დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ნუკრიანის გეოგრაფიული ობიექტის, მოურავ რევაზ ანდრონიკაშვილის“ ქუჩისათვის სახელის გადარქმევის შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | გ-55. 55241215 |
დოკუმენტის მიმღები | სიღნაღის მუნიციპალიტეტი |
მიღების თარიღი | 30/04/2024 |
დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 07/05/2024 |
სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.168.016029 |
|
სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ნუკრიანის გეოგრაფიული ობიექტის – მოურავ რევაზ ანდრონიკაშვილის ქუჩისათვის სახელის გადარქმევის შესახებ
|
საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ა.ე“ ქვეპუნქტის, „გეოგრაფიული ობიექტების სახელდების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს მთავრობის 2015 წლის 1 ივნისის „მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“ №239 დადგენილების მეოთხე მუხლის „ე“ პუნქტისა და გეოგრაფიული ობიექტების სახელწოდებათა დადგენის, ნორმალიზების, გამოყენების, აღრიცხვისა და დაცვის მიზნით, გეოგრაფიული ობიექტების სახელწოდებათა სფეროში მოქმედი სამთავრობო კომისიის 2024 წლის 22 მარტის №41 სხდომის ოქმის საფუძველზე, სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულომ გადაწყვიტა:
1. მოხდეს სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ნუკრიანის მოურავ რევაზ ანდრონიკაშვილის ქუჩისათვის სახელის გადარქმევა და მიენიჭოს ,,ალექსანდრე ანდრონიკაშვილის“ სახელი. 2. დაევალოს სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერიას განკარგულების შესრულების ორგანიზაციული უზრუნველყოფა და პრაქტიკულ ღონისძიებათა განხორციელება. 3. დაევალოს სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატს აღნიშნული განკარგულების გადაგზავნა ყველა დაინტერესებული ფიზიკური და იურიდიული პირისთვის შესაბამისი ცვლილებების გასატარებლად. 4. ეს განკარგულება ძალაში შევიდეს გამოქვეყნებისთანავე. 5. ამ განკარგულების გასაჩივრება შესაძლებელია სიღნაღის რაიონულ სასამართლოში (ქ.სიღნაღი ც. დადიანის ქ.№15 ) განკარგულების ძალაში შესვლიდან ერთი თვის ვადაში. სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე დავითი ჯანიკაშვილი |
დოკუმენტის კომენტარები