„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალების გენერალური შტაბის დებულების დამტკიცების შესახებ" საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2021 წლის 6 აპრილის №17 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალების გენერალური შტაბის დებულების დამტკიცების შესახებ" საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2021 წლის 6 აპრილის №17 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 50
დოკუმენტის მიმღები საქართველოს თავდაცვის მინისტრი
მიღების თარიღი 01/05/2024
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 02/05/2024
სარეგისტრაციო კოდი 120010000.22.026.017227
50
01/05/2024
ვებგვერდი, 02/05/2024
120010000.22.026.017227
„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალების გენერალური შტაბის დებულების დამტკიცების შესახებ" საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2021 წლის 6 აპრილის №17 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს თავდაცვის მინისტრი
 

საქართველოს თავდაცვის მინისტრის

ბრძანება №50

2024 წლის 1 მაისი

ქ. თბილისი

 

„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალების გენერალური შტაბის დებულების დამტკიცების შესახებ“  საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2021 წლის 6 აპრილის №17 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და 24-ე მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე,  ვბრძანებ:

მუხლი 1
„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალების გენერალური შტაბის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2021 წლის 6 აპრილის №17 ბრძანებით (ვებგვერდი, 06/04/2021, სარეგისტრაციო კოდი: 120010000.22.026.016873) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-2 მუხლს მე-12 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 121 პუნქტი:

121. საარტილერიო, საინჟინრო-ქიმიური, ჯავშანსატანკო და ჯავშანსაწინააღმდეგო გვარეობის ქვედანაყოფების განვითარების კოორდინაცია, მათი საბრძოლო გამოყენების თაობაზე რეკომენდაციების, საბრძოლო მომზადების გეგმების შემუშავება და აღსრულების მონიტორინგი, ასევე ამ გვარეობის ქვედანაყოფების სამხედრო ოპერაციების დაგეგმვის, სწავლებების დაგეგმვის/აღსრულების და საბრძოლო მზადყოფნის მონიტორინგში მონაწილეობა;“.

2. მე-3 მუხლის:

) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

1. J-1 პერსონალის დეპარტამენტი:

ა) სამხედრო პერსონალის პოლიტიკის შემუშავებისა და იმპლემენტაციის სამმართველო:

ა.ა) პერსონალის მართვის სისტემების განვითარების განყოფილება;

ა.ბ) სამართლებრივი მხარდაჭერის განყოფილება;

ბ) პერსონალის დაგეგმვისა და ანალიზის სამმართველო:

ბ.ა) საორგანიზაციო საშტატო განყოფილება;

ბ.ბ) პერსონალის რაოდენობრივი და ხარისხობრივი ანალიზის განყოფილება;

ბ.გ) პერსონალის დაგეგმვის განყოფილება.

გ) პერსონალის მზადყოფნის სამმართველო:

გ.ა) ქვედანაყოფების პერსონალის აღრიცხვიანობისა და მზადყოფნის განყოფილება;

გ.ბ) პერსონალის საბრძოლო და სამობილიზაციო დაგეგმვის განყოფილება.“;

) მე-3 პუნქტის ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;

) მე-3 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის და ქვეპუნქტები:

ე) საარტილერიო სამმართველო;

ვ) ჯავშანსატანკო და ჯავშანსაწინააღმდეგო სამმართველო;

ზ) საინჟინრო-ქიმიური სამმართველო.“.

3. მე-4 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 4. J-1 პერსონალის დეპარტამენტი

1. J-1 პერსონალის დეპარტამენტის კომპეტენციაა:

ა) სამინისტროს შესაბამის სტრუქტურულ ქვედანაყოფებთან ერთად საერთაშორისო სტანდარტებთან თავსებადი და ეფექტიანი სამხედრო პერსონალის პოლიტიკის შემუშავებაში მონაწილეობის მიღება, კერძოდ, პერსონალის მზადყოფნის მოთხოვნებიდან გამომდინარე, პერსონალის ეფექტიანი პოლიტიკის შემუშავების პროცესების ხელშეწყობა, წინადადებების, რეკომენდაციების მომზადება და გადაწყვეტილების მიღების პროცესში მონაწილეობა;

ბ) სამხედრო პერსონალის დაგეგმვისა და მართვის საკითხების განვითარების კუთხით, საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის შესწავლა, შესაბამისი ინიციატივების მომზადება და პერსონალის დაგეგმვისა და მზადყოფნის უზრუნველყოფის სახელმძღვანელოებისა და მარეგულირებელი დოკუმენტების მომზადება;

გ) თავდაცვის ძალებში პერსონალის სამსახურების გეგმაზომიერი, კოორდინირებული მუშაობის მხარდაჭერა და შესაბამის პროცესებზე ზედამხედველობის განხორციელება;

დ) პერსონალის პოლიტიკის შემუშავებისა და განხორციელების კუთხით საჭირო სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადებაში მონაწილეობა;

ე) თავდაცვის ძალების საშტატო ნუსხების მომზადება;

ვ) თავდაცვის ძალებში შემავალი ქვედანაყოფებისათვის დისლოკაციის ადგილის განსაზღვრისა და პირობითი დასახელების მინიჭებისათვის საჭირო ღონისძიებების გატარება;

ზ) თავდაცვის ძალების პერსონალის რაოდენობრივი და ხარისხობრივი ანალიზი, სამომავლო/პერსპექტიული რაოდენობების პროგნოზირება, ტენდენციების დადგენა და ოპტიმიზაციის წინადადებების მომზადება;

თ) სხვადასხვა საგანმანათლებლო/სასწავლო კურსებზე თავდაცვის ძალების სამხედრო პერსონალის რაოდენობრივი დაგეგმვა, საგანმანათლებლო/სასწავლო კურსებზე პერსონალის წარსაგზავნად შერჩევის წესის (პროცესის) ჩამოყალიბება, პრიორიტეტების განსაზღვრა, კრიტერიუმებისა და კვოტების დადგენა;

ი) თავდაცვის ძალებში შემავალი ქვედანაყოფების პერსონალით დაკომპლექტების დონის და ხარისხობრივი (სპეციალისტები) მაჩვენებლის შესახებ (პერსონალის სტატუსი) ინფორმაციის მიღება, დამუშავება, პერსონალის სტატუსების განსაზღვრა, ანალიზი და დაკომპლექტების შესახებ სათანადო წინადადებების მომზადება;

კ) თავდაცვის ძალების სტრატეგიული და ოპერატიული (საბრძოლო) დაგეგმვის და აღსრულების პროცესებში მონაწილეობა და გეგმების შესაბამისი დანართების/დამატებების მომზადება;

ლ) თავდაცვის ძალებში შემავალი ქვედანაყოფების მორალურ-ფსიქოლოგიური მდგომარეობის და დაკომპლექტების სოციოლოგიური ასპექტების ანალიზი, სათანადო რეკომენდაციების მომზადება, ქვედანაყოფების მორალური მხარდამჭერი პროგრამების შემუშავება და იმპლემენტაციის ზედამხედველობა;

მ)  საიდუმლო და არასაიდუმლო საქმისწარმოების განხორციელება.

2. სამხედრო პერსონალის პოლიტიკის შემუშავებისა და იმპლემენტაციის სამმართველოს კომპეტენციაა:

ა) სამხედრო პერსონალის დაგეგმვისა და მართვის კუთხით ნატოს, პარტნიორი ქვეყნების და სხვა საუკეთესო საერთაშორისო გამოცდილების შესწავლა/დამუშავება და განვითარება დახვეწის კუთხით სათანადო ინიციატივების მომზადება;

ბ) სამხედრო პერსონალის დაგეგმვისა და მართვის პოლიტიკის ფარგლებში იმპლემენტაციისათვის საჭირო სახელმძღვანელოების და მარეგულირებელი დოკუმენტების მომზადება;

გ) სამხედრო პერსონალის დაგეგმვისა და მართვის პოლიტიკის საკითხებზე მუშაობის პროცესში, სამინისტროს ადამიანური რესურსების დეპარტამენტთან კოორდინირებული მუშაობა;

დ) საჭიროების შემთხვევაში თავდაცვის ძალებში შემავალ ქვედანაყოფებში არსებული პერსონალის მართვის სამსახურების მოსამსახურეებისათვის სათანადო სწავლებების დაგეგმვა/ჩატარება;

ე) დეპარტამენტის ანგარიშვალდებულებიდან გამომდინარე, სათანადო გეგმების, ანგარიშებისა და მოხსენებების მომზადება;

ვ) პერსონალის პოლიტიკის შემუშავებისა და განხორციელების კუთხით საჭირო საკანონმდებლო ცვლილებების პროექტების მომზადებაში მონაწილეობა;

ზ) სამხედრო პერსონალის მართვის საკითხებთან დაკავშირებული სამართლებრივი აქტების პროექტების განხილვაში მონაწილეობის მიღება და შესაბამის ღონისძიებებში/სამუშაო ჯგუფებში დეპარტამენტის წარმომადგენლობის უზრუნველყოფა;

თ) დეპარტამენტში შემოსული სამართლებრივი აქტების პროექტების განხილვა და კომპეტენციის ფარგლებში სათანადო შენიშვნებისა და წინადადებების მომზადება;

ი) დეპარტამენტში მომზადებული სამართლებრივი აქტების პროექტების კანონმდებლობასთან შესაბამისობაში მოყვანა და ვიზირება;

კ) დეპარტამენტის თანამშრომელთა/მოსამსახურეთა მიმართ დისციპლინური წარმოების სამართლებრივი უზრუნველყოფა, კომპეტენციის ფარგლებში.

3. პერსონალის დაგეგმვისა და  ანალიზის სამმართველოს კომპეტენციაა:

ა) თავდაცვის ძალების სტრუქტურული ქვედანაყოფების საორგანიზაციო-საშტატო დაგეგმვა;

ბ) თავდაცვის ძალების ქვედანაყოფების საშტატო ნუსხების შემუშავება, ასევე, გენერალური შტაბის შესაბამის კომპეტენტურ სტრუქტურულ ერთეულებთან კოორდინაციით ტაბელების მომზადება და შტატებსა და ტაბელებში საჭირო ცვლილებების პროექტების მომზადება;

გ) ჩატარებული საშტატო-საორგანიზაციო ცვლილებების სტატისტიკური ინფორმაციის დამუშავება, ქვედანაყოფების სტრუქტურული და საშტატო მონაცემების შესახებ ინფორმაციის პერიოდული განახლება;

დ) თავდაცვის ძალებში შემავალი ქვედანაყოფებისათვის დისლოკაციების განსაზღვრის და პირობითი დასახელებების მინიჭების შესახებ ბრძანებების პროექტების მომზადება, მონაცემთა აღრიცხვა;

ე) სამხედრო მოსამსახურეთა სამუშაო აღწერების სისტემიზაცია;

ვ) თავდაცვის ძალების სამხედრო და სამოქალაქო პერსონალის ანაზღაურებისა და საკომპენსაციო სისტემების ანალიზი და გაუმჯობესების წინადადებების მომზადება;

ზ) თავდაცვის ძალების საშტატო და ფაქტობრივი პერსონალის რაოდენობრივი და ხარისხობრივი ანალიზი, შესაბამისი ტენდენციების იდენტიფიცირება და გაუმჯობესების წინადადებების მომზადება;

თ) შესაბამისი საჭიროებისას პროფესიული სამხედრო სამსახურის სამხედრო მოსამსახურეების კონტრაქტის დამთავრების რაოდენობრივი მონაცემების მომზადება;

ი) არსებული ტენდენციების გათვალისწინებით პერსონალის სამომავლო/პერსპექტიული რაოდენობის დადგენა/პროგნოზირება და პერსონალის ოპტიმალური რაოდენობის შენარჩუნების მიზნით სათანადო წინადადებების შემუშავება;

კ) პერსონალის სხვადასხვა სახის სტატისტიკური მოხსენებების (რაპორტების) მომზადება და ანალიზი;

ლ) თავდაცვის ძალებში შემავალ ქვედანაყოფებში კონკრეტული აქტუალური საკითხების შესწავლის მიზნით მონაცემების დამუშავება, საჭიროების შემთხვევაში შესაბამისი კვლევების, გამოკითხვების ჩატარება და სათანადო წინადადებებისა და რეკომენდაციების მომზადება;

მ) თავდაცვის ძალების დაკომპლექტების სოციოლოგიური ასპექტების გაანალიზება და სათანადო წინადადებების მომზადება.

ნ) პერსონალის რაოდენობრივი და ხარისხობრივი დაგეგმვის ღონისძიებების განხორციელება;

ო) თავდაცვის ძალების ქვედანაყოფების დაკომპლექტების პრიორიტეტებისა და მინიმალური დონეების შესაბამისი პროექტების მომზადება;

პ) თავდაცვის ძალების პერსონალის განათლებისა და პროფესიული განვითარების საჭიროების იდენტიფიცირება, შესაბამისი საჭიროების შემთხვევაში, საჭირო საგანმანათლებლო/სასწავლო პროგრამების/კურსების განსაზღვრა და რაოდენობრივი დაგეგმვა;

ჟ) საგანმანათლებლო/სასწავლო პროგრამებზე/კურსებზე წარსაგზავნი პერსონალის როდენობრივი დაგეგმვა; მათ შორის, საჭიროების შემთხვევაში, შესაბამისი წოდებრივი შემადგენლობის, გვარეობების ან/და სპეციალობების მიხედვით კვოტების დადგენა;

რ) საგანმანათლებლო/სასწავლო პროგრამებზე/კურსებზე პერსონალის წარსაგზავნად პრიორიტეტების დადგენა;

ს) საჭიროების შემთხვევაში, საგანმანათლებლო/სასწავლო პროგრამებზე/კურსებზე კანდიდატთა შერჩევის წესების (პროცესების) ჩამოყალიბება;

ტ) საჭიროების შემთხვევაში, საგანმანათლებლო/სასწავლო პროგრამებზე/კურსებზე წარსაგზავნი კანდიდატების შერჩევისათვის საჭირო კრიტერიუმების დადგენა.

4. პერსონალის მზადყოფნის სამმართველოს კომპეტენციაა:

ა) პერსონალის სტატუსის და მზადყოფნის მოხსენების სისტემის სტანდარტული ოპერატიული პროცედურების ჩამოყალიბება/განვითარება;

ბ) პერსონალის აღრიცხვიანობის სისტემების განვითარება, შესაბამისი სახელმძღვანელო და მარეგულირებელი დოკუმენტების განახლება, ქვედანაყოფებში პერსონალის აღრიცხვიანობის მდგომარეობის მონიტორინგი;

გ) პერსონალის დაკომპლექტების დონის და ხარისხობრივი (სპეციალისტები) მაჩვენებლის შესახებ ინფორმაციის მიღება/დამუშავება, პერსონალის სტატუსების განსაზღვრა და ანალიზი;

დ) სპეციალისტებით დაკომპლექტების შესახებ სათანადო წინადადებების მომზადება;

ე) ოპერატიული (საბრძოლო) დაგეგმვის პროცესში მონაწილეობა, შესაბამისი დანართების და დამატებების მომზადება;

ვ) საბრძოლო დანაკარგების შევსების დაგეგმვა და აღსრულების ზედამხედველობა;

ზ) მომზადებული რეზერვის პერსონალის შესახებ ინფორმაციის მიღება, დახარისხება;  

თ) კომპეტენციის ფარგლებში სამობილიზაციო გეგმების, სამობილიზაციო დოკუმენტაციის ფორმების, სახელმძღვანელო ინსტრუქციებისა და ბრძანებების პროექტების შემუშავებაში მონაწილეობის მიღება;

ი) პერსონალის მხარდაჭერის კუთხით, სამეთაურო-საშტაბო და სხვა სწავლებების დაგეგმვის და აღსრულების პროცესებში მონაწილეობა;

კ) დეპარტამენტის პერსონალის საბრძოლო მზადყოფნის უზრუნველსაყოფად სათანადო სქემისა და ევაკუაციის გეგმის შემუშავება და დაზუსტება;

ლ) თავდაცვის ძალებში შემავალი ქვედანაყოფების მორალური მხარდაჭერის პროგრამების/ინიციატივების შემუშავება და იმპლემენტაციის ზედამხედველობა;

მ) თავდაცვის ძალებში შემავალი ქვედანაყოფების მორალურ-ფსიქოლოგიური მდგომარეობის მონაცემების მიღება და დამუშავება ოპერატიული დაგეგმარების პროცესში.

5. დეპარტამენტის უფროსს ჰყავს ერთი მოადგილე, რომელსაც კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს მინისტრი.“.

4. მე-6 მუხლის:

) მე-4 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 41, 42, 43 პუნქტები:

 „41. საარტილერიო სამმართველოს კომპეტენციაა:

ა) საარტილერიო გვარეობის  ქვედანაყოფების განვითარების კოორდინაცია;

ბ) საარტილერიო გვარეობის ქვედანაყოფების ფუნქციონირების ეფექტიანად წარმართვისათვის წინადადებებისა და განვითარების გეგმების შემუშავება;

გ) საარტილერიო გვარეობის ქვედანაყოფების საბრძოლო გამოყენების რეკომენდაციების, საბრძოლო მომზადების გეგმების შემუშავება და მათი აღსრულების მონიტორინგი;

დ) საარტილერიო გვარეობის ქვედანაყოფების საბრძოლო მზადყოფნის მონიტორინგში მონაწილეობა;

ე)  სამხედრო ოპერაციების დაგეგმვის პროცესში მონაწილეობა;

ვ) საარტილერიო გვარეობის შესაბამისი დოქტრინებისა და სახელმძღვანელოების შემუშავება/განახლებაში მონაწილეობა და პრიორიტეტული დოქტრინებისა და სახელმძღვანელოების განსაზღვრა;

ზ) საარტილერიო გვარეობის ქვედანაყოფების სწავლებების დაგეგმვისა და აღსრულების პროცესში მონაწილეობა;

თ) კომპეტენციის ფარგლებში ნატოში ინტეგრაციისათვის აუცილებელი დოკუმენტების მომზადებასა და წინადადებების შემუშავებაში მონაწილეობა.

42. ჯავშანსატანკო და ჯავშანსაწინააღმდეგო სამმართველოს კომპეტენციაა:

ა) ჯავშანსატანკო და ჯავშანსაწინააღმდეგო გვარეობის  ქვედანაყოფების განვითარების კოორდინაცია;

ბ) ჯავშანსატანკო და ჯავშანსაწინააღმდეგო გვარეობის ქვედანაყოფების ფუნქციონირების ეფექტიანად წარმართვისათვის წინადადებებისა და განვითარების გეგმების შემუშავება;

გ) ჯავშანსატანკო და ჯავშანსაწინააღმდეგო გვარეობის ქვედანაყოფების საბრძოლო გამოყენების რეკომენდაციების, საბრძოლო მომზადების გეგმების შემუშავება და მათი აღსრულების მონიტორინგი;

დ) ჯავშანსატანკო და ჯავშანსაწინააღმდეგო გვარეობის  ქვედანაყოფების  საბრძოლო მზადყოფნის მონიტორინგში მონაწილეობა;

ე) სამხედრო ოპერაციების დაგეგმვის პროცესში მონაწილეობა;

ვ) ჯავშანსატანკო და ჯავშანსაწინააღმდეგო გვარეობის შესაბამისი დოქტრინებისა და სახელმძღვანელოების შემუშავება/განახლებაში მონაწილეობა და პრიორიტეტული დოქტრინებისა და სახელმძღვანელოების განსაზღვრა;

ზ) ჯავშანსატანკო და ჯავშანსაწინააღმდეგო გვარეობის ქვედანაყოფების სწავლებების დაგეგმვისა და აღსრულების პროცესში მონაწილეობა;

თ) კომპეტენციის ფარგლებში ნატოში ინტეგრაციისათვის აუცილებელი დოკუმენტების მომზადებასა და წინადადებების შემუშავებაში მონაწილეობა.

43. საინჟინრო-ქიმიური სამმართველოს კომპეტენციაა:

ა) საინჟინრო-ქიმიური გვარეობის  ქვედანაყოფების განვითარების კოორდინაცია;

ბ) საინჟინრო-ქიმიური გვარეობის ქვედანაყოფების ფუნქციონირების ეფექტიანად წარმართვისათვის წინადადებებისა და განვითარების გეგმების შემუშავება;

გ) საინჟინრო-ქიმიური გვარეობის ქვედანაყოფების საბრძოლო გამოყენების რეკომენდაციების, საბრძოლო მომზადების გეგმების შემუშავება და მათი აღსრულების მონიტორინგი;

დ) საინჟინრო-ქიმიური გვარეობის  ქვედანაყოფების  საბრძოლო მზადყოფნის მონიტორინგში მონაწილეობა;

ე) სამხედრო ოპერაციების დაგეგმვის პროცესში მონაწილეობა;

ვ) საინჟინრო-ქიმიური გვარეობის შესაბამისი დოქტრინებისა და სახელმძღვანელოების შემუშავებაში/განახლებაში მონაწილეობა და პრიორიტეტული დოქტრინებისა და სახელმძღვანელოების განსაზღვრა;

ზ) საინჟინრო-ქიმიური გვარეობის ქვედანაყოფების სწავლებების დაგეგმვისა და აღსრულების პროცესში მონაწილეობა;

თ) კომპეტენციის ფარგლებში ნატოში ინტეგრაციისათვის აუცილებელი დოკუმენტების მომზადებასა და წინადადებების შემუშავებაში მონაწილეობა.“.

) მე-5 პუნქტი ამოღებულ იქნეს.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და გავრცელდეს 2024 წლის 1 მაისიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.

საქართველოს თავდაცვის მინისტრიირაკლი ჩიქოვანი