,,სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ”, სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 4 ივნისის N 25 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

,,სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ”, სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 4 ივნისის N 25 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 12
დოკუმენტის მიმღები სამტრედიის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 13/05/2024
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 13/05/2024
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.120.016482
12
13/05/2024
ვებგვერდი, 13/05/2024
010250050.35.120.016482
,,სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ”, სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 4 ივნისის N 25 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
სამტრედიის მუნიციპალიტეტი

სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №12

2024 წლის 13 მაისი

ქ. სამტრედია

 

,,სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ“, სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 4 ივნისის №25 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

 საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ.ვ“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
„სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ“ სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 4 ივნისის №25 დადგენილებაში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 04/06/2018, სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.120.016292 ) შეტანილ იქნეს ცვლილება:

1.  დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლს დაემატოს „ვ1“ ქვეპუნქტი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ვ1) უზრუნველყოს „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული უფლებამოსილებების განხორციელების  ხელშეწყობა.“.

2. დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-6 მუხლს დაემატოს 21 პუნქტი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი ახორციელებს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცრის ფუნქციებს.“.

მუხლი 2
1. დადგენილება, გარდა პირველი მუხლის მე-2 პუნქტისა, ამოქმედდეს  გამოქვეყნებისთანავე.

2. დადგენილების პირველი მუხლის მე-2 პუნქტი ამოქმედდეს 2024 წლის პირველი ივნისიდან. 


სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარენუგზარ ჯამბურია