თიანეთის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის, განათლების, სპორტის, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ

თიანეთის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის, განათლების, სპორტის, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 8
დოკუმენტის მიმღები თიანეთის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 30/04/2024
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 02/05/2024
სარეგისტრაციო კოდი 010260020.35.154.016528
8
30/04/2024
ვებგვერდი, 02/05/2024
010260020.35.154.016528
თიანეთის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის, განათლების, სპორტის, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
თიანეთის მუნიციპალიტეტი
 

თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №8

2024 წლის 30 აპრილი

დაბა თიანეთი

 

თიანეთის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის, განათლების, სპორტის, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ

„ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ საქართველოს ორგანული კანონის 24-ე მუხლის პირველი პუნქტის გ.ბ“ ქვეპუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
დამტკიცდეს თიანეთის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის, განათლების, სპორტის, ძეგლთა დაცვისა და  ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის დებულება დანართი №1-ის შესაბამისად.
მუხლი 2
ძალადაკარგულად გამოცხადდეს „თიანეთის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის, განათლების, სპორტის, ძეგლთა დაცვისა და  ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 19 თებერვლის №21 დადგენილება (ვებგვერდი, 27/02/2018, სარეგისტრაციო კოდი:  010260020.35.154.016352).
მუხლი 3
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარესოსო მამულაშვილი



დანართი №1
თიანეთის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის, განათლების, სპორტის, ძეგლთა დაცვისა  და  ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის დებულება

      
მუხლი 1. ზოგადი დებულებები

1. ეს დებულება განსაზღვრავს თიანეთის მუნიციპალიტეტის მერიის (შემდგომში – მერია) სტრუქტურული ერთეულის – მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის (შემდგომში – სამსახური) სამართლებრივ სტატუსს, სტრუქტურას, უფლებამოსილებასა და ანგარიშვალდებულებას, ასევე, აწესრიგებს მის საქმიანობასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებს.

2. სამსახური არის თიანეთის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეული, რომელიც უზრუნველყოფს კულტურის, განათლების, სპორტის, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდულ საქმეთა მიმართულებით მუნიციპალური პროგრამების შემუშავებას და განხორციელებას.

3. სამსახური თავის საქმიანობას წარმართავს საქართველოს კანონმდებლობის, მერიის დებულების, ამ დებულებისა და მუნიციპალიტეტის ორგანოებისა და თანამდებობის პირების სამარლებრივი აქტების საფუძველზე და მათ შესასრულებლად.

4. სამსახურის საშტატო განრიგი და მოხელეთა თანამდებობრივი სარგოები განისაზღვრება მერიის საშტატო ნუსხით.

5. სამსახური ანგარიშვალდებულია მერის წინაშე.

მუხლი 2. სამსახურის საქმიანობის პრინციპები

სამსახურის საქმიანობის პრინციპებია:

ა) საქმიანობა კანონმდებლობის საფუძველზე;

ბ) საქმიანობის საჯაროობა და გამჭვირვალობა;

გ) კანონის წინაშე თანასწორობა;

დ) ეკონომიურობა და ეფექტიანობა;

ე) დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელება კანონმდებლობის საფუძველზე;

ვ) მიუკერძოებლობა.

მუხლი 3. სამსახურის ფუნქციები

სამსახურის ფუნქციებია:

ა) განათლების, კულტურის, სპორტის, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდობის მუნიციპალური პროგრამების შემუშავება, განხორციელება და მონიტორინგი;

ბ) სამსახურის მიერ კალენდარული წლის განმავლობაში განსახორციელებელი მუნიციპალური ღონისძიებების გეგმის შემუშავება და განხორციელება;

გ) შესაბამისი სამსახურებისა და ორგანიზაციების ჩართულობით კომპეტენციის ფარგლებში განათლების, კულტურისა და სპორტის სფეროს პერსპექტიული განვითარების ძირითადი მიმართულებების განსაზღვრაში მონაწილეობა;

დ) თიანეთის მუნიციპალიტეტის მერიის მართვაში არსებული განათლების, კულტურის, სპორტის, სკოლისგარეშე საგანმანათლებლო, ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებების საქმიანობის კოორდინაცია და ხელშეწყობა;

ე) დღესასწაულებისა და მუნიციპალური მასობრივი კულტურული და სპორტული ღონისძიებების ორგანიზება; მუნიციპალიტეტის მართვაში არსებული კულტურული და სპორტული მიმართულების დაწესებულებების მიერ გასახორციელებელი ღონისძიებების კოორდინაცია და ხელშეწყობა;

ვ) კულტურის, განათლებისა და სპორტის სფეროში დამეგობრებული და აგრეთვე სხვა ქალაქების და მუნიციპალიტეტების შესაბამის სამსახურებთან თანამშრომლობის კოორდინაცია, არსებული თანამშრომლობისა და ურთიერთობის განვითარების ხელშეწყობა;

ზ) თიანეთის მუნიციპალიტეტის მერიის მართვაში არსებული განათლების, კულტურის, სპორტის, სკოლისგარეშე საგანმანათლებლო, ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებების ახალი სასწავლო წლისა და ზამთრის სეზონის მოსამზადებლი წინადადებების მომზადება;

თ) კომპეტენციის ფარგლებში საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ტერიტორიულ ორგანოსთან – საგანმანათლებლო რესურსცენტრთან და თიანეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე განთავსებულ საჯარო სკოლებთან თანამშრომლობა;

ი) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებულ საჯარო სკოლებში სამეურვეო საბჭოს წევრის დანიშვნის თაობაზე წინადადების შემუშავება;

კ) სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში აღზრდისა და სწავლების ახალი მიდგომისა და ტექნოლოგიების პრაქტიკაში დანერგვის ხელშეწყობა;

ლ) თიანეთის მუნიციპალიტეტში არსებული განათლების, კულტურის და სპორტის სფეროს ობიექტების რეაბილიტაციისა და განვითარების მიზნით წინადადებების მომზადება;

მ) ადგილობრივი თვითმყოფადობის, შემოქმედებითი საქმიანობისა და კულტურული მემკვიდრეობის დაცვა-განვითარების ხელშეწყობა. აღრიცხული, არსებული მატერიალური და არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის შესახებ სიის სახით ინფორმაციის არსებობა და მათი პოპულარიზაცია;

ნ) ადგილობრივი მნიშვნელობის კულტურული ძეგლების მოვლა-პატრონობის მიზნით შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება;

ო) კულტურული მემკვიდრეობის აღმოჩენის, გამოვლენისა და მისი მდგომარეობის შესახებ ინფორმაციის მიწოდება საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოსთვის;

პ) სპორტის პოპულარიზაცია, ცხოვრების ჯანსაღი წესის დანერგვის ხელშეწყობა და მასობრივი სპორტულ-გამაჯანსაღებელი ღონისძიებების ჩატარების ორგანიზება;

ჟ) კომპეტენციის ფარგლებში, თიანეთის მუნიციპალიტეტში საერთაშორისო სპორტული ღონისძიებების ჩატარების ხელშეწყობა,

რ) ახალგაზრდების ინიციატივებისა და იდეების მხარდაჭერა, ახალგაზრდობის პრობლემების შესწავლა და წინადადებების შემუშავება არსებული მდგომარეობის გასაუმჯობესებლად, ურთიერთობა სტუდენტურ და ახალგაზრდულ ორგანიზაციებთან;

ს) ახალგაზრდების საზოგადოებრივ ცხოვრებაში აქტიურად ჩაბმის მიზნით შესაბამისი პროექტების შემუშავება და განხორციელება;

ტ) საგანმანათლებლო, სპორტულ და შემოქმედებით სფეროში განსაკუთრებული მიღწევების მქონე მოსწავლეების, სტუდენტების და სხვა ახალგაზრდების საქმიანობის წარმოჩენა, ხელშეწყობა და წახალისება;

უ) წინადადებების შემუშავება კულტურის, განათლების, სპორტის, სკოლამდელი და სკოლისგარეშე დაწესებულებების შექმნისა და რეორგანიზაციის საკითხებზე;

ფ) კულტურის, განათლების, სპორტის, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდობის სფეროებში სახელმწიფო პოლიტიკის განხორციელების ხელშეწყობა;

ქ) განათლების, კულტურის და სპორტის სფეროში განსაკუთრებული დამსახურების მქონე ღვაწლმოსილი პიროვნებების წარმოჩენა და წახალისება;

ღ) საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, კომპეტენციის ფარგლებში, ინფორმაციის მიწოდება მერიის საჯარო ინფორმაციის გაცემაზე პასუხისმგებელი პირისათვის;

ყ) კომპეტენციის ფარგლებში, სამსახურის საქმიანობასთან დაკავშირებული სამართლებრივი აქტებისა და სამართლებრივი დოკუმენტაციის პროექტების მომზადება;

შ) მოქმედი კანონმდებლობით და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელება.

მუხლი 4. სამსახურის სტრუქტურა და შემადგენლობა

სამსახური შედგება სამსახურის უფროსისა და საჯარო მოხელეებისაგან.

მუხლი 5. სამსახურის უფროსი

1. სამსახურს ხელმძღვანელობს სამსახურის უფროსი, რომელსაც „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მერი.

2. სამსახურის უფროსი:

ა) წარმართავს სამსახურის საქმიანობას და პასუხისმგებელია ამ სამსახურისათვის დაკისრებული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებისათვის;

ბ) ანაწილებს დავალებებს სამსახურის საჯარო მოხელეებს შორის;

გ) განსაზღვრავს სამსახურის საჯარო მოხელეთა თანამდებობრივ მოვალეობებს;

დ) მერს წარუდგენს წინადადებებს სამსახურის საკადრო საკითხებთან დაკავშირებით, მათ შორის, საჯარო მოხელეთა წახალისების, დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომების შეფარდების, შვებულების, სამსახურებრივი მივლინებისა და პროფესიული განვითარების თაობაზე „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით;

ე) მერს წარუდგენს სამსახურის მიერ მომზადებულ საკითხებს, წინადადებებს, დასკვნებსა და რეკომენდაციებს;

ვ) მერს წარუდგენს ანგარიშს სამსახურის მიერ გაწეული სამუშაოს შესახებ;

ზ) აფასებს სამსახურის მოხელეთა ანგარიშებს გაწეული საქმიანობის შესახებ;

თ) უზრუნველყოფს საჯარო მოსამსახურეთათვის სამსახურებრივი მოვალეობების შესასრულებლად აუცილებელი პირობების შექმნას;

ი) უზრუნველყოფს სამსახურის საჯარო მოსამსახურეთა მიერ მერიის შინაგანაწესისა და შრომის დისციპლინის დაცვას;

კ)ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით, მერიის დებულებითა და ამ დებულებით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს.

3. სამსახურის უფროსი ანგარიშვალდებულია მერის წინაშე.

4. სამსახურის უფროსის არყოფნის შემთხვევაში, მერის ბრძანებით, მისი ფუნქციების შესრულება ეკისრება სამსახურის ერთ-ერთ მოხელეს.

მუხლი 6. სამსახურის მოხელე

1. სამსახურის მოხელეს ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მერი.

2. სამსახურის საჯარო მოხელეს უფლება აქვს:

ა) გააჩნდეს შესაბამისი სამუშაო პირობები, ისარგებლოს მერიის საოფისე ინვენტარითა და ტექნიკით;

ბ) სამსახურებრივ უფლებამოსილებათა განსახორციელებლად მოითხოვოს და მიიღოს ინფორმაცია მერიის ხელმძღვანელობის და სტრუქტურული ერთეულებისაგან, აგრეთვე მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული კერძო სამართლის იურიდიული პირებისაგან;

გ) მონაწილეობდეს თვითმმართველობის ორგანოებისა და თანამდებობის პირების გადაწყვეტილებების მომზადებაში და იყოს დაცული აღმასრულებელი პრივილეგიით;

დ) საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში, ზეპირად ან მოხსენებითი ბარათით მიმართოს ზემდგომ თანამდებობის პირს, წარუდგინოს მას შესაბამისი წინადადებები;

ე) მიღებული დავალების კანონიერებასთან დაკავშირებით წარმოშობილი ეჭვის თაობაზე აცნობოს დავალების გამცემს და მის ზემდგომ ხელმძღვანელს;

ვ) უარი თქვას ისეთი დავალების შესრულებაზე, რომელიც არ შეესაბამება მის სამუშაოთა აღწერილობას, გარდა კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა;

ზ) მიიღოს თანამდებობრივი სარგო და მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა დანამატები;

თ) აინაზღაუროს სამსახურებრივი მივლინების ხარჯები;

ი) ისარგებლოს ყოველწლიური ანაზღაურებადი შვებულებით;

კ) ისარგებლოს საქართველოს კანონმდებლობით და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით გარანტირებული სხვა უფლებებით.

3. სამსახურის საჯარო მოხელე ვალდებულია:

ა) საქმიანობა წარმართოს კანონმდებლობის, მერიის დებულებისა და ამ დებულების, აგრეთვე, მუნიციპალიტეტის სხვა სამართლებრივი აქტების შესაბამისად;

ბ) შეასრულოს უშუალო ხელმძღვანელის დავალებები;

გ) განუხრელად დაიცვას და შეასრულოს მერიის შინაგანაწესის მოთხოვნები;

დ) დადგენილი პერიოდულობით და წესით, აგრეთვე ზემდგომი თანამდებობის პირის დავალების შესაბამისად, მოამზადოს და წარადგინოს ანგარიში შესრულებული სამუშაოს შესახებ;

ე) იზრუნოს კვალიფიკაციის ამაღლებისათვის;

ვ) გაუფრთხილდეს მერიის ქონებას, არ დაუშვას მისი არადანიშნულებით გამოყენება;

ზ) შეასრულოს საქართველოს კანონმდებლობით და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა მოვალეობები.

მუხლი 7. სამსახურის დებულების დამტკიცება და ცვლილების შეტანა

1. სამსახურის დებულებას მერის წარდგინებით ამტკიცებს საკრებულო.

2. სამსახურის დებულებაში ცვლილების შეტანა შეიძლება განხორციელდეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.