სს „სადაზღვევო კომპანია არდი ჰოლდინგის” საფირმო სახელწოდების შეცვლასთან დაკავშირებით სიცოცხლის დაზღვევის ლიცენზიაში ცვლილების შეტანის თაობაზე

სს „სადაზღვევო კომპანია არდი ჰოლდინგის” საფირმო სახელწოდების შეცვლასთან დაკავშირებით სიცოცხლის დაზღვევის ლიცენზიაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 05/4-ლ
დოკუმენტის მიმღები სსიპ საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახური
მიღების თარიღი 02/05/2024
დოკუმენტის ტიპი ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 07/05/2024
სარეგისტრაციო კოდი
05/4-ლ
02/05/2024
ვებგვერდი, 07/05/2024
სს „სადაზღვევო კომპანია არდი ჰოლდინგის” საფირმო სახელწოდების შეცვლასთან დაკავშირებით სიცოცხლის დაზღვევის ლიცენზიაში ცვლილების შეტანის თაობაზე
სსიპ საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახური
 

სსიპ  – საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსის

ბრძანება №05/4-ლ

2024 წლის 2 მაისი

ქ.თბილისი

 

სს „სადაზღვევო კომპანია არდი ჰოლდინგის“ საფირმო სახელწოდების შეცვლასთან დაკავშირებით სიცოცხლის დაზღვევის ლიცენზიაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის“ 63-ე მუხლის, „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის „ა“, „ბ“ და „დ“ ქვეპუნქტების, „დაზღვევის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის „ა“ და „დ“ ქვეპუნქტების, ამავე კანონის 28-ე მუხლის მე-2 და მე-4 პუნქტების, „სსიპ – საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის შექმნისა და მასთან არსებული სამეთვალყურეო საბჭოს ჩამოყალიბების შესახებ” 2013 წლის 2 მაისის საქართველოს მთავრობის №102 დადგენილებით დამტკიცებული სსიპ – საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის დებულების მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის „თ“ ქვეპუნქტის და სს „არდი დაზღვევას“ (საიდენტიფიკაციო ნომერი: 405662242) 2024 წლის 1 მაისის 1/24-0023 მომართვის საფუძველზე, ვბრძანებ:

1. სს „სადაზღვევო კომპანია არდი ჰოლდინგის“ (საიდენტიფიკაციო ნომერი: 405662242) საფირმო სახელწოდების შეცვლასთან დაკავშირებით საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსის 2024 წლის 22 აპრილის №05/1–ლ ბრძანებაში შევიდეს ცვლილება და სათაურსა და ტექსტში მზღვეველის საფირმო სახელწოდებად განისაზღვროს სს „არდი დაზღვევა“.

2. სს „არდი დაზღვევაზე“ (საიდენტიფიკაციო ნომერი: 405662242) გაიცეს სიცოცხლის დაზღვევის სალიცენზიო მოწმობა შესაბამისი ცვლილების გათვალისწინებით.

3. ეს ბრძანება 10 დღის ვადაში გამოქვეყნდეს საქართველოს ოფიციალურ ბეჭდვით ორგანოში „საქართველოს საკანონმდებლო მაცნე“.

4. ამ ბრძანებით გათვალისწინებული ცვლილების შესახებ მონაცემები შეტანილ იქნეს მზღვეველთა უწყებრივ სალიცენზიო რეესტრში.

5. ბრძანების გასაჩივრება შეიძლება ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, №64) მხარისათვის მისი გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.

6. ბრძანება ამოქმედდეს ხელმოწერისთანავე.

სამსახურის უფროსი დავით ონოფრიშვილი