დუშეთის მუნიციპალიტეტის ჭოპორტის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ წითელსოფელში მდებარე მე-9 ქუჩის და მე-9 ქუჩის I ჩიხისთვის წმინდა იოანე ზედაზნელის სახელის მინიჭების შესახებ

დუშეთის მუნიციპალიტეტის ჭოპორტის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ წითელსოფელში მდებარე მე-9 ქუჩის და მე-9 ქუჩის I ჩიხისთვის წმინდა იოანე ზედაზნელის სახელის მინიჭების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 25
დოკუმენტის მიმღები დუშეთის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 26/04/2024
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 07/05/2024
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.152.016076
25
26/04/2024
ვებგვერდი, 07/05/2024
000000000.00.152.016076
დუშეთის მუნიციპალიტეტის ჭოპორტის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ წითელსოფელში მდებარე მე-9 ქუჩის და მე-9 ქუჩის I ჩიხისთვის წმინდა იოანე ზედაზნელის სახელის მინიჭების შესახებ
დუშეთის მუნიციპალიტეტი
 

 დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

 განკარგულება 25

 2024 წლის 26 აპრილი

 ქ. დუშეთი

 

დუშეთის მუნიციპალიტეტის ჭოპორტის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ წითელსოფელში მდებარე მე-9 ქუჩის და მე-9 ქუჩის I ჩიხისთვის წმინდა იოანე ზედაზნელის სახელის მინიჭების შესახებ

„ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ საქართველოს ორგანული კანონის 61-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა.ე.“ ქვეპუნქტის და „გეოგრაფიული ობიექტების სახელდების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის თანახმად, დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულომ გადაწყვიტა:

1. უშეთის მუნიციპალიტეტის ჭოპორტის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ წითელსოფელში მდებარე მე-9 ქუჩას და მე-9 ქუჩის I ჩიხს მიენიჭოს წმინდა იოანე ზედაზნელის სახელი თანდართული რუკის შესაბამისად.

2. დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიამ ოთხი თვის ვადაში უზრუნველყოს ამ განკარგულების შესასრულებლად საჭირო ღონისძიებების გატარება.

3. განკარგულება გადაეგზავნოს დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიას, სსიპ – საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს, სსიპ –  სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს, შინაგან საქმეთა სამინისტროს, საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას.

4. განკარგულება გადაგზავნილ იქნეს საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში და გამოქვეყნდეს მიღებიდან 10 დღის ვადაში.

5. განკარგულება ძალაში შედის გამოქვეყნებისთანავე.

6. განკარგულება შეიძლება გასაჩივრდეს გამოქვეყნებიდან ერთი თვის ვადაში კანონით დადგენილი წესით მცხეთის რაიონული სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. მცხეთა, სამხედროს ქუჩა №17).

 

 საკრებულოს თავმჯდომარე                                                                               კახაბერ ჩიტაური