„უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის დებულებისა და საფასურის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 4 მაისის №65/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის დებულებისა და საფასურის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 4 მაისის №65/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 93/ნ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი
მიღების თარიღი 31/05/2024
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 03/06/2024
სარეგისტრაციო კოდი 430030000.22.022.018511
93/ნ
31/05/2024
ვებგვერდი, 03/06/2024
430030000.22.022.018511
„უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის დებულებისა და საფასურის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 4 მაისის №65/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი
 

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის

 ბრძანება №93/ნ

2024 წლის 31 მაისი

ქ. თბილისი

 

„უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის დებულებისა და საფასურის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 4 მაისის №65/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

 


„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1
„უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის დებულებისა და საფასურის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 4 მაისის №65/ნ ბრძანებაში (www.matsne.gov.ge, 110504011, 04/05/2011; სარეგისტრაციო კოდი: 430030000.22.022.016102)  შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. ბრძანების სამართლებრივი საფუძელი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„განათლების ხარისხის განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტისა და 30-ე მუხლის, „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტისა და „ნ3“ ქვეპუნქტის შესაბამისად,“.

2. ბრძანების პირველი პუნქტით დამტკიცებული ,,უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის დებულების“ (დანართი №1) 24-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,2. აკრედიტაციის ექსპერტთა ჯგუფის შემადგენლობაში შედიან ექსპერტთა კორპუსის წევრები – სხვა დაწესებულებათა ადმინისტრაციული/აკადემიური/სამეცნიერო/მოწვეული პერსონალი, საერთაშორისო ექსპერტი (გარდა ამ დებულების მე-20 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად ინდივიდუალური ფორმით წარმოდგენილი – ქართულ ენაში მომზადების, მასწავლებლის მომზადების, სპეციალური მასწავლებლის მომზადებისა და ვეტერინარის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამებისა) სტუდენტი, ასევე შემადგენლობაში შეიძლება შედიოდნენ დამსაქმებლები, რეგულირებადი საგანმანათლებლო პროგრამის შემთხვევაში – ასევე შესაბამისი მარეგულირებელი ორგანოს ან/და პროფესიული ასოციაციის წარმომადგენლები და სხვა შესაბამისი კომპეტენციის მქონე პირები.“.

3. ბრძანების მე-2 პუნქტით დამტკიცებული ,,უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის საფასურის“ (დანართი №2) პირველი მუხლის:

ა) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,5. საგანმანათლებლო პროგრამის (გარდა რეგულირებადი, მასწავლებლის მომზადების, სპეციალური მასწავლებლის მომზადების, ქართულ ენაში მომზადების, ვეტერინარიის მომზადებისა და დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამებისა) აკრედიტაციის/კლასტერში შემავალი საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის საფასურის ოდენობა შეადგენს:

ა) ერთი საგანმანათლებლო პროგრამის შემთხვევაში 6 239 ლარს, ხოლო მივლინების საჭიროების შემთხვევაში 7 759 ლარს;  

ბ) ორი საგანმანათლებლო პროგრამის შემთხვევაში 8 904 ლარს, ხოლო მივლინების საჭიროების შემთხვევაში 10 672 ლარს; 

გ) სამი საგანმანათლებლო პროგრამის შემთხვევაში  13 162 ლარს, ხოლო მივლინების საჭიროების შემთხვევაში 16 027 ლარს; 

დ) ოთხი საგანმანათლებლო პროგრამის შემთხვევაში 16 319 ლარს, ხოლო მივლინების საჭიროების შემთხვევაში 19 252 ლარს; 

ე) ხუთი საგანმანათლებლო პროგრამის შემთხვევაში 18 106 ლარს, ხოლო მივლინების საჭიროების შემთხვევაში 21 502 ლარს; 

ვ) ექვსი საგანმანათლებლო პროგრამის შემთხვევაში 19 973 ლარს, ხოლო მივლინების საჭიროების შემთხვევაში 23 537 ლარს; 

ზ) შვიდი საგანმანათლებლო პროგრამის შემთხვევაში 25 006 ლარს, ხოლო მივლინების საჭიროების შემთხვევაში 30 619 ლარს; 

თ) რვა საგანმანათლებლო პროგრამის შემთხვევაში 28 095 ლარს, ხოლო მივლინების საჭიროების შემთხვევაში 34 722 ლარს.“;

ბ) მე-9 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,9. მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის/სპეციალური მასწავლებლის მომზადების პროგრამის აკრედიტაციის/კლასტერში შემავალი საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის საფასურის ოდენობა შეადგენს:

ა) ერთი საგანმანათლებლო პროგრამის შემთხვევაში 5 573 ლარს, ხოლო მივლინების საჭიროების შემთხვევაში 7 093 ლარს;  

ბ) ორი საგანმანათლებლო პროგრამის შემთხვევაში 8 415 ლარს, ხოლო მივლინების საჭიროების შემთხვევაში 10 183 ლარს; 

გ) სამი საგანმანათლებლო პროგრამის შემთხვევაში 12 162 ლარს, ხოლო მივლინების საჭიროების შემთხვევაში 15 027 ლარს; 

დ) ოთხი საგანმანათლებლო პროგრამის შემთხვევაში 13 986 ლარს, ხოლო მივლინების საჭიროების შემთხვევაში 16 919 ლარს; 

ე) ხუთი საგანმანათლებლო პროგრამის შემთხვევაში 16 773 ლარს, ხოლო მივლინების საჭიროების შემთხვევაში 20 168 ლარს; 

ვ) ექვსი საგანმანათლებლო პროგრამის შემთხვევაში 18 528 ლარს, ხოლო მივლინების საჭიროების შემთხვევაში 22 093 ლარს; 

ზ) შვიდი საგანმანათლებლო პროგრამის შემთხვევაში 23 339 ლარს, ხოლო მივლინების საჭიროების შემთხვევაში 28 953 ლარს; 

თ) რვა საგანმანათლებლო პროგრამის შემთხვევაში 26 317 ლარს, ხოლო მივლინების საჭიროების შემთხვევაში 32 944 ლარს.“;

გ) მე-10 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„10. ვეტერინარიის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის აკრედიტაციის საფასურის ოდენობა შეადგენს 5 573 ლარს, ხოლო მივლინების საჭიროების შემთხვევაში 7 093 ლარს.“;

 დ) მე-15 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,15. თუ  კლასტერში შემავალი საგანმანათლებლო პროგრამები (გარდა რეგულირებადი, მასწავლებლის მომზადების, სპეციალური მასწავლებლის მომზადების, ქართულ ენაში მომზადების, ვეტერინარიის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამებისა) მოიცავს სადოქტორო საფეხურის საგანმანათლებლო პროგრამას, აკრედიტაციის საფასურის ოდენობა დაიანგარიშება ამავე მუხლის მე-5 და მე-6 პუნქტების გამოყენებით.“;

ე) მე-16 პუნქტის:

ე.ა) ,,ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,ა) საგანმანათლებლო პროგრამის (გარდა რეგულირებადი, მასწავლებლის მომზადების, სპეციალური მასწავლებლის მომზადების, ქართულ ენაში მომზადების, ვეტერინარიის მომზადებისა და დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამებისა) შემთხვევაში 1 627 ლარს;“;

ე.ბ) ,,ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,ე) მასწავლებლის მომზადების/სპეციალური მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის შემთხვევაში 1 655 ლარს;“.  

4. ბრძანების 23 პუნქტით დამტკიცებული ,,უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების კლასტერად დაჯგუფების წესი და პირობები (დანართი №5) ჩამოყალიბდეს ამ ბრძანების დანართის შესაბამისად.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრიგიორგი ამილახვარი