სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაქირის გეოგრაფიული ობიექტის (N14 ქუჩის) სახელდების შესახებ

სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაქირის გეოგრაფიული ობიექტის (N14 ქუჩის) სახელდების შესახებ
დოკუმენტის ნომერი გ-55. 55241216
დოკუმენტის მიმღები სიღნაღის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 30/04/2024
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 07/05/2024
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.168.016028
გ-55. 55241216
30/04/2024
ვებგვერდი, 07/05/2024
000000000.00.168.016028
სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაქირის გეოგრაფიული ობიექტის (N14 ქუჩის) სახელდების შესახებ
სიღნაღის მუნიციპალიტეტი
სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

განკარგულება №გ-55. 55241216

2024 წლის 30 აპრილი

სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაქირის გეოგრაფიული  ობიექტის (14   ქუჩის) სახელდების შესახებ

საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის  კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ა.ე“ ქვეპუნქტის, „გეოგრაფიული  ობიექტების სახელდების შესახებ“  საქართველოს  კანონის მე-10 მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს მთავრობის  2015 წლის 1 ივნისის  „მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“ №239 დადგენილების მეშვიდე მუხლისა  და გეოგრაფიული ობიექტების სახელწოდებათა დადგენის, ნორმალიზების, გამოყენების, აღრიცხვისა და დაცვის მიზნით, გეოგრაფიული ობიექტების  სახელწოდებათა სფეროში მოქმედი სამთავრობო კომისიის 2024 წლის 22 მარტის №41 სხდომის ოქმის საფუძველზე, სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულომ გადაწყვიტა:

1. მოხდეს სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაქირის №14  ქუჩის სახელდება და  ეწოდოს  „გომბორის“ ქუჩა. 

2. დაევალოს სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერიას  განკარგულების შესრულების ორგანიზაციული უზრუნველყოფა და პრაქტიკულ ღონისძიებათა განხორციელება.

3. დაევალოს სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატს აღნიშნული განკარგულების გადაგზავნა ყველა დაინტერესებული ფიზიკური და იურიდიული პირისთვის შესაბამისი ცვლილებების გასატარებლად.

4. ეს განკარგულება  ძალაში  შევიდეს გამოქვეყნებისთანავე.

5. ამ განკარგულების გასაჩივრება შესაძლებელია სიღნაღის რაიონულ სასამართლოში (ქ. სიღნაღი ც. დადიანის ქ. №15 ) განკარგულების ძალაში შესვლიდან ერთი თვის ვადაში.

 

სიღნაღის მუნიციპალიტეტის

საკრებულო თავმჯდომარე                                                            დავითი ჯანიკაშვილი