გურჯაანის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგულარული სამგზავრო გადაყვანის მიზნით ავტობუსების (M3 კატეგორია) მოძრაობის მარშრუტების დამტკიცების შესახებ

გურჯაანის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგულარული სამგზავრო გადაყვანის მიზნით ავტობუსების (M3 კატეგორია) მოძრაობის მარშრუტების დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 45
დოკუმენტის მიმღები გურჯაანის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 01/05/2024
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 02/05/2024
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.166.016599
45
01/05/2024
ვებგვერდი, 02/05/2024
010250050.35.166.016599
გურჯაანის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგულარული სამგზავრო გადაყვანის მიზნით ავტობუსების (M3 კატეგორია) მოძრაობის მარშრუტების დამტკიცების შესახებ
გურჯაანის მუნიციპალიტეტი
 

გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №45

2024 წლის 1 მაისი

ქ. გურჯაანი

გურჯაანის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგულარული სამგზავრო გადაყვანის მიზნით ავტობუსების (M3 კატეგორია) მოძრაობის მარშრუტების დამტკიცების შესახებ

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „ლ“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის, „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის „რ“ ქვეპუნქტის, „საავტომობილო ტრანსპორტის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-11 პუნქტის, მე-4 მუხლის მე-4 პუნქტის, „ეკონომიკის რეგულირებადი სფეროების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 5 დეკემბრის №667 დადგენილების პირველი მუხლის „ა“ქვეპუნქტის და მე-2 მუხლის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის  25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
დამტკიცდეს გურჯაანის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგულარული სამგზავრო გადაყვანის მიზნით ავტობუსების (M3 კატეგორია) მოძრაობის მარშრუტები დანართის შესაბამისად.
მუხლი 2
ძალადაკარგულად იქნეს ცნობილი „გურჯაანის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგულარული სამგზავრო გადაყვანის მიზნით ავტობუსების (M2 კატეგორია) მოძრაობის მარშუტების დამტკიცების შესახებ“ გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 02 აგვისტოს №45 დადგენილება (გამოქვეყნების წყარო: „www.matsne.gov.ge“, 04/08/2022, 010250050.35.166.016540).
მუხლი 3
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარევანო ბერიძიშვილი



გურჯაანის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგულარული სამგზავრო გადაყვანის მიზნით ავტობუსების (M3 კატეგორია) მოძრაობის მარშრუტები

№1 – სარაჯიშვილის ქუჩის და 9 აპრილის ქუჩის კვეთა; სარაჯიშვილის ქუჩა შემოვლითი გზის წრიულამდე; სარაჯიშვილის ქუჩა; 9 აპრილის ქუჩა; ქოროღლიშვილის ქუჩა; კოსტავას ქუჩა; აღმაშენებლის ქუჩა; თავისუფლების ქუჩა; წმ. ნინოს ქუჩა; სანაპიროს ქუჩა; რუსთაველის ქუჩა; თამარ მეფის ქუჩა; გურამიშვილის ქუჩა; სარაჯიშვილის ქუჩის და 9 აპრილის ქუჩის კვეთა.

№2 – სარაჯიშვილის ქუჩის და 9 აპრილის ქუჩის კვეთა; გურამიშვილის ქუჩა; თამარ მეფის ქუჩა; რუსთაველის ქუჩა; სანაპიროს ქუჩა; წმ. ნინოს ქუჩა; თავისუფლების ქუჩა; აღმაშენებლის ქუჩა; კოსტავას ქუჩა; ქოროღლიშვილის ქუჩა; 9 აპრილის ქუჩა; სარაჯიშვილის ქუჩა შემოვლითი გზის წრიულამდე; სარაჯიშვილის ქუჩა; სარაჯიშვილის ქუჩის და 9 აპრილის ქუჩის კვეთა.

№3 – ქალაქ გურჯაანის ავტოსადგური; თავისუფლების ქუჩა; აღმაშენებლის ქუჩა; კოსტავას ქუჩა; თავისუფლების ქუჩა; თაყაიშვილის ქუჩა; რუსთაველის ქუჩა; სანაპიროს ქუჩა; წმ. ნინოს ქუჩა; ვაჟა ფშაველას ქუჩა; შალიკაშვილების ქუჩა; ვაჟა ფშაველას ქუჩა; თავისუფლების ქუჩა; ქალაქ გურჯაანის ავტოსადგური.

№4 – ქალაქ გურჯაანის ავტოსადგური; თავისუფლების ქუჩა; ვაჟა ფშაველას ქუჩა; შალიკაშვილების ქუჩა; ვაჟა ფშაველას ქუჩა; წმ. ნინოს ქუჩა; გურამიშვილის ქუჩა; თამარ მეფის ქუჩა; რუსთაველის ქუჩა; თაყაიშვილის ქუჩა; თავისუფლების ქუჩა; ქალაქ გურჯაანის ავტოსადგური.

№5 – ქალაქ გურჯაანის ავტოსადგური; სოფელი ჩუმლაყი; სოფელი ახაშენი; სოფელი ველისციხე (კულტურის სახლი); სოფელი მუკუზანი; სოფელი ვაზისუბანი; სოფელი შაშიანი; სოფელი კალაური; სოფელი ვაჩნაძიანი; სოფელი კახიფარი.

უკუსვლა – სოფელი კახიფარი; სოფელი ვაჩნაძიანი; სოფელი კალაური; სოფელი შაშიანი; სოფელი ვაზისუბანი; სოფელი მუკუზანი; სოფელი ველისციხე (სოფლის შესასვლელში); სოფელი ახაშენი; სოფელი ჩუმლაყი; ქალაქ გურჯაანის ავტოსადგური.

№6 – ქალაქ გურჯაანის ავტოსადგური; სოფელი გურჯაანი; სოფელი ჭანდარი; სოფელი ძირკოკი; სოფელი ვეჯინი; სოფელი კოლაგი; სოფელი ბაკურციხე; სოფელი კარდენახი (რკინიგზის სადგურის გავლით) სოფლის ბოლომდე.

უკუსვლა – სოფელი კარდენახი (სოფლის ბოლოდან რკინიგზის სადგურის გავლით); სოფელი ბაკურციხე; სოფელი კოლაგი; სოფელი ვეჯინი; სოფელი ძირკოკი; სოფელი ჭანდარი; სოფელი გურჯაანი; ქალაქ გურჯაანის ავტოსადგური.

№7 – ქალაქ გურჯაანის ავტოსადგური; სოფელი გურჯაანი; სოფელი ჭანდარი; სოფელი ძირკოკი; სოფელი ვეჯინი; სოფელი კოლაგი; სოფელი ბაკურციხე; სოფელი ჩალაუბანი; სოფელი არაშენდა; სოფელი ქოდალო; სოფელი ზიარი; სოფელი ქოდალო; სოფელი დარჩეთი; სოფელი ნანიანი; სოფელი ჩალაუბანი; სოფელი ბაკურციხე; სოფელი კოლაგი; სოფელი ვეჯინი; სოფელი ძირკოკი; სოფელი ჭანდარი; სოფელი გურჯაანი; ქალაქ გურჯაანის ავტოსადგური.

№8 – ქალაქ გურჯაანის ავტოსადგური; სოფელი გურჯაანი; სოფელი ჭანდარი; სოფელი ძირკოკი; სოფელი ვეჯინი; სოფელი კოლაგი; სოფელი ბაკურციხე; სოფელი მელაანი (საჯარო სკოლა); სოფელი კაჭრეთი; სოფელი ზემო კაჭრეთი; სოფელი კაჭრეთი; სოფელი ჯიმითი; სოფელი კაჭრეთი; სოფელი მელაანი; სოფელი ბაკურციხე; სოფელი კოლაგი; სოფელი ვეჯინი; სოფელი ძირკოკი; სოფელი ჭანდარი; სოფელი გურჯაანი; ქალაქ გურჯაანის ავტოსადგური.