სპეციალური პენიტენციური სამსახურის მოსამსახურეთა სოციალური დაცვის დამატებითი გარანტიების განსაზღვრის შესახებ

სპეციალური პენიტენციური სამსახურის მოსამსახურეთა სოციალური დაცვის დამატებითი გარანტიების განსაზღვრის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 1000
დოკუმენტის მიმღები საქართველოს იუსტიციის მინისტრი
მიღების თარიღი 09/05/2024
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 10/05/2024
სარეგისტრაციო კოდი 100030010.22.027.017487
1000
09/05/2024
ვებგვერდი, 10/05/2024
100030010.22.027.017487
სპეციალური პენიტენციური სამსახურის მოსამსახურეთა სოციალური დაცვის დამატებითი გარანტიების განსაზღვრის შესახებ
საქართველოს იუსტიციის მინისტრი
 

საქართველოს იუსტიციის მინისტრის

ბრძანება №1000

2024 წლის 9 მაისი

ქ. თბილისი

სპეციალური პენიტენციური სამსახურის მოსამსახურეთა სოციალური დაცვის დამატებითი გარანტიების განსაზღვრის შესახებ

პენიტენციური კოდექსის 27-ე მუხლის მე-15 ნაწილის შესაბამისად, ვბრძანებ:

1. დამტკიცდეს სპეციალური პენიტენციური სამსახურის მოსამსახურეთათვის სოციალური დაცვის თანდართული დამატებითი გარანტიები.
2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს იუსტიციის მინისტრირატი ბრეგაძე




სპეციალური პენიტენციური სამსახურის მოსამსახურეთა სოციალური დაცვის დამატებითი გარანტიები

 

მუხლი 1

ეს ბრძანება განსაზღვრავს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – სპეციალური პენიტენციური სამსახურის (შემდგომ – სამსახური) მოსამსახურეთათვის სოციალური დაცვის იმ დამატებით გარანტიებს, რომლებიც პენიტენციური კოდექსით გათვალისწინებული არ არის.

 

მუხლი 2

მოსამსახურეს სოციალური დაცვის დამატებითი ღონისძიების სახით მიეცემა ერთჯერადი ფინანსური დახმარება შემდეგ გარემოებათა გამო:

ა) დაქორწინება;

ბ) შვილის შეძენა/ბავშვის შვილად აყვანა;

გ) ოჯახის წევრის (მეუღლე, შვილი, ნაშვილები, დედა, მამა, მშვილებელი) გარდაცვალება.

 

მუხლი 3

1. ამ ბრძანების მე-2 მუხლით გათვალისწინებული შესაბამისი გარემოების არსებობის შემთხვევაში მოსამსახურე ან/და მისი უშუალო ხელმძღვანელი მოსამსახურისთვის ერთჯერადი ფინანსური დახმარების გაცემის თაობაზე დასაბუთებული განცხადებით/მოხსენებითი ბარათით მიმართავს სამსახურის გენერალურ დირექტორს.

2. განცხადებას/მოხსენებით ბარათს თან უნდა ერთოდეს შესაბამისი დოკუმენტაცია (ქორწინების მოწმობის ასლი, დაბადების მოწმობის ასლი, შვილად აყვანის შესახებ სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების ასლი, გარდაცვალების მოწმობის ასლი).

3. მოსამსახურეს სამსახურის გენერალური დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით მიეცემა ერთჯერადი ფინანსური დახმარება 1875 ლარის ოდენობით.

 

მუხლი 4

ამ ბრძანებით გათვალისწინებული ღონისძიებების ფინანსური უზრუნველყოფა ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად სამსახურისთვის საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში.