დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
სს „სადაზღვევო კომპანია არდი ჰოლდინგის” საფირმო სახელწოდების შეცვლასთან დაკავშირებით დაზღვევის (არა სიცოცხლისა) ლიცენზიაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 05/5-ლ |
დოკუმენტის მიმღები | სსიპ საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახური |
მიღების თარიღი | 02/05/2024 |
დოკუმენტის ტიპი | ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 07/05/2024 |
სარეგისტრაციო კოდი |
|
სს „სადაზღვევო კომპანია არდი ჰოლდინგის“ საფირმო სახელწოდების შეცვლასთან დაკავშირებით დაზღვევის (არა სიცოცხლისა) ლიცენზიაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის“ 63-ე მუხლის, „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის „ა“, „ბ“ და „დ“ ქვეპუნქტების, „დაზღვევის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის „ა“ და „დ“ ქვეპუნქტების, ამავე კანონის 28-ე მუხლის მე-2 და მე-4 პუნქტების, „სსიპ – საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის შექმნისა და მასთან არსებული სამეთვალყურეო საბჭოს ჩამოყალიბების შესახებ” 2013 წლის 02 მაისის საქართველოს მთავრობის №102 დადგენილებით დამტკიცებული სსიპ – საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის დებულების მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის „თ“ ქვეპუნქტის და სს „არდი დაზღვევის“ (საიდენტიფიკაციო ნომერი: 405662242) 2024 წლის 1 მაისის 1/24-0023 მომართვის საფუძველზე, ვბრძანებ:
1. სს „სადაზღვევო კომპანია არდი ჰოლდინგის“ (საიდენტიფიკაციო ნომერი: 405662242) საფირმო სახელწოდების შეცვლასთან დაკავშირებით საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსის 2024 წლის 22 აპრილის №05/2-ლ ბრძანებაში შევიდეს ცვლილება და სათაურსა და ტექსტში მზღვეველის საფირმო სახელწოდებად განისაზღვროს სს „არდი დაზღვევა“. 2. სს „არდი დაზღვევაზე“ (საიდენტიფიკაციო ნომერი: 405662242) გაიცეს დაზღვევის (არასიცოცხლისა) ლიცენზიის სალიცენზიო მოწმობა, შესაბამისი ცვლილების გათვალისწინებით. 3. ეს ბრძანება 10 დღის ვადაში გამოქვეყნდეს საქართველოს ოფიციალურ ბეჭდვით ორგანოში „საქართველოს საკანონმდებლო მაცნე“. 4. ამ ბრძანებით გათვალისწინებული ცვლილების შესახებ მონაცემები შეტანილ იქნეს მზღვეველთა უწყებრივ სალიცენზიო რეესტრში. 5. ბრძანების გასაჩივრება შეიძლება ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, №64) მხარისათვის მისი გაცნობიდან ერთი თვის ვადაში. 6. ბრძანება ამოქმედდეს ხელმოწერისთანავე.
სამსახურის უფროსი დავით ონოფრიშვილი
|
დოკუმენტის კომენტარები