„საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მოსამსახურეებისათვის სპეციალური წოდებების მინიჭების წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2017 წლის 19 სექტემბრის №242 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ნომერი 1001
დოკუმენტის მიმღები საქართველოს იუსტიციის მინისტრი
მიღების თარიღი 09/05/2024
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 10/05/2024
სარეგისტრაციო კოდი 120260080.22.027.017488
1001
09/05/2024
ვებგვერდი, 10/05/2024
120260080.22.027.017488
„საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მოსამსახურეებისათვის სპეციალური წოდებების მინიჭების წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2017 წლის 19 სექტემბრის №242 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს იუსტიციის მინისტრი
 
საქართველოს იუსტიციის მინისტრის

ბრძანება №1001

2024 წლის 9 მაისი

ქ. თბილისი

„საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მოსამსახურეებისათვის სპეციალური წოდებების მინიჭების წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2017 წლის 19 სექტემბრის №242 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1
„საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მოსამსახურეებისათვის სპეციალური წოდებების მინიჭების წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2017 წლის 19 სექტემბრის №242 ბრძანებით (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 20/09/2017, სარეგისტრაციო კოდი: 120260080.22.027.016742) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-4 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. სპეციალური წოდების მქონე პირი (მათ შორის, სამინისტროს/სამინისტროს გენერალური ინსპექციის, აღსრულების ეროვნული ბიუროს ან სამინისტროს სისტემაში შემავალი/მმართველობის სფეროში მოქმედი სხვა დაწესებულების ყოფილი მოსამსახურე, „სახელმწიფო სპეციალური წოდებების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული სხვა დაწესებულებიდან გადმოსული მოსამსახურე ან სხვა პირი) სამსახურში მიღებისას თანამდებობაზე ინიშნება მისთვის მინიჭებული ბოლო სპეციალური წოდებით, ხოლო თუ ეს წოდება სამინისტროში/სამინისტროს გენერალურ ინსპექციაში ან აღსრულების ეროვნულ ბიუროში დაწესებული წოდებისგან განსხვავებულია, – შესაბამისი სპეციალური წოდებით. ამ შემთხვევაში მოსამსახურეს სპეციალური წოდება მიენიჭება ამ დებულების შესაბამისი დანართით განსაზღვრული დასაკავებელი/დაკავებული თანამდებობისთვის დადგენილი ზღვრული სპეციალური წოდების მიუხედავად.“.

2. დებულების მე-8 მუხლი ამოღებულ იქნეს.

მუხლი 2
ამ ბრძანებით განსაზღვრული მიზნებისთვის სსიპ – აღსრულების ეროვნული ბიუროს სტრუქტურული ერთეულის – აღსრულების პოლიციის სამმართველოს მოსამსახურისთვის სპეციალური წოდების მისანიჭებლად ამავე სტრუქტურულ ერთეულში ამ ბრძანების ამოქმედებამდე ნამსახურები ვადა ჩაითვალოს სახელმწიფო სპეციალური წოდებით სამსახურის ვადაში.
მუხლი 3
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს იუსტიციის მინისტრირატი ბრეგაძე