დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიის ქონების მართვისა და მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის სამსახურის უფროსის 2024 წლის 23 აპრილის N07-322411420 მოხსენებითი ბარათის განხილვის შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 24 |
დოკუმენტის მიმღები | მარნეულის მუნიციპალიტეტი |
მიღების თარიღი | 01/05/2024 |
დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 07/05/2024 |
სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.159.016011 |
საქართველო მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
განკარგულება №24
2024 წლის 1 მაისი
ქ. მარნეული
მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიის ქონების მართვისა და მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის სამსახურის უფროსის 2024 წლის 23 აპრილის №07-322411420 მოხსენებითი ბარათის განხილვის შესახებ
მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2024 წლის 1 მაისის სხდომის №04 ოქმის მე-5 საკითხის შესაბამისად, მარნეულის მუნიციპალიტეტის მერის 2024 წლის 23 აპრილის №32-3224114127 წერილით შემოსული მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიის ქონების მართვისა და მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის სამსახურის უფროსის 2024 წლის 23 აპრილის №07-322411420 მოხსენებითი ბარათის გათვალისწინებით, „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ საქართველოს ორგანული კანონის 61-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტის, ამავე კოდექსის 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა.ე.“ ქვეპუნქტის, ,,გეოგრაფიული ობიექტების სახელდების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის მე-7 პუნქტის და საქართველოს მთავრობის 2015 წლის 1 ივნისის №239 დადგენილებით დამტკიცებული „მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის“ საფუძველზე
1. ქალაქ მარნეულში არსებული სახელწოდების არმქონე უსახელო ქუჩის სახელდება განხორციელდეს დანართი №1-ისა და თანდართული სიტუაციური რუკის შესაბამისად.
2. მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატმა უზრუნველყოს შესაბამისი ქმედების განხორციელება განკარგულების პირველი პუნქტის აღსასრულებლად.
3. განკარგულება შეიძლება გასაჩივრდეს ბოლნისის რაიონულ სასამართლოში (მის: ქ. ბოლნისი, სულხან-საბას ქუჩა №113), მისი ოფიციალური გაცნობის დღიდან ერთი თვის ვადაში.
4. განკარგულება ძალაში შევიდეს გამოქვეყნებისთანავე.
მარნეულის მუნიციპალიტეტის
საკრებულოს თავმჯდომარე: ამირან გიორგაძე
,,დანართი 1“
მარნეულის მუნიციპალიტეტი: ქალაქი მარნეული
ა) ქალაქ მარნეულში მდებარე უსახელო გეოგრაფიული ობიექტების სახელდება
გეოგრაფიული ობიექტის სახელწოდება |
შენიშვნა |
მე-11-ე ქუჩა |
|
მე-11-ე ქუჩის ჩიხი |
შენიშვნა: აღნიშნული დანართი განიხილება სიტუაციურ ნახაზებთან ერთად.
დოკუმენტის კომენტარები