თიანეთის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ

თიანეთის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 9
დოკუმენტის მიმღები თიანეთის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 30/04/2024
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 02/05/2024
სარეგისტრაციო კოდი 010260020.35.154.016529
9
30/04/2024
ვებგვერდი, 02/05/2024
010260020.35.154.016529
თიანეთის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
თიანეთის მუნიციპალიტეტი
 

თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №9

2024 წლის 30 აპრილი

დაბა თიანეთი

 

თიანეთის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ

„ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ საქართველოს ორგანული კანონის 24-ე მუხლის პირველი პუნქტის გ.ბ“ ქვეპუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
დამტკიცდეს თიანეთის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის დებულება დანართი №1-ის შესაბამისად.
მუხლი 2
ძალადაკარგულად გამოცხადდეს „თიანეთის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 19 თებერვლის№18 დადგენილება (ვებგვერდი, 27/02/2018, სარეგისტრაციო კოდი: 010260020.35.154.016349).
მუხლი 3
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარესოსო მამულაშვილი



დანართი №1

 

თიანეთის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის დებულება

   
მუხლი 1. ზოგადი დებულებები

1. ეს დებულება განსაზღვრავს თიანეთის მუნიციპალიტეტის მერიის (შემ­დგომ­ში – მე­­რია) სტრუ­ქტურული ერთეულის – მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სა­მ­სახურის (შემ­დგომ­ში – სამ­სახური) სამართლებრივ სტატუსს, სტრუ­ქ­ტუ­რას, უფლება­მო­სი­ლე­ბა­სა და ანგა­რი­შ­ვა­ლდე­ბუ­ლე­ბას, ასევე, აწესრიგებს მის საქმიანობასთან და­კავ­შირებულ სხვა საკი­თ­ხებს.

2. სამსახური წარმოადგენს მერიის პირველად სტრუქტურულ ერ­თე­­ულს, რომე­ლიც შექმ­ნი­ლია საქარ­თ­­ველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვით­მმარ­თ­ვე­­ლობის კოდექსი“ და მერიის დე­ბუ­ლე­ბის შე­საბამი­სად.

3. სამსახურის სრული დასახელებაა: თიანეთის მუნიციპალიტეტის მერიის საფი­ნან­სო-საბიუჯეტო სამსახური.

4. სამსახური შედგება სამსახურის უფროსის, მეორადი სტრუ­ქ­ტურული ერთე­ულე­ბის – განყოფილების უფროსებისგან და საჯარო მოხელეებისგან.

5. სამსახური თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საერ­თა­შორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით, საქართველოს კანონმდებლობით, თიანეთის  მუნიციპალიტეტის (შემდგომში – მუნიციპალიტეტი) ორგანოების სამართლებრივი აქ­ტე­ბითა და ამ დებულებით.

6. სამსახური ანგარიშვალდებულია თიანეთის მუნიციპალიტეტის მერის (შემ­­დგომ­ში – მე­რი) წინაშე.

7. სამსახურის საქმიანობაზე საერთო ხელმძღვანელობასა და ზედამხედველობას ახორციე­ლებს მერი.

8. სამსახური მის კომპეტენციაში შემავალი საკითხების განხორციელებისას წარმოადგენს მე­რიას.

9. სამსახურის საშტატო განრიგი და მოხელეთა თანამდებობრივი სარგოები განისაზღვრება მერიის საშტატო ნუსხით.

10. სამსახური ანგარიშვალდებულია მერის წინაშე.

მუხლი 2. სამსახურის საქმიანობის პრინციპები

სამსახურის საქმიანობის პრინციპებია:

ა) საქმიანობა კანონმდებლობის საფუძველზე;

ბ) საქმიანობის საჯაროობა და  გამჭვირვალობა;

გ) კანონის წინაშე თანასწორობა;

დ) ეკონომიურობა და ეფექტიანობა;

ე) დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელება კანონმდებლობის საფუძველზე;

ვ) მიუკერძოებლობა.

მუხლი 3. სამსახურის ფუნქციები

სამსახური დადგენილი წესით უზრუნველყოფს:

1. საბუღალტრო აღრიცხვისა და ანგარიშგების მიმართულებით:

ა) ახორციელებს მერიის მიერ გაფორმებული ხელშეკრულებით გათვალის­წინე­ბული თანხის ოდენობის შედარებას ბიუჯეტით გამოყოფილი ასიგნებების შესაბამის რესურსთან;

ბ) უზრუნვეყოლფს მერიის მიერ გაფორმებული ხელშეკრულებების და სხვა საჭირო დოკუმენტების სახელმწიფო ხაზინისთვის წარდგენას;

გ) უზრუნველყოფს ხელშეკრულებებისა და შესაბამისი ინსტრუქციით გათვალისწი­ნებუ­ლი სხვა დოკუმენტების საფუძველზე, საბიუჯეტო რესურსების გათვალის­წინებით, საბიუჯეტო ვალდებულების დოკუმენტის მომზადებას;

დ) ახორციელებს ხელშეკრულებებით გათვალისწინებული პირობების შესრუ­ლებაზე პასუხისმ­გებელი სამსახურებიდან წერილების მიღებას, რომელსაც თან ერთვის შესრულებული სამუშაოე­ბის დამადასტურებელი პირველადი დოკუმენტაცია (მათ შორის, ელექტრონული ფორმით);

ე) ამოწმებს წარმოდგენილ დოკუმენტაციაში დაფიქსირებული თანხის შესაბა­მისობას აღებულ ვალდებულებასთან, სამუშაოების შესრულების ვადის შესაბამისობას ხელშეკრულების პირობებით გათვალისწინებულ ვადასთან, ხელშეკრულების შესრუ­ლების კონტროლზე პასუ­ხისმგებელი პირის ხელმოწერის არსებობას და რეკვიზიტების შედარებას ხელშეკრულებასთან;

ვ) უზრუნველყოფს სამუშაოების შესრულების დამადასტურებელი დოკუმენ­ტაციის საფუ­ძ­­ველზე საგადახდო მოთხოვნის ფორმირებას;

ზ) უზრუნვეყოლფს კანონმდებლობის შესაბამისად, წინასწარი (ავანსი) გადახდილი თანხის წარმოდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე დამოწმებას;

თ) ახდენს მერიის მიერ განხორციელებული ფაქ­­­ტობ­რივი ხარჯების, არაფინანსური აქტივებით, ფინანსური აქტივებითა და ვალდებუ­ლებებით ოპერა­ციების ბუღალტრულ აღრიცხვას, დადგენილი წესის შესაბამისად;

ი) ახდენს მუნიციპალიტეტის კონსოლიდირებული ფინანსური ანგარიშ­­გების შედგენას;

კ) ახდენს საგადასახადო დეკლარაციის შედგენას და დადგენილ ვადაში შესაბამის ორგანოში წარდგენას;

ლ) ახორციელებს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსულობების და გადასახდე­ლების ყოველ­დღიურ აღრიცხვას, უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში ზედმეტად ან შეც­დომით  გადახდილი თანხების დადგენილი წესით დაბრუნებას;

მ) ახორციელებს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფი ორგანიზა­ცი­ები­დან გაფორმებული ხელშეკრულებების შესახებ ინფორ­­მა­ციის მიღებას, ვალდებულებების დოკუმენტების და კვარტალური განაცხა­დების მიღებას, საგადახდო მოთხოვნების მიღებას, სახელმწიფო ხაზინის ელექტრონული მომსახურების სისტემის მეშ­ვე­ობით. უზრუნ­ველყოფს წარმოდგენილი ინფორმაციის სისრულის შემოწმებას და გადაგზავნას სახელმწიფო ხაზინაში. არასრულყოფილი დოკუმენტაციის შემთხვევაში, წარმომდგენისთვის შენიშვნით უკან დაბ­რუნებას. ასევე წინასწარ გადახდილ თანხებზე დამოწმების დოკუმენტების მიღება, დამუშავებას, დადასტურებას და გადაგზავნას სახელმწიფო ხაზინაში. არასრულყოფილი დოკუმენტაციის შემთხვევაში წარმომდგენისთვის უკან დაბრუნებას;

ნ) უზრუნველყოფს კომერციულ ბანკში გახსნილ მიმდინარე ან/და სადეპოზიტო ანგა­რიშებზე სახელმწიფო ხაზინაში გახსნილი ანგარიშიდან სახსრების გადატანას და საჭი­­­როების შემთხვევაში სახელმწიფო ხაზინაში გახსნილ ანგარიშზე სახსრების დაბ­რუნებას;

ო) დადგენილი წესის თანახმად ახორციელებს სახაზინო ოპერაციებს;

პ) ახდენს მერიის თანამშრომელთა შრომის ანაზღაურების და სხვა გასაცემლების დროულ დარიცხვას და გაცემას;

ჟ) ახდენს იურიდიულ და ფიზიკურ პირებთან სამეურნეო მოვლენის შედეგად ანგარიშსწორებათა სრულ აღრიცხვას;

რ) ახდენს მატერიალური ფასეულობების ბუღალტრულ აღრიცხვაში ასახვას;

ს) უზრუნველყოფს ბუღალტრული აღრიცხვის დოკუმენტების დადგენილი წესით შენახ­ვას და არქივში ჩაბარებას;

ტ) უზრუნველყოფს მერიის წლიური საბუღალტრო ანგარიშების შედგენას;

უ) უწევს მეთოდოლოგიურ დახმარებას მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის დაფინან­სებაზე მყოფ ორგანიზაციებს, საბუღალტრო აღრიცხვა-ანგარიშგების გაუმჯობესების საკითხებზე;

ფ) ახორციელებს მოქმედი კანონმდებლობითა და შესაბამისი სამართლებრივი აქტებით მისთვის მინიჭებულ, ასევე, კომპეტენციის ფარგლებში სამსახურის უფროსის დავალებით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს;

ქ) კომპეტენციის ფარგლებში სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადებას.

2. ბიუჯეტის დაგეგმვისა და ფორმირების მიმართულებით:

ა) ახორციელებს საბიუჯეტო პროცესის რეგულირების ღონისძიებებს;

ბ) ორგანიზებას უწევს მუნიციპალიტეტის პრიორიტეტის დოკუმენტის მომზა­დე­ბა­ში;

გ) მუნიციპალიტეტის პრიორიტეტის დოკუმენტის და ბიუჯეტის პროექ­ტე­ბის ფორ­მი­რების მიზნით, განსახორციელებელ ღონისძიებათა შესახებ ამზადებს შესაბამისი აქტის პრო­ექტს, რომლითაც განისაზღვრება წარსადგენი ინფორმაციის ნუსხა და წარდგენის ვადები;

დ)  მუნიციპალიტეტის პრიორიტეტის დოკუმენტისა და ბიუჯეტის პროექტის მოსამზადებლად, კანონმდებლობის შესაბა­მისად, შეიმუშავებს საბიუჯეტო განაცხადის ფორმებს, მერიის სტრუქტურულ ერთეულებსა და საბი­უჯეტო ორგანიზაციებზე დასაგზავნად; საჭიროების შემთხვევაში, მუნიციპა­ლი­ტეტის ბიუჯეტის პროექტში შეტანამდე ამზადებს წინადა­დებებს მათ დასაზუსტებლად;

ე) წარმოდგენილი ინფორმაციისა და მასალების საფუძველზე ამზადებს მუნი­ციპალი­ტე­ტის ბიუჯეტის შესახებ საკრებულოს შესაბამისი დადგენილების პროექტს, ახდენს ამ მიზნით საჭირო სამუშაოების ორგანიზებასა და შესრულებას;

ვ) მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შესახებ საკრებულოს დადგენილებაში ცვლი­ლებებისა და დამატებების შეტანის მიზნით უზრუნველყოფს შესაბამისი ღონისძიებების ორგანიზებასა და განხორციელებას;

ზ) მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გათვალისწინებული წლიური ასიგნებების ფარ­გლებში, მერიის სხვა სტრუქტურულ ერთეულებთან და საბიუჯეტო ორგანიზაციებთან კოორდინაციით ამზადებს ამ ასიგნებების კვარტალურ განწერას;

თ) ამზადებს წინადადებებს, საბიუჯეტო ორგანიზაციებისათვის მუნიცი­პალი­ტეტის ბიუ­ჯეტით დამტკიცებულ წლიური ასიგნებების დაზუსტების და ეკონომიკური კლასიფიკაციის მუხ­ლებს შორის ხარჯების გადანაწილების შესახებ მოქმედი კანონ­მდებ­ლობით განსაზღვრულ ფარგლებში და დადგენილი წესით;

ი) ამზადებს მერის ბრძანების პროექტს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან თან­ხის გამოყოფის შესახებ;

კ) ახდენს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფი ორგანიზაციებიდან (საკ­რე­ბულო, მერია, თვითმმართველობის მიერ დაფუძნებული არასამეწარმეო (არაკომერ­ციული) იურიდი­ული პირები) დადგენილი წესით ფინანსური ანგარიშგების მიღებას, საბიუჯეტო მაჩვე­ნებ­­ლებთან შედარებას;

ლ) ადგენს და დადგენილ ვადებში საკრებულოში წარსადგენად ამზადებს მუნიციპალიტეტის ბიუ­ჯე­ტის შესრულების  ყოველკვარტალურ და წლიურ ანგარიშებს;

მ) პროგრამული, ეკონომიკური და ფუნქციონალური კლასიფიკაციის მიხედვით აღრიც­ხავს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გადასახდელებს;

ნ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებს შემოსულობების პროგნოზი­რე­ბას საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და შესაბამის სამსახურებთან კოორ­დინაციით;

ო) შეიმუშავებს და მერს განსახილველად წარუდგენს წინადადებებს დამტკი­ცე­ბულ ბიუჯეტში ცვლილებების შეუტანლად, დადგენილი წესის შესაბამისად, ბიუჯე­ტის დაზუს­ტების და საბიუჯეტო კლასიფიკაციის მუხლებსა და კოდებს შორის თანხე­ბის გადანაწილების თაობაზე;

პ) მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შესრულების მიზნით სამსახური:

ჟ) ადგენს დამტკიცებული ბიუჯეტის შემოსულობებისა და გადასახდელების განწერას კვარტალების მიხედვით;

რ) უზრუნველყოფს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახური­დან შემოსულობების შესახებ მიღებული ინფორმაციის დამუშავებას;

 ს) იღებს და ამუშავებს საბიუჯეტო ორგანიზაციების საბიუჯეტო ვალდებუ­ლებებს და საგადახდო მოთხოვნებს;

ტ) მერის ბრძანების შესაბამისად, ახორციელებს სარეზერვო ფონდიდან სახსრების გამოყოფას;

უ) მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შესრულების კვარტალური მიმო­ხი­ლვისა და შესრუ­ლე­ბის წლიური ანგარიშის მომზადების მიზნით სამსახური:

ფ) უზრუნველყოფს ბიუჯეტის ყოველდღიური შემოსულობების შესახებ ინფორ­მაციის მიღებას საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურისაგან, აღრიცხავს და აანალიზებს ბიუჯეტის შემოსულობების შესრულების მდგომარეობას;

ქ) იღებს ინფორმაციებს საბიუჯეტო ორგანიზაციებიდან და მერიის სტრუქტუ­რული ერთეულებიდან მათთვის გათვალისწინებული ასიგნებების გამოყენების შესახებ;

ღ) ადგენს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შესრულების კვარტალურ მიმოხილვასა და შეს­რუ­ლების წლიურ ანგარიშებს;

ყ) უზრუნველყოფს მუნიციპალური ბიუჯეტის დაგეგმარებაში მოქალაქეთა ჩართულობას;

შ) ახორციელებს მოქმედი კანონმდებლობითა და შესაბამისი სამართლებრივი აქტებით მისთვის მინიჭებულ, ასევე, კომპეტენციის ფარგლებში სამსახურის უფროსის დავალებით გან­საზ­ღვრულ სხვა უფლებამოსილებებს.

მუხლი 4. სამსახურის სტრუქტურა და შემადგენლობა

1. სამსახური შედგება სამსახურის უფროსის და სტრუქტურული ქვედანაყოფების – განყოფილებებისაგან.

2. სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფებია:

ა) საბუღალტრო აღრიცხვისა და ანგარიშგების განყოფილება;

ბ) ბიუჯეტის დაგეგმვისა და ფორმირების განყოფილება.

3. სამსახურის განყოფილება შედგება განყოფილების უფროსისა და განყოფილების მოხელეებისაგან.

4. სამსახურის უფროსი ვალდებულია უზრუნველყოს განყოფილების ფუნქციების შესრულება, იგი ანგარიშვალდებულია მერის წინაშე.

5. განყოფილების უფროსი ვალდებულია უზრუნველყოს განყოფილების ფუნქციების შესრულება იგი ანგარიშვალდებულია  სამსახურის უფროსის წინაშე.

მუხლი 5. საბუღალტრო აღრიცხვისა და ანგარიშგების განყოფილების უფლებამოსილებები

საბუღალტრო აღრიცხვისა და ანგარიშგების განყოფილება:

ა) ახორციელებს მერიის მიერ გაფორმებული ხელშეკრულებით გათვალის­წინე­ბული თანხის ოდენობის შედარებას ბიუჯეტით გამოყოფილი ასიგნებების შესაბამის რესურსთან;

ბ) უზრუნვეყოლფს მერიის მიერ გაფორმებული ხელშეკრულებების და სხვა საჭირო დოკუმენტების სახელმწიფო ხაზინისთვის წარდგენას;

გ) უზრუნველყოფს ხელშეკრულებებისა და შესაბამისი ინსტრუქციით გათვალისწი­ნებუ­ლი სხვა დოკუმენტების საფუძველზე, საბიუჯეტო რესურსების გათვალის­წინებით, საბიუჯეტო ვალდებულების დოკუმენტის მომზადებას;

დ) ახორციელებს პრიორიტეტების დოკუმენტით და ხელშეკრულებებით გათვალისწინებული პირობების შესრუ­ლებაზე პასუხისმ­გებელი სამსახურებიდან წერილების მიღებას, რომელსაც თან ერთვის შესრულებული სამუშაოე­ბის დამადასტურებელი პირველადი დოკუმენტაცია (მათ შორის ელექტრონული ფორმით);

ე) ამოწმებს წარმოდგენილ დოკუმენტაციაში დაფიქსირებული თანხის შესაბა­მისობას აღებულ ვალდებულებასთან, სამუშაოების შესრულების ვადის შესაბამისობას ხელშეკრულების პირობებით გათვალისწინებულ ვადასთან, ხელშეკრულების შესრუ­ლების კონტროლზე პასუ­ხისმგებელი პირის ხელმოწერის არსებობას და რეკვიზიტების შედარებას ხელშეკრულებასთან;

ვ) უზრუნველყოფს სამუშაოების შესრულების დამადასტურებელი დოკუმენ­ტაციის საფუ­ძ­­ველზე საგადახდო მოთხოვნის ფორმირებას;

ზ) უზრუნვეყოლფს კანონმდებლობის შესაბამისად, წინასწარი (ავანსი) გადახდილი თანხის წარმოდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე დამოწმებას;

თ) ახდენს მერიის მიერ განხორციელებული ფაქ­­­ტობ­რივი ხარჯების, არაფინანსური აქტივებით, ფინანსური აქტივებითა და ვალდებუ­ლებებით ოპერა­ციების ბუღალტრულ აღრიცხვას, დადგენილი წესის შესაბამისად;

ი) ახდენს მუნიციპალიტეტის კონსოლიდირებული ფინანსური ანგარიშ­­გების შედგენას;

კ) ახორციელებს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსულობების და გადასახდე­ლების ყოველ­დღიურ აღრიცხვას, უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში ზედმეტად ან შეც­დომით  გადახდილი თანხების დადგენილი წესით დაბრუნებას;

ლ) დადგენილი წესის თანახმად ახორციელებს სახაზინო ოპერაციებს;

მ) ახდენს საგადასახადო დეკლარაციის შედგენას და დადგენილ ვადაში შესაბამის ორგანოში წარდგენას;

ნ) ახდენს მერიის თანამშრომელთა შრომის ანაზღაურების და სხვა გასაცემლების დროულ დარიცხვას და გაცემას;

ო) ახდენს იურიდიულ და ფიზიკურ პირებთან სამეურნეო მოვლენის შედეგად ანგარიშსწორებათა სრულ აღრიცხვას;

პ) ახდენს მატერიალური ფასეულობების ბუღალტრულ აღრიცხვაში ასახვას;

ჟ) უზრუნველყოფს ბუღალტრული აღრიცხვის დოკუმენტების დადგენილი წესით შენახ­ვას და არქივში ჩაბარებას;

რ) უზრუნველყოფს მერიის წლიური საბუღალტრო ანგარიშების შედგენას;

ს) უწევს მეთოდოლოგიურ დახმარებას მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის დაფინან­სებაზე მყოფ ორგანიზაციებს, საბუღალტრო აღრიცხვა-ანგარიშგების გაუმჯობესების საკითხებზე;

ტ) ახორციელებს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფი ორგანიზა­ცი­ები­დან გაფორმებული ხელშეკრულებების შესახებ ინფორ­­მა­ციის მიღებას, ვალდებულებების დოკუმენტების და კვარტალური განაცხა­დების მიღებას, საგადახდო მოთხოვნების მიღებას, სახელმწიფო ხაზინის ელექტრონული მომსახურების სისტემის მეშ­ვე­ობით. უზრუნ­ველყოფს წარმოდგენილი ინფორმაციის სისრულის შემოწმებას და გადაგზავნას სახელმწიფო ხაზინაში. არასრულყოფილი დოკუმენტაციის შემთხვევაში, წარმომდგენისთვის შენიშვნით უკან დაბ­რუნებას. ასევე წინასწარ გადახდილ თანხებზე დამოწმების დოკუმენტების მიღება, დამუშავებას, დადასტურებას და გადაგზავნას სახელმწიფო ხაზინაში. არასრულყოფილი დოკუმენტაციის შემთხვევაში წარმომდგენისთვის უკან დაბრუნებას;

უ) ახორციელებს მოქმედი კანონმდებლობითა და შესაბამისი სამართლებრივი აქტებით მისთვის მინიჭებულ, ასევე, კომპეტენციის ფარგლებში სამსახურის უფროსის დავალებით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს;

ფ) ახდენს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფი ორგანიზაციებიდან (საკ­რე­ბულო, მერია, თვითმმართველობის მიერ დაფუძნებული არასამეწარმეო (არაკომერ­ციული) იურიდი­ული პირები) დადგენილი წესით ფინანსური ანგარიშგების მიღებას, საბიუჯეტო მაჩვე­ნებ­­ლებთან შედარებას;

ქ)  უზრუნველყოფს კომერციულ ბანკში გახსნილ მიმდინარე ან/და სადეპოზიტო ანგა­რიშებზე სახელმწიფო ხაზინაში გახსნილი ანგარიშიდან სახსრების გადატანას და საჭი­­­როების შემთხვევაში სახელმწიფო ხაზინაში გახსნილ ანგარიშზე სახსრების დაბ­რუნებას;

ღ) კომპეტენციის ფარგლებში სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადებას.

მუხლი 6. ბიუჯეტის დაგეგმვისა და ფორმირების განყოფილების უფლებამოსილებები

1. ბიუჯეტის დაგეგმვისა და ფორმირების განყოფილება:

ა) ახორციელებს საბიუჯეტო პროცესის რეგულირების ღონისძიებებს;

ბ) ორგანიზებას უწევს მუნიციპალიტეტის პრიორიტეტის დოკუმენტის მომზა­დე­ბა­ში;

გ) მუნიციპალიტეტის პრიორიტეტის დოკუმენტის და ბიუჯეტის პროექ­ტე­ბის ფორ­მი­რების მიზნით, განსახორციელებელ ღონისძიებათა შესახებ ამზადებს შესაბამისი აქტის პრო­ექტს, რომლითაც განისაზღვრება წარსადგენი ინფორმაციის ნუსხა და წარდგენის ვადები;

დ)  მუნიციპალიტეტის პრიორიტეტების დოკუმენტისა და ბიუჯეტის პროექტის მოსამზადებლად, კანონმდებლობის შესაბა­მისად, შეიმუშავებს საბიუჯეტო განაცხადის ფორმებს, მერიის სტრუქტურულ ერთეულებსა და საბი­უჯეტო ორგანიზაციებზე დასაგზავნად; საჭიროების შემთხვევაში, მუნიციპა­ლი­ტეტის ბიუჯეტის პროექტში შეტანამდე ამზადებს წინადა­დებებს მათ დასაზუსტებლად;

ე) წარმოდგენილი ინფორმაციისა და მასალების საფუძველზე ამზადებს მუნი­ციპალი­ტე­ტის ბიუჯეტის შესახებ საკრებულოს შესაბამისი დადგენილების პროექტს, ახდენს ამ მიზნით საჭირო სამუშაოების ორგანიზებასა და შესრულებას;

ვ) მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შესახებ საკრებულოს დადგენილებაში ცვლი­ლებებისა და დამატებების შეტანის მიზნით უზრუნველყოფს შესაბამისი ღონისძიებების ორგანიზებასა და განხორციელებას;

ზ) მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გათვალისწინებული წლიური ასიგნებების ფარ­გლებში, მერიის სხვა სტრუქტურულ ერთეულებთან და საბიუჯეტო ორგანიზაციებთან კოორდინაციით ამზადებს ამ ასიგნებების კვარტალურ განწერას;

თ) ამზადებს წინადადებებს, საბიუჯეტო ორგანიზაციებისათვის მუნიცი­პალი­ტეტის ბიუ­ჯეტით დამტკიცებულ წლიური ასიგნებების დაზუსტების და ეკონომიკური კლასიფიკაციის მუხ­ლებს შორის ხარჯების გადანაწილების შესახებ მოქმედი კანონ­მდებ­ლობით განსაზღვრულ ფარგლებში და დადგენილი წესით;

ი) ამზადებს მერის ბრძანების პროექტს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან თან­ხის გამოყოფის შესახებ;

კ) ადგენს და დადგენილ ვადებში საკრებულოში წარსადგენად ამზადებს მუნიციპალიტეტის ბიუ­ჯე­ტის შესრულების  ყოველკვარტალურ და წლიურ ანგარიშებს;

ლ) პროგრამული, ეკონომიკური და ფუნქციონალური კლასიფიკაციის მიხედვით აღრიც­ხავს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გადასახდელებს;

მ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებს შემოსულობების პროგნოზი­რე­ბას საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და შესაბამის სამსახურებთან კოორ­დინაციით;

ნ) შეიმუშავებს და მერს განსახილველად წარუდგენს წინადადებებს დამტკი­ცე­ბულ ბიუჯეტში ცვლილებების შეუტანლად, დადგენილი წესის შესაბამისად, ბიუჯე­ტის დაზუს­ტების და საბიუჯეტო კლასიფიკაციის მუხლებსა და კოდებს შორის თანხე­ბის გადანაწილების თაობაზე;

ო) მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შესრულების მიზნით სამსახური:

პ) ადგენს დამტკიცებული ბიუჯეტის შემოსულობებისა და გადასახდელების განწერას კვარტალების მიხედვით;

ჟ) უზრუნველყოფს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახური­დან შემოსულობების შესახებ მიღებული ინფორმაციის დამუშავებას;

 რ) იღებს და აგზავნის საბიუჯეტო ორგანიზაციების საბიუჯეტო ვალდებუ­ლებებს და საგადახდო მოთხოვნებს;

ს) მერის ბრძანების შესაბამისად, ახორციელებს სარეზერვო ფონდიდან სახსრების გამოყოფას;

ტ) მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შესრულების კვარტალური მიმო­ხი­ლვისა და შესრუ­ლე­ბის წლიური ანგარიშის მომზადების მიზნით სამსახური:

უ) უზრუნველყოფს ბიუჯეტის ყოველდღიური შემოსულობების შესახებ ინფორ­მაციის მიღებას საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურისაგან, აღრიცხავს და აანალიზებს ბიუჯეტის შემოსულობების შესრულების მდგომარეობას;

ფ) იღებს ინფორმაციებს საბიუჯეტო ორგანიზაციებიდან და მერიის სტრუქტუ­რული ერთეულებიდან მათთვის გათვალისწინებული ასიგნებების გამოყენების შესახებ;

ქ) ადგენს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შესრულების კვარტალურ მიმოხილვასა და შეს­რუ­ლების წლიურ ანგარიშებს;

ღ) უზრუნველყოფს მუნიციპალური ბიუჯეტის დაგეგმარებაში მოქალაქეთა ჩართულობას;

ყ) ახორციელებს მოქმედი კანონმდებლობითა და შესაბამისი სამართლებრივი აქტებით მისთვის მინიჭებულ, ასევე, კომპეტენციის ფარგლებში სამსახურის უფროსის დავალებით გან­საზ­ღვრულ სხვა უფლებამოსილებებს.

მუხლი 7. სამსახურის უფროსი

1. სამსახურს ხელმძღვანელობს სამსახურის უფროსი, რომელსაც „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მერი.

2. სამსახურის უფროსი:

ა) წარმართავს სამსახურის საქმიანობას და პასუხისმგებელია ამ სამსახურისათვის დაკისრებული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებისათვის;

ბ) ანაწილებს დავალებებს სამსახურის  საჯარო მოხელეებს შორის;

გ) განსაზღვრავს სამსახურის  საჯარო მოხელეთა თანამდებობრივ მოვალეობებს;

დ) მერს წარუდგენს წინადადებებს სამსახურის საკადრო საკითხებთან დაკავშირებით, მათ შორის, საჯარო მოხელეთა წახალისების, დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომების შეფარდების, შვებულების, სამსახურებრივი მივლინებისა  და   პროფესიული   განვითარების   თაობაზე  „საჯარო    სამსახურის    შესახებ“  საქართველოს კანონით დადგენილი წესით;

ე) მერს წარუდგენს სამსახურის მიერ მომზადებულ საკითხებს, წინადადებებს, დასკვნებსა და რეკომენდაციებს;

ვ) მერს წარუდგენს ანგარიშს სამსახურის მიერ გაწეული სამუშაოს შესახებ;

ზ) აფასებს სამსახურის მოხელეთა ანგარიშებს გაწეული საქმიანობის შესახებ;

თ) უზრუნველყოფს საჯარო მოსამსახურეთათვის სამსახურებრივი მოვალეობების შესასრულებლად აუცილებელი პირობების შექმნას;

ი) უზრუნველყოფს სამსახურის საჯარო მოსამსახურეთა მიერ მერიის შინაგანაწესისა და შრომის დისციპლინის დაცვას;

კ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით, მერიის დებულებითა და ამ დებულებით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს.

3.  სამსახურის უფროსი ანგარიშვალდებულია მერის წინაშე.

4. სამსახურის უფროსის არყოფნის შემთხვევაში, მერის ბრძანებით, მისი ფუნქციების შესრულება ეკისრება სამსახურის ერთ-ერთი განყოფილების უფროსს.

მუხლი 8. განყოფილების უფროსი

1. სამსახურის განყოფილებას ხელმძღვანელობს განყოფილების უფროსი, რომელსაც „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მერი.

2. განყოფილების უფროსი:

ა) წარმართავს განყოფილების საქმიანობას;

ბ) უზრუნველყოფს განყოფილების მიერ სამსახურის დებულებით განსაზღვრული ფუნქციების  განხორციელებას;

გ) ანაწილებს დავალებებს განყოფილების მოხელეებს შორის, უზრუნველყოფს სამსახურის უფროსის დავალებებით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელებას;

დ)  აფასებს განყოფილების მოხელეთა  ანგარიშებს გაწეული საქმიანობის შესახებ;

ე) უზუნველყოფს მოხელეთა მიერ მერიის შინაგანაწესის დაცვას, შრომის დისციპლინას, დადგენილი წესით აფასებს მოხელეების საქმიანობას, სამსახურის უფროსს წარუდგენს წინადადებებს მოხელეთა დაწინაურების, წახალისების ან მათ მიმართ დისციპლინური ზომების გამოყენების შესახებ;

ვ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით, მერიის დებულებითა და ამ დებულებით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს.

3. განყოფილების უფროსი ანგარიშვალდებულია სამსახურის უფროსის წინაშე.

4. განყოფილების უფროსის არყოფნის შემთხვევაში, მერის ბრძანებით, განყოფილების უფროსის ფუნქციების შესრულება ეკისრება განყოფილების ერთ-ერთ მოხელეს.

მუხლი 9. სამსახურის მოხელე

1. სამსახურის მოხელეს ,,საჯარო სამსახურის შესახებ საქართველოს კანონის შესაბამისად, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მერი.

2. სამსახურის საჯარო მოხელეს უფლება აქვს: 

ა) გააჩნდეს   შესაბამისი   სამუშაო   პირობები, ისარგებლოს  მერიის საოფისე ინვენტარითა და ტექნიკით;

ბ) სამსახურებრივ უფლებამოსილებათა  განსახორციელებლად მოითხოვოს და   მიიღოს  ინფორმაცია მერიის  ხელმძღვანელობის და სტრუქტურული ერთეულებისაგან, აგრეთვე    მუნიციპალიტეტის    მიერ    დაფუძნებული    კერძო    სამართლის    იურიდიული  პირებისაგან;

გ) მონაწილეობდეს   თვითმმართველობის ორგანოებისა და თანამდებობის პირების  გადაწყვეტილებების მომზადებაში და იყოს დაცული აღმასრულებელი პრივილეგიით;

დ)   საკუთარი კომპეტენციის  ფარგლებში,   ზეპირად  ან  მოხსენებითი   ბარათით  მიმართოს ზემდგომ თანამდებობის პირს, წარუდგინოს მას შესაბამისი წინადადებები;

ე) მიღებული დავალების   კანონიერებასთან დაკავშირებით წარმოშობილი ეჭვის თაობაზე აცნობოს დავალების გამცემს და მის ზემდგომ ხელმძღვანელს;

ვ) უარი თქვას ისეთი დავალების შესრულებაზე, რომელიც არ შეესაბამება მის სამუშაოთა აღწერილობას, გარდა კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა;

ზ) მიიღოს თანამდებობრივი სარგო და მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა დანამატები;

თ) აინაზღაუროს სამსახურებრივი მივლინების ხარჯები;

ი) ისარგებლოს ყოველწლიური ანაზღაურებადი შვებულებით;

კ) ისარგებლოს საქართველოს კანონმდებლობით და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით გარანტირებული სხვა უფლებებით.

3. სამსახურის საჯარო მოხელე  ვალდებულია:

ა) საქმიანობა წარმართოს  კანონმდებლობის, მერიის დებულებისა და ამ დებულების, აგრეთვე,  მუნიციპალიტეტის სხვა სამართლებრივი აქტების შესაბამისად;

ბ) შეასრულოს უშუალო ხელმძღვანელის დავალებები;

გ) განუხრელად დაიცვას და შეასრულოს  მერიის  შინაგანაწესის მოთხოვნები;

დ) დადგენილი პერიოდულობით და წესით, აგრეთვე ზემდგომი თანამდებობის პირის დავალების  შესაბამისად,  მოამზადოს   და   წარადგინოს   ანგარიში   შესრულებული სამუშაოს შესახებ;

ე)   იზრუნოს კვალიფიკაციის ამაღლებისათვის;

ვ)  გაუფრთხილდეს მერიის ქონებას, არ დაუშვას მისი არადანიშნულებით გამოყენება;

ზ) შეასრულოს საქართველოს კანონმდებლობით და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით  განსაზღვრული  სხვა  მოვალეობები.

მუხლი 10. სამსახურის დებულების დამტკიცება და ცვლილების შეტანა

1. სამსახურის  დებულებას მერის წარდგინებით ამტკიცებს საკრებულო.

2. სამსახურის დებულებაში ცვლილების შეტანა შეიძლება განხორციელდეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.