყვეტილება საქმეზე საქართველოს მოქალაქე ნოდარ მუმლაური საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ “, II-11). მიმართების წარმოსაჩენად აუცილებელია , მოსარჩელე მხარემ უფლების მზღუდავი რეგულირების შინაარსთან , მიზანსა და შეზღუდვის ინტენსივობასთან დაკავშირებით , დამოუკიდებელი არგუმენტაცია მოიყვანოს , რაც დაასაბუთებს საქართველოს კონსტიტუციის მე -9 მუხლით დაცულ უფლებასთან შემხებლობას . ამასთან , ხსენებული არგუმენტაციის ფარგლებში , საკმარისი სიმყარით , დამაჯერებლობით უნდა წარმოჩინდეს ის გარემოებები და მტკიცებულებები , რომლებიც დაადასტურებს პირის მიმართ საქართველოს კონსტიტუციის მე -9 მუხლით აკრძალული მოპყრობის საფუძვლიან ეჭვებს ( იხ . საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2023 წლის 15 დეკემბრის №3/3/1295 საოქმო ჩანაწერი საქმეზე საბა ქუთელია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ “, II-29).

14. როგორც აღინიშნა , ხსენებულ სასარჩელო მოთხოვნასთან მიმართებით ჩამოყალიბებული არგუმენტაციის ფარგლებში , მოსარჩელე მხარე აპელირებს სხვადასხვა უფლების შეზღუდვიდან მომდინარე პირის თვითნებობის ობიექტად ქცევის საფრთხეზე . იმავდროულად , მოსარჩელე მხარე , შესაბამის კონსტიტუციურ დებულებებთან მიმართებით , დამოუკიდებლად ითხოვს ცალკეული უფლებების შეზღუდვის კონსტიტუციურობის შემოწმებას . აღნიშნულიდან გამომდინარე , მოსარჩელე მხარის მიერ პატივისა და ღირსების შელახვის თაობაზე წარმოდგენილი არგუმენტები შემოიფარგლება სხვა კონსტიტუციური უფლებების შეზღუდვის წარმოჩენით . ხსენებულის მიღმა მოსარჩელე მხარეს არ წარმოუდგენია დამოუკიდებელი არგუმენტაცია , თუ რა განაპირობებს პირის მიმართ არაადამიანურ მოპყრობას და მისი სამართლის ობიექტად განხილვას . ამგვარად , მოსარჩელემ ვერ დაასაბუთა ცხადი შინაარსობრივი მიმართება სადავო ნორმასა და საქართველოს კონსტიტუციის მე -9 მუხლის მე -2 პუნქტით დაცულ სფეროს შორის .

15. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან , №1679 კონსტიტუციური სარჩელი სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში , რომელიც შეეხება ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ საქართველოს კანონის მე -15 მუხლის მე -3 პუნქტის იმ ნორმატიული შინაარსის კონსტიტუციურობას , რომელიც ექიმს ანიჭებს უფლებამოსილებას , შეზღუდოს პაციენტის ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ საქართველოს კანონის მე -5 მუხლის პირველი პუნქტის “, „ “, „ “, „ 1 “, „ “, „ “, „ ქვეპუნქტებითა და მე -15 მუხლის მე -2 პუნქტის “, „ “, „ “, „ “, „ “, „ “, „ და ქვეპუნქტებით გათვალისწინებული უფლებები საქართველოს კონსტიტუციის მე -9 მუხლის მე -2 პუნქტთან მიმართებით , დაუსაბუთებელია და საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ საქართველოს ორგანული კანონის 311 მუხლის პირველი პუნქტის ქვეპუნქტისა და 313 მუხლის პირველი პუნქტის ქვეპუნქტის საფუძველზე , არ უნდა იქნეს მიღებული არსებითად განსახილველად .

16. №1679 კონსტიტუციურ სარჩელში მოსარჩელე მხარე აგრეთვე სადავოდ ხდის ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ საქართველოს კანონის მე -15 მუხლის მე -3 პუნქტის იმ ნორმატიული შინაარსის კონსტიტუციურობას , რომელიც დასაშვებად მიიჩნევს პაციენტის ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ საქართველოს კანონის მე -15 მუხლის მე -2 პუნქტის ქვეპუნქტით გათვალისწინებული უფლების შეზღუდვას საქართველოს კონსტიტუციის მე -9 მუხლის მე -2 პუნქტთან მიმართებით . ხსენებული ქვეპუნქტი ითვალისწინებს პაციენტის უფლებას სტაციონარის შინაგანაწესის თანახმად , ისარგებლოს ტელეფონით და სხვა საკომუნიკაციო საშუალებებით . ამ მხრივ , მოსარჩელე მხარე ხაზს უსვამს სახალხო დამცველის , როგორც წამებისა და არასათანადო მოპყრობის პრევენციის ეროვნული მექანიზმის ცხელი ხაზის ბერკეტის მნიშვნელობას და განმარტავს , რომ სადავო ნორმა არღვევს საქართველოს კონსტიტუციის მე -9 მუხლის მე -2 პუნქტიდან მომდინარე სახელმწიფოს პოზიტიურ ვალდებულებებს , რამდენადაც სატელეფონო კომუნიკაციის მიღმა , არ არსებობს არასათანადო მოპყრობის პრევენციის სხვა მექანიზმები , რომლებიც შეიძლება ჩაითვალოს საკმარისად და ეფექტიანად .

17. საკონსტიტუციო სასამართლო მხედველობაში იღებს იმ მოცემულობას , რომ პაციენტი ფსიქიატრიულ დაწესებულებაში თავსდება მკურნალობის მიზნით , ამასთან , სატელეფონო კომუნიკაციის შეზღუდვა განპირობებულია არა დისციპლინური ან / და სხვა რაიმე სადამსჯელო ღონისძიების გამოყენებით , არამედ პაციენტის მდგომარეობით , რომელთან მიმართებითაც სადავო ნორმა შეზღუდვის გამოყენების უფლებამოსილებას ითვალისწინებს უკიდურესი აუცილებლობის მდგომარეობისა და უსაფრთხოების მიზნის არსებობის ფონზე . იმავდროულად , „ ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ საქართველოს კანონი ითვალისწინებს პაციენტის უფლების დაცვის იმგვარ მექანიზმებს , როგორებიცაა დამცველის მომსახურებით სარგებლობა , ასევე საჩივრისა და განცხადების შეტანა სასამართლოსა და სხვა სახელმწიფო დაწესებულებებში . იმავდროულად , კანონი ითვალისწინებს ფსიქიატრიული დახმარების სფეროში პაციენტთა უფლებების დაცვისა და მომსახურების ხარისხის შეფასებას მონიტორინგის ფორმით . ამასთან , თავად სახალხო დამცველს / სპეციალური პრევენციული ჯგუფის წევრს , პრევენციის ეროვნული მექანიზმის ფუნქციების შესრულების მიზნით , გააჩნიათ შესაძლებლობა დაუბრკოლებლად შევიდნენ ფსიქიატრიულ დაწესებულებაში და გაეცნონ პაციენტთა უფლებრივ მდგომარეობას .

18. შესაბამისად , ფსიქიატრიულ დაწესებულებაში მოთავსებული პირის სტატუსის , მისი განთავსების მიზნის , პაციენტის მდგომარეობიდან გამომდინარე , შეზღუდვის გამოყენებისა და არასათანადო მოპყრობაზე რეაგირების სხვა ალტერნატიული მექანიზმების არსებობის გათვალისწინებით , მოსარჩელე მხარეს ევალება , სათანადო სიცხადით დაასაბუთოს , რომ სხვა მექანიზმები ვერ უზრუნველყოფს არასათანადო მოპყრობის პრევენციას და ამ კონტექსტში სახალხო დამცველთან სატელეფონო კომუნიკაციას უალტერნატივო ხასიათი გააჩნია . კონსტიტუციურ სარჩელში არ არის წარმოდგენილი არგუმენტაცია , რომელიც წარმოაჩენდა , რომ არსებული მექანიზმები , არასათანადო მოპყრობისგან ფსიქიატრიულ დაწესებულებაში მკურნალობის მიზნით მოთავსებული პირების დაცვას ვერ უზრუნველყოფს და , ამ თვალსაზრისით , სახალხო დამცველთან სატელეფონო კომუნიკაცია უფლების დაცვის უალტერნატივო საშუალებაა .

19. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე , №1679 კონსტიტუციური სარჩელი სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში , რომელიც შეეხება ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ საქართველოს კანონის მე -15 მუხლის მე -3 პუნქტის იმ ნორმატიული შინაარსის კონსტიტუციურობას , რომელიც დასაშვებად მიიჩნევს პაციენტის ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ საქართველოს კანონის მე -15 მუხლის მე -2 პუნქტის ქვეპუნქტით გათვალისწინებული უფლების შეზღუდვას საქართველოს კონსტიტუციის მე -9 მუხლის მე -2 პუნქტთან მიმართებით , ასევე დაუსაბუთებელია და არ უნდა იქნეს მიღებული არსებითად განსახილველად საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ საქართველოს ორგანული კანონის 311 მუხლის პირველი პუნქტის ქვეპუნქტისა და 313 მუხლის პირველი პუნქტის ქვეპუნქტის საფუძველზე .

20. №1679 კონსტიტუციურ სარჩელში , მათ შორის , სადავოდაა გამხდარი ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ საქართველოს კანონის მე -15 მუხლის მე -3 პუნქტის იმ ნორმატიული შინაარსის კონსტიტუციურობა , რომელიც ექიმს ანიჭებს პაციენტის ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ საქართველოს კანონის მე -5 მუხლის პირველი პუნქტის ქვეპუნქტითა და მე -15 მუხლის მე -2 პუნქტის ქვეპუნქტით გათვალისწინებული უფლებების შეზღუდვის უფლებამოსილებას , საქართველოს კონსტიტუციის მე -12 მუხლთან მიმართებით . ხსენებული ქვეპუნქტებით გათვალისწინებულია პაციენტის უფლებები - ისარგებლოს სანატორიული და საკურორტო მომსახურებით და მონაწილეობა მიიღოს სტაციონარში გამართულ სპორტულ და კულტურულ ღონისძიებებში .

21. საქართველოს კონსტიტუციის მე -12 მუხლით განმტკიცებულია პიროვნების თავისუფალი განვითარების უფლება . საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკის შესაბამისად , პიროვნების თავისუფალი განვითარება უზოგადესი უფლებაა . საქართველოს კონსტიტუციის მე -12 მუხლის მიზანია , დაუცველი არ დარჩეს ცხოვრების ის სფეროები , რომლებიც პიროვნებასთან დაკავშირებული კონკრეტული უფლებებით არ არის მოცული . კონსტიტუციის მე -12 მუხლი ქმნის კონსტიტუციური დაცვის გარანტიას ურთიერთობებისთვის , რომლებიც არ თავსდება კონსტიტუციის სხვა ნორმებში , თუმცა შეადგენს პიროვნების თავისუფალი განვითარების აუცილებელ კომპონენტს ( იხ ., mutatis mutandis საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 4 თებერვლის №2/1/536 გადაწყვეტილება საქმეზე საქართველოს მოქალაქეები - ლევან ასათიანი , ირაკლი ვაჭარაძე , ლევან ბერიანიძე , ბექა ბუჩაშვილი და გოჩა გაბოძე საქართველოს შრომის , ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის წინააღმდეგ “, II-57).

22. ამდენად , საქართველოს კონსტიტუციის მე -12 მუხლი ქმნის კონსტიტუციური დაცვის გარანტიას პიროვნების თავისუფალი განვითარების აუცილებელი კომპონენტებისათვის , რომლებიც არ თავსდება კონსტიტუციის სხვა ნორმებში . განსახილველ შემთხვევაში , მოსარჩელე მხარე დავობს სტაციონარში მოთავსებული პაციენტებისათვის სანატორიული და საკურორტო მომსახურების , ისევე როგორც სტაციონარში გამართულ სპორტულ და კულტურულ ღონისძიებებში მონაწილეობის უფლების შეზღუდვის კონსტიტუციურობაზე . აღსანიშნავია , რომ ასეთ დროს , მოსარჩელე მხარე ვალდებულია , დაასაბუთოს , რომ სტაციონარში მოთავსებული პაციენტებისათვის , სახელმწიფოს მხრიდან , სანატორიული და საკურორტო მომსახურების შეთავაზება , ისევე როგორც სპორტული და კულტურული ღონისძიებების მოწყობა პიროვნების თავისუფალი განვითარების უფლებიდან მომდინარე სახელმწიფოს პოზიტიურ ვალდებულებას წარმოადგენს . ამ მხრივ , მოსარჩელე მხარეს არ დაუსაბუთებია , თუ რატომ წარმოადგენს მათი უზრუნველყოფა კონკრეტულად პიროვნების თავისუფალი განვითარებისთვის აუცილებელ უფლებრივ კომპონენტებს / ამ უფლების მოთხოვნას .

23. აღნიშნულიდან გამომდინარე , №1679 კონსტიტუციური სარჩელი სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში , რომელიც შეეხება ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ საქართველოს კანონის მე -15 მუხლის მე -3 პუნქტის იმ ნორმატიული შინაარსის კონსტიტუციურობას , რომელიც ექიმს ანიჭებს უფლებამოსილებას , შეუზღუდოს პაციენტს ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ საქართველოს კანონის მე -5 მუხლის პირველი პუნქტის ქვეპუნქტითა და მე -15 მუხლის მე -2 პუნქტის ქვეპუნქტით გათვალისწინებული უფლებები საქართველოს კონსტიტუციის მე -12 მუხლთან მიმართებით , ასევე დაუსაბუთებელია და არ უნდა იქნეს მიღებული არსებითად განსახილველად საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ საქართველოს ორგანული კანონის 311 მუხლის პირველი პუნქტის ქვეპუნქტისა და 313 მუხლის პირველი პუნქტის ქვეპუნქტის საფუძველზე .

24. №1679 კონსტიტუციურ სარჩელში , მოსარჩელე მხარე ასევე სადავოდ ხდის ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ საქართველოს კანონის მე -15 მუხლის მე -3 პუნქტის იმ ნორმატიული შინაარსის კონსტიტუციურობას , რომელიც ექიმს ანიჭებს უფლებამოსილებას , შეზღუდოს პაციენტის ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ საქართველოს კანონის მე -5 მუხლის პირველი პუნქტის 1 ქვეპუნქტით გათვალისწინებული უფლება საქართველოს კონსტიტუციის მე -12 მუხლთან მიმართებით .

25. ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ საქართველოს კანონის მე -5 მუხლის პირველი პუნქტის 1 ქვეპუნქტის თანახმად , პაციენტს უფლება აქვს , მონაწილეობა მიიღოს კერძოსამართლებრივ ურთიერთობებში , გარდა იმ კერძოსამართლებრივი ურთიერთობებისა , რომელთა მიმართაც მხარდაჭერის მიმღებ პაციენტს სასამართლომ მხარდაჭერა დაუწესა . აღსანიშნავია , რომ პირის მიერ კერძოსამართლებრივ ურთიერთობებში მონაწილეობა მოიცავს მრავალ სხვადასხვა ასპექტს და , თავისი შინაარსის გათვალისწინებით , ექცევა სხვადასხვა კონსტიტუციური უფლებით დაცულ სფეროში . მაგალითად , საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკის შესაბამისად , პირის შესაძლებლობა , სახელშეკრულებო თავისუფლების პირობებში , თავისუფალი ნების გამოვლენის საფუძველზე , შეიძინოს და განკარგოს ქონებრივი უფლებები , დაცულია საქართველოს კონსტიტუციით განმტკიცებული საკუთრების უფლებით . ამავდროულად , ცალკეულ სახელშეკრულებო ურთიერთობებთან დაკავშირებული კონსტიტუციური სტანდარტები შესაძლოა , ასევე მოცემული იყოს საქართველოს კონსტიტუციის იმ დებულებებში , რომლებიც განამტკიცებენ , მაგალითად , შრომის თავისუფლებას , ქორწინების თავისუფლებას და . . ( იხ . საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 29 დეკემბრის №3/7/679 გადაწყვეტილება საქმეზე „„ შპს სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“ და შპს ტელეკომპანია საქართველო საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ “, II-15,16). განსახილველ შემთხვევაში , მოსარჩელე მხარეს არც კონსტიტუციურ სარჩელში და არც საქმის განმწესრიგებელ სხდომაზე არ წარმოუდგენია არგუმენტაცია , თუ რომელია ის კერძოსამართლებრივი ურთიერთობები , რომელში მონაწილეობის , ფსიქიატრიულ დაწესებულებაში ყოფნის პერიოდში , შეზღუდვაც პიროვნების თავისუფალი განვითარების უფლებას არღვევს .

26. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე , №1679 კონსტიტუციური სარჩელი სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში , რომელიც შეეხება ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ საქართველოს კანონის მე -15 მუხლის მე -3 პუნქტის იმ ნორმატიული შინაარსის კონსტიტუციურობას , რომელიც ექიმს ანიჭებს უფლებამოსილებას , შეზღუდოს პაციენტის ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ საქართველოს კანონის მე -5 მუხლის პირველი პუნქტის 1 ქვეპუნქტით გათვალისწინებული უფლება საქართველოს კონსტიტუციის მე -12 მუხლთან მიმართებით , დაუსაბუთებელია და არ უნდა იქნეს მიღებული არსებითად განსახილველად საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ საქართველოს ორგანული კანონის 311 მუხლის პირველი პუნქტის ქვეპუნქტისა და 313 მუხლის პირველი პუნქტის ქვეპუნქტის საფუძველზე .

27. №1679 კონსტიტუციურ სარჩელში , მოსარჩელე მხარე ასევე სადავოდ ხდის ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ საქართველოს კანონის მე -15 მუხლის მე -3 პუნქტის იმ ნორმატიული შინაარსის კონსტიტუციურობას , რომელიც ექიმს ანიჭებს უფლებამოსილებას , შეზღუდოს პაციენტის ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ საქართველოს კანონის მე -5 მუხლის პირველი პუნქტის ქვეპუნქტით გათვალისწინებული უფლება საქართველოს კონსტიტუციის მე -12 მუხლთან მიმართებით .

28. ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ საქართველოს კანონის მე -5 მუხლის პირველი პუნქტის ქვეპუნქტის თანახმად , გათვალისწინებულია პაციენტის უფლება , ისარგებლოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებებითა და თავისუფლებებით . მოსარჩელე მხარეს არ წარმოუდგენია არგუმენტაცია იმის თაობაზე , თუ პაციენტის რომელი კონკრეტული უფლებების შეზღუდვის შესაძლებლობა გააჩნია ექიმს სადავო ნორმის საფუძველზე . შესაბამისად , მოსარჩელე მხარეს არ დაუსაბუთებია სადავო ნორმიდან მომდინარე პიროვნების თავისუფალი განვითარების უფლების შეზღუდვის შესაძლებლობა .

29. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე , №1679 კონსტიტუციური სარჩელი სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში , რომელიც შეეხება ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ საქართველოს კანონის მე -15 მუხლის მე -3 პუნქტის იმ ნორმატიული შინაარსის კონსტიტუციურობას , რომელიც ექიმს ანიჭებს უფლებამოსილებას , შეზღუდოს პაციენტის ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ საქართველოს კანონის მე -5 მუხლის პირველი პუნქტის ქვეპუნქტით გათვალისწინებული უფლება საქართველოს კონსტიტუციის მე -12 მუხლთან მიმართებით , დაუსაბუთებელია და არ უნდა იქნეს მიღებული არსებითად განსახილველად საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ საქართველოს ორგანული კანონის 311 მუხლის პირველი პუნქტის ქვეპუნქტისა და 313 მუხლის პირველი პუნქტის ქვეპუნქტის საფუძველზე .

30. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგია მიიჩნევს , რომ №1678 და №1679 კონსტიტუციური სარჩელები , სხვა მხრივ , სრულად აკმაყოფილებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ საქართველოს ორგანული კანონის 311 მუხლის პირველი და მე -2 პუნქტების მოთხოვნებს და არ არსებობს ამ კანონის 313 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღებაზე უარის თქმის რომელიმე საფუძველი .

  III
სარეზოლუციო ნაწილი

 საქართველოს კონსტიტუციის მე -60 მუხლის მე -4 პუნქტის ქვეპუნქტის , „ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ საქართველოს ორგანული კანონის მე -19 მუხლის პირველი პუნქტის ქვეპუნქტის , 21- მუხლის მე -2 პუნქტის , 271 მუხლის მე -2 პუნქტის , 31- მუხლის პირველი და მე -2 პუნქტების , 311 მუხლის პირველი და მე -2 პუნქტების , 312 მუხლის მე -8 პუნქტის , 313 მუხლის პირველი პუნქტის , 315 მუხლის პირველი , მე -2, მე -3, მე -4 და მე -7 პუნქტების , 316 მუხლის პირველი პუნქტის , 39- მუხლის პირველი პუნქტის ქვეპუნქტის და მე -2 პუნქტის , 43- მუხლის საფუძველზე ,

  საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო ადგენს:

1. მიღებულ იქნეს არსებითად განსახილველად 1678 და 1679 კონსტიტუციური სარჩელები ( საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ ) სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში , რომელიც შეეხება :

) 1678 კონსტიტუციური სარჩელი : ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ საქართველოს კანონის მე -15 მუხლის მე -3 პუნქტის იმ ნორმატიული შინაარსის კონსტიტუციურობას , რომელიც ექიმს ანიჭებს უფლებამოსილებას , შეზღუდოს პაციენტის ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ საქართველოს კანონის მე -5 მუხლის პირველი პუნქტის და ქვეპუნქტებით გათვალისწინებული უფლებები საქართველოს კონსტიტუციის მე -9 მუხლის მე -2 პუნქტთან და მე -12 მუხლთან მიმართებით ;

) 1679 კონსტიტუციური სარჩელი : . ) ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ საქართველოს კანონის მე -15 მუხლის მე -3 პუნქტის იმ ნორმატიული შინაარსის კონსტიტუციურობას , რომელიც ექიმს ანიჭებს უფლებამოსილებას , შეზღუდოს პაციენტის ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ საქართველოს კანონის მე -5 მუხლის პირველი პუნქტის და ქვეპუნქტებით გათვალისწინებული უფლებები საქართველოს კონსტიტუციის მე -9 მუხლის მე -2 პუნქტთან მიმართებით ; . ) ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ საქართველოს კანონის მე -15 მუხლის მე -3 პუნქტის იმ ნორმატიული შინაარსის კონსტიტუციურობას , რომელიც ექიმს ანიჭებს უფლებამოსილებას , შეზღუდოს პაციენტის ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ საქართველოს კანონის მე -5 მუხლის პირველი პუნქტის და ქვეპუნქტებით და მე -15 მუხლის მე -2 პუნქტის ქვეპუნქტით გათვალისწინებული უფლებები საქართველოს კონსტიტუციის მე -12 მუხლთან მიმართებით ; . ) „ ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ საქართველოს კანონის მე -15 მუხლის მე -3 პუნქტის იმ ნორმატიული შინაარსის კონსტიტუციურობას , რომელიც ექიმს ანიჭებს უფლებამოსილებას , შეზღუდოს პაციენტის ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ საქართველოს კანონის მე -15 მუხლის მე -2 პუნქტის , , და ქვეპუნქტებით გათვალისწინებული უფლებები საქართველოს კონსტიტუციის მე -15 მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით ; . ) ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ საქართველოს კანონის მე -15 მუხლის მე -3 პუნქტის იმ ნორმატიული შინაარსის კონსტიტუციურობას , რომელიც ექიმს ანიჭებს უფლებამოსილებას , შეზღუდოს პაციენტის ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ საქართველოს კანონის მე -15 მუხლის მე -2 პუნქტის ქვეპუნქტით გათვალისწინებული უფლება საქართველოს კონსტიტუციის მე -16 მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით ; . ) ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ საქართველოს კანონის მე -15 მუხლის მე -3 პუნქტის იმ ნორმატიული შინაარსის კონსტიტუციურობას , რომელიც ექიმს ანიჭებს უფლებამოსილებას , შეზღუდოს პაციენტის ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ საქართველოს კანონის მე -15 მუხლის მე -2 პუნქტის ქვეპუნქტით გათვალისწინებული უფლება საქართველოს კონსტიტუციის მე -17 მუხლის მე -2 პუნქტთან მიმართებით ; . ) ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ საქართველოს კანონის მე -15 მუხლის მე -3 პუნქტის იმ ნორმატიული შინაარსის კონსტიტუციურობას , რომელიც ექიმს ანიჭებს უფლებამოსილებას , შეზღუდოს პაციენტის ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ საქართველოს კანონის მე -5 მუხლის პირველი პუნქტის ქვეპუნქტით გათვალისწინებული უფლება საქართველოს კონსტიტუციის 24- მუხლთან მიმართებით ; . ) ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ საქართველოს კანონის მე -15 მუხლის მე -3 პუნქტის იმ ნორმატიული შინაარსის კონსტიტუციურობას , რომელიც ექიმს ანიჭებს უფლებამოსილებას , შეზღუდოს პაციენტის ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ საქართველოს კანონის მე -5 მუხლის პირველი პუნქტის ქვეპუნქტით გათვალისწინებული უფლება საქართველოს კონსტიტუციის 27- მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით .

2. არ იქნეს მიღებული 1678 და 1679 კონსტიტუციური სარჩელები ( საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ ) სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში , რომელიც შეეხება :

) 1678 კონსტიტუციური სარჩელი : ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ საქართველოს კანონის მე -15 მუხლის მე -3 პუნქტის იმ ნორმატიული შინაარსის კონსტიტუციურობას , რომელიც ექიმს ანიჭებს უფლებამოსილებას , შეზღუდოს პაციენტის ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ საქართველოს კანონის მე -5 მუხლის პირველი პუნქტის და ქვეპუნქტებით გათვალისწინებული უფლებები საქართველოს კონსტიტუციის მე -13 მუხლის პირველ და მე -2 პუნქტებთან მიმართებით ;

) 1679 კონსტიტუციური სარჩელი : . ) ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ საქართველოს კანონის მე -15 მუხლის მე -3 პუნქტის იმ ნორმატიული შინაარსის კონსტიტუციურობას , რომელიც ექიმს ანიჭებს უფლებამოსილებას , შეზღუდოს პაციენტის ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ საქართველოს კანონის მე -5 მუხლის პირველი პუნქტის “, „ “, „ “, „ 1 “, „ “, „ “, „ ქვეპუნქტებითა და მე -15 მუხლის მე -2 პუნქტით გათვალისწინებული უფლებები საქართველოს კონსტიტუციის მე -9 მუხლის მე -2 პუნქტთან მიმართებით ; . ) ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ საქართველოს კანონის მე -15 მუხლის მე -3 პუნქტის იმ ნორმატიული შინაარსის კონსტიტუციურობას , რომელიც ექიმს ანიჭებს უფლებამოსილებას , შეზღუდოს პაციენტის ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ საქართველოს კანონის მე -5 მუხლის პირველი პუნქტის 1 “, „ და ქვეპუნქტებითა და მე -15 მუხლის მე -2 პუნქტის ქვეპუნქტით გათვალისწინებული უფლებები საქართველოს კონსტიტუციის მე -12 მუხლთან მიმართებით .

3.   საქმეს არსებითად განიხილავს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგია .

4. საქმის არსებითი განხილვა დაიწყება საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ საქართველოს ორგანული კანონის 22- მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად .

5. საოქმო ჩანაწერი საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება .

6. საოქმო ჩანაწერი გამოქვეყნდეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე 15 დღის ვადაში , გაეგზავნოს მხარეებს და საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს “.

  კოლეგიის შემადგენლობა :

მანანა კობახიძე

 ირინე იმერლიშვილი

 ხვიჩა კიკილაშვილი

 თეიმურაზ ტუღუში