ყაზბეგის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე უსახლკარო პირების რეგისტრაციისა და მათი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის წესის დამტკიცების შესახებ

ყაზბეგის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე უსახლკარო პირების რეგისტრაციისა და მათი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის წესის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 11
დოკუმენტის მიმღები ყაზბეგის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 30/04/2024
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 08/05/2024
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.151.016383
11
30/04/2024
ვებგვერდი, 08/05/2024
010250020.35.151.016383
ყაზბეგის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე უსახლკარო პირების რეგისტრაციისა და მათი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის წესის დამტკიცების შესახებ
ყაზბეგის მუნიციპალიტეტი
 

 ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №11

2024 წლის 30 აპრილი

დაბა სტეფანწმინდა

 

ყაზბეგის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე უსახლკარო პირების რეგისტრაციისა და მათი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის წესის დამტკიცების შესახებ

საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ფ“ ქვეპუნქტისა და ამავე კოდექსის 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, ყაზბეგის მუნიციპალიტეტის  საკრებულო  ადგენს:

მუხლი 1
დამტკიცდეს:

1. ყაზბეგის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე უსახლკარო პირების რეგისტრაციისა და მათი საცხოვრებელი  ფართით უზრუნველყოფის წესი (დანართი №1);

2. ყაზბეგის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე უსახლკარო პირების რეგისტრაციის ფორმა (განაცხადი) (დანართი №2).

3. ყაზბეგის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე უსახლკარო პირების კითხვარის ფორმა (დანართი №3.)

მუხლი 2
დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.

ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მ/შელგუჯა ღუდუშაური



დანართი №1

ყაზბეგის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე უსახლკარო პირების რეგისტრაციისა და მათი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის წესი

მუხლი 1. ზოგადი დებულებანი

1. წინამდებარე წესი ეფუძნება საქართველოს კონსტიტუციას, საქართველოს ორგანულ კანონს „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“, „სოციალური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონსა და სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიულ აქტებს.

2. ყაზბეგის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული უსახლკარო პირების რეგისტრაციისა და მათი კოტეჯის ტიპის საცხოვრისით უზრუნველყოფის წესი (შემდგომში – წესი) განსაზღვრავს რეგისტრაციის კრიტერიუმებს და პროცედურებს.

3. ამ წესში გამოყენებულ ტერმინთა განმარტება:

ა) უსახლკარო პირი – მუდმივი, განსაზღვრული საცხოვრებელი ადგილის არმქონე პირი, რომელიც ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოში რეგისტრირებულია როგორც უსახლკარო;

ბ) ოჯახი – სისხლით ნათესაობისა და ქორწინების ნიადაგზე შექმნილი მცირე სოციალური ჯგუფი, რომლის წევრები ერთმანეთთან დაკავშირებული არიან საერთო საცხოვრებელი სივრცითა და ეკონომიკური და მორალური პასუხისმგებლობებით.

მუხლი 2. უსახლკარო პირთა რეგისტრაციისა და საცხოვრებელი ფართის მიღების პროცედურები

1. სტატუსის და კოტეჯის ტიპის საცხოვრებელი ფართის მიღებით დაინტერესებული პირი ვალდებულია საკუთარი მოთხოვნა დააფიქსიროს ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მერიაში განცხადების წარდგენის გზით. განცხადებას თან უნდა ერთოდეს:

ა) უსახლკარო პირების რეგისტრაციისა და საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განაცხადი სპეციალური შევსებული ფორმა (დანართი №2);

ბ) უსახლკარო პირების რეგისტრაციისა და საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე კითხვარის ფორმა (დანართი №3);

გ) წესის მე-6 მუხლით გათვალისწინებული დოკუმენტაცია.

2. რეგისტრირებულად ითვლება პირი, რომელიც წარადგენს სრულყოფილად შევსებულ განაცხადის ფორმას, კითხვარს და შესაბამის დოკუმენტაციას.

3. უსახლკარო პირების რეგისტრაცია არ განხორციელდება ან გაუქმდება, თუ:

ა) ოჯახის ქონებრივი მდგომარეობის ან/და სხვა ისეთი გარემოების გამოვლენისას, რაც ადასტურებს განმცხადებლის/რეგისტრირებული პირის შესაძლებლობას, უზრუნველყოფილი იყოს საცხოვრისით საკუთარი შესაძლებლობებით ან მის მიმართ ვრცელდება მესამე პირის ვალდებულება (საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული) საცხოვრისით უზრუნველყოფაზე;

ბ) განმცხადებლის მხრიდან საცხოვრებლის მიღების მიზნით მოწოდებული არასწორი ინფორმაცია ან/და ნებისმიერი არაკეთილსინდისიერი ქმედება, რაც ხელოვნურად წარმოშობს უსახლკარო პირად რეგისტრაციის ან საცხოვრებლით უზრუნველყოფის საფუძველს;

გ) პირი/ოჯახი აღარ აკმაყოფილებს ამ წესით განსაზღვრულ კრიტერიუმებს;

დ) თავშესაფრის მაძიებელი პირი რეგისტრირებულია სხვა მუნიციპალიტეტში.

4. უსახლკარო პირების რეგისტრაცია, ყაზბეგის მუნიციპალიტეტისათვის არ წარმოშობს უსახლკაროდ რეგისტრირებული პირის საცხოვრისით რაიმე კონკრეტულ ვადაში აუცილებელი დაკმაყოფილების ვალდებულებას. უსახლკაროდ რეგისტრირებული პირის კოტეჯის ტიპის საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილება მოხდება ყაზბეგის მუნიციპალიტეტის შესაძლებლობებისა და კოტეჯის ტიპის საცხოვრებელი ფართის მშენებლობისთვის არსებული რესურსის შესაბამისად.

მუხლი 3. უსახლკარო პირთა რეგისტრაციისა და მათი საცხოვრისით უზრუნველყოფის კომისია

1. ამ წესის განხორციელების მიზნით, ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მერი ქმნის უსახლკარო პირთა რეგისტრაციისა და მათი საცხოვრისით უზრუნველყოფის კომისიას (შემდგომში – კომისია).

2. კომისიის შემადგენლობაში შედიან: მერიის თანამდებობის პირები, საკრებულოს წევრი/ები აგრეთვე საკრებულოს მაჟორიტარი წევრები იმ ადმინისტრაციული ერთეულიდან, რომლის ტერიტორიაზეც ცხოვრობს განმცხადებელი (უსახლკარო პირი), ასევე პროფესიული საჯარო მოხელეები, სათათბირო ხმის უფლებით მოწვეული სპეციალისტები (მათ შორის, არასამთავრობო ორგანიზაციების და სოციალური მომსახურების სააგენტოს წარმომადგენლები).

3. კომისია შედგება: კომისიის თავმჯდომარის, კომისიის თავმჯდომარის მოადგილის, მდივნისა და სხვა წევრებისაგან.

4. კომისიის წევრთა მიმართ ვრცელდება ,,საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის“ მე-8 და 92-ე მუხლების მოთხოვნები.

5. კომისია უშუალოდ ექვემდებარება კომისიის ხელმძღვანელს და ასრულებს მის დავალებებს.

6. კომისიის საქმის წარმოებას უზრუნველყოფს კომისიის მდივანი.

7. კომისიის წევრთა საქმიანობა არ არის ანაზღაურებადი.

8. კომისია დამოუკიდებელია. არავის აქვს უფლება მოახდინოს რაიმე ზეგავლენა ან/და ჩაერიოს მის საქმიანობაში.

9. კომისიას ხელმძღვანელობს თავმჯდომარე, რომელიც პასუხისმგებელია კომისიის მუშაობის ორგანიზებაზე. კომისიის თავმჯდომარე ხელს აწერს კომისიის საქმიანობას მიკუთვნებულ კორესპონდენციას.

10. კომისიის წევრებს შორის მოვალეობებს ანაწილებს და მუშაობის რეჟიმს განსაზღვრავს კომისიის თავმჯდომარე.

11. კომისიის თავმჯდომარეს, მისი არყოფნის შემთხვევაში, ცვლის კომისიის თავმჯდომარის მოადგილე.

12. კომისიის წევრი ვალდებულია:

ა) მონაწილეობა მიიღოს კომისიის სხდომებში და არ გამოტოვოს სხდომა არასაპატიო მიზეზით;

 ბ) დაიცვას წინამდებარე წესით განსაზღვრული მოთხოვნები;

გ) დაიცვას საქართველოს ნორმატიული აქტებით განსაზღვრული ინფორმაციის კონფიდენციალობა.

13. კომისიის სხდომა უფლებამოსილია, თუ სხდომას ესწრება კომისიის წევრთა არანაკლებ 2/3.

14. კომისიის სხდომას შეიძლება დაესწრონ სხვადასხვა საჯარო დაწესებულების, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, ცალკეული დარგის ექსპერტები/ სპეციალისტები ან/და სხვა მოწვეული პირები. კომისიის სხდომაზე დასასწრებად შეიძლება მოწვეულ იქნენ დაინტერესებული პირები.

15. კომისია ვალდებულია უზრუნველყოს საქმისთვის მნიშვნელობის მქონე გარემოებათა გამოკვლევა, საჭიროების შემთხვევაში მერიამ მიმართოს სსიპ – ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს შესაბამისი დასკვნის მისაღებად საცხოვრებელი ფართის ვარგისიანობის თაობაზე და დამსწრე დაინტერესებულ მხარეს მისცეს საქმესთან დაკავშირებით საკუთარი აზრის გამოთქმის უფლება.

16. კომისია სხდომაზე გადაწყვეტილებებს იღებს ღია კენჭისყრით.

17. კომისია გადაწყვეტილებას იღებს ხმათა უმრავლესობით, თანაბარი რაოდენობის ხმების არსებობის შემთხვევაში უპირატესობა მიენიჭება კომისიის თავმჯდომარის გადაწყვეტილებას.

18. კომისიის სხდომა ფორმდება ოქმით.

19. ოქმს ხელს აწერენ კომისიის თავმჯდომარე და სხდომაზე დამსწრე კომისიის წევრები.

20. კომისიის სხდომის ოქმები და საქმისწარმოების სხვა მასალები ინახება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

მუხლი 4. შეფასების პროცედურები

1. კომისიის საქმიანობის ხელშეწყობის მიზნით, მერის წარმომადგენლებმა შესაბამისი ადმინისტრაციული ერთეულის საზღვრებში განახორციელონ მოკვლევა უსახლკარო პირთა სტატუსის მიღებით დაინტერესებული განმცხადებლის და მისი ოჯახის წევრების შესახებ (ასეთის არსებობის შემთხვევაში), მოიძიონ დამატებითი ინფორმაცია და წარუდგინონ კომისიას.

2. კოტეჯის ტიპის საცხოვრისის უზრუნველყოფისათვის პირს მფლობელობაში უნდა გააჩნდეს (სამშენებლოდ ვარგისი) მიწის ნაკვეთი . უსახლკაროდ რეგისტრირებულ პირთა რიგითობა განისაზღვრება კომისიის მიერ პირის (ოჯახის) ქონებრივი მდგომარეობის, საცხოვრებელი პირობების, ჯანმრთელობისა და სხვა ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე. პირს (ოჯახს) პრიორიტეტი ენიჭება ამ წესის მე-5 მუხლის მიხედვით შეფასების კრიტერიუმების გათვალისწინებით, აგრეთვე უსახლკარობის გამომწვევი მიზეზებისა და გარემოებების გათვალისწინებით. თანაბარი რაოდენობის ხმების არსებობის შემთხვევაში უპირატესობა მიენიჭება კომისიის თავმჯდომარის გადაწყვეტილებას.

მუხლი 5. შეფასების კრიტერიუმები

1. უსახლკაროდ რეგისტრირებულ პირთა შეფასება მოხდება შესაბამისი უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული მოქმედი დოკუმენტის საფუძველზე, შემდეგი კრიტერიუმების გათვალისწინებით:

ა) ოჯახი რეგისტრირებულია სოციალურად დაუცველი ოჯახების ერთიან მონაცემთა ბაზაში, ოჯახის სარეიტინგო ქულა სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის მიხედვით;

ბ) ოჯახის შემოსავალი:

ბ.ა) ოჯახის შემოსავლების ჯამი ოჯახის წევრთა რაოდენობის გათვალისწინებით დადგენილი საარსებო მინიმუმის ნახევარზე ნაკლებია;

ბ.ბ) ოჯახის შემოსავლების ჯამი ოჯახის წევრთა რაოდენობის გათვალისწინებით დადგენილ საარსებო მინიმუმის ნახევარზე მეტია ან უტოლდება;

გ) არასრულწლოვან პირთა (18 წლამდე) რაოდენობა ოჯახში;

დ) მძიმედ დაავადებული ოჯახის წევრი/წევრები:

დ.ა) მუდმივად მწოლიარე;

დ.ბ) უჭირს დამოუკიდებლად გადაადგილება;

დ. გ ) ონკოპათოლოგიური დაავადებით დაავადებული;

დ.დ) ფსიქიკური აშლილობით დაავადებული.

ე) ჯანმრთელობის მოშლით (ადამიანის საქმიანობის ნორმიდან გადახრა, რაც ხასიათდება თვითმომსახურების, გადაადგილების, ორიენტაციის, ურთიერთობის, თვითკონტროლის, სწავლისა და შრომითი საქმიანობის უნარის შეზღუდვით) გამოწვეული შესაძლებლობის შეზღუდვის მქონე ოჯახის წევრი ან წევრები:

ე.ა) მკვეთრად გამოხატული;

ე.ბ) მნიშვნელოვნად გამოხატული;

ე.გ) ზომიერად გამოხატული.

ვ) მარტოხელა მშობელი ან მარჩენალდაკარგული, რომელიც იძულებულია მარტომ იზრუნოს მცირეწლოვან შვილზე ან შვილებზე;

ზ) ხანდაზმული, რომელიც ახორციელებს მეურვეობას ან მზრუნველობას არასრულწლოვანი შვილ(ებ)ის ან შვილიშვილ(ებ)ის მიმართ კანონმდებლობის შესაბამისად;

თ) პენსიონერი, რომელიც ცხოვრობს მარტო ან ოჯახი შედგება ძირითადად (ნახევარზე მეტი) საპენსიო ასაკს მიღწეული პირებისაგან;

ი) ოჯახი, რომლის წევრი ან წევრები გარდაიცვალა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში;

კ) სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან ახლად გათავისუფლებული ან პირობით მსჯავრდებული, რომელსაც არ აქვს საკუთრება და არც თავშესაფარი;

ლ) სახელმწიფო ზრუნვის სერვისიდან გასული:

ლ.ა) 18 წელს მიღწეული და ზემოთ 30 წლამდე პირი, რომელსაც არ აქვს საკუთრება ან სხვა თავშესაფარი და არ აქვს შემოსავალი, დამატებით.

მ) ოჯახის წევრთა რაოდენობა;

ნ) არ აქვს დროებითი თავშესაფარი ნათესავებთან ;

მუხლი 6. მუნიციპალიტეტში წარმოსადგენი დოკუმენტაცია

ბენეფიციარმა ან მისმა წარმომადგენელმა განაცხადის ფორმასთან ერთად მუნიციპალიტეტში უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტები:

ა) ბენეფიციარის ან/და მისი წარმომადგენლის განცხადება მუნიციპალიტეტის მერის სახელზე;

ბ) განმცხადებლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის მოწმობის ასლი;

გ) განმცხადებელის ოჯახის წევრების დაბადებისა და პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლები;

დ) ცნობა საჯარო რეესტრიდან, ბენეფიციარის ან/და ოჯახის მიწის საკუთრების შესახებ და მისი ან/და მისი ოჯახის წევრის სახელზე სხვა უძრავი ქონების არარსებობის შესახებ;

ე) ცნობა შემოსავლების სამსახურიდან განმცხადებლის და ოჯახის წევრების შემოსავლების შესახებ;

ვ) ინფორმაცია რეგისტრაციის ადგილის თაობაზე სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოდან;

ზ) ამ წესის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში, დამატებით უნდა წარმოადგინოს ამონაწერი სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან;

თ) ამ წესის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში, დამატებით უნდა წარმოადგინოს:

თ.ა) შშმ პირის სტატუსის დამადასტურებელი მოწმობა;

თ.ბ) განმცხადებლის და ოჯახის წევრების ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობა, (ფორმა №IV– 100/ა).

ი) ამ წესის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში, დამატებით უნდა წარმოადგინოს:

ი.ა) ცნობა მარტოხელა მშობლის სტატუსის შესახებ;

ი.ბ ) მეუღლის გარდაცვალების და ქორწინების მოწმობის ქსეროასლები.

კ) ამ წესის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში, დამატებით უნდა წარმოადგინოს ცნობა სოციალური მომსახურების სააგენტოდან მეურვეობის ან მზრუნველობის თაობაზე;

ლ) ამ წესის მე-5 მუხლის პირველი პუქნტის „თ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში, დამატებით უნდა წარმოადგინოს ოჯახის წევრის/წევრების საპენსიო მოწმობის ასლები;

მ) ამ წესის მე-5 მუხლის პირველი პუქნტის „კ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში დამატებით უნდა წარმოადგინოს სასჯელაღსრულების დაწესებულების ადმინისტრაციის მიერ გაცემული ცნობა სასჯელაღსრულების დაწესებულების დატოვების შესახებ.

ნ) ამ წესის მე-5 მუხლის პირველი პუქნტის „ლ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში დამატებით უნდა წარმოადგინოს ცნობა სოციალური მომსახურების სააგენტოდან, ბენეფიციარის მიერ სახელმწიფო ზრუნვის სერვისიდან გასვლის შესახებ.

 


დანართი №2

უსახლკარო პირების რეგისტრაციისა და საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განაცხადი

 

 

განცხადების ნომერი:

 

თარიღი:

 

1. ინფორმაცია განმცხადებელზე

სახელი, გვარი:

პირადი ნომერი:

 

 

2. განმცხადებლის ოჯახის შემადგენლობა

სახელი

გვარი

ოჯახის უფროსის მიმართ დამოკიდებულება (მეუღლე, შვილი, მშობელი, და/ძმა, შვილიშვილი, რძალი/სიძე და ა.შ.)

 

პირადი ნომერი

 

 

 

 

 

 

1

 

 

 

 

2

 

 

 

 

3

 

 

 

 

4

 

 

 

 

5

 

 

 

 

6

 

 

 

 

7

 

 

 

 

8

 

 

 

 

9

 

 

 

 

10

 

 

 

 

 

3. განმცხადებლის საკონტაქტო ინფორმაცია

ფაქტობრივი საცხოვრებელი მისამართი (ქალაქი/რაიონი,

სოფელი, ქუჩა, ბინა)

ტელ./მობ. ნომერი

 

ჩვენ   ხელმოწერით   ვადასტურებთ,   რომ   განმცხადებელი წარმოადგენს ჩვენი ოჯახის ყველა წევრის ინტერესებს და მერიის მიერ საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის წესის შესაბამისად, დანართი №2 – „საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე კითხვარის“ შევსების დროს ვაძლევთ უფლებამოსილებას, უპასუხოს კითხვებს. ასევე ხელმოწერით ვადასტურებთ, რომ მერიას აქვს უფლება საჭიროების მიხედვით გადაამოწმოს რესპონდენტის მიერ კითხვარის შევსების დროს მოწოდებული ოჯახის წევრების პირადი ინფორმაცია.

(შენიშვნა: მერია   იტოვებს   უფლებას,   კითხვარში   მცდარი   ინფორმაციის   აღმოჩენის   შემთხვევაში,   ბათილად   ცნოს   მიღებული გადაწყვეტილება).

განმცხადებლის ხელმოწერა:  

ოჯახის სხვა წევრები:  _________________

__________________________________

__________________________________

__________________________________

__________________________________

 

 


დანართი №3

ყაზბეგის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე უსახლკარო პირების კითხვარის ფორმა

 

 

1.   ოჯახის შემადგენლობა

სახელი, გვარი

პირადი ნომერი

სქესი

ასაკი

მიმართება ოჯახის უფროსთან

ოჯახური მდგომარეობა

სტატუსი

შშმ პირი

(კატეგორია)

მიმართება ოჯახის უფროსთან

 

 

 

მამრ. მდედრ.

 

1. მეუღლე

2. შვილი

3. მშობელი

4. და/ძმა

5. შვილიშვილი

რძალი/სიძე

7. სხვა (ჩაწერეთ)

1. დაოჯახებული

2.დასაოჯახებელი

3.განქორწინებული

4. ქვრივი

5.დედა, რომელიც იძულებულია მარტო იზრუნოს შვილის აღზრდაზე

6.სამოქალაქო ქორწინება

1. სოც. დაუცველი

2. შშმ პირი

3.მარჩენალდაკარგული

4. დევნილი

5. სხვა(ჩაწერეთ)

1.მკვეთრად გამოატული შეზღუდული შესაძლებლობა

2.მნიშვნელოვნად გამოხატული შეღუდული შესაძლებლობა

3.ზომიერად

გამოხატული

შეღუდული

შესაძლებლობა

1. ცხოვრობს და რეგისტრირებულია ადგილზე

2. ცხოვრობს მაგრამ რეგისტრირებულია სხვაგან.

3. არ ცხოვრობს, მაგრამ რეგისტრირებულია ადგილზე

4.წასულია საზღვარგარეთ.

1

 

 

 

 

 

 

 

 

 

2

 

 

 

 

 

 

 

 

 

3

 

 

 

 

 

 

 

 

 

4

 

 

 

 

 

 

 

 

 

5

 

 

 

 

 

 

 

 

 

6

 

 

 

 

 

 

 

 

 

7

 

 

 

 

 

 

 

 

 

8

 

 

 

 

 

 

 

 

 

9

 

 

 

 

 

 

 

 

 

10

 

 

 

 

 

 

 

 

 

კითხვარის შევსების მიზანია შესწავლილი იქნეს თქვენი ოჯახის მდგომარეობა,რათა სურვილისამებრ თქვენს საკუთრებაში  არსებულ მიწის ნაკვეთზე მოხდეს თქვენი ოჯახისთვის კოტეჯის ტიპის საცხოვრებელი ფართის აშენების შეთავაზება, აშენების შემდგომ საცხოვრებელი ფართის 10(ათი) წლის განმავლობაში გასხვისების შეზღუდვით.

დასმულ კითხვებზე გულწრფელი პასუხები დაგვეხმარება მიუკერძოებლად და სამართლიანად მოვახდინოთ თქვენი მდგომარეობის შეფასება ამ ბრძანებით დადგენილი კრიტერიუმების მიხედვით.

თქვენს მიერ მოწოდებული ინფორმაცია კონფიდენციალურია და იგი გამოყენებულ იქნება მხოლოდ გადაწყვეტილების მისაღებად.

კითხვარი ეხება ოჯახს. ოჯახად მოიაზრება განცალკევებულ საცხოვრებელ ფართობზე მუდმივად მცხოვრები ნათესაური ან არანათესაური კავშირის მქონე პირთა წრე, რომლებიც ერთობლივად ეწევიან შინა სამეურნეო საქმიანობას.
ოჯახის წევრად ითვლება ასევე 18 წლამდე ასაკის პირი, რომელიც დროებით ცხოვრობს ოჯახს გარეთ
(ბავშვთა სახლში, მეორე მშობელთან, ნათესავთან ან ა.შ)

სამშენებლო ტერიტორიად ვირჩევ:

ინფორმაცია რესპოდენტის შესახებ:

რესპოდენტი შეიძლება იყოს როგორც ოჯახის უფროსი ისე ოჯახის ნებისმიერი სრულწლოვანი წევრი, რომელიც ფლობს ინფორმაციას ოჯახის შესახებ და ოჯახის კოლექტიურ განცხადებაში წევრების მიერ არჩეულია, როგორც ოჯახის წარმომადგენელი.

რესპოდენტის სახელი, გვარი: 

ფაქტობრივი საცხოვრებლის მისამართი: 

(ქალაქი, სოფელი, ქუჩა, კორპუსი ბინა)

ტელ:

 

2 ოჯახის სხვა წევრების და ახლო ნათესავების

 

სახელი გვარი

პირადი

სქესი

1. მამრ

2.მდედრ

ასაკი

მიმართება ოჯახის უფროსთან:

ოჯახური მდგომარეობა

სტატუსი

საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, მისამართი

დაკმაყოფი-ლებული გრძელვადიანი განსახ.პროგ. ფარგლებში

ფაქტიური საცხოვრებლის მისამართი

1. მეუღლე

2. შვილი

3. მშობელი

4. და/ძმა

5.შვილიშვილი

6.რძალი/სიძე

7.სხვა(ჩაწერე

1.დაოჯახე-ბული

2.დასაოჯა- ხებელი

3.განქორწი- ნებული

4.მარჩენალ- დაკარგული

5.მარტო- ხელა დედა

1. სოც.დაუცველი

2. შშმ პირი

3. მარჩენალ- დაკარგული

4. დევნილი

5. სხვა (ჩაწერეთ)

1. ბინა

 

2. სახლი

 

3. მიწა

 

 

1

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

2

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

3

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

4

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

5

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

6

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

7

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

8

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

9

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

10

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

3. დამატებით საინფორმაციო მოდული

ინფორმაცია ოჯახის სხვა წევრების და ახლო ნათესავების შესახებ, რომლებიც ცალკე ცხოვრობენ

1. ინფორმაცია ოჯახის არასრულწლოვანი (18 წლამდე ასაკის) პირების შესახებ

N

სახელი, გვარი

მარჩენალდაკარგული არასრულწლოვანი

მიუთითე თუ ჰყავს მეურვე

სტატუსი (შშმ ბავშვი)

თუ ცხოვრობს ოჯახს გარეთ, მიუთითეთ სად?

რატომ

ცხოვრობს

ოჯახს გარეთ

1. დედით

2. მამით

3. არ ჰყავს არცერთი მშობელი

1.ბებია/ბაბუა

2. და/ძმა

3. დეიდა,

მამიდა,ბიძია

4.სხვა ნათესავი (ჩაწერეთ)

1. კი

2. არა

1. ბავშვთა სააღმზრდელო

დაწესებულებაში

2. მეორე მშობელთან

3. ბებია/ბაბუასთან

4.დედინაცვალთან/მამინაცვალთან

5. სხვა ნათესავთან (მიუთითეთ)

6. დამოუკიდებლად

7. არ ვიცი

1. თვითონ ასე სურს

2. სიდუხჭირის გამო

3. სხვა (მიუთითეთ)

1

 

 

 

 

 

 

2

 

 

 

 

 

 

3

 

 

 

 

 

 

4

 

 

 

 

 

 

5

 

 

 

 

 

 

6

 

 

 

 

 

 

7

 

 

 

 

 

 

 

4. ინფორმაცია ოჯახის წევრების შესახებ, რომლებიც მონაწილეობდნენ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში

სახელი, გვარი

ომის მონაწილე

ომის დროს დაინვალიდებული(მოწმობის №)

ომში დაღუპულთა ოჯახის

წევრი და მარჩენალდაკარგული

(მოწმობა №)

1

 

 

 

 

2

 

 

 

 

3

 

 

 

 

 

5. ინფორმაცია ოჯახის წევრების შესახებ, რომლებსაც   ჯანმრთელობის გამო აქვთ სპეციალური საჭიროებები

 

სახელი, გვარი

ქრონიკულად ავადმყოფი (მიუთითეთ დაავადება)

მუდმივად მწოლიარე

ძირითადად მწოლიარე

უჭირს დამოუკიდებლად გადაადგილება

გადაადგილდება ეტლით

ფსიქიკური აშლილობა

დაავადება,რომელიც

საჭიროებს მკურნალობას

სპეციფიკურად რომელიმე

ადგილას (მიუთითეთ

დაავადება)

სხვა (ჩაწერეთ)

      

6. 18 წელზე უფროსი ასაკის ოჯახის წევრების ეკონომიკური სტატუსი

 

 

სახელი, გვარი

დაქირა- ვებით მომუშავე

თვითდასაქმე-ბულისაკუთარი მიწის

ნაკვეთზე

ბიზნეს- საქმიანობა

შემთხვევით და /ან ერთჯერადად სამუშაოზე დასაქმება

უმუშევარი

პენსიო

ნერი

სტუდენტი/
მოსწავლე

დიასახ- ლისი

შრომის უუნარო

   არ სურს მუშაობა

1

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

2

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

3

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

4

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

5

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

6

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

7

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

7. ოჯახის უძრავი და მოძრავი ქონება

1. რა სახის უძრავი ქონებაა ოჯახის საკუთრებაში

1. მიწა არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულებით, საბაზრო

ფასი

2. მიწა სასოფლო-სამეურნეო დანიშნულებით საბაზრო ფასი

3. სხვა (მიუთითეთ) საბაზრო ფასი

4. არ გააჩნია

2.ოჯახს თუ გააჩნია მიწის ნაკვეთი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულებით სარგებლობაში და რა ფორმით

1. სარგებლობის უფლებით (ნათხოვარი) რა პერიოდით

2. საკუთრება

3. არ გააჩნია

       

8. ოჯახის საშუალო თვიური შემოსავალი

შემოსავალი წყაროების მიხედვით

ლარი

1. დაქირავებული შრომიდან (ხელფასი)

 

2. ბიზნესიდან (მოგება)

 

3. სოფლის მეურნეობის პროდუქციის გაყიდვიდან (საკუთარი მეურნეობიდან)

 

4. სასოფლო- სამეურნეო საქმიანობიდან ნატურით (საკუთარი მოხმარებისთვის)

 

5. პენსია

 

6. სტიპენდია

 

7. დევნილთა შემწეობა

 

8. სახელმწიფო კონპენსაცია

 

9. სოციალური პაკეტი

 

10. სხვა სოციალური ანაზღაურება (მაგ.რეინტეგრაციის შემწეობა,მინდობით აღზრდის ანაზღაურება და სხვა)

 

11. სოციალური დახმარება (საარსებო შემწეობა)

 

12. უცხოეთიდან მიღებული გზავნილები (ფულადი და არაფულადი)

 

13. საჩუქრად მიღებული ფული ან არაფულადი შემოსავლები.

 

14. სხვა შემოსავალი

 

შემოსავალი სულ:

 

9. რა არის ამჟამად საცხოვრისის სტატუსი?

1. ნაქირავები, ქირის ოდენობა

2. ნაგირავები, გირავნობის თანხა

3. ნათხოვარი

4. ცხოვრობს ნათესავის – ახლობლის სახლში, ბინაში ქირის გარეშე

5. სხვა        

1. რამდენი ხანია ცხოვრობთ აღნიშნულ მისამართზე?

1. 6 თვემდე

2. 6 თვიდან ერთ წლამდე

3.1-2 წელი

4. 3 და მეტი წელი

 

 

2. ბოლო ხუთი წლის განმავლობაში რამდენჯერ შეიცვალეთ საცხოვრებელი?

1. არცერთხელ

2. ერთხელ

3. ორჯერ

4. სამჯერ

5. ოთხჯერ და მეტჯერ

3.   თუაქვს საკუთრებაში ოჯახს ან მის რომელიმე წევრს სხვა საცხოვრებელი, გთხოვთ მიუთითოთ

1.   კი

 

  • ვისზეა რეგისტრირებული: გვარი, სახელი, პირადი ნომერი

 

  • ადგილმდებარეობა

 

  • საბაზრო ფასი

 

2.   არა

         

ხელმოწერით ვადასტურებთ, რომ წარმოდგენილი ინფორმაცია ზუსტია.

  
(შენიშვნა: მერია იტოვებს უფლებას კითხვარში მცდარი ინფორმაციის აღმოჩენის შემთხვევაში, ბათილად ცნოს მიღებული 
განაცხადი).

განმცხადებლის ხელხელმოწერა :