დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის 2024 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 07-ს |
დოკუმენტის მიმღები | აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანო |
მიღების თარიღი | 01/05/2024 |
დოკუმენტის ტიპი | ავტონომიური რესპუბლიკის კანონი |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 10/05/2024 |
სარეგისტრაციო კოდი | 190020020.30.060.016088 |
|
მუხლი 1.
„აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის 2024 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონში (№18-ს, ვებგვერდი, 14/12/2023, სარეგისტრაციო კოდი: №190020020.30.060.016087) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
1. I თავი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „თავი I აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის მაჩვენებლები მუხლი 1. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის ბალანსი განისაზღვროს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის ბალანსი თანდართული რედაქციით: თანხა ლარებში
მუხლი 2. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის შემოსულობები, გადასახდელები და ნაშთის ცვლილება განისაზღვროს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის შემოსულობები, გადასახდელები და ნაშთის ცვლილება თანდართული რედაქციით: თანხა ლარებში
“ 2. III თავი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „თავი III აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის ხარჯები, არაფინანსური აქტივები და მათი ფუნქციონალური კლასიფიკაცია მუხლი 7. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის ხარჯები განისაზღვროს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის ხარჯები 30738250 ლარის ოდენობით, თანდართული რედაქციით: თანხა ლარებში
მუხლი 8. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ცვლილება ა) განისაზღვროს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ზრდა 597750 ლარის ოდენობით, თანდართული რედაქციით: თანხა ლარებში
ბ) განისაზღვროს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების კლება თანდართული რედაქციით: თანხა ლარებში
მუხლი 9. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ზრდის ფუნქციონალური კლასიფიკაცია განისაზღვროს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ზრდა ფუნქციონალურ ჭრილში, თანდართული რედაქციით: თანხა ლარებში
3. IV თავის მე-10 და მე-11 მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 10. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის საოპერაციო და მთლიანი სალდო (პროფიციტი/დეფიციტი) თანხა ლარებში
მუხლი 11. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის ფინანსური აქტივები განისაზღვროს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის ფინანსური აქტივების ცვლილება (-644500) ლარის ოდენობით. ა) განისაზღვროს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის ფინანსური აქტივების ზრდა 0 ლარის ოდენობით. ბ) განისაზღვროს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის ფინანსური აქტივების კლება 644500 ლარის ოდენობით. თანხა ლარებში
,,8. წარმომადგენლობითი უფლებამოსილების განხორციელება კანონშემოქმედებითი საქმიანობის გააქტიურება. აუცილებელი საკანონმდებლო ბაზის შექმნა, რომელიც ხელს შეუწყობს ავტონომიური რესპუბლიკის ყველა სახელისუფლებო სტრუქტურის გამართულ ფუნქციონირებას, მომავალი აფხაზეთის პოლიტიკური სტატუსისა და კონსტიტუციური საფუძვლების შემუშავებას. მჭიდრო საქმიანი კავშირების დამყარება ქვეყნის საკანონმდებლო და ცენტრალურ აღმასრულებელ სტრუქტურებთან. აფხაზეთში მიმდინარე პროცესების შესახებ მსოფლიო საზოგადოებისათვის სწორი, ობიექტური ინფორმაციის მიწოდება. ოკუპირებულ ტერიტორიაზე ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტების აღრიცხვა, ამ უფლებების დაცვისკენ მიმართული ღონისძიებების გატარება ქვეყნის შიგნით და საერთაშორისო არენაზე. აფხაზეთში განხორციელებული ეთნიკური წმენდისა და გენოციდის პოლიტიკური და სამართლებრივი ასპექტების შესახებ საერთაშორისო საზოგადოების ინფორმირება. აფხაზეთში კონფლიქტის დარეგულირების და აფხაზეთიდან დევნილთა პრობლემების გადაწყვეტაში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლების ჩართულობის ხარისხის ამაღლება. შერიგებისა და ნდობის აღდგენისაკენ მიმართული ღონისძიებების გატარებაში აქტიური მონაწილეობა. რუსეთის მიერ აფხაზეთის ტერიტორიის ანექსიის მამხილებელი მასალების მოძიება და პოლიტიკური შეფასება; ობიექტური სინამდვილის გასაჯაროება, სისტემური კონტაქტების უზრუნველყოფა და შესაბამისი ინფორმაციის მიწოდება მეგობარი სახელმწიფოების პოლიტიკური და აკადემიური წრეებისთვის; სამოქალაქო სექტორში მხარდამჭერთა მოძიება, მათი დახმარებით სეპარატისტული რეჟიმის არაღიარების პოლიტიკის გააქტიურება. დეოკუპაციის სახელმწიფო პოლიტიკის განხორციელებაში აქტიური ჩართულობა. 8.1. საკანონმდებლო საქმიანობა საკანონმდებლო საქმიანობის განხორციელება, კონტროლი აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის საქმიანობაზე.“ 5. VI თავი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „თავი VІ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის ასიგნებები მუხლი 15. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის ასიგნებები განისაზღვროს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის ასიგნებები საბიუჯეტო კლასიფიკაციის მიხედვით 31336000 ლარის ოდენობით თანდართული რედაქციით: თანხა ლარებში
6. VII თავის: ა) მე-16 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 16. სარეზერვო ფონდი აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის 2024 წლის რესპუბლიკურ ბიუჯეტში განისაზღვროს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სარეზერვო ფონდი 217 000 (ორასჩვიდმეტი ათასი) ლარის ოდენობით, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკურ ბიუჯეტში გაუთვალისწინებული გადასახდელების დასაფინანსებლად. სარეზერვო ფონდიდან თანხებს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის გადაწყვეტილების საფუძველზე, რომელიც მოიცავს ინფორმაციას თანხების ოდენობისა და მიზნობრიობის შესახებ, გამოყოფს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო.“; ბ) მე-19 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 19. წინა წლებში წარმოქმნილი დავალიანებების დაფარვისა და სასამართლო გადაწყვეტილებების აღსრულების ფინანსური უზრუნველყოფა კომპენსაციები და დავალიანებები (მ.შ. სასამართლო გადაწყვეტილება) და მიმდინარე რეორგანიზაციის ხარჯები განისაზღვროს 1200 (ათას ორასი) ლარის ოდენობით. აღნიშნული ფონდიდან ხორციელდება წინა წლების სახელფასო და სხვა კრედიტორული დავალიანებების, კომპენსაციების და სასამართლო გადაწყვეტილებათა საფუძველზე წარმოქმნილი ვალდებულებებისა და მიმდინარე რეორგანიზაციის დაფინანსება, რომლის განკარგვა განხორციელდება ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის ბრძანების საფუძველზე დავალიანების დასაფარავად. წინა წლების დავალიანებების დაფარვისათვის ამ კანონით დამტკიცებული ასიგნებებიდან თანხების გამოყოფის მიზნით სამინისტროებმა და უწყებებმა 2024 წლის განმავლობაში უზრუნველყონ მათ ბალანსზე რიცხული წინა წლების კრედიტორული დავალიანების დაზუსტებული ინფორმაციის წარდგენა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში. ფაქტობრივი დავალიანებების დასაფარავად აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროსთან შეთანხმებით შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს 2024 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფი ორგანიზაციებისა და დაწესებულებებისათვის ხარჯების ეკონომიკური კლასიფიკაციის შესაბამისი მუხლით დამტკიცებული ასიგნებები იმ პირობით, რომ არ იქნება დაშვებული ახალი დავალიანებების წარმოშობა, რაზედაც მთელი პასუხისმგებლობა ეკისრებათ შესაბამის საბიუჯეტო ორგანიზაციას, დაწესებულებას.“. |
მუხლი 2 |
ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
1 მაისი 2024 წ. ქ. თბილისი N07-ს |
დოკუმენტის კომენტარები