სს „არდი დაზღვევა“-ს საფირმო სახელწოდების შეცვლასთან დაკავშირებით სიცოცხლის დაზღვევის და დაზღვევის (არა სიცოცხლის) ლიცენზიებში ცვლილების შეტანის თაობაზე

სს „არდი დაზღვევა“-ს საფირმო სახელწოდების შეცვლასთან დაკავშირებით სიცოცხლის დაზღვევის და დაზღვევის (არა სიცოცხლის) ლიცენზიებში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 05/3-ლ
დოკუმენტის მიმღები სსიპ საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახური
მიღების თარიღი 02/05/2024
დოკუმენტის ტიპი ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 07/05/2024
სარეგისტრაციო კოდი
05/3-ლ
02/05/2024
ვებგვერდი, 07/05/2024
სს „არდი დაზღვევა“-ს საფირმო სახელწოდების შეცვლასთან დაკავშირებით სიცოცხლის დაზღვევის და დაზღვევის (არა სიცოცხლის) ლიცენზიებში ცვლილების შეტანის თაობაზე
სსიპ საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახური
სსიპ – საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსის

ბრძანება №05/3-ლ

2024 წლის 2 მაისი

ქ. თბილისი

სს „არდი დაზღვევას“ საფირმო სახელწოდების შეცვლასთან დაკავშირებით სიცოცხლის დაზღვევის და დაზღვევის (არასიცოცხლის) ლიცენზიებში ცვლილების შეტანის თაობაზე

„საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის“ 63-ე მუხლის, „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის „ა“, „ბ“ და „დ“  ქვეპუნქტების,  „დაზღვევის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის „ა“ და „დ“ ქვეპუნქტების, ამავე კანონის 28-ე მუხლის მე-2 და მე-4 პუნქტების, „სსიპ – საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის შექმნისა და მასთან არსებული სამეთვალყურეო საბჭოს ჩამოყალიბების შესახებ” 2013 წლის 02 მაისის საქართველოს მთავრობის №102 დადგენილებით დამტკიცებული სსიპ – საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის დებულების მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის „თ“ ქვეპუნქტის და სს „სადაზღვევო კომპანია ავტოგრაფის“  2024 წლის 1 მაისის №1/24-0063 მომართვის საფუძველზე, ვბრძანებ:

1. სს „არდი დაზღვევის“ (საიდენტიფიკაციო ნომერი: 404858631) საფირმო სახელწოდების შეცვლასთან დაკავშირებით საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის 2010 წლის 15 ოქტომბრის №288 განკარგულებაში და საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსის  2014 წლის 14 მარტის №05/1-ლ ბრძანებაში ( „შპს „სადაზღვევო კომპანია არდი ჯგუფის“ ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმის და საფირმო სახელწოდების შეცვლასთან დაკავშირებით სიცოცხლის დაზღვევის და დაზღვევის (არა სიცოცხლისა) ლიცენზიებში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსის 2015 წლის 29 დეკემბრის №05/7-ლ ბრძანებით განხორციელებული ცვლილებების გათვალისწინებით)  შევიდეს ცვლილება და სათაურსა და ტექსტში მზღვეველის საფირმო სახელწოდებად განისაზღვროს სს „სადაზღვევო კომპანია ავტოგრაფი“.

2. სს „სადაზღვევო კომპანია ავტოგრაფზე“ (საიდენტიფიკაციო ნომერი: 404858631) გაიცეს სიცოცხლის დაზღვევის და დაზღვევის (არა სიცოცხლის) სალიცენზიო მოწმობები შესაბამისი ცვლილებების გათვალისწინებით.

3. ეს ბრძანება 10 დღის ვადაში გამოქვეყნდეს საქართველოს ოფიციალურ ბეჭდვით ორგანოში „საქართველოს საკანონმდებლო მაცნე“.

4.ამ ბრძანებით გათვალისწინებული ცვლილების შესახებ მონაცემები შეტანილ იქნეს მზღვეველთა უწყებრივ სალიცენზიო რეესტრში.

5. ბრძანების გასაჩივრება შეიძლება ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, № 64) მხარისათვის მისი გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.

6. ბრძანება ამოქმედდეს ხელმოწერისთანავე.

 

სამსახურის უფროსი                                                                                                      დავით ონოფრიშვილი